Text view
kat-38
View options
Tags:
Javascript seems to be turned off, or there was a communication error. Turn on Javascript for more display options.
საერთოდ ბევრი რამე მოძველდა ძალიან ჰოლივუდში და ეს გახშირებული 3D - ები დროულად მოიფიქრეს ამის შემდეგ რაღას იზამენ უკვე , ის არის საკითხავი
1917 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში . იმავე ხანებში ავალიშვილი იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ - ერთი ხელმძღვანელი ( საზოგადოებას და ხსენებული რკინიგზის მშენებლობას სათავეში ედგა დიდი მამულიშვილი , ილია ჭავჭავაძის დის შვილი , გენერალი კოტე აფხაზი ) .
კაიფობ თუ მართლა ? გლები მაგ დონეზე დაYლევდა რო მანდ მიდის ? ბარსას დედა მოვტYან , როგორ უფუჭებს ადამიანებს ფსიქოლოგიას
საქართველოს ტერიტორიაზე 2000 - ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი , რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა . სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს , თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება , თუ კი მათ , თან ახლავს მთის ჰაერი , მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე .
იმაზე , თუ რა ბედს უქადდნენ ამ ბანაკებში გამომწყვდეულ სამხედრო ტყვეებს ჰიტლერი და მისი დამქაშები , შეიძლება ვიმსჯელოთ მრავალრიცხოვანი დირექტივით , ბრძანებით , ინსტრუქციით და სახელმძღვანელო მითითებით , რომლებიც უხვად გაიცემოდა როგორც საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე , ისე ომის დაწყების შემდეგ .
სტატისტიკური მონაცემებით , 2010 წლის განმავლობაში საქართველოში 48 488 ახალი კომპანია შეიქმნა , მაგრამ უცნობია , რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ კომპანიებში . 90 - იან წლებთან შედარებით , საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიათა რაოდენობა 10 - 15 ჯერ გაიზარდა და მათი რაოდენობა დღეს 300 ათასს აჭარბებს . თუმცა ხშირ შემთხვევაში კომპანიები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს . თითოეულ კომპანიას საშუალოდ 9 - 10 კაცი უნდა ჰყავდეს დასაქმებული , ეს რომ ასე იყოს , 300 ათას კომპანიაში თითქმის 3 მილიონი ადამიანი უნდა მუშაობდეს . არადა , ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება . საქართველოს საქსტატის მონაცემებით , 2010 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ სულ 371 341 ადამიანს შეადგენა . მათი საშუალო თვიური ანაზრაურება კი საწარმოთა ზომის მიხედვით , შეადგენს 534 . 9 ლარს . აქედან მსხვილ საწარმოებში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 739 ლარია , საშუალო საწარმოებში - 424 ლარი , ხოლო მცირე საწარმოში დასაქმებულების შრომის თვიური ანაზღაურება 302 . 2 ლარს შეადგენს . 2010 წლის ბოლოს უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა კერძო ბიზნესში . ამ სექტორში დასაქმებულების ხელფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 8 % - ით გაიზარდა . კერძო სექტორისგან განსხვავებით ხელფასებს არ მოუმატია საბიუჯეტო სექტორში , უფრო ზუსტად კი , 2010 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების საშუალო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სტატისტიკის დეპარტამენტს მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია . მთავრობაში კი ირწმუნებიან , რომ ხელფასი არ გაზრდილა და არც მიმდინარე წელს გაიზრდება , თუმცა 2011 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთო ჯამში 1 085 . 3 მლნ ლარს შეადგენს . 2010 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 1 043 . 0 მლნ ლარი გამოიყო .
" საქართველომ , მართალია , ცოტა მოგვიანებით , მაგრამ საკუთარი შეცდომა აღიარა , როდესაც ორი ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი გაასამართლა "
მეტი შემოქმედებითი ინიციატივა ! : [ მოსკოვის საიარაღო ქარხნის კოლექტივის მოწოდების საპასუხოდ " შრომის ნაყოფიერების ზრდის დარგში 5 წლედის დავალების 4 წელიწადში შესრულების შესახებ " და საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ორგანიზაციების ამოცანები ] : [ მოწინავე სტატია ] / / ახალგაზრდა კომუნისტი . - 1940 . - 4 იანვარი . - N3 [ MFN : 33715 ]
- ძალიან უცნაური რაღაც დამემართა . დაბადებიდან მარცხენა მკერდის ქვეშ მქონდა . . .
5 . თუ ქალაქ თბილისის მერმა დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად , საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს . შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა , რომელიც ამ სახის აქტისათვის დადგენილია ამ კანონით . თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული , კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს . გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება , თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა .
ჩინურმა კომპანია Eken - მა გამოუშვა პლანშეტური კომპიუტერი M001 7 - დიუმიანი დისპლეით .
მასპინძლობა კი სამ ხელოვანს თითქმის მთელი იტალიის ქართულმა დიასპორამ გაუწია , ყველგან გულღიად , სიხარულით და ახლო ნათესავებივით იღებდნენ სასახელო სტუმრებს , რომელთა მართლაც დაუვიწყარი მოგზაურობა რომში , საქართველოს ელჩების , მათი აღმატებულება ქეთევან ბაგრატიონსა და კონსტანტინე გაბაშვილთან მიღებით დაგვირგვინდა .
სად ჯობია საშობაო არდადეგების გატარება ? თოვლიანი ჩრდილოეთის მთებზე ვისრიალოთ თხილამურებით ირმებთან ერთად და თბილ , მყუდრო კოტეჯში შევხვდეთ ახალ წელს ბუხრის წინ თუ კარიბის ზღვის პირას პალმებით გარშემორტყმულებმა შამპანიურის ვწრუპოთ მზეში , მანამ სანამ კამკამა აუზში შევსრიალდებოდეთ ?
_CJ_ გამარჯობა . პირველ გვერდზე ვერ ვნახე აცტეკებზე , მაიელებზე , ინკებზე და ა . შ . და სადმე ხო არ გეგულება ?
სიცოცხლის ელექსირს ყველა დროში ეძებდნენ , ეს პროცესია ხლაც გრძელდება , ბევრი მილიარდერი მედიცინაში დიდ ინვესტიციებს დებს სწორედ ამ მიმართულებით , კიდევ ათასობით შარლატანია და აფერისტი .
amroci თუ არ შეხებია რანაირად გადაიტანა ვერ ვხვდები . ეტყობა ძალიან ახლოს გაიარა
დორტმუნდის " ბორუსიას " საშინაო სტადიონი , " სიგნალ იდუნა პარკი " ქალაქის პოლიციამ აფეთქებას გადაარჩინა . Bild - ის ცნობით , ქალაქ დორტმუნდში , პოლიციის წარმომადგენლებმა იარაღის ორი საწყობი აღმოაჩინეს , მათ შორის ერთ - ერთ " ბორუსიას " სტადიონის მახლობლად . სწორედ ამ საწყობში იყო დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა , რომელიც " ბორუსია " - " ჰანოვერის " მატჩის დროს , " სიგნალ იდუნა პარკზე " უნდა ამოქმედებულიყო .
ამდენად - საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების პარლამენტი ადასტურებს , რომ 1993 წლის სექტემბერშიც და მომდევნო პერიოდშიც ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ! და ამდენად - სამეგრელოში 1993 წლის ნოემბერ - დეკემბერში შეფარვით მოხეტიალე შეიარაღებული ჯგუფი ზვიად გამსახურდიას , ბესარიონ გუგუშვილისა და რამდენიმე თანმხლები პირის შემადგენლობით - საქართველოს უზენაესი ხელისუფლება და სავსებით ლეგიტიმური და კანონიერი დაჯგუფება იყო !
ალაჰი ( კომ . მუჰამედი - ერთი ვერსიით არაბულად ნიშნავ " ქების ღირსს " . წინასწარმეტყველად გახდომამდე , მუჰამედი წარუმატებელი ვაჭარი იყო )
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ( დ . 21 დეკემბერი , 1967 , თბილისი ) დაიბადა თბილისში , მამამისი , ნიკოლოზ სააკაშვილი , განათლებით ექიმი და ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი იყო . დედა , გიული ალასანია , პროფესიით ისტორიკოსია და თბილისის სახ . უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს . სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51 - ე საშუალო სკოლა . ხოლო 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი . მცირე ხანი მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ , სანამ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად . 1994 წელს წელს იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ამთავრებს მაგისტრის ხარისხით , ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციების ესწრება . 1995 წელსვე მან სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო . 1995 წელს ნიუ - იორკში იურიდიულ კომპანიაში პრაქტიკაზე ყოფნისას სააკაშვილს უკავშირდება ზურაბ ჟვანია , რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით სახელმწიფო სამსახურში მოიწვია . 1995 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ჟვანია და სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით პარლამენტის დეპუტატები ხდებიან . პარლამენტში სააკაშვილი ახალი საარჩევნო სისტემის , დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და არაპოლიტიკური საპოლიციო ინსტიტუტის შექმნაზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე იყო . 2000 წლის იანვარში სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე - პრეზიდენტად დაინიშნა . 2000 წლის 12 ოქტომბერს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა . ამ პერიოდში გატარდა სასამართლოს რეფორმა . 2001 წელს ის ღია კონფრონტაციაზე გამოდის ეკონომიკის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილ , სახელმწიფო მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაური იოსებ ალავიძესთან და მათ კორუფციულ გარიგეგებში ადანაშაულებს . 2001 წლის 5 სექტემბერს სააკაშვილი გადადგა მინისტრის პოსტიდან იმ მოსაზრებით , რომ მას " ამორალურად მიაჩნდა შევარდნაძის მთავრობის წევრად ყოფნა " . მისი მტკიცებით კორუფციამ შეაღწია საქართველოს მთავრობის ყველა სექტორში და შევარდნაძეს არ ჰქონდა მასთან გამკლავების სურვილი . მინისტრის პოსტიდან გადადგომისა და მოქალაქეთა კავშირიდან წასვლის შემდეგ 2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი აფუძნებს გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას , მემარჯვენე - ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას , რეფორმისტული პლატფორმით . 2002 წლის ივნისში არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიას შორის შეთანხმების შედეგად . ამ პოსტზე მას ძლიერი ახალი პლატფორმა შეექმნა , საიდანაც ის მთავრობის კრიტიკას შეძლებდა . 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს . სააკაშვილი ამტკიცებდა , რომ მას არჩევნებში გამარჯვებული ჰქონდა ( რასაც დამოუკიდებელი ეგზიტ - პოლების უჭერდნენ მხარს ) , და მოუწოდებდა საზოგადოებას შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე გამოსულიყვნენ და არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოეცხადებინათ . სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე - დემოკრატები აერთიანებენ ძალებს შევარდნაძის მთავრობის გადასაყენებლად და არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად . ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ჩატარდა თბილისში ნოემბერში , 23 ნოემბერს შევარდნაძე გადადგა . დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გახდა . საგარეო მხადაჭერის გასამყარებლად მიხეილ სააკაშვილმა ლობისტად რენდი შონემანი , მაკკეინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი , და დენიელ კუნინი , დაიქირავა . 2004 წლის 24 თებერვალს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები გაერთიანდნენ . ახალ პოლიტიკურ მოძრაობას " ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები " დაერქვა . მოძრაობის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტედად პენსიების გაზრდა და ხელმოკლეთათვის სოციალური დახმარებების გაწევა , ასევე კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწოფო შემოსავლების ზრდა გახდა . 2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 96 % - ით , რითაც ის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა . სააკაშვილის საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო . მას მემკვიდრეობად ერგო მძიმე ეკონომიკური ვითარება და გადაუჭრელი ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში ( ე . წ . სამხრეთ ოსეთში ) . ამ რეგიონებში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა . სააკაშვილის პრეზიდენტად კურთხევის ცერემონია 2004 წლის 25 იანვარს შედგა . მისი პირველივე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული დროშის შეცვლა გახდა . 26 იანვარს , ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ცერემონიაზე , მან ხელი მოაწერა განკარგულებას , რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთის გროზნოდან ჩამოსვენების უფლებას იძლეოდა . მანვე გასცა 1993 - 94 წლებში გამსახურდიას მომხრე 32 პატიმარის გათავისუფლების განკარგულება . მისი პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერი ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა . კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა , თუმცა სააკაშვილის მთავრობამ მოახერხა კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა . 2004 წლის 6 მაისს ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაიქცა . ეკონომიკური პოლიტიკა სააკაშვილი ლიბერალური ეკონომიკის აქტიური მხარდამჭერია და სწამს , რომ სასურველია მთავრობა ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს . [ საჭიროებს წყაროს მითითებას ] მისი ადმინისტრაციის პერიოდში ქართულმა ეკონომიკამ საგრძნობლად წაიწია წინ , რასაც საგადასახადო კოდექსის გამარტივებასა და განაკვეთების შემცირებას მიაწერენ . მშპ - ის ზრდამ 2004 - 2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9 % შეადგინა . ზოგადად , მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგი ქვეყანაში კორუფციის მკვეთრად შემცირება გახდა . ამასთან , 2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა . ასევე , საქართველო რანგით მე - 18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით , მაშინ როდესაც ქვეყნის მეზობლები რიგით მე - 100 - ს სცილდებიან , მსოფლიო ბანკის ამავე რეიტინგის მიხედვით . საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ნატოში გაწევრიანებაა , რაც საქართველოს სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს . 2007 წლის კრიზისი საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ( ნოემბერი 2007 ) . 2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ . 2007 წლის მეორე ნახევარში საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდეგ უმწვავესი კრიზისი დაუდგა . ოქტომბერში თბილისში რიგი ხალხმრავალი ანტი - სამთავრობო დემონსტრაციები ჩატარდა . კრიზისმა კულმინაციას ნოემბრის დასაწყისში მიაღწია და მოიცვა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია და ათობით ათასი ადამიანი . ანტისამთავრობო განწყობას ხელს უწყობდა მედიამაგნატი ბადრი პატარკაციშვილი . საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით დასრულდა . პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა . რამდენიმე ოპოზიციური ტელეარხი ( იმედი და კავკასია ) დაიხურა . მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის მიმართ საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა . Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ " ჭარბი " ძალის გამოყენების გამო , ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა . 2007 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა კომპრომისული გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება და 2008 წლის 5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა . საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი , რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი . ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ გაკეთდა რამდენიმე ჩასწორება საარჩევნო კოდექსში . 2007 წლის 23 ნოემბერს მმართველმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ - საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ოფიციალურად წამოაყენა მიხეილ სააკაშვილი . საქართველოს კონსტიტუციის თანახმად , სააკაშვილი 25 ნოემბერს გადადგა საარჩევნო კამპანიის დასაწყებად . 2008 , 5 იანვარი - მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად . მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 53 , 47 % - მა . მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში , 2008 წლის 20 იანვარს . * 2004 - საქართველოს პრეზიდენტი დაჯილდოვდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან " წლის ევროპელი " - ს ყოველწლიური პრემიით . * 2005 - დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ - ის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე .
ჩემი ბავშვობა სავსე იყო ფოლკლორით . ტელევიზორში თითქმის უწყვეტ რეჟიმში , ყოველ შემთხვევაში დღის ჩაუგდებლად გვესმოდა და ვხედავდით ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს , ხშირად ტარდებოდა ფოლკლორული ფესტივალები . ყველა კუთხეს თავისი ფოლკლორული ანსამბლი ჰყავდა , რომელიც ფოლკლორულ ნიმუშებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ . ახალიწლის ყველა საღამო ერთგვარი შეჯიბრების სახე ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ გუნდებს შორის . ერთ მხრივ მახარებდა და მეამაყებოდა ქართული სუმღერები , ცეკვები და ის , რომ გაგვიმართლა რომ ჩვენს ფოლკლორს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოუჩნდა გულშემატკივარი ხალხი , რომლებმაც ეს ხალხური ხელოვნება ჩაიწერეს , დავიწყებისგან იხსნეს და ჩვენამდე მოიტანეს . მაგრამ იყო ერთი მაგრამ , რაც იმაში მდგომარეობდა , რომ ჩემამდე მოსული ეს ფოლკლორული ნიმუშები დამქუშავებულ - შელამაზებული იყო , ზოგ მათგანს თანამედროვე ავტორი ჰყავდა და შესაბამისად სინმამდვილეში არ წარმოადგენდა ფოლკლორს . ზოგჯერ იმდენად ბედნიერ - დემონსტაციული ხდებოდა ეს ფოლკლორი ჩვენს გარშემო , რომ გამიფიქრია , რომ ხელოვნების ეს პლასტი ჩემს გარშემო სინამდვილეში კომუნკსტური პროპაგანდის ერთერთი ეფექტური კომპონენტია , და სინამდვილეში ქართული ფოლკლორი მითია მეთქი . ასეთ მომენტებში მჯეროდა , რომ , ერთეული ფოლკლორისტები , კომუნისტური ლეგენდა ხალხთა ბედნიერ თანაცხოვრებაზე , კომუნისტური საზეიმო ყრილობების დახურვის ატრიბუტი ნომრები და ხშირი ბრეჟნევისდროინდელი ფოლკლორული ფესტივალები რომ არა , ქართული ფოლკლორი საერთოდაც არ იარსებებდა . მაგრამ სსრკ - ს დაშლის შემდეგ , აიხსნა რკინის ფარდა ჩვენსა და თურქეთს შორის , რის შედეგადაც ჩვენ ტაო - კლარჯეთი და ლაზეთი დავინახეთ . დავინახეთ ხალხი , რომელთაც ისტორიის ქარტეხილების შედეგად არათუ ფოლკლორული მემკვკდრეობის შენარჩუნებაში დაეხმარა ვინმე , არამედ ქართული ენაც მხოლოდ შიდასაოჯახო ენად ჰქონდათ ქცეული საუკუნეების განმავლობაში . ჩვენი ისტორიული ღვაწლმოსილი ფოლკლორისტები მათ ვერ ეწვივნენ იმ დროს , როცა სოფლად ხელოვნება მხოლოდ ფოლკლორი იყო და არა რადიო - ტელევიზიით კულტივირებული მსოფლიო ხელოვნება . მაგრამ აღმოჩნდა , რომ ამ მიწებზე ფოლკლორი მაინც ცოცხალია 1990 წლისათვის . ანუ ცოცხალია ბუნებრივად , სუბსიდიისა და ბიუჯეტის , პროპაგანდისა და ფესტივალების გარეშე . მას შემდეგ მე ჩვენს , აქაურ ფოლკლორსაც მეტი პატივისცემით ვუყურებ . თუკი ადრე მიმაჩნდა , რომ ჩვენი ფოლკლორი ფანფარომნობამ გადაარჩინა , ტაო - კლარჯულ - ლაზური ფოლკლორი ჩემთვის იმის დადასტურება აღმოჩნდა , რომ ფოლკლორო და კერძოდ ქართული ფოლკლორი გაცილებით უფრო ძლიერი და ღრმა ფესვია , რომლის წაშლა - ამოძირკვა შეუძლებელი ყოფილა და შესაბამისად ჩვენი ძველი ბავშვობისდროინდელი ნასმენ - ნანახი ფოლკლორიც მუდმივი კატეგორიაა და არა პროპაგანით გაფუებული მოდერნიზებულ - რეტრო - ფოლკ სტილიზებული ნომრების ერთობლივობა . ტაოკლარჯეთისა და ლაზეთის ფოლკლორმა მე აქაური ფოლკლორის პატივისცემა გამიძლიერა , და დამანახა , რომ ბავშვობაში მითებად . მოსმენილი ინფორმაცია თურქეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე და ტაოკლარჯეთზე , როგორც საზღვრის იქით დარჩენილ საქართველოზე , მითი კი არა , რეალობაა . თუკი მანამდე ჩემთვის არსებობდა კახური ფოლკლორი , გურული ფოლკლორი , რაჭული , სვანური , მეგრული , თუშური , ქართლური და იმერული ფოლკლორი , ახლა მე აღმოვაჩინე , რომ არსებობს კიდევ სხვა ქართული კუთხური ფოლკლორი , კერძოდ ტაო - კლარჯული და ლაზური . და შესაბამისად რომ არსებობს ქართული კუთხეები - ტაო კლარჯეთი და ლაზეთი , სადაც საკუთარი ქართული ფოლკლორი ისე შემოინახეს , რომ ამისთვის არც პატეფონიან - დიქტოფონიანი ფოლკლორისტი დასჭირებიათ და არც დაფინანსებული სოფლის კლუბები , გუნდები და ფესტივალები . ის ფოლკლორი , რომელიც ქართულ ფოლკლორს 1990 წლის შემდეგ დაემატა არის ნაღდი , შეულამაზებელი , შეუფუთავი და . . . პრიმიტიული , ისეთი , როგორიც უნდა იყოს ფოლკლორი . თუ მას საუკუნოვან თურქულ მინარევებს მოვაცილებთ , დიდი შანსია 8 საუკუნის წინანდელი ქართული ხალხური შემოქმედება მივიღოთ . .
მარშრუტი : 1 დღე - თბილისი - ბორჯომი - ხერთვისი - წუნდა - ვარძია - ზემო ვარძია - ახლაციხე . 2 დღე - საფარა - ზარზმა - ჭულე - მწვანე მონასტერი თბილისი სახეობა : კულტურული , შემეცნებითი . სატრანსპორტო საშუალება : მსუბუქი ავტომანქანა , მიკრო - ავტობუსი , ავტობუსი . განთავსება : საოჯახო სასტუმრო ან სასტუმრო ახალციხეში . ხანგძლიობა : 2 დღე ( გასვლა დილის 9 საათზე , დაბრუნება საღამოს 9 სათზე ) მანძილი : 580 კმ .
_ რისი მომცემია მხოლოდ მათი აღნიშვნა , თუ ამ კრებებზე აღიარებული დოგმატები დაგმობილია ?
ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ვხვედებით ზემოთ ხსენებული ორივე მიმართულების დამახასიათებელ ნიშნებს . იგი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლია და კლდეში ნაკვეთი არქიტექტურის დახვეწილ ნიმუშს წარმოადგენს .
იოანე XXIII - ამ სახელით ავიდა იგი პაპის ტახტზე , სადაც მისმა გარყვნილების ნიჭმა უსაზღვრო ასპარეზი შეიძინა - დედათა მონასტრები ლამის საკუთარ ჰარამხანებად აქცია . მაგრამ ეგ კიდევ არაფერი - ჯერ საკუთარ შვილთან გაიყო სარეცელი , ხოლო მოგვიანებით ამ " სიყვარულის " ნაყოფი , ანუ მცირეწლოვანი შვილიშვილიც ჩაიგორა ლოგინში . ამ ხორცშესხმული სატანის ბოგინის აღკვეთის შემდეგ ვატიკანში გადაწყვიტეს , რომ იოანე XXIII - ს სახელიც კი ამოეშალათ პაპობის ისტორიიდან , ანუ იოანე XXII - ზე გააჩერეს ისტორია და საუკუნეების განმავლობაში იოანეს სახელით პაპი აღარ ჰყოლიათ . მხოლოდ გასულ საუკუნეში ავიდა რომის პაპის ტახტზე ადამიანი , რომელმაც , ბალთაზარ კოსას მსგავსად , იოანე XXIII დაირქვა , რითაც კათოლიკურმა სამყარომ კიდევ ერთხელ სცადა ბალთაზარ კოსას სირცხვილისაგან დისტანცირება , მისი სამარცხვინო სახელის წაშლა ისტორიის ანალებიდან .
შეგიძლია ასე მოიქცე ტყიბულში უთხრა ძმას რომ ჩაიბაროს მოსახლეობიდან , მოსახლეობაც დაინტერესდება ფულს იშოვის შენც შეგრჩება მოცვი , თორემ ძნელია ტყე ტყე სიარული და მოცვის კრეფა . და თან თუ დათუჩას წააწყდი სადმე ხო უფრო ძნელია მასთან ჭიდილი
ფოტოები : ტრენტოს საეკლესიო კრების სხდომა ; კარდინალი კარლო ბორომეო
2010 წლის 6 ოქტომბერს , რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს " РИА Новости " კორესპოდენტ დიმიტრი ვინოგრადოვთან ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა , რომ საქართველოს პოლიციამ გარდატეხა მოახდინა საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში , რომ დანაშაულის რაოდენობა კატასტროფულად დაეცა , ხოლო მომხდარი დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები არნახულად მაღალია . ყოველივე აქედან გაკეთდა დასკვანა : " თუ ამას დავუძახებთ პოლიციურ სახელმწიფოს , მაშინ ვამაყობ , რომ საქართველოში პოლიციური სახელმწიფოა აშენებული " .
თუ ზვიად ძიძიგურისთვის , კახა კუკავასათვის და კობა დავითაშვილისათვის ეს საკმარისი არგუმენტი არაა , მაშინ თქვენი ადგილი მართლაც ნოღაიდელის გვერდით ყოფილა , ბატონებო ! მე კი პირადად ჩემი თავი ნოღაიდელის გვერდით დასადგომად არც ადრე მემეტებოდა , და მით უფრო - არც ახლა !
რა : პატიმარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა ( თექა , გობელენი ) სად : გალერეა " Hobby " , ჭანტურიას ქ . 8 როდის : 26 ნოემბერს 17 . 00 საათზე დღევანდელი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში , რეფორმები - სამწუხაროდ , მოითხოვენ ძალიან მკაცრ სასამართლო პოლიტიკას , რაც ერთი მხრივ , ქვეყნისთვის კარგია , მაგრამ მეორე მხრივ - დიდია ალბათობა რომ უდანაშაულო ადამიანიც კი შეეწიროს საზოგადოებრივ სტაბილურობას . ნებისმიერ შემთხვევაში , დამნაშავე თუ უდანაშაულო - ყველა … Read more
გაეროს ანტინარკოტიკული მოხსენების ანგარიშით , ყოველწლიურად დასავლეთის ქვეყნებში კავკასიიდან - უკრაინის , თურქეთის ან ბულგარეთის გავლით - 7 ტონამდე ჰეროინი ხვდება . მწვანეთა პარტიის ლიდერის გ . გაჩეჩილაძის გამოთვლებით ამიერკავკასიის რეგიონში რჩება 4 ტონა - შემოსულ 11 ტონასა და გასულ 7 ტონას შორის არსებული სხვაობა . აქედან უშუალოდ საქართველოში - 2 , 4 ტონამდე რჩება და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწამვლის , დეგრადაციის და ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება . თუ დავეყრდნობით აშშ სახ . დეპ - ის 2008 წლის მოხსენების სტატისტიკას , რომ საქართველოში 240 - 350 , 000 ნარკომანია , წელიწადში მომხმარებელზე 6 - 8 გ მოდის . 1 გ ნარკოტიკის ფასი შიდა ბაზარზე დაახლოებით 350 - 500 დოლარია , და ბოლო წლებში 700 დოლარსაც მიაღწია . ამიტომ 2 ტონის გასაღების შედეგად საქართველოში მოქმედ ნარკომაფიას წლიურად დაახლოებით 700 მილიონი - 1 , 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი გააჩნია .
მოხსენიებული პირები : ჰან სეუნ - სოო - კორეული ქალაქის საორგანიზაციო კომიტეტის შეფი .
სამ ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა , ოთხს კი ჯარიმა - 400 ლარი შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ , ნანა დარასელიამ წუხელ , შუაღამეს , გამართულ პროცესზე . 7 მოქალაქე პოლიციამ გუშინ სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან , ყაზბეგის გამზირზე , გამართულ აქციაზე დააკავა .
დღეს დილით გამთენიისას აივანზე ვიდექი და მზის ამოსვლას ველოდი ავთო ჯაყელივით . მასხოვს , ბავშვობაში ბებიასთან არდადეგებზე , არ მეზარებოდა ყოველ დილით გამთენიისას ეზოში ჩარბენა და ჭიშკართან დაგდებულ მორზე შეხტომა განთიადის საცქერლად . დილის სუსხისაგან ჩამამცივნებდა ხოლმე , პერანგისამარას , მარა არ მაღელვებდა . ბრდღვიალა წითელი მზე ამოვიდოდა და მეც ბედნიერი ვბრუნდებოდი ლოგინში . ის პერანგი ამ ზაფხულს , წლების მერე ისევ ვნახე ჩემი ბაბუას და ბებიას ცარიელ სახლში და გულ - გვამი ამეწვა სევდისაგან . ცას ხომ არ გამოეკერებოდნენ ჩემი ბებია და ბაბუა ან ჩემი ბავშვობა , ეგრე სად არიო . მე კიდე ვერ ვეგუები . დღემდე მგონია , ის ყველაფერი იყო ნამდვილი და სრულყოფილი ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და მე თვითონ ვერაფრს მსგავსსაც კი ვერ შევქმნი აწი , ვერავისთვის . . . ძაან მინდა რო შევძლო ოღონდ . აი ისეთი , ჩემი ბებიას და ბაბუასნაირი , ნამდვილი რაღაცეები იმათთვის , ვისაც ამის ნახევარი სიყვარული მაინც ექნება ჩემი . . .
- რამდენად საშიშია გულ - სისხლძარღვთა სისტემისთვის ჰიპოდინამია და ჭარბი წონა ? - ჰიპოდინამია ინფარქტის განვითარების ხელშემწყობი ერთ - ერთი ფაქტორია . მაგალითად , მამაკაცებს , რომლებიც მხოლოდ გონებრივ შრომას ეწევიან , გულის იშემიური დაავადება სხვებზე 4 - 5 - ჯერ ხშირად უვითარდებათ . ფიზიკური აქტიურობა ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული მიოკარდიუმის ინფარქტის საწინააღმდეგოდ . აქტიური ცხოვრებისა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის დროს :
6 დღე პარიზის ისტორიულ ცენტრში ვიტრიალე . ტერიტოტიულად ეს ადგლი თბილისზე ბევრად პატარა არ არის . წარმოდგინე თბილისისხელა ღირსშესანიშნაობა , სანახაობა . ისტორიული პარიზში შეღებილ სახლს თითქმის ვერ ნახვ , ყველა სახლი ულამაზესი ქვის ჩიქურთმებიანი ზედაპირითაა შემოსილი . თითეული სახლის სილამაზე უზარმაზარი შრომის ფასადაა მიღწეული , მითუმეტეს ათასგვარი ინსტრუმენტის , ბენზინის თუ ელექტო ძრავიანი ქვის სამტვრევი - საბურღი საპრიალებელის გამოგონებამდე . ეს ისტორიული პარიზია , აქ ყველაზე ახალი ნაგებობა მეოცე საუკუნემდეა აგებული , ზოგი პატარა უბანი კი , მეთხუთმეტეში . საშუალო , გადაუჭარბებელი შეფასებით ის ალაქი , რომელშიც დადიხარ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტეს დასაწყისშიც ასეთი იყო უკვე . წარმოიდგინე ეტლებისა და ქუჩის ფარნების ეპოქა და . . . ეს ქალაქი . მე ახლა პირდაფჩენილი დავდიოდი და მაშინდელი პარიზის სტუმარი ხომ საერთოდ დაკარგავდა მეტყველების უნარს . ამ ქალაქში იანვარშიც კი ქვა რომლითაც შემოსილია სახლები თბილი და რბილია , გრანდიოზულ კომფორტულ და ჩახუჭუჭებულ ავეჯს გავს . ჩვენი ნიკორწმინდისა და სვეტიცხოვლის მნახველსაც კი გააკვირვებს ის , თუ რა სუბსტანციად შეძლეს გარდაექმნათ ქვა ფრანგებს . ეს ქვა რბილი , წელვადი და დრეკადია . ალბათ ოფლში და ფანტაზიაში უნდა ჩაალბო ასეთად რომ იქცეს . გაოცებს ამ სილამაზის მასშტაბურობა და უწყვეტობა , შეიძლება ჩიხის ჩიხში ისეთი ნაგებობა აღმოაჩინო შენი ქალაქის სიმბოლოდ რომ იქცეოდა აქ რომ ყოფილიყო .
- მხედველობის დარღვევა შეუმჩნევლად , თვალების არეში ერთგვარი უსიამოვნო ან დაღლილობის შეგრძნებით ვლინდება . არც თავის ტკივილი , წვა და ქავილის შეგრძნებაა იშვიათი . ადამიანს თვალების ინტენსიური სრესა შვებას ჰგვრის , თუმცა დროთა განმავლობაში იმასაც ამჩნევს , რომ შორეული და პატარა საგნების გარჩევა უჭირს , მონიტორსა და ტელევიზორის ეკრანს სულ უფრო მეტად უახლოვდება . თუ ამ სიმპტომებს დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას , შედეგად მხედველობის მძიმე დარღვევებს მიიღებთ .
თურ ქუ ლი ტე ლე ვი ზი ის თ ვის მი ცე მულ ინ ტერ ვი უ ში პოლ კოვ ნიკ მა გა ნაცხა და , რომ აკ რ ძა ლუ ლი ზო ნის შე მო ღე ბა და სავ ლუ რი თვით მ პყ რო ბე ლო ბე ბის ნამ დ ვილ მიზ ნებს ახ დის ფარ დას , კონ კ რე ტუ ლად კი ლი ბი უ რი ნავ თო ბის ხელ ში ჩაგ დე ბის სურ ვილს .
ვიდეოების მოდერაცია მგონი Myvideo . ge - ს მოდერატორები არ ყავს , ძალიან ხშირად " პოპულარული ვიდეოები დღეს " - ში ხვდება პორნო ვიდეოები . კი შლიან ხოლმე მაგრამ ძალიან გვიან . ასევე საჭიროა რომ გააკონტროლონ ვიდეოების დასახელებებები , ცენზურა დააყენონ ან რამე ძაან საშინელებაა . კატეგორია ეროტიკა ხომ საერთოდ მარაზმია 25 , 570 ვიდეო დევს და ყველა წასაშლელია მე თუ მკითხავ , კი დაკარგავენ მაგითი " მომხმარებლებს " = D მაგრამ სამომხმარებლო შეთანხმების თანახმად 3 . 7 . საიტზე განთავსებული ვიდეორგოლები არ უნდა შეიცავდნენ : პორნოგრაფიულ ხასიათის მასალების შემცველ ჩანაწერებს ;
მოთხილამურეების განკარგულებაშია 8 სათხილამურო ტრასა . მათ შორის 6 დამწყებთათვის , 3 საშუალო სირთულის და 1 რთული ტრასა . აგრეთვე ერთი ტრასა მთელი ღამის მანძილზე განათებულია ღამით სრიალის მოყვარულთათვის . ჰარაჩოვის ერთერთი ტრამპლინი თავისი სიდიდით მთელს მსოფლიოში მეექვსეა . აქ 1983 , 1992 წლებში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში .
არა გიო აშკარად არ ვეწინააღმდეგები ჩემ თავს და აგიხსნი რატომაც : ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა ერთი ჩემი ნახსენები კრიტერიუმი ამოქმედდეს , რაც უკვე ბლოგის ხასიატს ეწინააღმდეგება . ის რომ შენ ძირიტადად მუსიკაზე უნდა წერო და ა . შ უკვე შეზღუდვაა . სხვა საქმეა შენ რამდენად ასრულებ ამ მითითებას . ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც ლიბერალის ბლოგზე წერ თუ არა . მაგალითად ლიბერალში ბევრი სირობა დაბეჭდილა და შენ ოდესმე გაგიკრიტიკებია ის ? რა თქმა უნდა არა . იმიტომ რომ შენც ლიბერალში წერ და უხერხულია ხო ?
მე მახსოვს თოვლი , გაუვალი , სიზმარივითღა მაგონდება . სულს კვლავ მიკაწრავს თოვლში მყარად ჩაპრესილი ბორბლების ღრენა , ალაგ - წკავწკავი . დედის კალთაზე ლამის შეზრდილს მამის სიტყვები მეიმედება - ნუ გეშინია , მაინც გავალთ , აბა , სად წავალთ ? ! და საკუთარი უსასობით გულამოსკვნილი მოგონებაში ვტირი ისე , როგორც მხოლოდ ბავშვებს ეყოფათ ძალა , აქვითინდნენ - უსირცხვილოდ , მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ თავზე დაუსვას ხელი , გულში ჩაიკრას და ასმინოს ორი სიტყვა გაუთავებლად - ნუ გეშინია !
რატომ არ ჰქონიათ ? ? ? ჰქონდათ ჩვენს გიჟმაჟ ნაციოანალისტებს რუსი შოვინისტები ამჯობინეს . . . ისე ზარაზ რომ არა ჩვენი იდოტური პოლიტიკა დღეს საქართველოში სეპარატიზმის პრობლემა იდეგბოდა მაგრამ დებატების და ფორუმელი კაი ბიჭების გინების დონეზე . . . . harton
1 . დავის განხილვის შემდეგ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ .
1 . სელმა ლაგერლოფი , ნილსის საოცარი მოგზაურობა ბატებით : 2 . რაბინდრანათ თაგორი ; 3 . ლუიჯი პირანდელო ; 4 . რედიარდ კიპლინგი ; 5 . უინსტონ ჩერჩილი ; 6 . ხუან რამონ ხიმენესი ; 7 . კნუტ გამსუნ - პედერსონი ; 8 . ფრედერიკ მისტრალი , გაბრიელა მისტრალი ; 9 . მერი ენ ევანსი = ჯორჯ ელიოტი - - თომას ელიოტი ? 10 . ჰაინრიხ ბიოლი , კატარინა მოლის სელახული ღირსება ; 11 . ივანე ბუნინი , რუსი , მაგრამ იმჟამად მოქალაქეობის არმქონე ; ბორის პასტერნაკი , საბჭოეთის რუსეთში მცხოვრები , მაგრამ ეროვნებით ებრაელი მოქალაქე , თანაც … არ მომხდარა გადაცემა , უარი " განაცხადა " ; მიხეილ შოლოხოვი . ჩემი აზრით , ბუნინი უნდა ჩაითვალოს პირველ რუს ნობელის პრემიის ლაურეატად . 12 . ალბერ კამიუ ; 13 . მიგელ ანხელ ასტურიასი , სენიორ პრეზიდენტი ; 14 . ავოეეე , ბატიგოლი ! ოე და კავაბატა ; 15 . მარიო ვარგას ლიოსი , პერუ - ესპანეთი .
საკვანძო სიტყვები : ევროპელი ბიზნესმენები ; სამშენებლო კომპანიები ; საქართველოთი დაინტერესება .
- წარმატებული ცხოვრების თანამედროვე მეთოდიკა - წარმატების მიღწევაზე დამიზნული დინამურად განვითარებადი , რომელიც ათანამედროვებს წარსულ აღმოჩენებს , აძლევს მათ მოსარგებ და გამოსაყენებად ფორმას .
Subjects : ეკონომიკა ; სახალხო სამეურნეო გეგმები ; სახალხო სამეურნეო დაგეგმარება .
გარდა იმ სურათებისა , რომელიც ჩემი გადაღებულია და ეგეც მეზარება … : )
საკვანძო სიტყვები : მევენახეობა ; საწარმოები ; ადგილობრივი თვითმმართველობა .
ჩვენ ყველას ისიც კარგად გვახსოვს , როდესაც გოგა ხაინდრავამ და მისმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი ტორეზ კულუმბეგოვი პოლიტპატიმრად გააასაღა და დედამიწა შეაზანზარა - არიქა , გამსახურდია ოს ხალხს სდევნისო . მაინც რა რიგად შესტკივა გული ამ ჩვენს საფრანგეთის " ღირსეულ " რაინდს " დევნილ და ტანჯულ " ოსებზე , დღესაც ცხარე ცრემლებს აღვარღვარებს : ამ ხალხს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს წინაშეო . უწიგნურსა და უვიცს დღევანდელ კასტას უწოდებს და თვითონ თუ წაუკითხავს საქართველოს ისტორია , თუ წაუკითხავს ფარნავაზიდან მოყოლებული რა ხეირს აყრიდნენ საქართველოს მისი ქებული ძმები , ხაინდრავა , ვახტანგ გორგასალსაც ჯვარს აცვამდა , უთუოდ , ოსი ხალხის უფლებების შელახვის გამო .
ამ დღის აღნიშვნა 23 აგვისტოს , 1939 წელს მოლოტოვ - რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის დღეს იგეგმებოდა . დოკუმენტის თანახმად ბერლინმა და მოსკოვმა ჰიტლერის ტანკების პოლონეთში შესვლამდე ერთი კვირით ადრე აღმოსავლეთ - ევროპა გაინაწილეს .
5 . თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა , პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური . ( 27 . 12 . 2006 N4133 )
გამოცემა " საიენს დეილი " , გიოტებორგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის ძირითად ასპექტებს გვაცნობს . შვედმა გენეტიკოსებმა დაადგინეს , რომ გენ SOV1 - ის დეაქტივაცია , უჯრედებში MTC ჯგუფის ( მიტოქონდრიალ ტრანსლეიშნ კონტროლ ) რამდენიმე ცილის თანდათან გაქრობას იწვევს . ეს ცილები მიტოქონდრიების ნორმალური მუშაობისთვისაა საჭირო . მაგრამ როგორც გაირკვა , ამავე ჯგუფის სხვა ცილები , დაზიანებული და გამქრალი ცილების ფუნქციებს ითვისებენ და რეაქციების მთელ ჯაჭვს იწყებენ , რომლებიც გენომის სტაბილიზაციას და დაზიანებული ცილების გამოდევნას უწყობენ ხელს . ყველაფერი ეს კი უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას იწვევს .
« შემდეგი ძველი თემა · კათოლიკე ეკლესია · შემდეგი ახალი თემა »
გასულ საუკუნეში სვეტიცხოველში არაერთი არქეოლოგიური სამუშაო ჩატარდა . 2000 - 2001 წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა ( III - IV ) , სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს , ვერცხლის , ბრინჯაოს , რკინის , მინის და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები . მათ შორის , საყურადღებოა ვერცხლის საწერი ხელსაწყო , რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი .
… ანტიადამიანური კაპიტალისტურ სისტემაში ბევრი დრო არ აქვს ადამიანს , რის გამოც აქ ვწყვეტ ამ წერილს და ვიდრე თქვენს პასუხამდე , ბატონო ედვარდ აქვე გეკითხებით თქვენ და თითოეულ ქართველს :
წინა ვერსიისგან განსხვავებით ჯობსმა გადაწყვიტა რომ დაებრუნებინა მოწყობილობისათვის ღილაკები , რადგან მხოლოდ ყურსასმენებზე განთავსებული პულტიდან და ხმოვანი ბრძანებებით მოწყობილობის მართვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის .
- ვარ 19 წლის გოგო და მაქვს თმასთან დაკავშირებული პრობლემა , მაქვს ძალიან თხელი თმა ( თვითონ თმის ღერი ) და ამას ისიც დაემატა , რომ მცვივა და საკმაოდ შემითხელდა . მაინტერესებს თუ . . .
ვახ ნუ აოფებთ რა ! ! ! ჯეიმს დუგლას მორისონი იყო ამერიკელი მომღერალი , პოეტი , სიმღერის დამწერი , პროდიუსერი . მაგრამ ამ პროფესიებიდან იგი ყველაზე ცნობილია როგორც ცნობილი ჯგუფის " The Doors " - ის მომღერალი , სოლისტი . იგი როკის ისტორიაში მიჩნეულია , როგორც ერთერთ ყველაზე ნიჭიერ და როკზე შეყვარებულ ადამიანად . იგი ასევე იყო რამოდენიმე გამოცემული წიგნების ავტორი . უყვარდა ლექსების წერა . ასევე იგი იყო რამოდენიმე დოკუმენტრუი ფილმის პროდიუსერი . ძველი წლები მორისონი დაიბადა მელბურნში , ( ფლორიდა ) 1943 წელს . ადმირალ ჯორჯ სტეფენ მორისონის და კლარა კლარკ მორისონის ოჯახში . მორისონს ყავდა და , ანა რობინი რომელიც 1947 წელს დაიბადა ალბუკუერკში , ( ახალი მეხიკო ) და ძმა ენდრიუ ლი მორისონი , რომელიც 1948 წელს დაიბადა ლოსალტოსში , ( კალიფორნია ) . 1947 წელს 4 წლის მორისონმა ნახა ის რამაც ალბათ მისი ცხოვრება შეცვალა . იგი შეესწრო საშინელ ავარიას უდაბნოში სადაც ადგილობრივი ამერიკელების ოჯახი დაიღუპა . მან ამ ავარიის შესახებ ისაუბრა თავის რამოდენიმე სიმღერაში ( Dawn ' s Highway , Peace Frog , Ghost Song ) . მორისონს სჯეროდა , რომ ეს ავარია მის ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო . მორისონი ამბობდა , რომ ამ ავარიის დროს მკვდარი ინდოელი დაინახა , რომელიც გზის მეორე მხარეს იწვა . მოგვიანებით დაიწერა წიგნი " The Doors " რომელშიც ჯიმის მამა ამბობს : ჯიმი ამ ინციდენტის შემდეგ ლაპარაკობდა ინდოელზე რომელიც მან დაინახა იმ ავარიის დროს . ამავე წიგნში მისი და ამბობს : " მას ბევრჯერ მოუყოლია ჩემთვის თუ როგორ დაინახა მომაკვდავი ინდოელი . გზის მეორე მხარეს და მე არც კი ვიცი მართალია თუ არა ეს ამბავი . " ჯიმიმ თავისი პატარაობის ნახევარი სანდიეგოში ( კალიფორნია ) გაატარა . 1958 წელს მორისონი ალამედას სკოლაში მიიღეს . მან დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის სკოლა 1961 წლის ივნისში . 1964 წლის იანვარში მორისონი ლოსანჯელესში ( კალიფორნია ) გადავიდა . მან UCLA ფილმის სკოლა დაამთავრა . მან სკოლაში მოღვაწეობის დროს . მისი ლოსანჯელესში ცხოვრების დროს იგი დაუმეგობრდა მრავალ ლოსანჯელესელ მწერალს . " დორსი " 1965 წელს , UCLA - ის დამთავრების შემდეგ მორისონმა " ციგნურ " ცხოვრებას მიჰყო ხელი . ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ მას რამოდენიმე შავთეთრი სურატიც გადაუღო . ცნობილი იყო როგორც " ახალგაზრდა ლომი " . მორისონი და UCLA - ის სტუდენტი რეი მანზარეკი გახდნენ დორსის პირველი წევრები . ამის შემდეგ მათ დრამერი ჯონ დენსმორი და გიტარისტი რობი კრიგერიც შეუერთდნენ . 1966 წლის ივნისში " დორსი " უკვე უკრავდა რამოდენიმე ცნობილ ბარებში . ჯიმ მორისონმა ჯგუფი " ზემ " - ის სოლისტი ვან მორისონი გაიცნო და მათ ამის შემდეგ ერთად იმღერეს ცნობილი სიმღერა " გლორია " . ჯიმი მორისონმა ბევრი სიმღერა დაწერა , როგორებიცა : Light my fire , Love me two times , Love her madly , Touch Me . " დორსის " ჰიტი " Light My Fire " გახდა ფანების ერთერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა . მოგვიანებით " დორსი " გამოვიდა ედ სალივანის შოუში . ედ სალივანმა მათ ორი სიმღერის " Pეოპლე Aრე შტრანგე " და " Light My Fire " - ის დაკვრა სთხოვა . მაგრამ მათ უნდა შეეცვალათ " Light My Fire " - ის სიტყვები . " Girl we couldn ' t get much higher " - ის ნაცვლად " Girl we couldn ' t get much better " უნდა ემღერათ . მაგრამ ჯიმ მორისონმა პირდაპირ ეთერში მაინც " Higher " თქვა რითაც სალივანი ძალიან გაანაწყენა და ამის შემდეგ ისინი მოუწვეულები აღარ იყვნენ . მოგვიანებით მორისონმა თქვა , რომ მას დაავიწყდა , რომ უნდა შეეცვალა სიტყვები . მეორე ალბომის " Strange Days " - ის გამოცემის შემდეგ " დორსი " ამერიკაში ერთერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფი გახდნენ . ამის შემდეგ მორისონმა კონცერტებზე დაგვიანება და დალევა დაიწყო . 1969 წლისთვის მომღერალმა გადაწყვიტა შეეცვალა მისი გამოსვლები . მან წონაში მოიმატა , წვერები მოიშვა და ჩაცმულობის სხვა სტილზე გადავიდა . 1969 წლის კონცერტზე მაიამიში , მთვრალმა მორისონმა სცენაზე გინება დაიწყო და სცენაზევე დაწვა . მაიმაის პოლიციამ კონცერტის დასრულების შემდეგ იგი დააკავა . ამის შემდეგ ჯგუფის ბევრი კონცერტი სწორედ ჯიმ მორისონის გამო ჩაიშალა . ვიკიპედიის სტატია . . . თარგმნა შემეზარა ! ! ! ტაკ შტო . . .
