Dependency Tree

Universal Dependencies - Georgian - GLC

LanguageGeorgian
ProjectGLC
Corpus Parttest

Select a sentence

Showing 1 - 100 of 151 • previousnext

s-1 რამდენი ვინმეა ქვეყნად და მე მაინც არა ვარ.
s-2 ამბობენ, საინტერესო რამ არისო , სანამ ხარ სულ შენთან იქნებაო .
s-3 უცებ სულ ახლოს, სულ ღრმად, სულ ჩემში რაღაც აფართხალდა მტრედივით .
s-4 მე ჩემი წილი სული ჩავისუნთქე.
s-5 რატომღაც არა მჯერა იმათი, ვინც დაიბადა და შემდეგ იძახის მე ხომ არ მითხოვია დაბადებაო .
s-6 სულ ტყუილად აყვედრიან ისინი თავის თავს ამ ქვეყანას.
s-7 ჩემს წილ სივრცეს ერთი ლამაზი ქალი გაუვლიდა.
s-8 ოთახში საშინლად ჭყავიან სხვა ბავშვები.
s-9 სოლიდარობის გამო მეც ცოტა წავიტირებ.
s-10 ჩემს ნერვებს უნდა გავუფრთხილდე, დამჭირდება.
s-11 მთვარე იჭყიტება ფანჯარაში ...
s-12 მხოლოდ მისი უკანასკნელი სხივები დავინახე...
s-13 სიზმარში მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრება ვნახე, ოღონდ დილას ყველაფერი დამავიწყდა.
s-14 თქვენ ალბათ გაინტერესებთ რას მეძახიან.
s-15 მეც მაინტერესებს.
s-16 სილამაზეზე მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არავინ არაფერს მეკითხება და ამიტომ მეც არაფერს ვამბობ.
s-17 სიმართლის თქმა დღეიდან იწყება.
s-18 სხვათა შორის, ძია ლევანი მეტად კეთილი და თავდადებულია .
s-19 მიუხედავად იმისა, რომ 30 წლითაა ჩემზე უფროსი, მაინც ჩემი მეზობელია .
s-20 შემდეგ შენს გარშემო აღმოაჩენ შენს მაგვარ არსებებს, რომელნიც ასევე უშორესი რთული გზებით მოდიან და ასე უბრალოდ ხვდებიან ერთმანეთს.
s-21 ახლა თუმცა დიდი სიყვარულითა და აღტაცებით დასცქერენ მეზობელ-ნათესავები ამ სიცოცხლეს, შემდგომში ყველას ავიწყდება იგი და სწორედ ამ სასწაულს იყენებენ ისინი წამებისათვის , ღალატისათვის , შანტაჟისათვის , ფეხქვეშ გასათელად, გასაუბრალოებლად, ტკივილის მისაყენებლად, მისაჩქმალავად, აბუჩად ასაგდებად...
s-22 იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს ჩემს თავზე , რომ მე სხვა გამოცდილება არა მაქვს, გარდა ჩემი საკუთარი სიცოცხლის შეგრძნებისა.
s-23 ჩემში ცვივა ხმები, ბგერები, ხმაური, სიტყვები.
s-24 მისი სიტყვები მოდიან ჩემამდე , შემოდიან ჩემში და სადღაც სიღრმეში იძირებიან, ლაგდებიან.
s-25 ეს ენა, როგორც ანკარა მთის წყარო, იღვრება ჩემში და მე არ მინდა სხვა ენით ავივსო.
s-26 მოდის სიტყვები, როგორც თეთრი სპეტაკი თოვლი, რომელიც ეცემა თბილ მიწას და იქვე დნება, არ ჩერდება ჯერჯერობით ზედაპირზე .
s-27 მაგრამ მოვა ღამე, ცოტა აცივდება და უეცრად აღმოაჩენ, თურმე რამდენი თოვლი მოსულა წუხელ.
s-28 მხოლოდ მეშვიდე დღეს შეთანხმდნენ, რომ მე თომა მქვია.
s-29 რაში ჭირდებოდა ახალი ფორმაციის დამკვიდრებისათვის ბრძოლა ქართველ ხალხს?
s-30 მას თავისი ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა უნდა მიეყვანა ბოლომდე , გამხდარიყო დამოუკიდებელი.
