Dependency Tree

Universal Dependencies - Georgian - GLC

LanguageGeorgian
ProjectGLC
Corpus Parttest

Select a sentence

Showing 102 - 201 of 151 • previous

s-102 თუმცა ჩვენი მეგობრები მაღალფარდოვან სიტყვებს გაურბოდნენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, რომ მათ ჩვენი ხალხების მეგობრობა, თანამშრომლობა და მშვიდობის დასაცავად აღძრული გრძნობები გულთან ახლოს მიქონდათ.
s-103 ხშირად მოკლე სიტყვა, ერთი ჟესტიც კმაროდა, რომ კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო ჩვენი ნება-სურვილის და ბრძოლის ერთობლიობა.
s-104 კავკასიური ენების და კავკასიის ხალხთა კულტურის ცოდნა უნდა გამოვიყენოთ ურთიერთგაგების, კეთილი ნების და მეგობრობის იმ ხიდის ასაშენებლად, რომელიც ხალხებს გააერთიანებს.
s-105 რატომღაც ბრძოლის ველის თავისებურ დრტვინვას მიამსგავსა მან ეს გრგვინვა.
s-106 დარბაზის კუთხეში თვლემდნენ ლაზარეთიდან გამოწერილი ჯარისკაცები.
s-107 ისინი კვლავ მეწინავე ხაზზე მიდიოდნენ.
s-108 საქართველოში მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
s-109 რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადის ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი, რომლითაც 1907 წლიდან წარმოებს ნავთობის გადაქაჩვა.
s-110 აღნიშნული ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 363 კმ-ია .
s-111 მისი ნახევარზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
s-112 ამჟამად ჩვენი ნავსადგურები აღჭურვილია ტვირთის ჩასატვირთ-გადმოსატვირთი თანამედროვე მძლავრი ტექნიკით, რის გამოც აქ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები ძირითადად მექანიზებული წესით წარმოებს.
s-113 დიდი სამუშაოები ჩატარდა სანავსადგურო მეურნეობის ძირეული რეკონსტრუქციისათვის , რამაც განაპირობა ნავსადგურების გამტარიანობის ზრდა.
s-114 ამასთან , მათ მიეცათ ვაჭრობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, მიმოქცევის ხარჯების, ხელფასის დონისა და მეურნეობრივი საქმიანობის ზოგიერთი სხვა მაჩვენებლის დამტკიცების უფლება.
s-115 საუცხოო კლიმატური პირობებით და შესანიშნავი პლაჟით ბათუმი საუკეთესო საზღვაო კურორტად ითვლება.
s-116 ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბათუმის ბოტანიკური ბაღი.
s-117 შეფასება ვალიდური, ანუ მიზანთან შესაბამისია , როდესაც მასწავლებელი აფასებს ზუსტად იმას, რის შეფასებასაც იგი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისახავს მიზნად.
s-118 შეფასება ობიექტურია იმ შემთხვევაში , როდესაც შეფასების შედეგები არ არის დამოკიდებული შემფასებლის პირად მოსაზრებებზე , მის პიროვნულ სურვილებზე ან დამოკიდებულებებზე .
s-119 განმავითარებელი შეფასების ტიპური ფორმებია ზეპირი და წერილობითი კომენტარები, რომლებიც ტრიმესტრის განმავლობაში , ან სულაც ტრიმესტრის ბოლოს კეთდება.
s-120 კომენტარები აღწერს მოსწავლის (და მისი ნამუშევრების) ძლიერ და სუსტ მხარეებს და, ამავდროულად, შეიცავს რეკომენდაციებს სწავლის გაუმჯობესების შესახებ.
s-121 მოსწავლეებმა წინასწარ იციან, თუ რა თემატიკაზე იქნება ტესტი.
s-122 ისინი ტესტისთვის სპეციალურად ემზადებიან.
s-123 დადგენილ დღეს მოსწავლეები წერენ ტესტს.
s-124 მასწავლებელი ნაშრომებს ასწორებს დადგენილი პასუხების მიხედვით და წერს ქულებს.
s-125 მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, თუ რამდენი ქულა დააგროვეს ტესტში .
s-126 გარეგანი შეხედულება მნახველს საკმაოდ ასიამოვნებს.
s-127 პარაკლისი თავდებოდა, როდესაც სკოლის ეზოში შემოგრიალდა ლაზათიანი საგზაო კალიასკა.
s-128 როგორც მოვახსენე ზემოთ მკითხველს, შარშან სამი მინისტრი გამოიცვალა და ყოველ მინისტრის გამოცვლაზე ცოტაოდნად მართებლობის წესის ცვლილებაცა ხდებოდა.
s-129 ყველა დარწმუნებული იყო, რომ ახალი მინისტრი თავის დაპირებულს აღასრულებს და საზოგადოების დახმარებით განაგებს სახელმწიფოს შინაგან საქმეებსაო .
s-130 წინა პარაგრაფში აღინიშნა უსაფრთხოების სექტორის მართვაში არსებული რამოდენიმე პრობლემური არე.