• თუ რომელიმე კონკრეტულ რაიონში არსებულ სერიოზულ პრობლემას ხელისუფლება ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს , აუცილებელია , რომ ამ რეგიონის ყველა რაიონში ` სახალხო კრებები ~ ერთდროულად იქნეს მოწვეული , უკიდურეს შემთხვევაში მოიწვევა რეგიონული ` სახალხო კრება ~ ;
ყველანაირად ვეცდები შემდეგში მაინც შემოგიერთდეთ . საგამოს საათები თუ იქნება კარგია . რაც გვიან მით უკეთესი !
მეორეა სამშვინველი , სასიცოცხლო ძალა , რომელიც სხეულს აცხოველებს და განასულიერებს . მისი გამოისობით სხეული არა მხოლოდ მატერიის გროვაა , არამედ ისეთი რამ , რაც იზრდება და მოძრაობს , გრძნობს და აღიქვამს . ცხოველებსაც აქვთ სამშვინველი და სავარაუდოა , რომ მცენარეებსაც . მაგრამ ადამიანის შემთხვევაში სამშვინველს მინიჭებული აქვს ცნობიერება , ანუ გონიერი სამშვინველი , რომელსაც აბსტრაქტული აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის , წინაპირობებიდან დასკვნებისაკენ განვითარების უნარი აქვს . თუ ეს ძალები საერთოდ არის ცხოველებში , მხოლოდ ძალიან შეზღუდულად .
ორი რელიგიის ლიდერი , რომლებიც საზოგადოებრივი შემწყნარებლობისკენ მიმართული კავშირების დასამყარებლად ყველაზე მეტად იღვწიან , მეგობრულ ატმოსფეროში ერთმანეთს შეხვდნენ და თურქეთში მუსლიმ და არამუსლიმ მორწმუნეებს დიალოგი გაამართვინეს . ამ შეხვედრებზე ბატონმა ფეთჰულაჰ გიულენმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას , რომ რელიგიებში მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი და , რომ ამჟამად , მსოფლიო ყველაზე მეტად მშვიდობას საჭიროებს . იესო ქრისტე მუსლიმებისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველია . ადამიანი , რომელსაც თქვენ დიდ პიროვნებად მიიჩნევთ , ჩვენთვისაც დიდია და ამ სიტყვებს ჩვენ გულწრფელი და ღრმა გრძნობებით წარმოვთქვამთ . მორწმუნე ადამიანებმა მსოფლიოში შემწყნარებლობისა და სიყვარულის გაბატონებისათვის უნდა იღვაწონ , მათი ძალისხმევა ურწმუნოების , ბოღმისა და სიძულვილის აღმოსაფხვრელად უნდა იყოს მიმართული . დღეს , ისე როგორც არასდროს , სჭირდება მსოფლიოს მშვიდობა და სიწყნარე და მათ მისაღწევად საზოგადოებას ისეთი ადამიანები უნდა წარუძღვნენ , რომლებსაც ერთი ღმერთის რწმენა აქვთ . პატრიარქმა ბართლომეოსმაც ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერით , თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში გახსნილი სკოლების საქმიანობა ქებით მოიხსენია .
სოოოოფ ახლა მივხვდი როგორ მომნატრებია შენი ნაწერების კითხვა : ( არადა , ახლა ისე ვარ , სიამოვნებით ჩავუჯდებოდი და უკვე წაკითხულსაც წავიკითხავდი
6 . შვებულების დროს ხშირად იჭერთ საკუთარ თავს იმაში , რომ სამსახურზე ფიქრობთ ? ა ) არამც და არამც . როცა ვისვენებ , მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ ; ბ ) დიახ , ვფიქრობ და ბოროტად მიხარია , რომ ჩემი კოლეგები ამ დროს სამსახურში იხრუკებიან ; გ ) ერთი სული მაქვს , შვებულება მალე დამთავრდეს ; დ ) სიამოვნებით ვიხსენებ სამსახურს და კოლეგებსაც ხშირად ვეხმიანები ; ე ) მიხარია , რომ შვებულება ეს - ეს არის დაიწყო .
13 წლის წინ ანუ 2001 - ის სექტემბრამდე , როცა აშშ - ში მოხვედრა შედარებით ადვილი იყო , სამხატვროაკადემიადამთავრებულ , 30 წლის თინას თავისუფლების ქანდაკების ქვეყანაში ოფიციალურად არავინ იწვევდა . არც ერთი უნივერსიტეტი და საერთაშორისო ორგანიზაცია . ამიტომ მოქმედება " შუამავალის " მეშვეობით დაიწყო და ასე აღმოჩნდა სანკტ - პეტერბურგში . . . გარკვეული ანაზღაურების საფასურად კი დაჰპირდნენ , რომ რუსეთიდან პირდაპირ ნიუ - იორკში მოხვდებოდა , მაგრამ თინას ეს ეფემერული რუსი შუამავალი აეროპორტში " რატომღაც " არ დახვდა . ფული აიღო , მაგრამ პირობა არ შეასრულა . პეტრე დიდის ქალაქამდე კი ჩავიდა , მაგრამ უკან დაბრუნება აზრადაც არ გაუვლია , რადგანაც ეს შიმშილით სიკვდილის ტოლფასი გახლდათ . ამიტომ უკიდეგანო რუსეთში ახლობლის ყვავი - ჩხიკვის მამიდას დაადგა თავზე და ერთი თვის თავზე მაინც მოახერხა აღთქმული დასავლეთისკენ გეზის აღება , ოღონდ " მცირედი " კორექტივით . მთლად " დიდი ვაშლის " ქალაქისკენ არა . . . თინა გვატემალაში აღმოჩნდა , სადაც საემიგრაციო ბანაკში 6 თვე დაჰყო , იქიდან მექსიკაში აღმოჩნდა , სადაც ასეთსავე ბანაკში ასევე 6 თვე დაჰყო და მერე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ტეხასის ციხეშიც ამოჰყო თავი . იქაური სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ჯარიმას - 19 ათასს თუ არ გადაიხდიდა , მაშინ მას დაუყოვნებლივ მშობლიურ საქართველოში აბრუნებდნენ ანუ ადეპორტებდნენ . ამერიკაში თინას ერთადერთი საკონტაქტო პირი საქართველოში დარჩენილი რიგით პირველი მეუღლის ექსსაყვარელი გახლდათ . ქალმა თავისი ოჯახის დამანგრევლის ამერიკული მისამართი და ტელეფონის ნომერი წინასწარ , ჯერ კიდევ თბილისში მოიმარაგა . რა ექნა ? სხვას არავის იცნობდა , მთელს ამერიკულ დუნიაზე ახლობელ - სულიერი არავინ ჰყავდა . ერთი სიტყვით , ერთ დროს მტრები , ახლა მოყვარეებად გადაიქცნენ . ექსმა ნაცნობ მეგობრებში მოახერხა თანხის მესამედის 50 - 50 დოლარობით სასაჩუქროდ მოგროვება , დანარჩენი კი არასასაჩუქროდ უსესხა და ერთი ქართველის არაუანგარო ჩარევით ამხელა თანხა თინასაც მიაწოდა . პატიმარმა თავი დაიხსნა და სსრკ - ელი არალეგალების რაოდენობის რეიტინგით მეორე შტატში - ნიუ - ჯერსიში აღმოჩნდა . ინგლისურის ინჩი - ბინჩი არ გაეგებოდა , სამაგიეროდ ესპანურად წყალივით რაკრაკებდა - ციხეში სერვანტესის ენის კარგი პრაქტიკა გაიარა და , როგორც ჩანს , ენების ბუნებრივი , მაგრამ პოტენციურად ღრმად ჩამარხული ნიჭიც გამოუმჟღავნდა . ვალს ნელ - ნელა ისტუმრებდა , პარალელურად კი კანონიერი ( მეორე ) მეუღლის ჩამოყვანაზე ზრუნავდა ( ჩვენი პირველი გმირის - ნათიას დარად - შემხიდებლის " ვარიანტში " ) . ორი შვილიდან კაცმა ერთის , 3 წლის გოგონას , თამუნას ჩამოყვანა მოახერხა . ისევ ვალი , ისევ " კაცური დეპრესია " , ისევ წუწუნი , ვაი - ვიში და ტყ , ტყ , ტყ . გინებას ხანდახან ცოლის ცემაც მოჰყვებოდა ხოლმე . თინა არალეგალობის გამო პოლიციის გამოძახებიდან თავს მაქსიმალურად იკავებდა , მცირეწლოვან შვილს კი ქართველ მეზობელთან გადაარბენინებდა ხოლმე და როცა კაცის აგრესიული დეპრესიის შეტევა მინელდებოდა , უკან გადმოარბენინებდა . . . თინას ქმარი გურამი ყველაფერ სიკეთესთან ერთად ნემსზეც და ალკოჰოლზეც შეჯდა . მხატვარი ვარო , აქ ჩემს ხელოვნებას ყურადღებას არავინ აქცევსო , არაფერი მეყიდებაო . თინასაც სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული , მაგრამ დეპრესიის ფუფუნებას ახლოსაც არ იკარებდა . სახლში დარჩენილი მეორე შვილი , ერთი წლის ვახო , დედ - მამა და ოჯახის აქ ჩამოყვანილი " ნაწილი " უნდა ერჩინა . გურამმა თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა , თინას ეცოდებოდა , პირველ სამედიცინო დახმარებას უწევდა და მერე სამსახურში მიდიოდა , სხვა ბავშვისთვის რომ მოევლო . თამუნას კი მაჯაგადახვეულ , ვალიუმმიღებულ მამას უტოვებდა . ერთ - ერთ " უიქენდზე " გურამმა ნამეტანი მოინდომა და დანა მუცელში დაიცა . " ხარაკირის " არასამურაული რიტუალი გურამმა ბავშვის წინაშე ჩაიტარა , თინა უკვე იძულებული იყო რისკზე წასულიყო , 911 - ის სამსახურს დაურეკა და გურამი საავადმყოფოში გააქანეს . ამერიკაში თუნდაც ერთი წუთით მცირეწლოვნის სახლში თუ სხვაგან უპატრონოდ მიტოვება მშობლისთვის მშობლის უფლების , ბავშვის ჩამორთმევითა და სახელმწიფოსთვის გადაცემით სრულდება . თინამ თავის მეზობელს დაურეკა და აუხსნა - ჩემი კაცი " საპატიო მიზეზის " გამო საავადმყოფოშია , მე კი შაბათ - კვირის სამსახურში უსიკვდილოდ უნდა გამოვცხადდე და , თუ ღმერთი გწამს , ბავშვს მიმიხედე , ღმერთი შეგეწევაო , მერე მე ვიცი შენი პატივისცემაო . სანამ მოხალისე მეზობელი - ძიძა თავის დანაპირებს შეასრულებდა და პატარა თამუნას მიაკითხავდა , სახლის კარზე " ფაბლიქ სერვისმა " , ჩვენებურად რომ ვთქვათ , შუქისა და გაზის მრიცხველის შემმოწმებელმა დააკაკუნა . კარი პატარა ბავშვმა გაუღო . უცნობმა ბიძამ სახლში უფროსი ვერ აღმოაჩინა და მაშინვე სოციალურ სამსახურში დარეკა - უპატრონო ბავშვი ვნახე და მიხედეთო . იმწამს მოქანდნენ სოციალური სამსახურიდან , ბავშვს ხელი დაავლეს და " სადაც ჯერ არს " , იქ გააქანეს . სანამ თინამ შვილის " მოტაცების " ამბავი შეიტყო , რვა საათზე მეტი გავიდა . . . მაგრამ გაცილებით მეტი დრო გავიდა მანამ , სანამ დედა თავის შვილს ხელახლა ნახავდა . სოციალურმა სამსახურმა შუამდგომლობა დააყენა ბავშვის მშობლისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადაყვანის შესახებ . სავსებით შესაძლებელია , რომ თამუნა გაშვილების ან შვილობილობის წესით სხვა , უფრო მზრუნველი აქაური მოქალაქეების ხელში აღმოჩენილიყო . დამერწმუნეთ , თეთრკანიან ბავშვს , აფრო - ამერიკელებისგან და მექსიკელებისგან განსხვავებით , აშშ - ში ახალი მშობლების ლოდინი დიდხანს არ უწევთ . სპეციალურმა , თუმცა არასაემიგრაციო სამსახურმა თინას პიროვნება უჯრედულ დონეზე შეამოწმა : მორალური სახე , მენტალური მდგომარეობა , ნარკოტოკებისა და ალკოჰოლის მიმართ " მგრძნობელობა " . თინას ყველა დაუდგა გვერდით , ქართველიცა და არაქართველიც . მის მეუღლეს კი არაფერი გაუგია , რადგანაც მორიგი დელირიუმის შეტევის დროს საავადმყოფოშივე თვითმკვლელობის მეორე მცდელობა განახორციელა . მეორე სართულიდან გადახტა , მაგრამ გადარჩა , მხოლოდ ფეხი მოიტეხა . თინას იმ სამსახურში , სადაც ძიძად მუშაობდა , კარგი დახასიათება მისცეს , ადვოკატისთვის ფული შეუგროვეს , გულშემატკივრები სასამართლოს სხდომებსაც ესწრებოდნენ . ერთი თვის თავზე დედას შვილი , როგორც იქნა , " დაუბრუნეს " . მაგრამ თინა აღარ თუ ვეღარ იყო . . . მენტალურად : მწვავე ნევროზი , ანორექსია და სხვადასხვა სახის ფობიები დაეწყო , მათ შორის აგოროფობია ( ღია სივრცის შიში ) და ატაზაჰორაფობია ( დავიწყებისა და იმის შიში , დავიწყებულ იქნას ) . მას მერე დიდი დრო კი გავიდა , მაგრამ თინა თვეში ერთხელ ფსიქიატრს და ფსიქოთერაპევტს მაინც აკითხავს . გურამი კი , როგორც იქნა , თბილისში " გაისტუმრეს " : თინამ მისი ნახატები ჯერ დაფხრიწა , მერე კი ცეცხლი სახლის ეზოში დემონსტრაციულად წაუკიდა . მათ შორის იმ პირველ ნახატსაც , გურამმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჩუმი სიყვარულის დროს რომ მიუძღვნა ; იმ სურათსაც , რომელიც მაშინ დახატა , როცა თინა სხვაზე გათხოვდა ; მის მიერ აკვარელში შესრუებულ ყვავილებსაც , ნატურმორტებსაც და აბსტრაქციებსაც . არც გურამს მოუკლავს თავი თავისი ნამუშევრების უკან , სამშობლოში წაღებისთვის . განქორწინდნენ . ორი წლის შემდეგ თინა ამერიკელზე გათხოვდა , " მწვანე ბარათი " მიიღო , მალე მოქალაქეც გახდება . ცხოვრება " მეტ - ნაკლებად " ააწყო და ახლა მეორე შვილის ჩამოყვანაზე ზრუნვს , მაგრამ - ამაოდ . მის უმცროსს ვაჟს , 14 წლის ზურას არ უნდა არც დედასთან , არც დასთან და არც ახალ მამასთან შეხვედრა . არცაა გასაკვირი : ამ ჩამონათვალიდან არავინ ახსოვს , არავის იცნობს და ვისთან ჩავიდეს ? მისი მშობლები ხომ ბიოლოგიური მშობლების მშობლები არიან . . . მისთვის ამერიკელი დედისგან წლების განმავლობაში " გაგზავნილი " სიცოცხლის , სწავლის , გართობისა და თანამედროვე ტანსაცმელში " ჩაშმოტკვის " უფლება ვერაფერი არგუმენტია . . .
ემიგრანტებმა ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის კადრები ჩვენზე უწინ ნახეს , « ბი - ბი - სი » ყოველ ნახევარ საათში ატრიალებდა ამ კადრებს .
Subjects : ახალგაზრდათა პოლიტიკური ორგანიზაციები ; ორგანიზაციის დაშლა ; საქართველოს გასაბჭოება .
ანოტაცია : მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის წინააღმდეგ ქვემო ქართლში ფრაქცია " კონსერვატორების " მიერ ხელმოწერების შეგროვება
მებლოგე კი არა მედროგე ვარ მე , ვსო . გამიფუჭდა და მივაყუდე აქ . ჰეჰ . ერთი საოცრად სევდიანი და რომანტიული ფილმი ამეკვიატა , , იდიოტივით ვუყურებ განუწყვეტლივ და ყოველ ნახვაზე ცრემლად ვიღვრები . დებილი ვარ თუ რა ? მაგრამ ვერანაირი სხვა მიმართულებით ვერ ვმოძრაობ მელანქოლიის გარდა .
წოწ მე არაც კი ვიცოდი მაგის შესახებ არაფერი = / ეხა გავიგე კომენტებიდან .
პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA - ის ჩემპიონმა ამირ ხანმა ტიტული პოლ მაკლოსკისთან ბრძოლაში წარმატებით დაცვა
რატომ არ ვაღიარებთ ? რატომ არ ისჯება თუნდაც ის ქართველები ვინც სეთ პროვოკაციას წამოეგო და ხელი შეუწყო ამ პროვოკაციის ომში გადაყვანას და უამრავი სისასტიკის ხელშეწყობას ? ეს ხომ არ არის კომინსტებისდროეინდელი პერიოდი რომ დოკუმენტაცია განადგურებულიყო , ის ფაქტები ყველამ იცის ვიდეო მასალაც საკმაოდ ბევრი არის და უშვალოდ ხალხიც ( ქართველები ) რომლებიც დაამტკიცებენ იმ სისასტიკეს რომლებსაც ქართველებიც ჩადიოდნენ . არ შეიძლება მხოლოდ რუსეთს დავაბრალოდ ის ყველაფერი რაც მოხდა ! შევარდნაძემ ხელიც კი შეუწყო აფხაზეთი რომ დაგვეკარგა ! ყველას შეუძილია თუ მოინდომებს და ახლანდელი ხელისუფლება თუ მისცემს უფლებას რომ შევარდნაძეს დაუმტკიცოს თავისი უამრავი დანაშაული დაისაჯოს , მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი ბრალდება რომ ვერ დაუმტიკო და პოლიტიკური დაპატიმრება რომ იყოს !
პერსონალია : ბურჯანაძე ნინო - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ; მაჭავარიანი მიხეილ - საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერი ; გაბაშვილი კოტე - საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ; ბოკერია გიგა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ; ბაქრაძე დავით - საქართველოს საგარეო საქმეთა მირისტრი ; გამსახურდია კონსტანტინე - პოლიტიკური მოძრაობა " თავისუფლების " ლიდერი ; დავითაია პაატა - მოძრაობის " ჩვენ თვითონ " ლიდერი ; კუკავა კახა - საპარლამენტო ფრაქცია " დემოკრატიული ფრონტის " თავმჯდომარე ; ტყემალაძე ზურაბ - საპარლამენტო ფრაქცია " მრეწველების " თავმჯდომარე .
მაგრამ თვითონ საგნის სიმარტივიდან და ' ' არარაობიდან ' ' გამომდინარე , არ უნდა შეგექმნას პრობლემები
თემატიკა : ბეჭდვითი სიტყვა . ბიბლიოგრაფია . დოკუმენტაცია ; ბეჭდვითი სიტყვა კაპიტალისტური სამყაროს ქვეყნებში .
მოიცა თიბისის რა უფასო აქვს ანგარიშის მომსახურება ? ? ? და ვინ მოგახსენა ? ? ? ჩვენ თუ ყოვლეთვიურად ვიღებთ , თიბისი ბატონო ყოველკვარტალურად აჭრით საკომისიოს და ჯამში უფორო მეტიც გამოდის . ჩემს ამონაწერში ასეა და სერვის ცენტრშიც მასე მითხრესმინდოდა დოკუმენტად თიბისის საიტიდან აღებული ინფო დამედო , მაგრამ არ საიტი არ უვარგათ და ვერც ვერაფერს იპოვიზოგადად ანგარიშებზე არაფერი წერია
" თავისუფალი საქართველო " კოდექსის ალტერნატიულ პროექტზე საზოგადოების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს .
არასდროს ვყოფილვარ კოლექციონერი და არასდროს მიგროვებია ნივთები , მიუხედავად იმისა , რომ ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები . მაგრამ პატარა გოგოსავით სულ მიყვარდა სათამაშო , ფუმფულა დათუნიები . უამრავი მაქვს სხვადასხვა ზომის , ფორმის და თითქმის ყველა ნაჩუქარი და სამახსოვრო . . . . დიდი ხნის წინ კიდე ასეთი დათუნიების გროვება დავიწყე . მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი , ინტერნეტიც არ მქონდა და ტელეფონით ვაგროვებდი ასეთ ფოტოებს . . . . . . ახლა ასეთები ალბათ უამრავია ინტერნეტში ) ) მე ცოტა ხნის წინ ვიპოვე ძველ დისკზე და ბავშვობა გამახსენდა ) )
გენიოსი მხატვარი , რომელიც გიჟს თამაშობდა და კარგადაც გამოსდიოდა . . . ( ჩემი საყვარელი მხატვარია ეგ კაცი ) აი გალას ფენომენის კი ნაღდად ვერ გავიგე ვერაფერი . . . მახინჯი ქალი , რომელმაც გენიოსი ხელოვანები გადარია !
გ ) ქ . თბილისის მთავრობის 2010 წლის 02 დეკემბრის N32 . 01 . 1496 დადგენილებით დამტკიცებული მარშრუტების შესაბამისად , ლოტისათვის განსაზღვრული ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა - 488 ( ოთხას ოთხმოცდარვა ) ერთეული .
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე , თინა ბურჯალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომენტარში აღნიშნავს : " საქართველო შეეცდება ამ ბარიერის გადალახვას , რაც ნიშნავს , რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკება დავიწყოთ . ჩვენ ამას დავაფიქსირებთ ღიად , ოფიციალურად , ფორმალურად , იმიტომ რომ მოლოდინი ნამდვილად გვაქვს რომ რუსეთი არ იქნება კონსტრუქციული , როგორც მინიმუმ ამ მოლაპარაკებებში " .
უნებურად მახსენდება ასლან აბაშიძის დროინდელი " თხილის ლაშქრობა " , რომელიც წამოიწყეს აშშ - ის მაშინდელი პირველი ქალბატონის , ამჟამად კი აშშ - ის სახელმწიფო მდივნის , ჰილარი კლინტონის ძმებმა როდჰემებმა . მაშინ ამ საქმისთვის ისეთი დონის პრივილეგიებს ამზადებდნენ , რომ აშშ - ის პრეზიდენტთან ცოლის მეშვეობით დაახლოების მცდელობას ჰგავდა . თუმცა აქედან ვერაფერი გამოდნა . მაშინ არ გამოვიდა . მაგრამ კიდევ ერთხელ რომ სცადონ , რით იქნება ცუდი ? ბოლოს და ბოლოს , სახელმწიფო მდივნის ნათესავები " ქუჩაში არ ჰყრია " .
ღონისძიების მიზანია , განათლების სისტემაში კატასტროფის რისკის შემცირების საკითხების სწავლებასთან დაკავშირებით მიღწევების შეჯამებაა .