s-31 ამ მიზნის სამსახურში იდგა ილია ჭავჭავაძე თავისი თანამებრძოლებით.
s-32 საქართველოს ეკონომიკას სად შესწევდა ძალა ესოდენ მასშტაბური ფორმაციისათვის გამოედო თავი, როდესაც ეს ფორმაცია მას სრულებითაც არ წაადგებოდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში , პირიქით!
s-33 ერთი სიტყვით, საქართველოს სოციალიზმისათვის არა სცხელოდა.
s-34 სოციალიზმის კონცეფცია მისგან მოითხოვდა, თავისუფლებაზე ფიქრი თავიდან ამოეგდო.
s-35 სოციალიზმის დამამკვიდრებლებმა აირჩიეს მაქსიმალური ხერხები, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს კერძო საკუთრებას.
s-36 დავითი და საერთოდ ყველა ღირსეული მეფე ქართველ ერს სულ ახსოვდა, ჩუმად ეალერსებოდა ფიქრში , ოცნებაში , მაგრამ ადამიანი სანახევროდ შთაგონებაა , ამდენმა ჩიჩინმა მეფეთა საშინელებაზე მაინც გააფერმკრთალა წინამძღოლთა დამსახურება ხალხის თვალში .
s-37 საქართველოში შექმნილი მწვავე (თუ არა საგანგაშო) დემოგრაფიული სიტუაცია, ბუნებრივია , თხოულობს პროცესების ღრმა და კომპლექსურ შესწავლას, სწორი და ეფექტიანი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, ასევე მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შემუშავებას.
s-38 ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებისათვის საჭიროა დემოგრაფიული კვლევის მრავალმხრივი განვითარება.
s-39 ნათქვამის საილუსტრაციოდ მოვიყვან რამდენიმე ფაქტს.
s-40 ყველა ეპოქას თავისი, მოსახლეობისათვის თავზარდამცემი ავადმყოფობა აქვს.
s-41 დღევანდელი ადამიანისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად (და სავსებით სამართლიანად) ითვლება ავთვისებიანი სიმსივნე.
s-42 მაგალითად, ქალმა, რომელსაც უთხრეს, კისრის ოსტეოქონდროზი გაქვსო , ნახა რა ჟურნალ ზდოროვიეში კისრის მალების სურათი, სადაც მალების ყველა ნაწილის სრული მიმოხილვისათვის კისერი გვერდზე მიბრუნებულად იყო დახატული, წარმოიდგინა, რომ ამ დაავადების შედეგად იყო კისერი გვერდზე მიქცეული და, აქედან გამომდინარე, მასაც შეიძლება მოეღრიცოს კისერი მომავალში .
s-43 ზოგჯერ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარმა სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
s-44 მოსახლეობის სწრაფვამ სამედიცინო საკითხების ცოდნისაკენ წარმოუდგენლად გააძნელა ექიმის ურთიერთობა არა მარტო მძიმე ავადმყოფთან და მის ჭირისუფალთან , რაზეც ზევით უკვე გვქონდა საუბარი, არამედ ჩვეულებრივ, ორდინარულ, ამბულატორულ ავადმყოფთანაც კი.
s-45 წაკითხულის სიმძაფრე და მრავალფეროვნება დიდად აღემატება განცდილსა და ნანახს.
s-46 თუმცა კარგი რომანი ან ლექსის წიგნი რომ შეიქმნას, ამისათვის სულაც არაა საჭირო, რომ მწერალი მონაწილეობდეს კოსმოსურ ოდისეაში , ან სამხედრო ლაშქრობაში , ანდა სხვა რამ თვალის სასეირო ამბავში .
s-47 ამ წიგნის გაცნობა გვაფიქრებინებს, რომ მაძიებელი პოეტური ენერგია მაშინაც კი საინტერესო მოულოდნელობებითაა აღსავსე, როცა ის მცირე და ჩვეულებრივი სათქმელის ლექსიდან განსხეულებას ეწირება.
s-48 იგი ამ დროსაც კი განირიდებს დაშტამპულ სახეებს და ფრაზეოლოგიას...
