kat-36
kat-36
View options
Tags:
Javascript seems to be turned off, or there was a communication error. Turn on Javascript for more display options.
მძლავრი პოსტია , შემაჯამებელი . საჭიროა მისი შესაბამისად გავრცელება : )
- ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ , ჭიები უშლის ხელს დაურსულებას ?
დედაქალაქში წინასაარჩევნო მარათონი ძალებს იკრებს . რას პირდებიან მერობის კანდიდატები თბილისელებს , ამას თითოეული მათგანისგან პირადად შეიტყობთ . ამბები . ge - ს მკითხველს " გიორგი თარგამაძე , ინგა გრიგოლია - ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის " მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია პასუხობს მკითხველი : ბესო ბატონო გია , მაინტერესებს საკრებულოში თუნდაც უმრავლესობით მოსვლა და თქვენი ქალაქის მერად არჩევა საკმარისი ბერკეტია იმისთვის , რომ კომუნალური გადასახადების ტარიფები ხელახლა დადგინდეს ? კონკრეტულად რა სახელმწიფო ორგანო ადგენს ამა თუ იმ ტარიფს ? ( არა მგონია ამას ქალაქის მერი აკეთებდეს ) და თუ ეს ასეა , გამოდის თქვენი " ძალაუფლება " საკმარისი ვერ აღმოჩნდება საიმისოდ , რომ ტარიფები შეცვალოთ . თუ პარლამენტის მეშვეობით აპირებთ ტარიფების შეცვლას და ამბობთ , რომ ქრისტიან - დემოკრატებს ყავთ საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა კანონის ინიცირებისა და ლობირებისთვის , ეს უბრალოდ და რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა ( თუ არა ხალხის მოტყუება ) იმის გათვალისწინებით , რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია ვერაფერს წყვეტს . ქრისტიან - დემოკრატების საპარლამენტო რესურსი რომ არაფერს წყვეტს , ეს ხომ არახალია ? ( ღმერთმა ქნას , რომ ვცდებოდე ) და ეს თუ ასეა , იქნებ ამიხსნათ რაში ვცდები ? ბატონო ბესო , კარგია , რომ თქვენი შეკითხვით საშუალება მეძლევა , რომ პასუხი გავცე ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ სკეპტიკოსთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს , რომლებსაც ჯერაც ვერ აეხილათ თვალი ჩემი პროგრამის რეალურობაზე . მე ბევრად უფრო ნაკლები დრო და ენერგია მჭირდება პროგრამის დეტალების ახსნაზე საზოგადოებისათვის , რომელიც მას მშვენივრად იღებს და იგებს , ვიდრე იმაზე , რომ პერმანენტულად ვებრძოლო ჩემი პოლიტიკური ოპონენტების მიერ დანერგილ პესიმიზმს ამომრჩეველში . ამ მხრივ , მე ნამდვილად მაქვს ის გამოცდილება , რომ არარეალური არავის არაფერი დავპირდე და ასევე მაქვს პრეტენზია , რომ სინდისი არ მომცემს ჩემი თანამემამულეების მოტყუების საშუალებას . საგაზეთო ფორმატის პირობებში გპასუხობთ , რომ ტარიფების გადახედვა , უფრო სწორად კი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ჩარჩოებში მოქცევა , შესაძელებელიცაა და აუცილებელიც . ამის მისაღწევად , ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში სარჩელის შეტანა და ეს არჩევნებამდე მოხდება . არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მერიასა და თვითმმართველობის ორგანოებში , პარალელურად კი სასამართლოში ბრძოლა არის პირობა იმისათვის , რომ თბილისმა და მთელმა საქართველომ მიიღოს ის სარგებელი , რაც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით , რაზეც მე 15 წელზე მეტი ვიმუშავე და