ჩემმა შვიდი წლის გოგონამ გამომიცხადა , რომ სინამდვილეში მას სხვა დედა ჰყავს , რომ ის ჩემზე კეთილია და უკეთესი , რომ ის აუცილებლად მოძებნის მას და თავისთან წაიყვანს . საიდან აქვს ჩემს გოგონას ასეთი აზრები ? ქრისტინე , 32 წლის
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქალაქ თბილისში ყოველ რაიონში ჰყავდა კოორდინატორები . ჩასახლებული პუნქტების უმრავლესობაში დანიშნეს მამასახლისები . მათ ფუნქციას წარმოადგენს დევნილთათვის საჭიროებების განსაზღვრა , აღნიშნული ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემა , თავის მხრივ კი სამინისტრო , საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს , რათა მოხდარიყო საჭიროებების უზრუნველყოფა .
რაც ვიცოდი გითხარი ჩემი არ გინდა ანუ სახარების კარგი ბატონო აგერ ახლა არაკაკონიკური წიგნებიდანაც დამიწყე ლაპარაკი მერე მამებისაგან დაიწყებ მერე თავადაც მოიგონებ რომ ცოცხლები ვართ ყველა ,
მთებში ძირითადად გაწყლიანების ტიპია გავრცელებული , რომლისთვისაც პროდუქტიული ტენის მარაგი შეადგენს 200 - 300 მმ - ს .
კაი ხანია მინდა რომ ბოლოს და ბოლოს თვი მოვაბა და დავწერო … რამდენი პოსტი მაქვს დადრაფტული … რამდენი ხანია რამე ჯადოქრული არ დამიწერია ^ ^ ამ დროის განმავლობაში იმდენი საოცარი სვერხისწესტვინი ტვარი აღმოვაჩინე მაგრამ დაწერას ვერ ვუბავ თავს როგორც იტყვიან აი руки не доходят რა … არადა რამდენს ვფიქრობ ამ ბოლო დროს და რაზე აღარ … რეჟიმში ჩავდექი , თუ ამას რეჟიმი ქვია … დაძინებამდე ერთი საათით ადრე დასაძინებელს ვსვავ და 11 საათზე უკვე მაკიმარებს როცა დილის 7 საათამდე რული არ მეკარებოდა . დილით 11 - 10 ზე გვიან არ ვიღვიძებ მაგრამ სამაგიეროდ ერთი სული მაქვს დაღამდეს რომ დავიძინო და ასე დაუსრულებლად . . საშინლად ცარიელი ვარ , ისე როგორც არასდროს . . ლამისაა მართლა დავნებდე და ხელი ჩავიქნიო საერთოდ ყველაფერზე . . ან რაზე მაქვს ხელი ჩასაქნევი რა გამაჩნია რო … მთელი ცხოვრებაა ვარ " ქალი რომელიც იცინის " ჰიუგოს მოტივებზე … მობეზრდა … ისიც მობეზრდა რომ ამდენივე ხანია საკუთარ სასახლეში მებაღედ ვმუშაობ ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორივით … მაინც ფენიქსად ვგრძნობ თავს . . ვიცი რომ რამდენჯერაც არ უნდა წავიქცე , მოვიკრებ ძალებს ! შევძლებ ! მაგრამ რას ? ! სად მივდივარ ? ! რა მინდა ? ! აქვს აზრი ასე უმიზნოდ ცხოვრებას ? მირჩევნია ათასი აუხდენელი ოცნება მქონდეს ვიდრე ასე მივდიოდე არაფრისკენ … ლამის გავბუდისტი : დ
შარშან ზაფხულში JWT - ს მილანის სააგენტომ ჰეინეკენისთვის დაიწყო კამპანია სახელად " Are you still with us ? " როგორც ცნობილია , ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთ - ერთი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი რიტუალი , მეგობრებთან და ლუდთან ერთად დიდი მატჩის ყურებაა . მაგრამ , ამ რიტუალს ხშირად ემუქრება ხოლმე " საფრთხე " - მეგობარი გოგოებისგან , უფროსობისგან , ლექტორებისგან და სხვა " ბოროტი " ადამიანების მხრიდან , რომლებიც მუდამ ცუდ დროს და ცუდ ადგილზე ეჩხირებიან ხოლმე მეგობრებს : ) ) განვაგრძოთ კითხვა →
ამ თემით შევეცდები ჩემი მოსაზრების შინაარსი და რაობა განვმარტო და ვინძლო მასზედ დაფიქრება გადაწყვიტოთ ვიმედოვნებ , რომ არგუმენტირებულ ოპონირებას გამიწევთ და ემოციების " შადრევანიზაციას " არ ექნება ადგილი .
6000 $ ღირს ტურბო კიტი გუშინ ვნახე კარბურატორებით უნდა სინჯვა რა მე რო მყავდეს ვცდიდი ერთხელ თუ არ ცადა ეგრე არაფერი გამოვა ვაკო იძახის რო რარაც სმესის დაჩიკი უნდაო და ვერ გავიგე რას ამბობს მე მასეთი არაფერი მინახია ან რა დაჩიკი უნდა სმესს კარბურატორიანზე ერთი ვინტი აქ მოუშვი მოუჭირე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიკაციის და მეორადი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე " კოლხი 2009 - ის " დირექტორი ერასტი კვირკვია და ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი ზაზა ჟვანია დაკავეს .
ვაჟმა მიიხედა , ბუზისტოლად შორს რაღაცა მოჩანსო . იქცა ქალი შემოსულ ყანად , ვაჟი მომკელად . დგას და მკის , თან ხვითქი გადასდის . მოვიდა დევი .
თუშეთში ორი მდინარეა : გომეწრის ( თუშეთის ) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით . ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ . შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება ანდის ყოისუს სახელწოდებით . გომეწრის ( თუშეთის ) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ - ზე ზღვის დონიდან , ხოლო პირიქითი ალაზანი აწუნთა - ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე ( 3300 მ - ზე ) . გომეწრის ( თუშეთის ) ალაზანს ( სიგრძე 53 კმ ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს : შავწყალი , ვაკისძირის ხევი , ორწყალი თავისი შენაკადებით : ვესტმოს ხევი , სახარის , შავიკლდის , სამერცხლის და საბუის ხევები . ხისოს ( ჭანჭახოვანის ) ალაზანი თავისი შენაკადებით : ორმოთგორის ხევი , ფიცრის ჭალის , ალატოვანის , ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი . მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი . პირიქითის ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია : თურსიეხის ხევი , ჭონთიოს , გირევის , ფარსმის , ჭეშოს , ცირბევის , წისქვილების , კვავლოს , დანოსა და ჩიღოს ხევები . მარჯვენა მხრიდან კი - ლაროვანის წყალი . თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინება . თუშეთში უამრავი პატარ - პატარა ზომის ტბებია . სუბალპურ ზონაში ( მდინარე ორწყლის სათავეებში ) მყინვარული წარმოშობის ტბებია . არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს . ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში . კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა ( მყინვარული წარმოშობით ) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია . ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12 - 15 მ - ა , სიგანე - 5 - 6 მ . ტბა ძალიან ღრმაა . ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ . თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც , რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული . ისინი გავრცელებულია როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში , ისე სოფლების მიდამოებში . სოფლების : შენაქოს , ომალოს , დიკლოს , თურსიეხისა და ხახაბოს ჭაობების არსებობაზე დიდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა . თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო - მინერალური წყლები . " ჩიღოს წყალი " ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს , ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი , სოფელ ხისოსთან , შენაქოსთან , ფარსმასთან , ნასოფლართან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე - მარილიანი წყლები , ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი . სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები .
მე მაკა ბერბიჭაშვილი ( ჭინკა ) , ვარ მეცხრე კლასსში , ვარ სკოლის ტყვე , საკანი - მეორე სართული , საკნის ნომერი ( არვიცი და არც მაინტერესებს ) . სკოლა დამთავრებულები ან გაიფიქრებთ - " ამან არ იცის რა არის სკოლა რა ტკბილია , მე როგორ მენატრება " ან " რა ცოდოა . " და … Continue reading →
საქართველოდან დელეგაცია უკრაინის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო რეგიონის - ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის მიწვევით გაემგზავრა .
ტელეკომპანია « თრიალეთს » დასაქმებული ჰყავს სულ 100 ადამიანი . აქედან 60 მათგანი მხოლოდ ტელევიზიაში მუშაობს . ესენი არიან ჟურნალისტები , ოპერატორები , მონტაჟისტები , რეჟისორები , მენეჯერები , გამშვები , ვიდეოინჟინერები , დიქტორები , მდივანი , მზარეული , საინფორმაციო წამყვანები , დაცვის თანამშრომელები და სხვა .
" აიაქსის " ყოფილი ბომბარდირის აზრით , დღევანდელ მატჩში " სპარტაკისთვის " ფრე წარმატება იქნება
6 . სოფელი მეღვრეკისი მდებარეობს Gგორის რაიონში ქალაქ გორის ჩრდილო - დასავლეთით . ცხინვალიდან დაახლ . კმ / . სოფელი მეღვრეკისი შედის ტირძნისის თემის საკრებულოში , რომლის მოსახლეობა აგვისტოს ომამდე იყო დაახლოებით 4500 ადამიანი . თავად მეღვრეკისის მოსახლეობა ომამდე იყო დაახლოებით 800 ადამიანი . 7 სოფელი ერგნეთი მდებარეობს გორის რაიონში ქალაქ გორის ჩრდილოეთით . ცხინვალიდან დაახლ . კმ / . კარბში დაბრუნებულ მოსახლეობას მძიმე სურათი დახვდა სოფელში . პირველ რიგში , ინფორმაცია დააზუსტეს დაბომბვისგან გარდაცვლილი თანასოფლელებზე . კარბელებმა კი იცოდნენ , რომ დაბომბვის შედეგად მსხვერპლი დიდი იყო , მაგრამ კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ ბევრს ინფორმაცია არ ჰქონდა . ზოგმა უშუალოდ დაბრუნების შემდეგ გაიგო თავისი ახლობელისა თუ მეზობლის გარდაცვალების ამბავი . ასვე , საჭირო გახდა ზოგიერთი გარდაცვლილის გადასვენება სახლის ეზოდან სასაფლაოზე ან სხვა ადგილიდან გადმოსვენება სოფელში . სოფელი დანგრეული და განადგურებული ნახეს . 2008 წ . რუსული აგრესიის შედეგად სოფელ კარბში დაღუპულია 10 ადამიანი . მათგან 5 ქალი და 5 მამაკაცი . დაღუპულთა ასაკი 50 დან 75 წლამდე მერყეობს . მეღვრეკისი სოფელი მეღვრეკისის6 მოსახლეობა თითქმის მთლიანად დაბრუნდა 12 ოქტომბრის შემდეგ . მოსახლეობა ცდილობს , აიღოს ის მოსავალი რაც ომს გადაურჩა ( ვაშლი , ყურძენი ) . მოსახლეობამ სოფელი დაცალა 10 - 11 აგვისტოდან ქართული ჯარის უკან დახევის დროს . სოფელში დარჩნენ ძირითადად მოხუცებულები და ზოგიერთი ისეთი ადამიანი , ვისი მშობელიც ძალიან მძიმედ იყო და ვერ მიატოვა . დარჩენილთა ზუსტი რიცხვი მოსახლეობამ არ იცის . იმ ნივთებიდან , რაც მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებით შეხვდათ , მოსახლეობამ თან წაიღო კარვებიდან ლეჟანკები , ძველი საწოლები და ლეიბები , ასევე მოსახლეობიდან შემოწირული მცირედი ტანსაცმელი . დაბრუნებულ მოსახლეობას აგვისტოს დაბომბვების შედეგად ნაწილობრივ დანგრეული სახლები და დაბომბილი ბაღები დახვდა , სახლების გარკვეული ნაწილი გაძარცვულია მოროდიორების მიერ , სახლებში არის გაბზარული და დახეთქილი კედლები . 2008 წ . აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად სოფელ მეღვრეკისში დაღუპულია 3 ადამიანი . ყველა მამაკაცი . ერგნეთი ერგნეთში დევნილი მოსახლეობის დაბრუნება დაიწყო 12 ოქტომბრის შემდეგ . თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დაბრუნებას . მაგ : წერეთლიაანთ უბანში , სოფელი ერგნეთი შედის ტირძნისის თემის საკრებულოში . თავად სოფელი ერგნეთის მოსახლეობას აგვისტოს საქართველო - რუსეთის ომამდე წარმოადგენდა დაახლოებით 600 ადამიანი . . 8 . სოფელი სოფელი ქსუისი მდებარეობს გორის რაიონში ქალაქ გორის ჩრდილოეთით . ცხინვალიდან დაახლ . კმ / სოფლის მოსახლეობას 2008 წ . აგვისტოს საქართველო - რუსეთის ომამდე წარმოადგენდა დაახლოებით 150 ოჯახი . როემლიც მეტნაკლებად გადაურჩა დანგრევას , და სადაც ომამდე 38 ოჯახი ცხოვრობდა , დღეისათვის დაბრუნდა 12 ოჯახი , ისინიც უსაფრთხოების მიზნით , ღამეს არ ათევენ სოფელში . სულ 10 - 12 კაცი თუ მოითვლება , ვინც ღამეც რჩება სოფელში . სოფელში სულ ოთხი უბანია . აქედან ორი უბანი მთლიანად დანგრეულია , გადარჩენილია ნაწილობრივ კასრაანთ უბანი და წერეთლიაანთ უბანი . დაბრუნებული მოსახლეობა ჯერ კიდევ ხედავს ომის განახლების საფრთხეს , სოფელი ფაქტიურად გაყოფილია ორად და სოფლის იმ ნაწილში , რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს , სახლებიც მთლიანად დანგრეულია და ქართული მოსახლეობაც იქით ფაქტიურად ვერ გადადის . იმ ნივთებიდან , რაც მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებით შეხვდა , მოსახლეობამ თან წაიღო კარვებიდან ლეჟანკები და ლეიბები , ასევე მოსახლეობიდან შემოწირული მცირედი ტანსაცმელი . ამის პარალელურად სოფელში დადგმულია კარვები ადგილობრივი მოსახლეობის იქ დასარჩენად , იმის გამო , რომ მათი უმრავლესობის სახლები დამწვარი და განადგურებულია . გარეთ კი უკვე გვიანი შემოდგომაა , განსაკუთრებით ღამით ცივა და კარვებში გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია . 2008 წ . რუსული აგრესიის შედეგად სოფელ ერგნეთში დაღუპულია 4 მამაკაცი ( 78 - 85 წწ ) . ქსუისი სოფელ ქსუისის8 გამოკითხული მოსახლეობა გორის საბავშვო ბაღის შენობაში არიან , დანარჩენებს ერთმანეთთან კონტაქტი არა აქვთ . ამჟამად ქსუისი ითვლება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენელ ნაწილად და ქართული მოსახლეობის დაბრუნება ამ სოფელში არ დაწყებულა . სოფელეში შედიან მხოლოდ მოხუცებულები ( მათ დაუბრკოლებლად ატარებენ ) , ისიც მხოლოდ დღის განმავლობაში . იქ ამჟამად ცხოვრობენ მხოლოდ ოსი ეროვნების ადამიანები , და მათ რუსი სახედროები ურიგებენ ჰუმანიტარულ დახმარებას . სახლებიდან სრულიად უვნებელი გადარჩა მხოლოდ 20 სახლი . რუსეთის აგრესიის შედეგად სოფლიდან გამოსვლა ქალებმა და ბავშვებმა დაიწყეს 8 - 9 აგვისტოს . ტრანსპორტირების პრობლემის გამო მოსახლეობა არასტაბილურად ტოვებდა სოფელს , რადგან ხელისუფლების მხრიდან არ იყო დახმარება . სოფელი დატოვა თითქმის ყველა ქართველმა მცხოვრებმა . სოფლის მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია , დარჩა თუ არა სოფელში საომარი მოქმედებების დროს ვინმე მაცხოვრებელი . 9 . სოფელი დისევი მდებარეობს გორის რაიონში ქალაქ გორის ჩრდილოეთით . მისი მოსაზღვრე სოფელია გუგუტიაანთკარი . ცხინვალიდან დაახლ . კმ / სოფელ დისევის მოსახლეობას 2008 წ . აგვისტოს საქართველო - რუსეთის ომამდე წარმოადგენდა დაახლოებით - - - ადამიანი . 10 . სოფელი კოშკი მდებარეობს გორის რაიონში ქალაქ გორის ჩრდილო - დასავლეთით . ცხინვალიდან დაახლ . კმ / . სოფელი კოშკი შედის მერეთის ( თემის საკრებულოში , რომლის მოსახლეობას აგვისტოს ომამდე წარმოადგენდა დაახ ; ოებით 3500 ადამიანი ; ხოლო თავად კოშკის მოსახლეობა ომამდე იყო დაახლოებით 300 ადამიანი . 11 . სოფელი ტირძნისი მდებარეობს გორის რაიონში ქალაქ გორი - ერგნეთის გზაზე . ცხინვალიდან დაახლ . კმ / . ტირძნისის ( თემის ) საკრებულოს მოსახლეობა აგვისტოს ომამდე შეადგენდა დაახლოებით
შუქნიშნები , აღნიშვნები და სიჩქარის ნორმა მხოლოდ სუსტებისთვის არის , აცხადებენ დეველოპერები დმაუშავების პროცესია , ღმერთმა უწყის რიგით რომელი , Need for Speed - ის მორიგი სარბოლო სერია , იუწყება გამომცემლობა Electronic Arts . თავიდან , Need for Speed : The Run შემთხვევით დააანონსა მაღაზია ShopTo - მ , შემდეგ კი გამომცემლობამაც დაადასტურა თამაშის არსებობის ფაქტი . ამავდრიულად გამოჩნდა პირველი ვიდეო - რგოლიც . 2011 წლის 15 ნოემბერს პროექტი ა . შ . შ - სა და კანადაში გამოვა , ხოლო The Run ევროპის [ . . . ] HI - TECH
ზატულინი უკმაყოფილოა იმით , რომ სტანისლავ ლაკობა ამ ორასწლიანი ისტორიის ყველა პროცესის ინტერპრეტაციას ახდენს , როგორც რუსეთის მპყრობელობის შავბნელ პერიოდს . ყველაზე ცუდი კი ისაა , აცხადებს ზატულინი , რომ ეს ინტერპრეტაციები შესულია აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში , რომლითაც ბავშვებს ასწავლიან .
ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ . მიმიყვანეს ერთ - ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში , სადაც დავინახე , როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს . თან მეუბნებოდნენ , რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა . მეუბნებოდნენ , რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას , მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი .
სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებელთა და დისტრიბუტორთათვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება .
Subjects : თეატრები ; სასცენო ხელოვნება ; მოსკოვის დრამატული თეატრი ; გასტროლები .
boboqari ეეე სულ 4 რეფერალი მყავს და იქიდან ერთია აქტიური
ბ ) თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობაში , რეკონსტრუქციასა და მოვლა - პატრონობაში ;
შეიძლება კი ეს ვარსკვლავი მსახიობს დაეხმაროს ოსკარის ნომინაციის მიღებაში … ? ულაპარაკოდ , კოლინმა ამ როლისთვის ოქროს გლობუსის ნომინაცია უკვე მიიღო .
საღოლ შენს გამძლეობას მისი ბლოგი თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხე ^ _ ^
მეხსიერება რომ არ გღალატობდეს ნახავდი პირველად მე მოგმართე თუ შენ
მოგესალმებით თავისუფალი აზრის სახლის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით და გისურვებთ ქართველი ერის კეთილდღეობასა და საქართველოს აღმავლობას .
ანოტაცია : აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მიერ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი აქცია " ჩვენ ერთი გული გვაქვს : თბილისი - სოხუმი "
ბევრი საინტერესო ოპერაციის განხორციელება შეიძლება ამ მართლაც საჭირო საიტზე .
საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე : 10 სექტემბრამდე . დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ .
მივმართავ ჩემ მიერ 1500 წლის წინ დაარსებული ქალაქის თავს , ბატონ გიგი უგულავას . ვხედავ რა , თქვენი ხელისუფლების სწრაფვას ძეგლების აღება - ადგილმონაცვლეობის საქმეში , თადარიგს წინასწარ ვიჭერ . სადაც დავით აღმაშენებელი გაუყენეთ დიღმის გზას , რა გარანტია მაქვს , რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც არ მომადგებით ? დამეთანხმეთ , ასეთი გარანტია არ არსებობს .
უძილობისგან სახე ისე მისივდება ტანთან შედარებით თავი უფრო დიდი მიჩანს . ფიქრი ზედმეტად ნელა მაქვს და მოქმედებებისთვის იმხელა ძალიასხმევა მჭირდება , მგონია ფეხსაცმელების ნაცვლად აგურები მაქვს გამობმული . ეს ყველაფერი ნაშუადღევს მემართება . დილას მხნედ ვარ და მზის ჩასვლისთვის მეორე სუნთქვა მეხსნება . ღამის ორი საათისთვის სადმე სულ თხუთმეტი წუთით თუ მოვხვდი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში , მერე შეღვიძებული გათენებამდე ჯანზე ვარ და სამი საათი ძილი მყოფნის . დღეს უკვე ფერები მერევა ერთმანეთში და გამოსახულებები დაზეპირებული რომ მაქვს იმიტომ მებუნდოვნება თორემ ალბათ ვერ ვხედავ . გააჩნია ისე ვისთვის ძილი ჯობია თუ ღვიძილი ? არაფერი ეს უბრალოდ ესეა თორე განა მაწუხებს .