s-49 მთარგმნელის ხელში სიტყვიერი ხელოვნების ნიმუში ახალ სიცოცხლეს იძენს, ხელმეორედ იბადება, მანამდე უქონელი ფერის სამოსელს იცვამს და მეტ-ნაკლებად განსხვავებულ ჟღერადობას ღებულობს.
s-50 ასე ხატოვნად მოიტანა ჩვენამდე ავტორთა გულისთქმა.
s-51 თვალს მჭრის ლამაზთა სინათლე.
s-52 აღსანიშნავია ლექსების სახეობრივ-მეტაფორული მხარე, რაშიც, უდაოდ ავტორთან ერთად მთარგმნელსაც მიუძღვის საჩინო წვლილი...
s-53 საგანგებო დაკვირვების მოწადინე მკითხველი მცირეოდენ ხარვეზებსაც მიაგნებს ამ კრებულში , მაგრამ ამჟამად ეს არაა ძირითადი.
s-54 მთავარია ის დადებითი, რომელიც ქმნის თარგმანების საერთო სახეს.
s-55 მეორე დაზუსტება იმის გამოა აუცილებელი, რომ არავინ იფიქროს, თითქოს თ. ბექიშვილს ეპიგონობას სწამებენ.
s-56 მე მხოლოდ ეროვნულ სათავეებზე მინდოდა მიმეთითებინა.
s-57 დღეს მთელ კულტუროსან სამყაროში განსაკუთრებული შეშფოთებით ფიქრობენ და მსჯელობენ იმ საწყისის გადარჩენაზე , რომელიც სულიერებადაა მონათლული.
s-58 საუბარია იმაზე , რომ ადამიანის სულმა უნდა გაუძლოს საკუთარ ნაწარმს.
s-59 მაგრამ სულიერების გადარჩენა არ გულისხმობს მატერიალურ სამყაროსგან სრულ გათიშვას.
s-60 ვაჟა ფშაველა ხომ სწორედ იმით გამოირჩა და იმით ამაღლდა მის კილოზე ამღერებულ მრავალრიცხოვან მელექსეთა შორის, რომ მან მშობლიურ მთათა სიმაღლიდან ქვეყანას მოავლო თვალი და თავისი ფიქრი უნივერსალურ ფიქრთა სამკვიდროს შეუნივთა.
s-61 გრიგოლ აბაშიძე თანამედროვე ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია .
s-62 სიტყვაკაზმულ ხელოვნებაში მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ამომწურავი შეფასება, ცხადია , მომავლის საქმეა , ამიტომ პოეტის შემოქმედების ამსახველი ყოველი მაღალკვალიფიციური წერილი თუ ნაშრომი სამომავლოდ განსაკუთრებული ფასეულობის შემცველია .
s-63 მე ვახსენე მაღალკვალიფიციური ნაშრომი.
s-64 იდგა კლდის ბეჭზე და ცას შეჰყურებდა.
s-65 ვერც კი დაინახა, როგორ გაჩერდა ქვემოთ, გზაზე მხარზე ცულგადებული კაცი.
s-66 დადის იმ დღიდან ის კაცი.
s-67 მზის სხივებით დამფრთხალი ღამე იქ აფარებს თავს, დაჭრილი ნადირიც მას ეტანება.
s-68 შემოდგომით ქარისაგან დამფრთხალი ფოთლები თავშესაფარს ვეხის კედლებში ეძებენ.
s-69 ნეოლითის ხანიდან აღინიშნება ადამიანის არსებობა კავკასიაში .
s-70 მცხეთის ნაგებობებიდან აღსანიშნავია ძველი საყდარი.
s-71 დღესაც იმაზე კამათობენ მეცნიერები, თუ ვის გავლენას უნდა უმადლოდეს ქართული ხუროთმოძღვრება მის საოცარ ჰარმონიას.
s-72 ეკლესიის თაღის ქვეშ მეზობელი სახლის ქალები ისხდნენ და გულმოდგინედ აპრიალებდნენ რკინის შანდლებს.
s-73 ჩვენმა მძღოლმა მათთან საუბარი დაიწყო, საუბარი თანდათან გაცხოველდა და ჩვენც ძალაუნებურად ყური მივუგდეთ.
s-74 ერთ კვირა დღეს გავემგზავრეთ წინანდლისაკენ , ალექსანდრე ჭავჭავაძის ყოფილ მამულში .