ვფიქრობ , არცთუ უმნიშვნელო სამსახური გავუწიე ჩემს ქვეყანას . ზოგიერთი ოპონენტისგან განსხვავებით მე ვიცი ამ დოკუმენტების წაკითხვა და განმარტება , რომელიც საქართველომ კონსორციუმებთან 9 წლის წინ დადო . მე ვასახელებ ციფრებს , წარმოვადგენ კონკრეტულ ხელშეკრულებებს და დამიმტკიცონ , რომ ასე არ არის , წარმოადგინონ არგუმენტები , თქვან , რომ მათ უკეთ შეუძლია რაიმეს გაკეთება და იქეთ დავუდგები მსახურად . ნებისმიერ ექსპერტს დავუმტკიცებ , რომ შესაძლებელია საქართველოში ბუნებრივი აირი ღირდეს 10 თეთრი , დენი - 5 თეთრი და წყალი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის იყოს უფასო . რაც შეეხება ქრისტიან - დემოკრატების მუშაობას პარლამენტში და ამ პოლიტიკური ძალის გაკეთებულსა და გასაკეთებელს , მე დაგისახელებთ მხოლოდ ორ მოკრძალებულ მიღწევას : 1 ) მათთვის მიცემული საპარლამენტო მანდატების წყალობით გაორმაგდა სოფლის დახმარების პროგრამა , რომელიც მომავალ წელს კიდევ გაორმაგდება და ჯამში 60 მლნ ლარით მეტს მიიღებს ქართული სოფელი და 2 ) პარლამენტში მათი მიზანმიმართული ბრძოლის შედეგად , სიცოცხლე შეუნარჩუნდა ონკოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების მქონე ათეულ ათასობით 60 წლამდე ჩვენს თანამემამულეს , რომელთა ჩასმა მოხერხდა შესაბამის პროგრამებში . მკითხველი : ბესარიონი ბატონო გია , გთხოვთ მიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე : რამდენ თეთრს შეადგენს კომუნალური გადასახადები ( გაზი , დენი , წყალი ) აზერბაიჯანში , სომხეთში და რუსეთში და რამდენი ლარს შეადგენს თქვენი წლიური შემოსავალი ? ბატონო ბესარიონ , თქვენი კითხვა ვიქტორინას უფრო ჰგავს . თუ მეზობელ ქვეყნებში ტარიფების ოდენობა მართლაც გაინტერესებთ , ამის გაგება არც ისე ძნელია . მე მხოლოდ იმას გეტყვით , რომ ეს მონაცემები საქართველოში დღეს არსებულ ტარიფებზე გაცილებით დაბალია . ზუსტად რაც მახსოვს , ეს უკრაინის მაგალითია , სადაც გაზის გადასახადი კუბურ მეტრზე 5 ცენტია , ელექტროენერგიისა კი 3 ცენტი . დაახლოებით იგივე მონაცემებია აზერბაიჯანშიც , მაგრამ აქ მთავარი ის კი არაა , სხვაგან რა ხდება , მთავარია ის , რომ რეალისტური და აუცილებლად შესასრულებელია ის პროგრამა , რაზეც მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ . რაც შეეხება ჩემს შემოსავალს , საქართველოში ჩემი შემოსავალი ნული ლარია . მკითხველი : ალექსანდრე ბატონო გია , მაინტერესებს დეტალურად ახსნათ როგორ შეიძლება თბილისში წყალი იყოს უფასო ? ვთქვათ , დენზე და გაზზე რაღაც თქვენი გამოთვლებით მივიღეთ ის მიზერი ფასი , რაც დაასახელეთ , აი უფასო წყალი არ მესმის . ანუ ქალაქის ბიუჯეტი გაიღებს ამ თანხებს ? წყალი რომ მოსახლეობას მიაწოდო მგონი საჭიროა - ფილტრაცია , ელექტრო ენერგია , მუშაკთა ხელფასები , სხვა ათასი ხარჯია , ანუ ამ ხარჯს თბილისის ბიუჯეტი გაიღებს ? უფასო წყალი არ ნიშნავს წყლის გაუფასურებას . ჩვენი პროგრამის მიხედვით საუბარია საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის ( საკვების მომზადება , ჰიგიენა , სარეცხი ) წყლის საფასურის მერიის ბიუჯეტიდან დაფარვაზე . შეიძლება გაგიკვირდეთ და გაცილებით მეტი სასმელი წყალი იხარჯება დღეს დედაქალაქში შადრევნებისთვის და ეს თანხა აბსოლუტურად საკმარისი იქნება დოტაციისთვის . ამას გარდა , დადგინდება რეალური რაოდენობა - თუ რამდენ კუბურ მეტრ წყალს მოიხმარს ერთი მოსახლე თბილისში და გარწმუნებთ , ეს იქნება გაცილებით ნაკლები , ვიდრე დღეს დადგენილი ოდენობა - 800 ლიტრი დღე - ღამეში . ევროპისა და ამერიკის ქალაქებში ანალოგიური მაჩვენებლი საშუალოდ ოთხჯერ ნაკლებია . ჩვენ , სპეციალისტებთან ერთად , შემუშავებული გვაქვს ტექნიკური წყლის გამოყენების პროექტი , საუბარია ისევ შადრევნებსა და სარწყავ სისტემებზე . უბრალოდ , დანაშაულია ის , რომ რამდენიმე მეტრში მიედინებოდეს მტკვარი და ტექნიკური საჭიროებისთვის სასმელ წყალს ხარჯავდნენ . მკითხველი : რომანი ბატონო გიორგი , არ გიფიქრიათ თქვენი საარჩევნო კამპანია დაგეკავშირებინათ სხვა პოლიტიკური პარტიისთვის ? ქრისტიან - დემოკრატები მაინც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან . სხვა პოლიტიკურ პარტიასთან , დარწმუნებული ვარ , თქვენი პროგრამით მეტი შანსი გექნებოდათ . მე ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან , მაგრამ არჩევანი გავაკეთე ქრისტიან - დემოკრატებზე . ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება , რომელიც დაეფუძნა , როგორც რაციონალურ , ასევე წმინდა ემოციურ ფაქტორებს . მე ვხედავდი ამ პარტიის უზარმაზარ პოტენციალს , მათ გონივრულ ნაბიჯებს , მიმაჩნდა და მიმაჩნია , რომ ეს არის მომავლის პოლიტიკური ჯგუფი . გარდა ამისა , მე პიროვნულად ვგულშემატკივრობდი ამ ადამიანებს და ვაფასებდი მათ მიერ განვლილ ცხოვრების გზას და მათ გამოცდილებას . ამ მოკლე პერიოდში , რაც მე გიორგი თარგამაძის ახალგაზრდა გუნდთან ერთად ვმუშაობ , კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი შეხედულებები მათი ხედვების სისწორესა და თანმიმდევრულობაზე . ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლებასთან ასოცირება . ისე როგორც ყველა პოლიტიკური პარტია , ქრისტიან - დემოკრატებიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან , მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ამას აკეთებენ ისე , რომ ქვეყანა არ დაზარალდეს . ამასთან , მათი მიზანი ხელისუფლებაში პირადი კომფორტისთვის მოსვლა კი არაა , არამედ ეს არის გზა იმ პროგრამების განხორციელებისკენ , რაზეც ჩემი მეგობრები და მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ . მკითხველი : ვალერიანი ბატონო გიორგი , თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში შეძლებთ თუ არა თბილისის გარნიზონის ყოფილ სამხედრო ტერიტორიებზე არსებული ოფიცერთა საერთო საცხოვრებლების და სამხედრო ბინების ( მათ შორის დახურული სამხედრო ქალაქების ) დაქვემდებარებას ქალაქის ბალანსზე ? და მიეცამათ თუ არა საშუალება იქ მაცხოვრებელ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს , ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს , სამხედრო მოსამსახურეებს ზემოთ აღნიშნული საცხოვრებლების პრივატიზირება მოახდინონ ? დაიცავთ თუ არა იქ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის იძულებითი გამოსახლებისაგან ? ეს ძალიან სპეციფიკური და ძალიან მტკივნეული საკითხია . პირველ რიგში , საჭიროა ყველა კონკრეტული საკითხის სამართლიანად და თანმიმდევრულად გადაწყვეტა . სამართლიანობა კი პირველ რიგში გულისხმობს იმას , რომ აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღარ მიადგეთ მეტი ტკივილი და ვიდრე ქვეყანაში ტერიტორიული პრობლემები მოგვარდება , ყველას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები . მკითხველი : დათო ბატონო გია , თქვენი დაპირებები კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ძალიან კარგია , მაგრამ როგორ ფიქრობთ : სხვა თანამდებობაზე ყოფნისას ამას ვერ შეძლებდით ? ვთქვათ ალიანსთან ან სხვა ოპოზიციურ პარტიასთან რომ შეთანხმებულიყავით , ვიცე მერის , ან მსგავს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე . მით უმეტეს , ალასანიამ შემოგთავაზათ ოპოზიციას საკრებულოს თავჯდომარის ადგილი . ასეთი შეთანხმება შედეგიანი იქნებოდა როგორც მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისათვის , ისე პოლიტიკური პროცესებისათვის . მით უმეტეს რომ ასეთი შეთანხმება საბოლოოდ გასცემდა კითხვას პასუხს , ხელისუფლებასთან ხართ შეკრული თუ არა ? ბოლოდან დავიწყებ . ზემოთ უკვე ვახსენე , რომ ხელისუფლებასთან შეკვრის თეორიის კულტივირება ჩემთვის სრული უხამსობაა . ბევრჯერ მითქვამს , რომ ჩემი მთავარი სურვილი და მისწრაფება ხალხისთვის და ქვეყნისთვის საქმის კეთება და მეტი სიკეთის მოტანაა . დღეს მიმაჩნია , რომ იქ და იმ ბრძოლაში ვარ საჭირო , რომელშიც ჩავები და ბრძოლიდან გაქცევა და მით უმეტეს - თანამებრძოლების შუა გზაზე მიტოვება ჩემი ცხოვრების სტილი არ არის .
- ჩემი შვილი არის 20 წლის და ტანზე . . .
გაითვალისწინეთ ! მწვავე ნევროზის შემთხვევაში ბალახეული პრეპარატებით მკურნალობა საკმარისი არ არის . მწვავე პროცესის განკურნების შემდეგ კი უკვე შესაძლებელია მათი მიღება .
Subjects : ომი ; პოლიტიკურ - მორალური სულისკვეთების შენარჩუნება და დამოკიდებულება ომისადმი ; პატრიოტიზმი ; მიტინგი .
ეს ნაწილი შეიქმნა 1973 წლის 17 აპრილს , მიუნხენის ოლიმპიადაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ , როდესაც გერმანული პოლიციის და არაპროფესიონალი სნაიპერების არაეფექტური მოქმედებების გამო სამაშველო ოპერაცია მთლიანად ჩაიშალა და დასრულდა მძევლების ( ებრაელი სპორტსმენების ) სიკვდილით .
ნიჭიერში მოსვლის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული ჰქონდათ , ვარჯიში სპეციალურად სცენისთვის კი სექტემბრიდან დაიწყეს . ჟიურის წინაშე 22 კარატისტი იღებდა მონაწილეობას , მათგან ყველაზე უმცროსი 6 წლის იყო , ყველაზე უფროსი კი 44 წლის . ისინი ვარჯიშს 3 - 4 საათს უთმობენ . წარმატებაც ბევრი აქვთ ნიჭიერამდე - ყოველთვის იღებენ სხვადსხვა ტურნირებში მონაწილეობას . თურქეთში , რუსეთში , უკრაინაში , ირანსა და იაპონიაში მრავალჯერ მოიპოვეს მოწინავე ადგილები .
( ამისთვის იყო წმინდა ვალენტინის დღე , რათა ყოველ ფრინველს , თავისი მეწყვილე აერჩია - მაპატიეთ უხეირო თარგმანი ) . ეს დაიწერა 1308 წელს . და მიუხედავად იმისა , რომ თებერვალი , როგორც თვე არ უხდება " ჩიტების დაწყვილებას " , საბოლოო ჯამში სიყვარულის დღე , სწორედ ამ დროს აღინიშნება ( უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ვიკიპედიას ) . ახლა ისმის კითხვა , რატომ შეუცვალეს ვალენტინს ორიენტაცია საქართველოში ?
პერსონალია : სირაძე ბაჩო - 66 - ე საჯარო სკოლის მოსწავლე ; ჩაქსელიანი ნიკა - 43 - ე საჯარო სკოლის მოსწავლე ; გვარამია ნიკა - გენერალური პროკურორის მოადგილე .