KAIROS მეეჭვება ვინმემ ატვირთოს სისტემატიურად თან ხშირ შემთხვევაში ქადაგება 10 წუთზე მეტს გრძელდება და ვიდეო უნდა დაიჭრას ხოლმე
ალბათ , გაცილებით სასიამოვნო იქნებოდა , დამეწერა ბლოგი სათაურით - რატომ არსებობს და რატომ უნდა არსებობდეს " რვიანი " . მაგრამ , ჩემი აზრით , რვა პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ერთობა სისტემურ კრიზისში აღმოჩნდა და , რაკი ასეა , სიმართლის დამალვას სიმართლის თქმა ჯობია . მე ვიტყვი ისე , როგორც ვხედავ და წინასწარ ბოდიშს ვუხდი " რვიანის " პარტიებს , თუკი ჩემს ბლოგს მათთვის ან საზოგადოებისთვის ოდნავ მაინც საზიანოდ მიიჩნევენ . დავიწყებ იმით , რომ ოპოზიციურ ველზე " რვიანი " სწორედ ის პოლიტიკური გაერთიანებაა , რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ყველა სხვა სუბიექტზე მეტად უკავშირდება . რა ხდება " რვიანის " თავს ? ყველამ ვიცით , რომ თავის დროზე პარტიების ეს გაერთიანება ხელისუფლებასთან დიალოგისთვის შეიქმნა . დიალოგის თემა იყო და არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება . თავდაპირველად " რვიანს " ერთადერთი ასპარეზი ჰქონდა - მოლაპარაკების მაგიდა . ისიც ვიცით , რომ " რვიანსა " და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფორმატს მხარი საერთაშორისო საზოგადოების ლიდერებმა დაუჭირეს . მაგრამ ამ მხარდაჭერას ან გულწრფელობა აკლდა , ან - მონდომება , ან კიდევ - რაღაც სხვა . . . ფაქტია , რომ დიალოგი შეწყდა და ხელისუფლებამ მისთვის ჩვეული ცინიზმით დაანახა " რვიანის " ყველა გულშემატკივარს , რომ ეს პოლიტიკური ერთობა მისთვის ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს . ეს იყო პირველი ჩიხი " რვიანისთვის " , საიდანაც გამოსავალი მალე მოიძებნა . რაკი საერთაშორისო მხარდაჭერა საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდა , " რვიანის " რამდენიმე ლიდერმა მზერა ქართულ საზოგადოებას მიაპყრო . მაგრამ , " რევოლუციური " პარტიებისგან განსხვავებით , " რვიანმა " საქართველოს მთელ მოსახლეობას კი არ მიმართა მხარდაჭერისთვის , არამედ მისი მიზანმიმართული მზერა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეჩერდა . წარმოვიდგინოთ სამი რგოლი : პირველი - ყველაზე მცირე - " რვიანი " ; მეორე - უფრო ფართო - სამოქალაქო საზოგადოება , რომელიც აერთიანებს მედიას , არასამთავრობო ორგანიზაციებს , ექსპერტებს , საზოგადოებრივ ლიდერებს , ანუ კარგად მოლაპარაკე ხალხს ; მესამე - ყველაზე ფართო - საქართველოს მოსახლეობა . იმის გამო , რომ პოლიტიკოსების რეიტინგი და მათ მიმართ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია , " რვიანმა " გადაწყვიტა , საქართველოს მოსახლეობის პირისპირ მარტო კი არ წარსდგეს , არამედ , ამ " შუა " რგოლის წევრებთან - საზოგადოებისთვის ცნობილ და პატივსაცემ ადამიანებთან - ერთად . სწორედ ამ წინადადების შესათავაზებლად და საკუთარი გეგმების გასაცნობად მიიწვია " რვიანმა " " შუა " რგოლის საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა 7 ივნისს . " ჩვენ სუსტები ვართ იმისთვის , რომ მიზანს თქვენი დახმარების გარეშე მივაღწიოთ . თუ გსურთ , რომ ხელისუფლება არჩევნებით შევცვალოთ , გვერდით დაგვიდექით " , - ამ სიტყვებით კახა შარტავამ მიმართა " თბილისი მარიოტში " შეკრებილ საზოგადოებას . პოლიტიკოსთა მხრიდან შეთავაზების კონკრეტული შინაარსი ის იყო , რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის იდეა უნდა მიეწოდოს , როგორც პირველი და მეორე რგოლის - ანუ " რვიანის " და სამოქალაქო საზოგადოების - ერთიანი და შეთანხმებული იდეა . პირდაპირი შეთავაზების პასუხად , " დარბაზმა " მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების შეცვლის საარჩევნო გზას და " რვიანსაც " ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა . * * * სწორედ მაშინ , როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები " რვიანის " გვერდით დადგნენ , აღმოჩნდა , რომ თავად პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას სერიოზული პრობლემა აქვს . პრობლემა სერიოზულია იმიტომ , რომ სისტემურია . პრობლემის არსი მკაფიოდ განმარტა ახალი მემარჯვენეების პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ . გადაცემაში " სუბიექტური აზრი " მან ახსნა , რომ " რვიანი " ვერ წარსდგება ვერც სამოქალაქო საზოგადოების ( მეორე რგოლის ) და ვერც საქართველოს მოსახლეობის ( მესამე რგოლის ) წინაშე , როგორც ერთიანი სუბიექტი . საზოგადოების წინაშე გამოსვლა და , მით უმეტეს , ამომრჩევლებთან შეხვედრები თბილისში თუ რეგიონებში " რვიანის " არსს ეწინააღმდეგება : " რვიანის " შემადგენელ პარტიებს ერთიანი პოზიცია მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესახებ აქვთ , ყველა დანარჩენ საკითხზე კი მათი პოზიციები განსხვავებულია . დავით გამყრელიძეს რომ ვუსმენდი , წარმოვიდგინე , როგორ ჩავლენ პოლიტიკური ლიდერები ცნობილ ადამიანებთან ერთად რომელიმე სოფელში , როგორ წაიკითხავენ ლექციას არჩევნებზე და შემდეგ გამოაცხადებენ : დიდი ბოდიში , თქვენს პრობლემებზე ვერ ვილაპარაკებთ , რადგან მათი გადაჭრის გზებზე სულ განსხვავებული შეხედულებები გვაქვსო . კარგად თუ დავფიქრდებით , იდენტობა " რვიანი " მართლაც მხოლოდ ხელისუფლების პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს , სადაც ოპოზიციურ პარტიებს არავინ ჰკითხავს , როგორ აპირებენ ხალხის დასაქმებას ან სოფლის მეურნეობის განვითარებას . შესაბამისად , პრობლემა ის კი არ არის , " რვიანის " შემადგენლობაში მყოფი რომელი ლიდერი გავა აქციებზე და რომელი - არ გავა ( რატომღაც სწორედ ეს კითხვა იყო აქტუალური მედიაში ) ; პრობლემა ისაა , რომ " რვიანი " ერთიანი ფორმატით საერთოდ ვერ გავა ხალხთან , რადგან არ არის ერთი საარჩევნო სუბიექტი და ხალხთან საუბრის მანდატი არ გააჩნია . ხოლო თუ პარტიებმა ცალ - ცალკე დაიწყეს ამომრჩევლებთან შეხვედრა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი , მაშინ ისინი დაკარგავენ შუალედურ რგოლს - საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს , რომლებიც " რვიანის " გამაერთიანებელ იდეას უჭერენ მხარს და არა რომელიმე პარტიას . ასე რომ , პირველი რგოლის დანგრევა ( რეგიონებში ცალ - ცალკე გასვლა ) თავისთავად ანგრევს მეორე და მესამე რგოლის შემომტკიცების და ამით პირველი რგოლის გაძლიერების გეგმას . * * * " რვიანის " პრობლემა , ერთი შეხედვით , გადაულახავი ჩანს . მაგრამ , სინამდვილეში , გამოსავალი არსებობს და , ალბათ , არაერთი . " რადიო თავისუფლების " სტუმარმა , ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა გამოსავლად მიიჩნია ახალი - ხელისუფლების საპირწონე - პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება . ეს ცენტრი შეიძლება იყოს ალიანსის ტიპის გაერთიანება , ან , სულაც , რამდენიმე პარტიის ბაზაზე შექმნილი ერთი ახალი - უფრო ძლიერი და რესურსებით უფრო მდიდარი - პარტია . ჩემი მხრივ კი დავაზუსტებ , რა განსხვავებაა " პოლიტიკურ ცენტრსა " და " რვიანს " შორის : " რვიანი " მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ შეკრებილი პარტიების გაერთიანებაა , რომელსაც ნებისმიერ სხვა საკითხზე პასუხის გაცემის მანდატი და შესაძლებლობა არ გააჩნია ; ხოლო " პოლიტიკური ცენტრი " ერთი საარჩევნო სუბიექტია , რომელიც ყველა საკითხზე შეჯერებული პლატფორმით წარსდგება საქართველოს მოსახლეობის წინაშე . ზაზა ფირალიშვილის აზრით , პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეას საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების მიმართ მოთხოვნის ( და არა თხოვნის ) ფორმა უნდა ჰქონდეს ; პოლიტიკოსებმა უნდა გადადონ პიროვნული ამბიციები , პარტიული გეგმები , თავი დაანებონ ფუჭი ილუზიების დანერგვას და რეალურად შეასრულონ საკუთარი ფუნქცია . მისივე აზრით , საზოგადოებრივ მხარდაჭერასაც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უფრო ადვილად მოიპოვებს , ვიდრე რომელიმე პარტია ან პარტიების დროებითი გაერთიანება . სიმართლე გითხრათ , მე არ ვიცი , რამდენად გამართლებულია , ან როგორ ვაიძულებთ პოლიტიკოსებს , რომ ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ , ან ახალი ალიანსი შექმნან . ასეც რომ მოხდეს , მეორე პოლიტიკური ცენტრის იდეას სულ მცირე , ორი სუსტი მხარე აქვს : 1 . ჩვენ ზუსტად არ ვიცით , რატომ დაიშალა " ალიანსი საქართველოსთვის " , რომელსაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი სწორედ " ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად " აღიქვამდა . და სანამ არ ვიცით ძველი ალიანსის დაშლის მიზეზები , არ შეგვიძლია განვსაზღვროთ , რამდენად ადეკვატურია ახალი ალიანსის შექმნის და შენარჩუნების იდეა . 2 . რომც შეიქმნას ხელისუფლების საპირწონე პოლიტიკური ცენტრი , ძნელი სათქმელია , რამდენად შეძლებს ეს ნაგულისხმევი პარტია თუ ალიანსი , რომ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს და რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს . მოქმედი პოლიტიკოსების დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით , ძნელი წარმოსადგენია , როგორ უნდა გადანაცვლდნენ " შესაკრებები " , რომ " ჯამი " არსებითად შეიცვალოს . * * * ერთი კი ცხადია : თუ " რვიანი " დღეს მის წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემას არ გადაჭრის , ხელისუფლებას ვერაფერი აიძულებს , მასთან მოლაპარაკება გააგრძელოს . იმ რეალობაში , როცა ხელისუფლება პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმზე გადადის , " რვიანის " ფორმატი საერთოდ იცლება შინაარსისგან : ხელისუფლება არ ელაპარაკება სუსტ " რვიანს " , " რვიანი " კი ვერ ელაპარაკება მოსახლეობას , რათა მათი მხარდაჭერით გაძლიერდეს და ხელისუფლება აიძულოს , მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს . მოკლედ , მოჯადოებული წრეა . ამ პირობებში , როცა ვერც ხელისუფლებასთან და ვერც საზოგადოებასთან სალაპარაკოდ " რვიანის " ფორმატი ვეღარ ჭრის , შესაძლოა , კრიზისიდან ყველაზე სწრაფი გამოსავალი " რვიანის " თვისებრივი სახეცვლილება იყოს . ერთ - ერთი სამომავლო გზა მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს " რვიანიდან " რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მდგომი პარტიის " გამოკრისტალება " და ერთ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბება . დღეს " რვიანის " პარტიები ხშირად იმეორებენ , რომ ისინი ერთ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენენ . არადა , სწორედ ეს ფაქტორი უშლის მათ ხელს მთავარი იდეის ხალხამდე მიტანასა და გაძლიერებაში . * * * ერთადერთი მიზეზი , რის გამოც ამ ბლოგის დაწერა გადავწყვიტე , - არსებული ვითარების ჩემეული ახსნა , პრობლემის წარმოჩენა და მისი გადაჭრის გზებზე დისკუსიის ინიცირება იყო . არ ვიცი , რამდენად მკაფიოდ ჩამოვაყალიბე პრობლემა , მაგრამ დარწმუნებული ვარ , რომ ის არსებობს . შესაძლოა , პოლიტიკოსებს გაეცინოთ საზოგადოების მხრიდან წამოსულ იმპერატივზე , მაგრამ " რვიანის " პრობლემის გადაჭრაზე თავადაც რომ უნდა იფიქრონ და საჯარო სივრცეში იმსჯელონ , ამას , ალბათ , სადავოდ არ გახდიან . პოლიტიკოსი , სამოქალაქო ლიდერი და ამომრჩეველი ერთმანეთს იმგვარად როგორ უნდა დაუკავშირდნენ , რომ საზოგადოებამ ცვლილებები მოიპოვოს შრომით და არა მსხვერპლით ? ჩემი აზრით , ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვა , რომელზეც პასუხი პოლიტიკოსებმა და პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანებმა დისკუსიის ფორმატში უნდა გასცენ . შეგვიძლია , ეს დისკუსია ჩვენს ბლოგზე დავიწყოთ .
როგორც იქნა , მოვტყავდი გამოფენას , რომელსაც " მიქელანჯელოს სიზმარი " ქვია და თავი მეორე სიზმარში ამოვყავი - კორტოს მოცულობით არც ისე დიდ , მაგრამ დაუჯერებლად მდიდარი გალერეის სხვა დარბაზებში . არც კი ვიცი , საიდან დავიწყო . ჩემი არ იყოს , სულმნათ კორტოსაც ძალიან ყვარებია ფრანგული იმპრესიონიზმი და სურათების კოლექციონირება ამ სიყვარულის გამო დაუწყია გასული საუკუნის 30 - იან წლებში . ჰოდა , ამ მყუდრო , თბილად განათებულ დარბაზებში თავი მართლაც სიზმარში გგონია . სიზმარია , აბა , რა არის , როცა ერთ კედელზე ერთმანეთის მიყოლებით სეზანის 6 თუ 7 პეიზაჟი კიდია . ამ მთლიანობაში ნათლად ხედავ განუმეორებელ მომწვანო სინათლეს , ხეებს შორის რომ აღწევს . სეზანი აქ კიდევ ბევრია . ბევრია ედგარ დეგაც - განსაკუთრებით ქანდაკებები . ბალერინები , ბალერინები და ისევ ბალერინები . თითქოს ერთმანეთის მსგავსი , მაგრამ მაინც მოუყირჭებელი . იმ წუთას ძალიან მომინდა , იმ დარბაზში სოფო კილასონია ყოფილიყო , ბალეტზე შეყვარებული არტ - კრიტიკოსი . კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო : სიორა , ტულუზ - ლოტრეკი , მანე , მონე , გოგენი , ვან გოგის ერთ - ერთი პირველი ყურახვეული ავტოპორტრეტი . . . თუმცა , ამ უკანასკნელზე არაფერს ვიტყვი , ' მზესუმზირების " შემდეგ ბაბუაჩემად მიმაჩნია და მიკერძოებაში ჩამეთვლება . კიდევ ბევრია აქ გამოფენილი , რენუარი , კანდინსკი , ქვედა დარბაზებში რუბენსი , ბოტიჩელი , ფრა ანჟელიკო და ა . შ . კორტოს გალერეიდან კმაყოფილი გამოვდივარ და ვხვდები , რაშია მისი საიდუმლო - აქ ყველაფერი ზომიერადაა მოწოდებული , ტეიტ მოდერნისა და ნაციონალური გალერეისგან განსხვავებით , რომლებიც თავიანთი გრანდიოზულობით უბრალოდ , განადგურებენ და თავს არარაობად გაგრძნობინებენ . იქ სურვილი გიჩნდება , ყველაფერი ერთბაშად ნახო , არაფერი გამოგრჩეს - რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ერთდ დღეში და ეს საერთო შთაბეჭდილებასაც აფუჭებს . ცალკეული ნამუშევრების წინ ჩამოჯდომის , წამოწოლის ან აყუდების საშუალება არა გაქვს , გვერდიდან სხვა ტილო გექაჩება , ან სულაც , სხვა დარბაზი . . .
აუქციონატორი - დავით ფრუიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის უფროსი ;
- 50 წლის მამაკაცს აქვს ხველა და ნახველს მოჰყვება სისხლი . რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართოთ ?
გილოცავ ბესო , მრავალს დაგასწროს უფალმა შენს ლამაზ ოჯახთან ერთად დღევანდელ იუბილარებსს ვულოცავ დაბადების დღეს !
• დღეისათვის სახეზეა რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა რომელიც სხვა მადესტბილიზირებელი ფაქტორების ( სეპარატიზმი , ტერორიზმი , იარაღით უკანონო ვაჭრობა , კრიმინალიზაცია და სხვა ) თანხვედრის შემთხვევაში , შესაძლოა გადაიზრდოს საშუალო და სრულ მასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში ; • რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ - სა და ევროპისათვის საქართველოს აძლევს შანსს გააღრმაოს თანამშრომლობა , განმტკიცოს მშვიდობა და შეამციროს შეირაღებული კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა ; • არსებული უსაფრთხოების გარემო საქართველოს ანიჭებს შესაძლებლობას მოახდინოს ინტეგრაცია ჩრდილო - ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში და გარდაქმნას შეიარაღებული ძალები რისკის დასაშვები ლიმიტის ფარგლებში .
მუხლი 10 თუ კი იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანო აღმოაჩენს , რომ დასაქმების ადგილი , რომლისთვისაც დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი იქნა ამ დანართის მე - 3 მუხლის თანხმად სამუშაოზე აყვანილი , შეუფერებელია , მან უნდა მიიღოს ადეკვატური ზომები მიგრანტისთვის შესაფერისი სამუშაოს მოძებნაში დასახმარებლად , ისე რომ არ დაირღვეს ადგილობრივი მუშახელის უფლებები , და უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები , რომ უზრუნველყოს მიგრანტის მიერ ასეთი სამუშაო ადგილის მიღებამდე მოლოდინის პერიოდი , ან მისივე სურვილით დაბრუნება ახალწვეულთა ტერიტორიაზე , სამუშაო ადგილის მიღებამდე - თუ კი მიგრანტი თანახმაა , ან დაასახლოს სხვაგან .
მთავარი პრობლემა ის კი არ არის , რომ ამა თუ იმ ერთან არამეგობრული დამოკიდებულება ოდესმე შეიძლება მის აქტიურ დევნაში გადაიზარდოს ( ეს ნაკლებ სავარაუდოა , მაგრამ მაინც დასაშვებია ) , არამედ ის , რომ გულწრფელობის კოეფიციენტი არ მატულობს . რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ , რომ პირფერი შოვინისტები ვართ , თუკი ეს სიმართლეა , და რომ ზურგსუკან კეთილ სიტყვაკაზმულობას , ხშირად გინება ცვლის .
რა და ინტრიგანია ვიღაცაა . გამიხეთქა გული . მაგრამ კიდევ კარგი დროზე აღიარა სიმართლე .
2000 წლიდან კი LED გახდა აღმოჩენა და რევოლუცია არქიტექტურასა და განათებაში . , ფერთა უზარმაზარი პალიტრა - რომელსაც მკვლევარებმა კონტროლერიც შეუქმნეს , ფასდაუდებელი განძია არქიტექტორებისა და დიზაინერებისათვის .
შეცდომები , შეცდომები და ყველასთვის ცნობილი ფრაზა " საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ " . ყველა უშვებს შეცდომებს იმიტომ , რომ ცხოვრებას ინსტრუქცია არ მოყოლია . მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ - არ ღირს იმის მტკიცება , რომ თქვენ ყოველთვის უფიქრდებით იმას , თუ რა მოჰყვება შეცდომებს . მნიშვნელობა არ აქვს იცით თუ არა , რომ შეცდომაა , თქვენ მაინც უშვებთ მას ( ანუ აკეთებთ იმას რაც გინდათ და თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგი მოჰყვება მას ) .
- ჩემმა ბიჭუნამ ეზოში " ცუდი სიტყვები " აითვისა . ის მხოლოდ ოთხი წლის არის და გამუდმებით უწმაწური სიტყვებით გვიმასპინძლდება . როგორ გადავაჩვიო ამ საშინელ სიტყვებს ?
იცით რა მითხრა გუშინ ერთმა პირველკლასელმა ? ინტერნეტი იმისთვისაა რომ იყოს სკაიპი , ჯეჯეჯე და მამის ოდნოო .
23 . 06 . 11 გავლენიან ფრანგულ გაზეთ " ლე მონდში " , 2011 წლის 13 ივნისს , გამოქვეყნდა რემი ბაროს წერილი სათაურით " ზეწოლა დასაქმებულებისა და პროფკავშირების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა ' ' , სადაც ყურადღება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც არის გამახვილებული . . . .
პერსონალია : ცატავა რუდიკ - აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე .
აფხაზური ენა არ არის კუთხურული ენა , ეგ ენა მე 19 საუკუნიდან არის სამწერებლო ენა ( პირველი აფხაზური ანბანი პეტრე უსრალმა შეადგინა ) და აფხაზური ენა მსოფლიოს ენებში შედის როგორც დამოუკიდებელი ცალკე ენა , გურული ენა არ არსებობს და ნუ მებოდიალები რაღაცეებს ძალიან გთხოვ !
არ მოგწონთ და არ მოუწეროთ , რა პრობლემა ? ? რატომ ქმნით ამხელა პრობლემას თიბისის თუ ესე უნდა უნდოდეს )
ნიკო ლორთქიფანიძე : _ ყოველ ფრინველს თავისი ბუდე უყვარს , მხოლოდ ბაყაყისთვის სულ ერთია , რომელ ჭაობში მოხვდება .
13 აპრილს « დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს » წევრებზე თავდასხმა მოხდა . სცემეს გოჩა თევზაძეს , ლაშა კუჭავასა და ლევან კოტეტიშვილს , ასევე ტაქსის მძღოლ თემურ ბუნტურს . დაზარალებულებს საკვები მიჰქონდათ მომიტინგეებისთვის . ისინი პეკინის ქუჩიდან მიემართებოდნენ რუსთაველის გამზირისკენ . ტაქსიში ჩასხდომის დროს მათ თავს დაესხა 10 - მდე პიროვნება და სცემეს .
ამჯერად ცივილიზაციის ისტორიას გაეცნობით . გაიგებთ , რატომ უწოდებენ არქეოლოგიას ` მეცნიერებას დამსხვრეული ქოთნების შესახებ ?
საკვანძო სიტყვები : საპარლამენტო არჩევნები ; საერთაშორისო საზოგადოება ; პოლიტიკური გუნდი .
რესურსი Deadline . com ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ , რომ ბენედიქტ კამბერბეჩი , რომელიც მარტინ ფრიმენთან ერთად სერიალ ' შერლოკში ' თამაშობს , ' ჰობიტში ' გაახმოვანებს დრაკონ სმაუგს და . . . ნეკრომანტს , ანუ საურონს . უფრო ვრცელი ინფორმაცია ამის შესახებ , სავარაუდოდ , მომავალ დღეებში გახდება ცნობილი .
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაურეკა მიხეილ სააკაშვილს სიტუაციაში გარკვევის თხოვნით .
ენა არის განივზოლიანი ბოჭკოებიანი კუნთოვანი ორგანო , რომელიც მეტყველებაში , ღეჭვაში , ყლაპვაში , ძუძუს წოვაში , გემოს აღქმასა და ნერწყვის გამოყოფაში მონაწილეობს . ამის გამო გაცილებით რთული აგებულება აქვს , ვიდრე სხვა განივზოლიან კუნთოვან ორგანოებს . ენაზე განარჩევენ ფესვს , სხეულსა და მწვერვალს . ენის ზემოთა ზედაპირი ოდნავ ამოდრეკილია და საგიტალურად არის გაყოფილი ენის შუა ღარით .
სუფრის დანები , რომელიც საჭმლის ჭამისას გამოიყენება ხმარებაში შემოიღო კარდინალმა რიშელიემ . მან გამოსცა ბრძანება იმის შესახებ , რომ სუფრის დანებს აუცილებლად მომრგვალებული თავი უნდა ჰქონოდათ და არა წვეტიანი , რადგან … რატომ ?