s-75 გზა მთებით გარშემორტყმულ ველს მიჰყვება, სადაც მაისის მზით გამთბარ ვაზს ყვავილობა დაეწყო.
s-76 კოხტა სოფლები კვირადღის სიმშვიდეს მოეცვა.
s-77 ახალგაზრდა გოგონები სიცილ-კისკისით მიჰფენოდნენ შარაგზას.
s-78 გზაში ხშირად ახალგაზრდებით სავსე სატვირთო მანქანები და ავტობუსები გვხვდებოდა, როგორც ჩანს, რაღაც სპორტულ ღონისძიებაზე მიეჩქარებოდათ.
s-79 ჩვენს ყურადღებას მოხუცი გლეხები იპყრობდნენ, რომლებიც დარბაისლურად მიაბიჯებდნენ შარაზე , პატარა ბარგით დატვირთულ სახედრების თანხლებით.
s-80 წყალი გვწყუროდა და ერთი გლეხის სახლთან შევჩერდით.
s-81 მეგობრული პატივისცემით შემოგვაგებეს დოქი და ჭიქა.
s-82 წინანდალი ღვინის ერთერთი უდიდესი მეურნეობაა , რომელიც ჯერ კიდევ მის ყოფილ მფლობელებს 100.000 ბოთლ ღვინოს აძლევდა წელიწადში .
s-83 ღვინის მცოდნენი ქართულ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას.
s-84 მაგრამ ჩვენს ნამდვილ სამშობლოდ პირველივე საათებში უნივერსიტეტი იქცა.
s-85 უპირველეს ყოვლისა ქართული ენის კაბინეტს მივაშურეთ.
s-86 ამ კაბინეტის ხელმძღვანელი პროფესორი ა. შანიძეა .
s-87 იგი უმთავრესად ძველი ქართული ენით არის დაინტერესებული და ცნობილია , როგორც ძველი ტექსტების გამომცემელი.
s-88 მეფის რუსეთის პირობებში მრავალი ძვირფასი ხელნაწერი საზღვარგარეთ გაზიდეს.
s-89 თეორიულ კვლევა-ძიებასთან ერთად იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მუშაობის მეორე მხარეს საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის გრამატიკული სახელმძღვანელოს შედგენას.
s-90 ეს თავისებურება საიდუმლოდ ხდის ჩვენთვის აგრეთვე პროფ. ვ. ახვლედიანის ნაშრომებსაც.
s-91 ჩვენში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ღრმად აქვს გადგმული ფესვი წარსულისათვის დამახასიათებელ უდარდელობას.
s-92 საკითხის დაყენებაში მაინც ჩანს განსხვავება ამ ორ ორგანიზაციას შორის.
s-93 უნივერსიტეტში ჩვენ ვხედავთ სწავლების პროცესის შესაბამისად დისციპლინების დაყოფას, აკადემიაში კი პირიქით, ეს დარგები თავმოყრილია ერთად, იმ მიზნით, რომ მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა საერთო ძალებით წარიმართოს.
s-94 ეს საშუალებას იძლევა გადაწყდეს მნიშვნელოვანი პრობლემები განსაკუთრებული ძალების და სახსრების დახარჯვის გარეშე.
s-95 ამ გეგმიანი თანამშრომლობის სარგებლობა და დადებითი მხარეები ამ დაწესებულების საყურადღებო გამოცემებში ჩანს.
s-96 კავკასია სულ უფრო მზარდ ინტერესს იწვევს დასავლეთ ევროპაში .
s-97 კავკასიური ენის შესწავლას ორი თვალსაზრისით უდგებიან.
s-98 ქართულ ძვირფას ხელნაწერებს მუდამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა სირიულ, კოპტურ და სომხურ ენებთან შედარებით ნაკლებად შესწავლილი იყო, რადგან აქ ქართული ენის სპეციალისტების ნაკლებობა იყო მუდამ.
s-99 ამჟამად ახლებურად შეუდგნენ ამ კომპლექსის შესწავლას.
s-100 პროფ. ჩიტაიამ გაგვანდო ექსპონირების ახალი მეთოდების და პრინციპების საიდუმლოება.

Text viewDownload CoNNL-U