s-131 საქმე ეხება თავდაცვისა და სამართალდაცვის ბიუჯეტთა გამჭვირვალობის არადამაკმაყოფილებელ ხარისხს, რაც, მნიშვნელოვანწილად, 2004-2005 წლებში არმიის და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელშემწყობი არასაბიუჯეტო ფონდების ფუნქციონირებით იყო გამოწვეული.
s-132 ქვეყანაში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების გადაწყვეტის უფუნქციო ფორმატების შეცვლის ლეგიტიმური მცდელობები ზრდის დაძაბულობას იმავე კონფლიქტურ ზონებში .
s-133 თავისთავად, ამ კარდინალური ცვლილებების განხორციელებისას შეიძლებოდა გაჩენილიყო კონკრეტული და არგუმენტირებული კითხვები.
s-134 უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისას ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთობაში კონფლიქტურობისა და გაურკვევლობის შემომტანი ხდებოდა არასამთავრობო სექტორის მხრიდან დაუზუსტებელი ინფორმაციების გავრცელებაც.
s-135 აღსანიშნავია , რომ თავად პოლიტიკური ოპოზიცია მთავრობის ზემოთნახსენებ აქტებს ზედმეტად რეპრესიულად ან არასერიოზულად მიიჩნევდა.
s-136 რევოლუციის შემდეგ დადგა არაერთი საჯარო მოხელის თუ საერთაშორისო დახმარების პროგრამებში მონაწილე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
s-137 ყოველივე ამას მოსდევდა კრიტიკა ადამიანის უფლებათა დამცავი წრეებიდან და ბრალდებულთა ადვოკატებისგან როგორც საქართველოში , ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
s-138 საყურადღებოა , რომ ამ ადამიანთა უფლებების დაცვა ხდებოდა და ხდება არა კორუმპირებულ-კრიმინალური წარსულის დაბრუნების მოთხოვნით, არამედ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის არგუმენტებით.
s-139 ამდენად, იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების მძაფრი კრიტიკის ფონზე სრულიად არადემოკრატიული ძალები ქმნიდნენ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას.
s-140 მაგრამ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ რევოლუციური ხელისუფლების კრიტიკას არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.
s-141 სამწუხაროდ, ამ მცდელობებს დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვა.
s-142 რევოლუციური მთავრობების სარისკო მახასიათებელი იყო და არის არაფორმალური გუნდურობა, დემოკრატიული ჩართულობის, ანგარიშგების თუ შეკავება-გაწონასწორების პრინციპების შესუსტება.
s-143 ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ ამ თუ სხვა ბრალდებებს, აღნიშნავდნენ რა, რომ ხშირად საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.
s-144 ძირითადად, იგივე იყო ხელისუფლების პასუხი ბრალდებებზე , რომ რეფორმირებული სასამართლო პროკურატურაზე გახდა დამოკიდებული და რომ რეფორმირებული სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში დაუსჯელად განაგრძობენ ადამიანის უფლებათა შელახვას.
s-145 აღსანიშნავია , რომ როგორც სახალხო დამცველი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ ძალადობის აშკარა ფაქტების თანდათანობით კლებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან .
s-146 მაგრამ, იმავდროულად, ისინი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ძალადობის შესახებ არსებულ საჩივრებზე რეაგირების ტემპებზე .
s-147 2003 წლის რევოლუციამდე საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობა გამოარჩევდა.
s-148 უნივერსიტეტის ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული დაგეგმვისათვის ხშირად გამოიყენება შედარებითი, ანუ კონკურენტების საქმიანობის, ანალიზი, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის საქმიანობის შედარებას სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან .
s-149 უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების სანდოობა მოითხოვს ჯეროვანი ბალანსის დაცვას პროცესში დაინტერესებული პირების მონაწილეობასა და დამოუკიდებელ შეფასებას შორის.
s-150 ანგარიშის წარდგენა დაინტერესებული პირებისათვის მონიტორინგისა და შეფასების პროცესის ერთ-ერთი გადამწყვეტი სტადიაა .
s-151 საყოველთაოდ აღიარებული საზომები, რომელთა საფუძველზეც ხდება უნივერსიტეტის საქმიანობის შედეგების შეფასება, მოიცავს შრომითი ბაზრის, სწავლებისა და ხელმისაწვდომობის ინდიკატორებს.

Text viewDownload CoNNL-U