ლიანა მინდიაშვილი , გარდაცვლილის მეუღლე : - ჩემი მეუღლე სახლში დაეცა , ფეხი აუცურდა მეტლახზე და თავი დაარტყა . მე და ჩემმა შვილმა მოვასულიერეთ . მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო , რომელმაც გვითხრა , რომ სტაციონარში უნდა გადაგვეყვანა , რადგან ყურიდან სისხლი სდიოდა . ჯერ ქალაქის საავადმყოფოში მივიყვანეთ , მაგრამ იქ გვითხრეს , რომ ადგილი არ იყო და იქვე მდებარე რკინიგზის საავადმყოფოში გვირჩიეს გადაყვანა . მივიყვანეთ რკინიგზის საავადმყოფოში , საკაცით დავაწვინეთ დერეფანში მეტლახზე . იანვარი იყო და ყინავდა , მთლიანად კანკალებდა კაცი . დაგვხვდა მორიგე ექიმი . ამ ქალმა დაიწყო გადარეკვა ნევროპათოლოგთან და რეანიმატოლოგთან , ერთმა თქვა , ნასვამი ვარ და ვერ მოვალო , მეორემ - არ ვარ ადგილზეო . ერთი სიტყვით , ვერც ერთი ექიმი ვერ მოვიყვანეთ , მორიგემ გვითხრა : რა ვქნა , არავინ არ მოდის და მე ვერ მივიღებ , ინფექციონისტი ვარო . ამასობაში გავიდა უკვე ლამის ერთი საათი . ადგილზე მიმღების ექიმი იყო მხოლოდ , რომელმაც იატაკზე მწოლიარე პაციენტს საბანიც კი არ გადახადა , საერთოდ არ დაინტერესდა . სასწრაფოს ექიმებიც შეწუხდნენ , ეუბნებოდნენ , დააწვინეთ , პალატების მეტი რა არისო , მაგრამ არაფრით არ მიგვიღეს , მთავარმა ექიმმა თქვა , არ მიიღოთო . როდემდე იწვებოდა ეს კაცი დერეფანში იატაკზე . ვიფიქრე , სახლში მაინც გადავიყვან და იქ დავაწვენ - მეთქი . ხაშურში ნათესავის ბინაში მივედით . ცოტა ხანში მოვიდა გონს , მოუმბჯობესდა , საპირფარეშოშიც გავიდა ორჯერ თავის ფეხით . არადა თურმე ადგომა არ შეიძლებოდა . საავადმყოფოში ვინმეს მაინც რომ ეთქვა , ადგომა არ შეიძლებაო , დავაწვენდით და ასე არ დაგვემართებოდა . ის აუცილებლად გადარჩებოდა , საავადმყოფოში რომ მიეღოთ , ან რამე რჩევა მაინც რომ მოეცათ . მერე სახლში გამოვიძახეთ ექიმი , რომელმაც მითხრა , აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო . ერთი დღე პრაქტიკულად კაცი სამედიცინო დახმარების გარეშე გვყავდა , ამ პერიოდის განმავლობაში დაზიანებულ თავის ქალაში ჰემატომა გროვდებოდა . გამოვიძახეთ კატასტროფის ცენტრი , ნელ - ნელა უფრო მძიმდებოდა , რადგან ყურიდან სისხლდენა გრძელდებოდა . - სად და როდის გარდაიცვალა თქვენი მეუღლე ? - თბილისში , " კრიტიკული მედიცინის ცენტრში " გადავიყვანეთ , ოპერაცია მეორე დღეს გაუკეთეს , რადგან , სანამ ფული არ მიგვატანინეს , იქაც არ მოკიდეს ხელი . ოპერაციის შემდეგ არანაირი შედეგი არ იყო , სასუნთქ აპარატზე შეაერთეს და ასე იყო 16 დღის განმავლობაში . მე - 16 დღეს გვითხრეს , რომ გარდაიცვალა . ანუ მკურნალობა დაგვიანებული იყო . თავის დროზე რომ მომხდარიყო მისი დახმარება , ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოში რომ გაეწიათ ჩვენთვის შესაბამისი დახმარება , რჩევის დონეზე მაინც , ჩემი მეუღლე არ გარდაიცვლებოდა . ექიმს , თუნდაც მორიგე ექიმს , უნდა სცოდნოდა , რომ პაციენტის ადგომა არ შეიძლებოდა და საჭიროებდა კატასტროფის ცენტრით გადაყვანას . როგორც გავიგეთ , ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა , მაგ ექიმებით ბევრი სხვაცაა უკმაყოფილო . ამიტომ მე მოვითხოვ , ამ ექიმებს ჩამოერთვათ სერტიფიკატები , რადგან ჩემსავით კიდევ სხვაც არ გააუბედურონ . ჩვენ დაზარალებულთან საუბრის შემდეგ ე . წ . რკინიგზის საავადმყოფოს მივაკითხეთ . მთავარმა ექიმმა ელზა მენაბდემ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის ფაქტი დაადასტურა , თუმცა მან მთელი პასუხისმგებლობა მორიგე ექიმს , ქეთევან ძინძიბაძეს დააკისრა . მისი თქმით , ძინძიბაძემ , მასთან შეუთანხმებლად გაუშვა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი . მთავარი ექიმის ამ განცხადების მიუხედავად , ქეთევან ძინძიბაძეც და ყველა ის ექიმი ( ნევროპათოლოგი პაატა რობაქიძე და რეანიმატოლოგი დავით ჩიქოვანი ) , რომლებიც ლობჟანიძის საქმეში ფიგურირებენ , ამ დრომდე რკინიგზის საავადმყოფოში მუშაობენ . ელზა მენაბდე , მთავარი ექიმი : - მე არ უარვყოფ , რომ ჩვენთან შემოყვანილ პაციენტს მორიგე ექიმმა არ გაუწია დახმარება , არც წნევა გაუსინჯა და არც პულსი . როგორც ჩანს , აღელდა და დაიბნა . დაურეკა ნევროპათოლოგ პაატა რობაქიძეს . მას უთქვამს , ნასვამი ვარ და ვერ მოვალო . მოსვლა ვერ მოახერხა რეანიმატოლოგმაც . როდესაც მე შემატყობინა , სასწრაფოდ დავურეკე რობაქიძეს , დავუკავშირდი ქირურგსაც და ვაპირებდით ადგილზე მოსვლას . სანამ მოვიდოდით , მორიგე ექიმმა გაუშვა ავადმყოფი . პაციენტი წაიყვანეს ნათესავთან ბინაზე . ნევროლოგი ნასვამი იყო , მაგრამ უგონოდ კი არ ყოფილა , უბრალოდ , მანქანასთან ვერ დაჯდებოდა . მანქანა გავაგზავნე . როდესაც მოვიდა , უკვე აღარ დახვდა . მორიგე ექიმს რომ არ ეჩქარა , ასეთი უსიამოვნო ფაქტი არ მოხდებოდა . ჩვენ , ცხადია , დავინტერესდით , ექიმ ქეთევან ძინძიბაძის პოზიციითაც და მთავარ ექიმს მასთან გასაუბრება ვთხოვეთ . ელზა მენაბდემ კოლეგა მისავე კაბინეტში მოიხმო , რა დროსაც , ჩვენთვის მოულოდნელად , ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ . ძინძიბაძემ რეანიმატოლოგი დავით ჩიქოვანი და ნევროპათოლოგი პაატა რობაქიძე დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა , მთავარ ექიმს ელზა მენაბდეს კი დამნაშავეების მფარველობაში დასდო ბრალი . გარდა ამისა , ძინძიბაძე აცხადებს , რომ პაციენტ ლობჟანიძის შემთხვევის შემდეგ მენაბდე მასზე სისტემატურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და უკანონო ბრძანებაზე ხელის მოწერას აიძულებს . აი , რა დიალოგი წარიმართა მთავარი ექიმის კაბინეტში დაპირისპირებულ ექიმებს შორის . ქეთევან ძინძიბაძე : - მე არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრება . მე შევასრულე ჩემი მოვალეობა , როგორც მორიგე ექიმმა . ეს პაციენტი საჭიროებდა ნევროპათოლოგის სასწრაფო კონსულტაციას , როგორც მინიმუმ . დავუკავშირდი რობაქიძეს , რომელმაც სასტიკი უარი განაცხადა მოსვლაზე - მთვრალი ვარო . ამის შემდეგ დავუკავშირდი რეანიმატოლოგს , დათო ჩიქოვანს , რომელმაც არც კი მომისმინა , ისე დაკიდა ყურმილი . მე დავრჩი შიშველი ხელებით . ვერ ავიღებდი ჩემს თავზე ამ პაციენტს , რადგან მე ვარ ინფექციონისტი . შემდეგ დავურეკე დირექტორს , მე არ ვიცი , რა მოხდა მერე . . . ელზა მენაბდე : - არა , თქვი ქეთინო , მე გითხარი , რომ პაციენტი გაუშვი საავადმყოფოდან და არ მიიღო - მეთქი ? თქვი სიმართლე . . . ქეთევან ძინძიბაძე : - მე ვამბობ იმას , რაც ვიცი და არაფერს აღარ დავმალავ . თქვენ გინდათ , რომ მე დამაკისროთ პასუხისმგებლობა , არ გამოგივათ . თქვენ მე ჯერ ტელეფონზე გამლანძღეთ , მე არ ვამბობ , რომ თქვენ პაციენტის გაშვება მთხოვეთ . მე ლამის სიცოცხლის ფასი დამიჯდა ეს ყველაფერი . ამას ბოლომდე მივყვები . გადის წუთები და ექიმი არ მოდის . არადა უმძიმესი პაციენტი იყო , უმძიმესი . მას სჭირდებოდა ნევროპათოლოგი , ან რეანიმატოლოგი . ელზა მენაბდე : - რატომ ? ქირურგი ხომ შეგეძლო გამოგეძახა . . . ქეთევან ძინძიბაძე : - ქირურგი არაფერს არ გაუკეთებდა . ამას დავამტკიცებ მე . 5 თვეა , ამ საქმის გამო ნახევრად მკვდარი ვარ . როდესაც უკვე გაიყვანეს პაციენტი , ეს ქალბატონი , ელზა მენაბდე მირეკავს და მეუბნება : რატომ გაუშვი პაციენტი , მე და რეანიმატოლოგი მოვდივართო . თუ მთვრალი იყო ის დალოცვილი , 15 წუთში გამოფხიზლებული ადამიანი გინახავთ თქვენ სადმე ? ელზა მენაბდე : - ქეთინო , გეკითხები , ქირურგი რატომ არ გამოიძახე ? ქეთევან ძინძიბაძე : - მოითმინეთ , რა , ელზა მიხაილოვნა , აქ უფროს - უმცროსობა უკვე აღარაა , რა . ჩემს სიმართლეს მე ყველგან დავამტკიცებ . მე მართალი ვარ ჩემი სინდისისა და ჩემი ნამუსის წინაშე . ნევროპათოლოგისა და რეანიმატოლოგის დანაშაულებრივმა და უსინდისო ქმედებამ მე ჩამაყენა ისეთ მდგომარეობაში , რომ ახლა ყველაფერი ჩემზე ტყდება . მე იმ ავადმყოფს ვერ დავეხმარებოდი , ეს ჩემი პროფილი არ იყო , ავადმყოფს მეტ ზიანს ჩემი არაკომპეტენტურობით ვერ მივაყენებდი . ეს არის ორი ექიმის დანაშაულებრივი ქმედება , რა დანაშაული მიუძღვის ამაში მთავარ ექიმსაც , ეს გაარკვიოს კანონმა . მე რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე , რაც არ დამიშავებია ? ! წუთები წყვეტდა ყველაფერს . ის მაშინვე რომ ენახა ნევროპათოლოგს , ეს ამბავი არ მოხდებოდა . აი , ეს არის სიმართლე . ელზა მენაბდე : - ქეთინო , მე შენ გამტყუნებ იმაში , რომ პაციენტს ზედაც არ დახედე . რატომ არ გასინჯე ? წნევა გაგეზომა , პულსი გენახა . . . ქეთევან ძინძიბაძე : - რაც ჩემზე იყო დამოკიდებული , ყველაფერი გავაკეთე და ზომებიც მივიღე . დავუკავშირდი სპეციალისტს , რომელსაც ეხებოდა . აქ წუთები წყვეტდა ყველაფერს . ავადმყოფი მძიმე , უგონო მდგომარეობაში იყო . მისი განძრევა არ შეიძლებოდა . რა პულსი , რის პულსი . უგონო იყო კაცი . დაწერილი მაქვს ახსნა - განმარტება და არაფერი დასამალი არ მაქვს . მე დაბალი ღობე მნახეთ ? ! შეიძლება , გეწყინოთ , მაგრამ ვიტყვი სიმართლეს . მთავარმა ექიმმა , ამ ქალბატონმა დაწერა ჩემზე ბრძანება და გამომიცხადა სასტიკი საყვედური . მოიკითხეთ ეს ბრძანება , სადაა ? რატომ არ გაატარა ბრძანების ჟურნალში . ელზა მენაბდე : - მერე რა მოხდა , ბრძანება რომ დავწერე . ქეთევან ძინძიბაძე : - რას ჰქვია , რა მოხდა . . . თქვენ ამის უფლება არ გქონდათ , შეუმოწმებლად . მაიძულებდით ხელი მომეწერა ამ ბრძანებაზე . ჩემზე რომ შეგეხოცათ ყველაფერი . გეუბნებით პირდაპირ - ჩემზე ქალბატონი ელზა ახორციელებდა ზეწოლას . როდესაც უარი ვუთხარი , ჩემს თვალწინ დახია ბრძანება . იმიტომ რომ შეეშინდა , კომისია არ ჩამოსულიყო და არ შეემოწმებინა აქაურობა . თუ ასე გაგრძელდა , ხვალვე შევიტან პროკურატურაში საჩივარს ზეწოლისთვის . ამას ახლა როგორც უნდა , ისე ლაპარაკობს . აღარ შემიძლია ამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა . ამ ამბის შემდეგ ჩემზე ზეწოლაა . ელზა მენაბდე : - ბრძანებაზე მოგახსენებთ . ამ ქალბატონს მე ვადანაშაულებ იმაში , რომ პაციენტი უნდა მიეღო საავადმყოფოში , გაესინჯა პულსი მაინც . რადგან ეს დარღვევები ვნახე , გადავწყვიტე , რომ საყვედური გამომეცხადებინა . ჯერ შავად მქონდა დაბეჭდილი , არ მქონდა გადატანილი ბრძანების წიგნში . მერე მომივარდა აქ , ძალიან გაღიზიანდა , მოიჭრა აქ ახლობლებთან ერთად და ერთი ამბავი მაწია . ამიტომ მის თვალწინ დავხიე ეს ბრძანება . სხვანაირად ვერ ვაწყნარებდი . მორიგე ექიმისკენ იშვერს ხელს ნევროპათოლოგი პაატა რობაქიძეც . . . ის კოლეგას კონტრბრალდებებს უყენებს და ამბობს , რომ ქეთევან ძინძიბაძე საკუთარი შეცდომის გადაბრალებას სხვაზე ცდილობს . რეანიმატოლოგ დავით ჩიქოვანის პოზიცია , სამწუხაროდ , ვერ გავიგეთ . მოუცლელობის მიზეზით , მან " პრაიმტაიმთან " გასაუბრება არ ისურვა . პაატა რობაქიძე , ნევროპათოლოგი : - მე საავადმყოფოში მოსვლასა და პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს . უბრალოდ , ჩემი ტრანსპორტით ვერ ჩამოვიდოდი , რადგან ცოტა ნასვამი ვიყავი . როდესაც გადაწყდა , რომ მანქანას გამოგზავნიდნენ , მზად ვიყავი , მოვსულიყავი , მაგრამ პაციენტი უკვე წაყვანილი იყო . დაეცადათ ცოტა ხანს და მოვიდოდი . თვითონ ვერაფერი მოახერხა და ხომ უნდა დააბრალოს ახლა ვინმეს . . . რად უნდა პულსის გასინჯვას და მდგომარეობის შეფასებას აქეთ - იქით რეკვა , გეკითხებით ? ! . ექიმების დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების პარალელურად დამნაშავის დასჯას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი . როგორც გავარკვიეთ , ჯანდაცვის სამინისტრომ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო . სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ექიმებს ახსნა - განმარტებები უკვე ჩამოართვა . სამინისტროს თანამშრომლები სამედიცინო დაწესებულებაში ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ . საბოლოო დასკვნას სააგენტო , სავარაუდოდ , რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს . არაა გამორიცხული , ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმებს სამედიცინო საქმიანობის უფლება საერთოდ ჩამოერთვათ .
მე - 7 არხს აქვს ფანტასტიური ხარისხი და HD ფორმატი , მიმიქარავს ყველა სხვა ტელევიზია , სილკ ტივიც მათ შორის . სილკტვ - ს მინიმალური პაკეტი , სრული იდიოობაა . გაუძულებენ რომ 25 ლარიანი პაკეტი აიღო ( ასევე იდიოტობა ) და დამატებით გადაიხადო 10 ლარი კინო , საბავშვო თუ სპორტული არხის არჩევაში ( ერთს რომ ირჩევ , დანარჩენებს გჩუქნიან ) . სილკ ტივი დავაყენეთ , მაგრამ მე - 7 არხს ვიტოვებთ , იმიტომ რომ გვერდზე ვერ დაუდგება ვერც ხარისხით და ვერც არხებით ერთია , ფ1 - ს არ აჩვენებს არც ერთი არხი აიეტის გარდა .
გუშინწინ დაგინახეთ შნ და დიმა ეზოში ვიკიკოსთან ერთად ჯიმარტის პარკებით საერთოდ არ გეტყობა ასაკი 22 - 24 წლების მეგონე
ფილმში " კატარინა ბლუმის შელახული ღირსება " სიუჟეტი ასე ვითარდება : კატარინას შესახებ გაზეთში მისი ცხოვრების ყველა დეტალი იბეჭდება , ფოტო მასალის თანხლებით . სწორედ მასზე ჩასაფრებული ტაბლოიდის საშუალებით , გერმანიის პოლიცია მალვაში მყოფ საყვარელს მიაგნებს და დააკავებს . ნაწარმოების ფინალში კატარინა ბლუმი კლავს ჟურნალისტს , რომელმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია . " ყვითელი პრესის წარმომადგენლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ , რომ ნებისმიერ დღეს ისინი შესაძლებელია , მკვლელები გახდნენ " , - მითხრა გოგი გვახარიამ ჩემს რადიო გადაცემაში " თავისუფალი აზრი " , როცა ყვითელ პრესაზე ვსაუბრობდით . დააკვირდით ამ ციტატის შინაარსს . გვახარიას აზრით , კატარინა კი არაა მკვლელი , არამედ ჟურნალისტი , რომელმაც ის მკვლელად აქცია .
თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას , ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას , აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას , სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით , ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით .
ალოეს გამოყენებისას უნდა ავიღოთ მცენარის შუა და ქვედა ნაწილები .
1901 მყვინთავებმა კუნძ . ანტიკიტერსთან აღმოაჩინეს 2000 წლის მექანიზმი , რომელიც დერეკ ჯ . დე პრაისის აზრით იყო ვარსკვლავებისა და პლანეტების მოძრაობის გამოსათვლელი მოწყობილობა . ეს მოწყობილობა ინახება საბერძნეთის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში და კვლავ რჩება ყველაზე რთულ სამეცნიერო მოწყობილობად , რომელიც უძველესი დროიდან შემორჩა . ძველი მწერლების მიერ აღწერილი ყველაზე რთული მექანიკური მოწყობილობამხოლოდ უბრალო ტაქსომეტრი იყო , რომელსაც ბერძნები იყენებდნენ მანძილის გასაზომად . ბერძნებმა თუკი იცოდნენ გადაცემის პრინციპი ( საიდან იცოდნენ , საინტერესოა ) , მაშინ მათთვის რთული არ უნდა ყოფილიყო ისეთი მექანიზმის აგება , როგორიც იყო - პლანეტარული რედუქტორი . ეროვნულ მუზეუმში შენახული მექანიზმის ფრაგმენტიდან ცნობილი ხდება , რომ ასეთი მექანიზმი კეთდებოდა . ცოდნა , რომლის დახმარებით ეს მოწყობილობაა დამზადებული იმდენად მოულოდნელი იყო , რომ ზოგი მეცნიერი ფიქრობდა - აღმოჩენილი ფრაგმენტები ეკუთვნოდა უფრო თანამედროვე მოწყობილობას . კუნძ . ანტიკიტერსთან 200 მეტრის სიღრმის წყალში აღმოჩნდა ძველი ხომალდის ნამსხვრევები . არქეოლოგებმა შეისწავლეს ხომალდის დაღუპვის მიზეზები . აღადგინეს რამდენიმე ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკება . ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა ვალერიოს სტალსმა შეისწავლა ნაპოვნი ბრინჯაოს ფრაგმენტები . მათში მან შეიცნო მექანიზმი . დღესდღეობით , მეცნიერები თვლიან , რომ ხომალდმა კატასტროფა განიცადა ჩვ . წ . - მდე პირველ საუკუნეში . როგორც ჩანს , ხომალდი კუნძ . როდოსიდან გავიდა და მიემგზავრებოდა აპენინის ნახევარკუნძულისკენ . არქეოლოგის მიერ აღმოჩენილი ფრაგმენტი ეკუთვნოდა ანტივიტერის მექანიზმს , რაც მას მოგვიანებით უწოდეს . დაიწყეს ამ მექანიზმის დეტალური გამოკვლევა და მისი ფუნქციის გარკვევა . ზოგიერთისთვის თავიდანვე ნათელი იყო , რომ ეს იყო ასტრონომიული მოწყობილობა . პირველი ჰიპოთეზა - იყო ნავიგაციის მოწყობილობა . ზოგი ფიქრობდა , რომ ეს იყო პატარა პლანეტარიუმი , ისეთი არქიმედმა რომ შექმნა . სამწუხაროდ , ფრაგმენტები კოროზიით იყო დაფარული იმგვარად , რომ ზუსტი ჰიპოთეზის წამოყენება ჭირდა . აუცილებელი აღმოჩნდა გაეწმინდათ მექანიზმი დანალექებისგან , რაც დიდი დროის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული . კორპუსს ჰქონდა სამი ციფერბლატი - ერთი წინიდან , ორი - უკნიდან . როგორც ირკვევა , მოწყობილობა აჩვენებდა მზის მოძრაობის ზოდიაქალურ სისტემებს . მოწყობილობა საერთო ჯამში ასტრონომიასთან იყო დაკავშირებული - ციკლების გამოყენება . საუბარია პლანეტარული მოვლენების ციკლებზე . ასეთი არითმეტიკული სქემები განსხვავდება წრეების გეომეტრიული თეორიისგან . ასტრონომიაში ორი ტიპის თეორია იყო გაერთიანებული , რომელსაც შედარებით სრუყოფილი სახე მისცა კლავდიუს პტოლემაიოსმა , რომლის შრომებში წინა პლანზე ინაცვლებს მათემატიკური გათვლები გეომეტრიულ მოდელთან შედარებით . ამგვარად , ანტიკიტერი გარკვეულწილად წარმოადგენს ახლანდელი , უამრავი თანამედროვე სამეცნიერო აპარატურის წინაპარს .
და მხოლოდ ერთი გზით ცხონდება ? . . და ქრისტიანული ოჯახი რომ შექმნას ვერ ცხონდება არა ? . . . მე ფანატიკოსად არ გამომიცხადებიხარ , მაგრამ . . .
ერთხელ მახსოვს მამიდაჩემზე გავბრაზდი რაღაცაზე და სულ ახალი , ძვირფასი პომადა ქონდა , საფრანგეთიდან ჩამოუტანეს თუ რაღაცა და ავიღე ეს პომადა და დავკბიჩე . . . ხოდა პირი , სახე , კბილები სუ პომადიანი მქონდა და მაინც ვამტკიცებდი რო ხელი არ მიხლია და უფრო მეტიც , თვალითაც კი არ მინახავს , რა პომადა , რის პომადა : ) კიდევ კარგად გადავურჩი თმა რო სულ არ დამაწიწკნა ელზამ : )
Ø 150 . ეს წოდება დიდ ბრიტანეთში აღნიშნავს მაღალი რანგის ადვოკატს , ის ენიჭება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირს , რომელიც სამი წელი ემზადებოდა ადვოკატთა რომელიმე კორპორაციაში და ჩაბარებული აქვს გამოცდები სამართლის გარკვეულ დისციპლინებში . მას ყველა სასამართლოში გამოსვლის უფლება აქვს . ( ბარისტერი )
წარმატებები და მაინც , ბლოგზე შემოვიჭყიტები ხოლმე , აკრძალული ხილის პრინციპი ძლიერი რომ არის ეს ვიცი და ეავიცი იქნებ ქეც შემოგეპოსტოს რამე . . ) ) )
სოლვეის მიერ ჩაფიქრებული ინოვაცია - კონკრეტულ პრობლემატიკურ საკითხზე მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა ვიწრო წრეში ინტენსიურ მსჯელობათა ორგანიზება _ შემდგომში ფართოდ დამკვიდრდდა სამეცნიერო - გამოყენებით - სამეწარმეო - პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას . მაღალტექნოლოგიურ ( Hi - tech ) სამეცნიერო - სამრეწველო კორპორაციებში უკვე მე - 20 საუკუნის 30 - იანი წლებიდან დამკვიდრებული პრაქტიკა - Brain storming , ქართულად - გონებრივი შტურმი , რუსულად - Мозговая атака , სოლვეიმდეც სპონტანურად გამოიყენებოდა , განსაკუთრებით - სამხედრო - პოლიტიკური ამოცანების დაძლევისას . სოლვეიმ აზროვნების ინტენსიფიცირების პროცესს სისტემატიკური დატვირთვა შესძინა . შედარებით ნაკლებად გაცნობიერებული მკითხველის საყურადღებოდ დავსძენთ , რომ სოლვეის კონგრესების შეკრების სამწლიანი შუალედი მხოლოდ პირობითია : მოქმედი , მით უფრო საერთაშორისო აღიარების მეცნიერის გონება პრაქტიკულად არ ისვენებს . მცირე გადაჭარბებით - იგი ( გონება ) 24 საათიან რეჟიმში . მუშაობს .
2 . შავი ვოლგის ( ძველი 21 ) პატრონები ბავშვების გამტაცებლები მეგონა , ამიტომ სადაც ამ მანქანას დავინახავდი , იქიდან გავრბოდი და ვიმალებოდი .
6 . კაბები , ასევე დიდი არჩევანია ფერის და სტილის მიხედვით
ამის გარდა , ამ ფრაზაში , ტოქსი ეხება რუსეთსაც - რუსეთი მოგეხსენებათ , საქართველოს ძმას უწოდებს , მაგრამ რა გვიქნეს მათ აგვისტოში ? ფულზე გაგვყიდეს … ნავთობსა და გაზს გვანაცვალეს და შემოიჭრნენ . მაშასადამე ნათელია ამ ბწკარის ეგზომ მრავალწახნაგიანობა .
ზუსტად არ ვიცი ჯერ ხვალ თუ ზეგ წავალ მაგრამ ნომერი მომეცი და დაგირეკავ საღამოს , თუ ხალხი მოგროვდა ჩემი მანქანითაც წავალთ აბა ვის უნდა ჯანდარა კიდევ ?
ფენიქსის ფერფლის დასაკუთრების მერე ევას მოძებნის დრო მოვიდა . საქმეში კასტიელიც ჩაერთო .
თბილისი წარმოუდგენელია ნარიყალას ციხისა და მისი ხედების გარეშე . ეს იდუმალი ციხე სიმაგრე თბილისს ჩვ . წ . IV საუკუნიდან იცავს . წერილობითი წყაროს მიხედვით თავდაპირველად ციხეს " შურის ციხეს უწოდებდნენ " . დროთა განმავლობაში , განსაკუთრებით კი დავთ აღმაშენებლის მეფობის დროს , ციხე - სიმაგრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა .
1 . " უკუეთუ გინდეს ცნობის , თუ მზეჲ რომელსა ეტლსა ზედა ზის , იპყარ მარტისაგან ია ( 11 - ბ . გ . ) და ყოველნი თუენი ვიდრე მუნ დღედმდე , რომელსა ზედა სდგე , და იგი თანა - შეათუალე . და ლ ( 30 - ბ . გ . ) გაუტევე და ცან , რავდენი ლ იყოს , ვერძისაი თავ - ყავ და ყოველსა ეტლსა ლ - ლ ( 30 - 30 - ბ . გ . ) მისცემდი და რომელსაცა ზედა მიგიყვანოს , მას ეტლსა ზედა ჯდეს მზეი " ;
პრეზიდენტზე ამ ქვეყნის კანონები არ ვრცელდება ? რომელი უფრო დიდი ძალადობაა - ბავშვისთვის რბილ ადგილას ერთი ხელის შემორტყმა , თუ პოლიციის ფორმის ჩაცმა და " პარადის მიღება " ? !
ჩვენ ამითი შევქმენით ცხრილი რომელსაც აქვს 1 პარტიშენი birthday სვეტის მიხედვით და პირობაში გვიწერია რომ პარტიშენში სახელად ' b1970 ' ჩავარდეს იმ პერსონების მონაცემები რომლების დაბადების წელი მეტია 1970 - ზე
ოპერატორობის მცდელობებიც : ) ამ მხრივ წინა პოსტები მერჩივნა . გაიღიმე , სოფი : )
ისიც უნდა ითქვას , რომ თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა ყურადღება მიაქცია ქართულ სამეფო ოჯახებში ფეხმოკიდებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას . ძლიერი მეფეები ბრძანებებს ყოველთვის თავიანთი სახელით იძლეოდნენ ( მაგ . « ჩუენ , მეფემან გიორგი » . . . ) , ხოლო სამეფო ხელისუფლების შესუსტების პერიოდში მეფის გვერდით დედოფალიც მოიხსენიებოდა ხოლმე ( მაგ : « ჩუენ , მეფემან ირაკლი , დედოფალმან დარეჯანმან » და ა . შ . ) . ამით დიდი მეცნიერი აშკარად მიგვანიშნებდა ხელისუფლების განხორციელების პროცესში მეუღლის ან , თუნდაც , ოჯახის რომელიმე წევრის თანამონაწილეობის დამანგრეველ მნიშვნელობაზე .
კიდევ ოთხი დღე და თურქულ ანტაკიაში დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
NNN - 504 ეხ სეხნი ვიცით ჩვენც მაგის არსებობა მარა არ ურჩიეთ . ნიკუშ მაგ ფასად რამე მოტო დაგეთრია მაგარი მოგივა
- ცნობილია , რომ ბოტოქსი ლოკალური ჰიპერჰიდროზის ( ჭარბი ოფლიანობის ) სამკურნალოდაც გამოიყენება . რამდენად ეფექტურია ის ამ კუთხით ? - ლოკალური ჰიპერჰიდროზი ( ჭარბი ოფლიანობა ) საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა . ჭარბი ოფლიანობის ადგილებში ბოტოქსის ( დისპორტის ) კანქვეშა ინექციები უბრალო , სრულიად უსაფრთხო , უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს . ამ პრეპარატების მიკროსკოპული დოზები დროებით აჩერებს ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციას . ეფექტი 4 - 8 თვეს გასტანს . ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულებრივ გრძელდება , მაგრამ აღარ არსებობს პრობლემური უბნები .
ს ) 51 ^ მუხლის ა - - დ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას , პარლამენტის მიერ კონსტიტუციით დადგენილ ვადაში , მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში , უფლებამოსილია დანიშნოს პრემიერ - მინისტრი და თანხმობა მისცეს მას მინისტრების დანიშვნაზე . ზემოაღნიშნული გარემოებებიდან ერთი თვის განმავლობაში , პრეზიდენტი ხელახლა წარუდგენს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად .
flyer აქ რეკლამას არ მიკეთებს . . . ისე მე ვარ !
ერეკლე მეფის დროს სომეხთა საქართველოში შემოხიზნის ხასიათი , როგორც ეხლა ირკვევა , თვალსაჩინოდ იცვლება . თუ წინათ ეს გადმოსახლება სტიქიური თვისებისა იყო და მას არავითარი პოლიტიკური მიდრეკილება და მნიშვნელობა არ ჰქონდა , მე - XVIII - ე საუკ . - ის დასასრულს გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ზედ დაერთო . თუ წინათ საქართველოში მომავალი სომხები საქართველოს მფარველობისა და ქვეშევრდომობის მოიმედენი იყვნენ ხოლმე , ამიერითგან ისინი უკვე გარეშე ძალის მფარველობას ეძებდენ და მათის დახმარებით ცდილობდენ საქართველოში თავიანთ საქმის გაკეთებას . როდესაც სომხებმა შეიტყეს , რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ხელშეკრულობასა სდებდა და რუსეთის კავშირსა და მფარველობას ეძებდა . ჯერ კიდევ ხელშეკრულობა დადებული და ხელმოწერილი არ იყო , რომ სომეხთა ეპისკოპოსებმა , მელიქებმა და სხვა წარჩინებულმა პირებმა რუსეთის მთავრობას 1783 წ . 3 მარტს შედგენილ თხოვნა მიართვეს , რომელშიაც ყარაბაღისა და ყარადაღის სომხები რუსეთის სამეფო სახლობას ერთგულებას უცხადებდენ და თანაც უცხელთა ბატონობისან განთავი ¬ სუფლებას სთხოვდენ . რუსეთის მთავრობას ეს რასაკვირველია მოეწონა და მან გადასწყვიტა მეფე ერეკლეს დახმარებით შუშის ხანი დაემხო და ყარაბაღითგან და ყარადაღითგან ერთი სომხური ოლქი ( областъ ) შეედგინა , რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისაგან უნდა ყოფილიყო დამოკიდებული . ამ ოლქს მართვა - გამგეობა სომეხთა თანამემამულეს უნდა ჩაჰბარებოდა და კარგად უნდა მოწყობილიყო , რომ დანარჩენ სომხების ოლქებსაც ყარაბაღელი სომხებისათვის მიებაძათ და მათთან შეერთებულიყვნენ . ამ გზით რუსეთის მთავრობას იმედი ჰქონდა , რომ აზიაში საქრისტიანო სახელმწიფოს ააღორძინებდა ( Н . Бутковъ Матеріалы II , 142 ) .
1916 წლამდე , " რეალსა " და " ბარსას " შორის დაპირისპრება სულაც არ ატარებდა მტრულ ხასიათს . არც სპორტული თვალსაზრისით არ წარმოადგენდა პრინციპულობას - იმ დროს ორივე გუნდი უძლიერესად ბილბაოს " ატლეტიკს " თვლიდა .
ამ თემაში ვისაუბროთ 3D ტექნოლოგიებზე ფოტოგრაფიაში , ეს ჩემი დამუშავებაა 2D - 3D კონვერტაცია , ფოტოები ინტერნეტიდან ავიღე , ეფექტის სრულად სანახავად საჭიროა ანაგლიფური სათვალე ( ლურჯი - წითელი ) , სპეციალურად დაბეჭდილ სურათს სათვალე აღარ ჭირდება .
2011 წლის 20 აპრილს , სასტუმრო " თბილისი მარიოტში " გაიმართება მწვანე ალტერნატივას პროექტის " საქართველოს ქსელის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის " შემაჯამებელი პრეზენტაცია . ვრცლად
მე - 20 საუკუნის 70 - იანი წლების მონაცემების მიხედვით ამ თანხად იმ დროს შეიძლებოდა გეყიდათ : ერთი ბოთლი ვისკი " ლონგ ჯონი " , წინდები , საფერფლე , საპონი , ნახევარი კილოგრამი ძეხვი , აჭიმები ( подтяжки ) და ერთი ბილეთი კინოში . კითხვა : გადახედეთ ისტორიას და დაასახელეთ ყველაზე ცნობილი შენაძენი , რომელიც ნაყიდი იქნა ამ თანხად !
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ნოელ გრაე აპირებს , რომ რაც შეიძლება სწრაფად შეხვდეს ნაკრების ყოფილ თავკაც რაიმონ დომენეკს
ანა ძალიან მაგარი ხარ ! ! წარმატებებს გისურვებ ' ნიჭიერის " გამარჯვებული შენ უნდა იყო . ძაალიან მაგარი სმენა გაქვს და წარმატებებს გისურვებ
კარიერა 1990 წელს ის აიყვანეს ბექვოკალად ალტერნატიულ რეპ ჯგუფში - დიჯითალ ანდერგრაუნდში ( Digital Underground ) . შაკურის სადებიუტო ალბომს , " 2Pacalypse Now " , კრიტიკით შეხვდნენ და მისი მკვდარი სვლა გამოწვეული იყო მისი საკამათო სიმღერის ტექსტებით . შაკური გახდა სხვადასხვა სასამართლო პროცესების სამიზნე და გამოცადა ლეგალური წინააღმდეგობები . ყველაზე აღსანიშნი ისაა , რომ იგი იყო ბრალდებული ქალბატონისადმი სექსულაური იერიშის მიტანაზე , 1993 წელს ( თუმცა იგი უარყოფდა სარჩელს ) . ერთი დღით ადრე სანამ განაჩენს გამოუტანდნენ , შაკური დაჭრეს , მას ხუთჯერ ესროლეს მანჰეტენში , ხმის ჩამწერი სტუდიის ჰოლში . ამ ინციდენტის შემდეგ შაკურს გაეზარდა ეჭვი , რომ რეპ ინდუსტრიის სხვა ფიგურებმა იცოდნენ ამ სროლის შესახებ წინასწარ და არ გააფრთხილეს იგი . ამ კამათმი იყო ნაპერწკალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობის . თერთმეტ თვიანი სასჯელის მოხდეის შემდეგ , შაკური გამოვიდა ციხიდან მერიონ " სიუჯ " ნაითის ( Marion " Suge " Knight ) , დეს როუ რეკორდსის ( Death Row Records ) აღმასრულებელი მოხელის , მოწოდებით . სანაცვლოდ სამი ჩანაწერი ამ ლეიბლის ( ხმის ჩამწერი სტუდიის ) სახელით , თავისი მეხუთე , პირველი ორ - დისკიანი ალბომით ჰიპ - ჰოპის ისტორიაში , All Eyez on Me , ითვლებოდა როგორც ორი ალბომი . 1996 წლის 1 სექტემბერს შაკურს ესროლის რის შედეგადაც იგი 7 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით , University Medical Center - ში , ლას - ვეგასში
taa შენ შეიძლება მშვენივრად გამოიყურებოდი არ გედავები : ) თუმცა ნანუკა რომ ასე არ გამოიყურება მგონი ნათელია ყველა ერთნაირად არ არის უმრავლესობა ქალებისა მშობიარობის შემდეგ იმატებს და თუ ასეთ დროს ტელევიზიაში ტრიალი გინდა სულ მცირე ფორმაში უნდა ჩადგე - ამის თქმა უნდოდა ამ სიტყვების ავტორს maybe პოსტის მოწონებისთვის კი გმადლობთ : )
სამეგრელოს ტერიტორიაზე დადგენილია მაგანა - ხორგა - ჭანისწყლის ( წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ) ქვანახშირისა და ფახულანის ლიგნიტისა და ქვანახშირიანი ფიქლების საბადოები , რომელთა სავარაუდი მარაგი 60 - 70 მლნ . ტონას შეადგენს .
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია . აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები . საზრდოობა შერეული ხასიათისაა . წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე , წყალმცირობა ზამთარში . მდინარეებიდან აღსანიშნავია : რიონი , ცხენისწყალი , აბაშა . მცირე მდინარეებია : ნოღელა , კოვზა , ზანა . აბაშის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში " სირიაჩქონის " ჭაობია .
პერსონალია : გრუნეტი მორტენი - მუსიკოსი , არქიტექტორი ; აბზიანიძე კოკა - პერკუსიონისტი ; ჩიხლაძე ნინიკო - მუსიკოსშემსრულებელი - ტამბურაზე ; არაყიშვილი მარინე - არქიტექტორი .
ბიჭმა თვალები გაახილა , თავზე წითელ მაისურიანი ქალი და კაცი ადგა , ცნობის მოყვარე თვალებსაც ბევრს ხედავდა ირგვლივ . კაცი მოვკალიო - თავში ხელს იშენდა ნაგვის მანქანის მძღოლი . თვალი გაახილაო - იკივლეს ცოცხიანმა ქალებმა . ნამდვილი სასწაულიაო ასეთი ავარია ტრამვების გარეშეო - გაკვირვებას ვერ მალავდა სასწრფო დახმარების ექიმი . თან სამ მეტრზე უსვრიაო დარტყმის ძალას - უმოწმებდა ასისტენტი . ბიჭს ვერფერი გაეგო , გაკვირვებულმა მიმოიხედა , წამოჯდა , შეეცადა რამე გაეხსენებია . მხოლოდ ერთი რამ გაახსენდა , თუ როგორ უთხრა ხმამ , რვა სიცოცხლე დაგრჩაო და დარტყმის ძალა . ნუთუ სიმართლეაო ესყველაფერი ? - გაიფიქრა ბიჭმა , წამოდგომა დააპირა , ექიმმა მკლავზე მოკიდა ხელი : _ არ ადგეო , საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო . ბიჭმა უხეშად მოიშორა ხელი : _ არ მჭირდებაო - გამოსცრა კბილებიდან , წამოდგა და წავიდა უკანმოუხედავად . წავიდა და გაიყოლა გაკვირვებული ადამიანების მზერა , რომლებიც ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა .
პირველი , რაც უნდა გავაკეთოთ , არის მონაცემების ამოღება . როგორ და საიდან მოვახდენთ ამას , გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია , რომ გვქონდეს სტრინგები და მათი გამოყენებების რაოდენობები : )
" ომიდან მოყოლებული დღემდე , გამოიცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შვიდი ანგარიში . ამ ანგარიშებში ასახულია , ერთი მხრივ , ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ; მეორე მხრივ , ეს ანგარიშები გვაცნობს , თუ რამდენად ასრულებენ რუსეთი და საქართველო ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებებს . აღსანიშნავია , რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ინფორმაცია სრულად არის წარმოდგენილი . ეს იმას ნიშნავს , რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ არის ე . წ . შავი ხვრელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით , " - განუცხადა ჭიაბერაშვილმა " 24 საათს . "
მის აღმატებულებას ბატონ მარშალ სტალინს , სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს : უცხოელ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა მისალმებანი საბჭოთა კავშირისადმი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXVI წლისთავთან დაკავშირებით / / კომუნისტი . - თბილისი , 1943 . - 10 ნოემბერი . - N233 . - ხელის მოწერა : სარაჯოღლუ [ MFN : 105849 ]
სიცოცხლე კი ყველგან კარგია : წერილში , რომანში , მოთხრობაში , მუსიკაში , ნახატში , აქციაში , პროტესტში , სექსში და ა , შ
შენ ალბათ პირადი ინტერესის გამო გაქვს ესეთი სია
მთლი ა ნად ის რა ე ლის ტე რი ტო რი ა ზე 50 რა კე ტა და ე ცა . ხე ლი სუფ ლე ბის გან ცხა დე ბით , სრო ლის შე დე გად ქვეყ ნის 2 მო ქა ლა ქე და შავ და .
" გია თავს უდანაშაულოდ თვლის , ამიტომ ის აგრძელებს მშრალ შიმშილობას . ნომერ პირველი იზოლატორის ადმინისტრაციამ ის სხვა კამერაში გადაიყვანა და მასზე სპეციალური მეთვალყურეობაა დაწესებული . გია არ აპირებს დუმილის უფლების გამოყენებას . ის ამბობს , რომ დასამალი არაფერი აქვს , რადგან უდანაშაულოა " , - აცხადებს ჩიხლაძე .
უიმბლდონის შემდეგ , ბალახის სეზონი ამერიკის ქალაქ ნიუპორტში გრძელდება , სადაც ამ კვირას მამაკაცებს შორის ერთადერთი ტურნირი იმართება
ძალზედ გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათაა . ჩემს იტალიელ მეგობრებთან გავსინჯე და სახელიც შესაბამისი შევარქვი .
ანოტაცია : კომპანია " ოლიმპიური ვარსკვლავის " მიერ ევროპის ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნებული ქართველდი ძიუდოისტების დაჯილდოება
სომეხთა სათვისტომომ საქართველოში თურქეთის საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია გამართა გენოციდის აღიარების მოთხოვნით . მანამდე სათვისტომომ , უკვე მეორედ , მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს , ემსჯელათ სომეხთა გენოციდის საკითხზე .
სულ ორიოდე კვირის წინ , უფრო ზუსტად 2010 წლის 27 დეკემბერს " ვერსიის " ჟურნალისტმა ფრიდონ დოჩიამ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის დავით თარხან - მოურავისგან ინტერვიუ აიღო . რამდენიმე დღეში კი , გაზეთ " ვერსიაში " დაიბეჭდა სტატია , ასეთი სათაურით : " პაატა შევარდნაძე ახალ პარტიას ქმნის " . პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს , არც კითხვის ნიშანი და არც ძახილის ნიშანი დასმული არ ჰქონია , ანუ გამოყენებული იყო მტკიცებითი ფორმა . მესამე გვერდზე კი , სადაც დოჩიას ინტერვიუ ვრცლადაა გამოქვეყნებული , იგივე სათაური კითხვითი ფორმით არის წარმოდგენილი : " პაატა შევარდნაძე ახალ პარტიას ქმნის ? " ჟურნალისტებმა და ფიარის სპეციალიტებმა კარგად ვიცით : მედიაში როდის , რატომ და რა მიზნით გამოიყენება სათაურისა და ინტერვიუს შინაარსის აღრევის ხერხი . მოგეხსენებათ , ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს კითხულობს და ზოგჯერ მხოლოდ სათაურით ექმნება წარმოდგენა კონკრეტული თემის ირგვლივ . არასწორი წარმოდგენა იქმნება მაშინ , თუ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს არსობრივად ეწინააღმდეგება . მეორე - პირველ გვერდზე გამოტანილი სათაური , მყვირალა სათაური , როგორც წესი , ყოველთვის თანხმდება გაზეთის მთავარ რედაქტორთან . ამ პატარა დეტალზე ხაზგასმა იმისთვის დამჭირდა , რომ ჩემს კოლეგას , " ვერსიის " მთავარ რედაქტორს მაია ფურცელაძეს პირველი შეკითხვა დავუსვა : მაია , ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტური ეთიკაც და სტანდარტიც რომ დაარღვიეთ , ვერ ხვდებით ?
უახლოებს მომავალში ველოდები მერიისგან შეჩერებული მშენებლობების სიას , ჩემი კომპანიის swisscapital - ის ინტერესშია მათი დაფინანსება . მაგრამ ზოგ პროექტს იმდენი ვალდებულება მოჰყვება , გამორიცხულია იმის გადარჩენა . წარმოიდგინეთ მოდის პიროვნება რომელსაც აქვს პროექტი . სადაც ვთქვათ 1000 კვ . მ შენდება . ამ ათასიდან 800 გაყიდული ავქს , გაყიდვების თანხის 80 % აღებული ავქს და მხოლოდ 20 % აქვს დახარჯული ამ პროექტზე . შესაბამისად მისაღებმა 20 % შემოსავლის და კიდე დარჩენილმა 200 კვადრატულმა უნდა დააგენერიროს იმდენი შემოსავალი რომ პროექტი დასრულდეს , ეს კი ხომ უტოპიაა ? ასეთ პროექტებს ვერც რაიმე სახელმწიფო პროგრამა ან ინვესტორი ვერაფერს უშველის . ამიტომ ჩვენს ქალაქს კიდე დიდი ხნით დაამშვენებს ჩამოშავებული კარკასები , რომლებსაც მხოლოდ მეცენატები თუ უშველიან ან დემონტაჟი აღგვის პირისა მოწისაგან .
ანოტაცია : შპს " ფოთის საზღვაო ნავსადგური " აცხადებს ღია ტენდერს სხვადასხვა სახის ფოლადის ბაგირების შესყიდვაზე
- რა ინფორმაციას გვაწვდის გინეკოლოგიური ექოსკოპია , რა განსხვავებაა დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ვაგინურ და ჩვეულებრივ ექოსკოპიას შორის და რა მონაცემების მიღებაა შესაძლებელი ორსულის ექოსკოპიური კვლევისას ? - გინეკოლოგიური ექოსკოპია სრულ წარმოდგენას გვიქმნის საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობაზე . ზოგ შემთხვევაში ამ გზით მიღებული მონაცემები გაცილებით ინფორმაციულია , ვიდრე მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფიით მიღებული . ვაგინური ექოსკოპია საშუალებას იძლევა , ტრანსდუსერი უშუალოდ გამოსაკვლევ არესთან მოთავსდეს , რის წყალობითაც ვიზუალიზაცია ძალიან კარგია , კვლევა ტარდება მაღალი სიხშირის ულტრაბგერით , ეს კი მაღალი გარჩევადობის გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს - შესაძლებელია მილიმეტრების ზომის წარმონაქმნების აღმოჩენა . ორსულობის დროს ექოსკოპიური კვლევა საშუალებას გვაძლევს , ძალიან ადრე - მე - 3 - 4 კვირას - მოვახდინოთ ორსულობის დიაგნოსტიკა , მერე კი მთელი ორსულობის განმავლობაში განვახორციელოთ მონიტორინგი , თვალყური ვადევნოთ ნაყოფის ნერვული სისტემის , გულის და მთელი დანარჩენი ორგანიზმის განვითარებას . ექოსკოპიით შესაძლებელია ნაყოფის ყველა იმ ორგანოს პათოლოგიის აღმოჩენა , რომელთა დაავადებების დიაგნოსტიკისთვისაც ტარდება ექოსკოპია მოზრდილ ასაკში . ამასთანავე , ჩვენ ზუსტ ინფორმაციას ვიღებთ პლაცენტის , მისი სისხლის მიმოქცევის , საშვილოსნოს მდგომარეობის შესახებ .
ვხედავ , ვერ გაიგე , რომ მე აი იმ ზეშემეტენე საქციელმა დამაფიქრა , თორე მათხოვრობა ვის უკვირს ? პროსტა , შენი თვალით უნდა გენახა თორე ნათქვამით ვერ მიხვდები .
" დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა . ზეციური მადლით ის დაემთხვა ქართველთა ქრისტესმიერი განმანათლებლის , მოციქულთა სწორის , წმინდა ნინოს ხსენების დღეს . პოლიტიკური მოძრაობა " თეთრები " ულოცავს საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს , მათ მშობლებს კი უდასტურებს , რომ არ არსებობს მიზანი უფრო მაღალი , უფრო კეთილშობილური , ვიდრე მომავალი თაობისათვის ისეთი ქვეყნის ჩაბარება , რომელშიც არ იქნება სიდუხჭირე , ჩაგვრა , უთანასწორობა .
bluebird - ბოლო სამი სიმბოლო წელიწადია და ზოგი მათგანი ზემოთ არსებული ისრის მიმართულებით უნდა შებრუნდეს და პირველი ორი სიმბოლო , პრეზიდენტის ბედს ასახავს
ქართული ენის ცოდნა ყველას მოეთხოვება , განსაკუთრებით ხალხს , რომელსაც უსმენს მთელი საქართელო , მაგრამ ძალიან ხშირად თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ ისეთი ელემენტარული წესების დაცვა , როგორიცაა გეოგრაფიული ტოპონიმიკის სწორად დამახსოვრება და გამოთქმა , აღნიშნული ფაქტი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული საზოგადოების განათლების დონის დადაბლებაზე .
ანოტაცია : საუბარი მადრიდის " რეალის " მწვრთნელ მარიანო გარსია რემონთან
10 აპრილს შარაშიძის ქუჩა # 24 - ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ პარლამენტარ ბაკურ გულუას კუთვნილ ავტომანქანას მინები ჩაუმსხვრიეს . ყოფილი დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს .
ანოტაცია : სასაზღვრო პოლიციის უფროსის , ბადრი ბიწაძის , ბიზნესობიექტზე გურჯანის რაიონში
ანთალიური შეკრებიდან ქუთაისში დაბრუნებული " ტორპედო " გუშინ საღორიის ბაზაზე შუადღისას შეიკრიბა და ვარჯიში განაახლა
2 დღის წინ ისევ მეგობრის დაჟნებული თხოვნით წავიკითხე ჯერომ სელენჯერის " ჭვავის ყანაში , კლდის პირას " თვითონ წიგნი დიდი არაფერი უბრალოდ ერთმა ფაქტმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ეს 2 დღეა თვალებიდან არ ამომდის იმაზე სურვილი თუ რა წარმოუდგენელად კარგი შეიძლება იყოს ჭვავის ყანაში თამაში . სიმშვიდე , ჰარმონია . მცხუნვარე მზე რომელიც არაჩვეულებრივ სურნელებას სძენს თითოეულ თავთავს . არ განაღვლებს არაფერი . შეგიძლია ირბინო , იცეკვო იმღერო ( მერე რა რო სიმღერა არ იცი მაინც ვერავინ მოგისმენს შენ თვითონ ხო გესიამოვნება ) არ იფიქრო იმაზე რომ ხვალ დილას უნდა ადგე , სამსახურში წახვიდე , ოჯახს მიხედო , მოვალეობები შეასრულო . ჩემი აზრით ამ დროს საყვარელი ადამიანიც კი ზედმეტია , ჩემთვის ზედმეტია მარტო მინდა ამ ყანაში დარბოდე არ მინდა რომ " სიმღერა შემაწყვეტინოს " ცუდად მღერიო . ნარბენ - ნაცეკვ - დაღლილზე ქოხის პირას ჩამოჯდომა და იმის ყურება რა ლამაზად ჩაესვენება მზე ყანის ბოლოში . საერთოდ არ უნდა ჩადიოდეს ასეთ ადგილას მზე მე თუ მკითხავ მაგრამ მაგანაც რა ქნას მოვალეობა აკისრია " დამპალი დედამიწა " უნდა გაანათოს ხვალ
სულ რაღაც ორი დღეა გასული და … ერთ კედელზე უკვე ძალიან ბევრი გვირილაა … თეთრი გვირილები მწვანე ბალახზე … სურვილი მიჩნდება რომ თითისწვერებზე გავიარო და ჩავწვე … გვირილებში … მერე ჩემს თმას და კანს ალბათ ბალახის სუნი ექნება … და მწვანე ფერი …
კაია რომ გვინდა , გავხდეთ უფრო კითხვადები , მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია რას ვკითხულობთ , სწორი საკითხავი უნდა ვიკითხოთ , და არა არასწორი ზნეობრივად გამართლებული და არა უზნეო მართლმადიდებლური და არა არამართლმადიდებლური - სატანისტური
პერსონალია : სარქისიანი სტეფან - სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ; გოჩაშვილი ბესიკ - მოჭიდავე ; გავაშელიშვილი ბელდუხი - მოჭიდავე ; ოთიაშვილი დავით - მოჭიდავე .
იუსტიციის სამინისტროს თბილისის ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი დააკავეს . თორნიკე ჭიღლაძეს ბრალად ედება მოვალეობის შესრულების დროს ქრთამის აღება . აღნიშული ბრალდება , სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად , 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკკვეთას ითვალისწინებს . აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი თორნიკე ჭიღლაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის და შემოსავლების სამსახურის ინსპექტირების თანამშრომლებმა 20 ივლისს დააკავეს .
საკვანძო სიტყვები : აგვისტოს ომი ; ეკონომიკური კრიზისი ; სიტყვის თავისუფლება .
მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება იქნება მობილური პროგრამული პლადფორმის MeeGo - ს განვითარება , რომელშიც შედის Moblin - სა და Maemo - ს კომპონენტები . ლაბორატორიის მრავალ პროექტს ამ სფეროში ექნება ღია ლიცენზია .
საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 800 ადამიანი . თუმცა , " საქართველოს რკინიგზასთან " გაფორმებული კონტრაქტის შესასრულებლად , შეიქმნება დამატებით 600 ახალი სამუშაო ადგილი . საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500 ლარია .
დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით , ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის , ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეკო - ტური მოეწყო . სათავგადასავლო ტურში 6 სკოლის 40 - მდე მოსწავლემ და პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა . ტურის განმავლობაში მოსწავლეები ეწვივნენ ბორჯომ - - ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობას , დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი , დალაშქრეს ეროვნული პარკის # 3 ტურისტული მარშრუტი - , , პანორამების ბილიკი " , მოინახულეს მწვანე მონასტერი და ნიამორების ვოლიერები .
გაეროს სამშვიდობო კონტინგენტში შემავალი ამერიკელი სამხედროების 3 ოქტომბრის ოპერაცია , რომელმაც ესოდენ საბედისწერო განვითარება ჰპოვა , შემდეგნაირად უნდა განვითარებულიყო : უნდა მომხდარიყო სპეცრაზმ . . დელტას " 40 მებრძოლის დესანტირება სასტუმრო " ოლიმპიკის " სიახლოვეს და იმ შენობის აღება , რომელშიც ( დაზვერვის ინფორმაციის თანახმად ) აიდიდის მაღალჩინოსანი თანამებრძოლები იმყოფებოდნენ და მისი ტყვედ აყვანა . " დელტას " მებრძოლებს ამოცანის შესრულებაში უნდა დახმარებოდნენ სნაიპერები , რომლებიც ვერტმფრენების ბორტზე რჩებოდნენ .
ნახ : როგორ ფიქრობთ , რამდებად კარგია ან ცუდია კონგრესის მიერ მიღებული ჯანდაცვის რეფორმა ?
ჩვენი ოპონენტები ეყრდნობიან ქართული ეკლესიის თბილისის ადგილობრივ კრებას , რომელიც გაიმართა 1 928 წელს . ამ კრებამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია ქრისტეფორე . სხდომაზე , რომელსაც ახლად არჩეული პატრიარქი თავმჯდომარეობდა , ეპისკოპოსებმა ქართულ ეკლესიაში ახალი სტილის შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს . ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პატრიარქმა და რამდენიმე ეპისკოპოსმა . გაურკვეველი რჩება საკითხი : ეს გადაწყვეტილება კრებისა იყო თუ ეპისკოპოსთა თათბირისა ? დავუშვათ , რომ კრებისა . მაგრამ გამა ჩვენმა ოპონენტებმა არ იციან , რომ კრების დადგენილებებმა შემოწმება უნდა გაიარონ დროითა და თავად საეკლესიო პრაქტიკით - ის მთელმა მორწმუნე ერმა უნდა მიიღოს ? მაშ რა მოხდა ? ხალხისა და სამღვდელოების უმრავლესობის მიერ უარყოფილი რეფორმა მთლიანად ჩავარდა და რამდენიმე თვის შემდეგ გაუქმდა . ამ ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა , რომ მართლმადიდებელი ერი იულიანურ კალენდარს საეკლესიო ცხოვრებისა და ლიტურგიკული გარდამოცემის ორგანულ ნაწილად თვლის .
მდებარეობა - აღმოსავლეთ საქართველოში , თბილისის ქვაბულში , მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე , , ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი , აღმოსავლეთით - ივრის ზეგნის ჩრდილო - დასავლეთი მონაკვეთი , დასავლეთით და სამხრეთით კი - თრიალეთის ქედის განშტოებები .
კარგი სპასიბა გასაგებია ქართულ ბანკებზე ყოლიფერი და ერთი რამ , ეხლა მე რომ პირდაპირ ჩემს საითზე დავტო ჩემი პლასტიკური ბარათის 16 კოდი , რომ პოტენციურმა კლიენტებმა აიღონ ჩემთვის ფულის გადმოსარიცხად საშიში არაა ? ყველა ნახავს ინტერნეტში და დარწმუნებული ხარ რომ უსაფრთხოა ? 100 % იანია ?
ანოტაცია : გალერეა N - ში კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენის შესახებ
აკობიაზე დამწყდა გული : ( ( ( ნუ ფინალში სულ მომღერლები რომ ყოფილიყვნენ არც ეგ იქნებოდა კარგი , მაგრამ მე პირადად ტომარაძეს აკობია მირჩევნია , სტილი უფრო დახვეწილი აქვს და არ ყვირის ( არც ტომარაძე ყვირის მაგრამ მომენტებში ასეთი შთაბეჭდილება მექმნება ) თან ფინალში ისევ ბალადის სტილს იმღერებს ტომარაძე და რავიცი ამოვიდა ყელში ქასთინგზე ნახევარფინალში და ფინალშიც ერთიდაიგივეს მოსმენა ! ! ! ! გავიგეთ რომ ძლიერი ხმა აქვს , მაგრამ ახალი სტილი მინდა ! ! სცენაზე მოძრაობაში , შოუს მოწოყობაში უშლით რამე ხელს ? ? ? ამიტომაც ველოდები თეონას გამოსვლას . . დარწმუნებული ვარ სანახაობრივი ნომერი ექნება . ნახევარფინალში მოხვედრილ ყველა მომღერალს მირჩევნია ! ! ! პოსტი ძალიან მომეწონა , ჩემი აზრით საკმაოდ ობიექტურად იყო შეფასებული თითოეული მონაწილე
მუნიციპალიტეტის სპორტულ მატიანეში საპატიო ადგილები დაიმკვიდრეს მსოფლიოს , ევროპის , ყოფილი საბჭოთა კავშირისა თუ საქართველოს ჩემპიონებმა .
კინოდოკუმენტალისტ მერაბ გაგუას გადაღებული დოკუმენტური ფილმები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული . ხვალ რეჟისორი ეროვნული არქივის … მედიანიუსი
რეფლექსოთერაპევტები რეფლექსოთერაპევტი - სპეციალისტი , რომელიც ფლობს ბიოლოგიურად აქტიური წეტილებით მკურნალობის მეთოდებს ;
" საქართველო და მსოფლიოს " ესაუბრება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი , ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი . - რა მოხდა , ბატონო ნოდარ ? სუვერენიტეტის მოსაპოვებლად მზად ვიყავით , ბალახი გვეჭამა , ჩვენი მოწეული ციტრუსებითა და ჩაით აგვეყვავებინა ქვეყნის ეკონომიკა . დამოუკიდებლობის მოპოვების მეოცე წელს " აღმოვაჩინეთ " , რომ არც ბალახია საჭმელად ვარგისი პროდუქტი , არც ციტრუსები - ეკონომიკის საფუძველი . ჩაის კულტურა კი გადამმუშავებელი მრეწველობითურთ მოვსპეთ და გავანადგურეთ . ძალიან იოლი გვეგონა , როგორც ჩანს , დამოუკიდებელი ცხოვრება , ისეთი , როგორსაც მიტინგური ემოციები გვიხატავდა . ნოსტალგია გაჩნდა ძველი ცხოვრების . . .
აღარ არსებობს ისეთი მეცნიერება , როგორიც ისტორიაა . დღევანდელი ისტორია მანიპულაციის საშუალებაა , რომელიც ყოველ ჯერზე ინფორმაციის იმ მცირედს იმეტებს , რომელიც მოცემულ მომენტში კონკრეტული მიზნების მისაღწევადაა საჭირო .
ერთი შემახედა რა ხდება შიგნით მაგ დუქანში და რომელ ღვინოს სვამენ
1998 წელს პეიჯისა და პლანტის ერთობლივი ალბომი Walking Into Clarksdale გამოიცა . მასში შეტანილმა სიმღერამ " Most High " მიიღო " გრემის " ჯილდო საუკეთესო როკ კომპოზიციის კატეგორიაში . წარმატებას მოჰყვა საკონცერტო ტურიც , რომელიც , წინა ტურისგან განსხვავებით , როკ მუსიკისათვის უფრო ტრადიციულ ინსტრუმენტებს ეფუძნებოდა . მიუხედავად ამისა , შესრულდა ბევრი სიმღერა როგორც ლედ ზეპელინის , ასევე ალბომების " No Quarter " და " Walking Into Clarksdale " მასალიდან .
" მე არ ვითვლები ქრისტიანად , რახან არ ვმარხულობ და ვარ ნაზიარები , მაგრამ პირველი დავდგები ჩემი პატრიარქის გვერდით , თავსაც შევაკლავ , იმიტომ , რომ მხოლოდ მას ვენდობი და მისი მწამს დედამიწაზე ! . . "
On ` 2004 - 02 ` - 18 21 : 16 , elegia wrote : ძალიან მახარებს თქვენი სიყვარული ჩემი სამშობლოსადმი და ყოველ თქვენგანს მადლს მივაგებ ვისაც ჩემი სამშობლოსთვის კარგი უნდა . ოღონდ , თუ საქართველო გიყვართ , მისი ისტორიულად მკვეთრად და მტკივნეულად გამოხატული პატრიოტიზმი , მისი ეროვნული იდეაც უნდა გიყვარდეთ . ამის გარეშე , საქართველოს სიყვარული ისეთივე სიყვარულია როგორიც ზოგიერთ რუსს აქვს : ქართული კურორტების , ღვინის , ბუნების ( თუნდაც კაცების ) და სხვ . მიმართ . აგრეთვე ვისურვებდი , ამ სიყვარულის გულისათვის მაინც არ გეწოდებინათ ქართველისათვის " ფაშისტი " , თუ მან მხოლოდ ქართველი ინდომა პრემიერ - მინისტრად თავის ქვეყანაში . თქვენი ერის გამოცდილებიდან ვსწავლობ და ვიცი , რომ სამშობლოსათვის ბძოლაში მხოლოდ შენიანს უნდა ენდო , მხოლოდ შენიანი არ გიმტყუნებს ( კუზიანი ყველა ერში არსებობს ) , მოკავშირე კი მრავალი შეიძლება გყავდეს . ეხლა საქართველოში კი მართლა ბრძოლაა : ბრძოლა სარწმუნოებისათვის და ბრძოლა მამულისათვის . ბრძოლა ენისათვის მგონი უკვე მოგებულად შეიძლება ჩავთვალოთ . ღმერთმა გაგიმარჯოთ .
ძალიან კარგი პოსტია , საოცრად გამეხარდა ამის წაკითხვა , იმიტომ რომ მე პირადად თვითონ უნივერსიტეტმა დამაკარგვინა სწავლის ყველანაირი სურვილი , იმდენად დიდი უნიჭობის კითხვას მაიძულებდნენ , იმდენად ორკლასიანი , ნაზუთხი სემინარის ჩაბარებას თვლიდნენ ნასწავლად . . რაც შეეხება პროტესტს , უნივერსიტეტი მაშინ იკიდებს ფეხზე არსებულ სიტუაციას , როდესაც სტუდენტებს კიდიათ , იმიტომ რომ უნივერსიტეტი საერთოდ არავის დასჭირდებოდა სტუდენტის ცნება რომ არ არსებობდეს და მითუმეტეს სტუდენტობის მსურველები . ჩვენ სტუდენტები ვართ მთავარი ძალა , ვინც უნივერსიტეტის აშენებაზე და დაქცევაზეა პასუხისმგებელი , მე პირადად ყველაზე მეტად ის კატეგორია მიშლის ნერვებს , რომელიც ყოველგვარი პროტესტის გარეშე ესწრება ლექციებს , წერენ ოროსნულ დონეზე შეგდენილ გამოცდას და სტიპენდიანტებიც არიან , იმიტომ რომ ამ ადამიანებს რაღაც უსულო და დაპროგრამებული ამოძრავებთ და არა შემოქმედებითი სწრაფვა , სისინის მეტს პროტესტად არაფერს იყენებენ და ხმისამოუღებლად მიდიან სახლებში ოთხი ლექციის შემდეგ , პირველ მერხებზე სხედან , რომ ლექტორს თვალებში უყურონ და გამოთაყვანებულები სახლში წავიდნენ , ფსიქოლოგიურადაც კი არ ირგებენ სტუდენტობას , ანუ არ აინტერესებთ იმ გარემოში გაჭაჭანება ზღვა სტუდენტებს რომ აერთიანებს . მე მგონია , რომ ერთადერთი გამოსავალია ახალი სტუდენტური ფრთის ჩამოყალიბება , სადაც შეიძლება ყველა ხუთოსანი ნამდვილად არ იყოს , მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლას ავიღებთ ჩვენს თავზე თითოეული და ვიტყვით იმას , რაც რეალურად სათქმელია , დღის სინათლეზე გამოვიტანთ უვიცობისა და ფუქსავატობის ამსახველ ფაქტებს , როგორც უფროსი ისე უმცროსი თაობის მხრიდან გამოვლენილს და მაშინ დაიძვრება რაღაც ახალი , აუცილებლად სწორი მიმართულების ტალღა , ამ ახალგაზრდებს ნამდვილი მეცნიერი და მშრომელი ლექტორებიც გვერდში დაუდგებიან და საკუთარ შეცდომებზეც ილაპარაკებენ , თორემ დღემდე კომუნისტურ თაღლითობაში ვართ ჩაფლულები და აქედან ვერ ამოვდივართ , მე მაშინდელ სწავლის დონეს არ ვაყენებ შეურაცხყოფას , მაშინ რომ მეცნიერება დუღდა და პრაქტიკა ჰქონდათ სტუდენტებს და დამთავრებისთანავე ლანგრით მირთმეული სამსახური , ის დღეს ჩვენ საოცნებოდ გვაქვს , მე ამწუთში ბიუროკრატიულ ფუქსავატობაზე ვსაუბრობ , კერძოდ კათედრებზე ყავის სმით გამოთაყვანებულ ლექტორებზე და მათ შორის ასოცირებულ , თუ სრულ პროფესორებზე , რომლებიც თავს არ იწუხებენ ახალი კვლევებისა და მეცნიერული შრომების ჩატარებით და შედეგად ახალი წიგნების წერით , დაიჭერენ რომელიღაც უცხოენოვან ლიტერატურას , ჩიქორთულად გადათარგმნიან და დაარქმევენ , რომ ახალი ლიტერატურა დაამუშავა , კი არ დაამუშავა , დაამახინჯა ქვია მაგას , თვითონ უნივერსიტეტი არ ცდილობს ლიტერატურას მიხედოს , იმიტომ რომ ჩვენგან არ ისმის პროტესტი და უკეთესით სწავლის მოთხოვნა , სულ არ მინდოდა მესამე კურსზე კრუგმანის მახინჯი თარგმანით , საერთაშორისო ეკონომიკის სწავლა , მაგრამ როგორც კი ხმა ამოვიღე , მაშინვე თავხედურად იმართლეს თავი , რა ვქნათ , ეს ტენდერში გამარჯვებულმა კერძო კომპანიამ თარგმნა და ვერ შევცვლითო , არადა თარგმანი თარჯიმნების მიერ გახლავთ შესრულებული და ეკონომიკური ტერმინოლოგია კატასტროფულადაა დამახიჯებული , თავმოყვარე ლექტორი იმ წიგნს ხელში არც აიღებს და თვითონ იყვირებს , მე ამით სტუდენტებს არ ვასწავლიო , მაგრამ არავის აინტერესებს , ოღონდაც შეფასების გაურკვეველი კრიტერიუმების მქონე კონკურსში მაინც გაძრვნენ და მათხოვრული ხელფასი შეინარჩუნონ , ხმასაც არ ამოიღებენ , ბოლოს თავიდათავი ამ პრობლემების , ისევ უმუშევრობით შეშინებული ხალხი რჩება და ამას სახელმწიფომ უნდა უშველოს , მაგრამ ესეც თვითონ ხალხში დამკვიდრებული ნულოვანი პროტესტის ბრალია , ვხედავ რომ ჩვენი წინა თაობები დაჩლუნგებულია და დაზაფრული ყოფითი პრობლემებით და ამას შეეწირა მათი ნიჭი და გონება , მაგრამ არ მინდა ჩემი თაობაც ასე იყოს , ჩევნ მაინც შევძლოთ რაღაცის შეცვლა და მოვითხოვოთ ნამდვილი უნივერსიტეტი , სადაც კონრვეიერული წესით აღარ მიიღებენ აბიტურიენტებს და ყოველწლიურად , მორიგ დაჩლუნგებულ თაობას არ გაისტუმრებენ მათხოვრული , უფუნქციოდ დარჩენილი დიპლომების ამარად … მემგონი , კომენტარის მაგივრად მთლიანი პოსტი გამომივიდა , მაგრამ იმდენად იმოქმედა სტატიამ , რომ ვეღარ გავჩუმდი , ის რასაც ამდენი წელია ვეწირები , ახლა კიდევ ერთხელ და ახალ სიტუაციაში გამოვთქვი და მე პირადად სრული მხარდამჭერი ვიქნები , თუ როგორმე ძალებს მოვიკრებთ და ამ აზრის გამზიარებელი სტუდენტები შევიკრიბებით საერთო ძალების მოსაძიებლად .
[ ბაჩა ზარდალიშვილის ხმა ] " თავიდან ყველას ენდობოდნენ - 93 წელი იყო და … . . ახლა უკვე იმდენად გავითქვიფე აქ , რომ უკვე მენდობიან . მეორე მხრივ , ჩეხი პარტნიორები მყავს და , ასე რომ , პრობლემა არ არის . " ( სტილი დაცულია )
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვლადისლავ რაჩკევიჩის მისალოცი დეპეშა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ . ი . კალინინისადმი ახალი წლის გამო / / კომუნისტი . - 1942 . - 4 იანვარი . - N3 [ MFN : 62472 ]
არ ვიცი საიდან და როგორ დამეწყო წერა მის შესახებ , ის არის ჩემი მეგობარი . არა , გატყუებთ მემგონი , რადგან მე თქმას ვერ ვასწრებ , ალბათ გააზრებაც , რო ვხედავ ჩვენში , პოპულალურ skype - ში მომდის შეტყობინება . ანალოგი , ჩემი გააზრებულისა , ვხვდები მიწერას აზრი აღარ აქვს , რადგან არ მინდა იგივე გავიმეორო . მეტია მეტია ვიდრე მეგობარი , ხანდახან შიში მიპკრობს ვინმე ტელეპატთან ხო არ მაქვს საქმე ? ! ) გამიგრძელდა ნათქვამი , და მოკლედ თუ რა და როგორ დაწერა მან მე - 9 კლასში . თქვენ თავად იხილეთ . სიანტერესო და მისი თაობის Bბავშვებთან შედარებით , საკვირველი .
Download XML • Download text