ვაიჰ , ძალიან დიდი ხნის წინ კი წავიკითხე მარა ასე თუ დამავიწყდებოდა ყველაფერი არ მეგონა : შ
სამედიცინო დეპოზიტურ ანგარიშების სისტემის გარდა ქვეყანაში გამოიყენება სადაზღვევო სქემები , სახელმწიფო ასევე სუბსიდირებით ეხმარება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასაც . სუბსიდირებით ფინანსდება სახელმწიფო საავადმყოფოები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა , რაც შეადგენს ჯანდაცვაზე მთლიანი ხარჯების ერთ მესამედს .
42 . და იტყოდა : უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობაჲ იგი შენი ! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა .
" არსებობს შიში , რომ თუ ის გაიყიდება მას ან პირდაპირ " გაზპრომი " იყიდის ან მისი შვილობილი კომპანია " - ამბობს ლევან ვეფხვაძე , ოპოზიციური " ქრისტიან - დემოკრატიული პარტიისა " და პარლამენტის წევრი . მისი პარტია აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგი იყო .
ალბათ დამარცხებულივით იმიტომაც ვარ , რომ შენც ცუდად ხარ . არ აქვს მნიშვნელობა ჩემს გამო თუ სხვა რამის ან ვინმეს გამო , უბრალოდ ცუდად ხარ და მე ძალიან არ მინდა , რომ შენ ცუდად იყო . ძალიან ძალიან არ მინდა და გთხოვ , რომ არ იყო . ბოლოს და ბოლოს შენ ყველა გამოცდა ჩააბარე და შეძელი ჩემი " გატეხვა " … იამაყე მაინც ამით .
მორჩა ვსიო მე ხმას აღარ ვიღებ მაინც აზრი არ აქვს …
მოსახლეობა აღნიშნავდა , რომ მათთან იმ დრომდე არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მისული , რომლებიც განუმარტავდნენ მათ სარემონტო სამუშაოებისა ან სახლების აღდგენის შესახებ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს . მათთვის უცნობი იყო სამუშაოების დაწყების თარიღი ან კონკრეტული ინფორმაცია . მოსახლეობა იმყოფებოდა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში .
ვენამდე იყო მიღება . თბილისი , რომელიღაც სექტემბერი , ექვსის ნახევარი , ახლად ჩამოსულ პრესის ატაშეს ვაცნობთ ყველას , ყველას ვინც მას უნდა იცნობდეს . გახდა 7 საათიც და მოადგა უზადოდ შერჩეულ სტუმართა ტალღა გალავანს . მიღება რეზიდენციაში ორ ფრონტად გაიყო , მისაღებსა და ეზოში , აუზის გარშემო . გამომდინარე იქიდან , … Continue reading →
Annotation : რეცენზია წიგნზე : " ხუთი გმირი " : საბავშვო ლექსები და პოემები / გრიგოლ აბაშიძე - თბილისი : საბლიტგამი , 1950
" დ ) კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე " .
ჩვენი სისონა დარჩია ნაქებია ბიჭობაში შევიდა და ძმაი ტირა არ შეშინდა იმტომ ჯარში ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეთში იმან ფულები აიღო ჩვენ დაგვტია მტრების ხელში კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში მისი მოთქმა და კიჟინი ისმის გაღმა ბაიეთში
ჩავედით ჩემპზე , ნუ იწყება თამაში , ყველა ვემზადებით რამე მორალურად , ჩვეულებრივი საჩემპიონატო თამაში ამერიკის მეორე ლიგაში , 7 კაცა , ჩვეულებრივი დალეწვა და დახოცვა რა . ეს ჯეიმსი ცუღლუტობს ისევ რაღაცას , ყველას ბუკვალნა @ ! @ - ზე ახტება ( წიპა ვიღაცა წამოგორდა , ეს მივიდა კალთაში ჩაუჯდა და ეტინგიცება რაღაცას … ) … ხოდა მოკლედ ჯეიმს შენ იწყებ კრაიზეო … ადგა ჯეიმსი იმ ტიპის კალთიდან ( კსტაი ის ტიპი იყო " native American " როჟა , ანუ ინდიელი , ეგეთი ჩაფსკვნილი , როჟაზე რო შეხედავდი უმაგა გეგონებოდა … გეი … ) შეიკრა ჯეიმსმა კიკინა … ჩაიცვა ბუცები … შემოვიდა მოედანზე და …
+ 1 . ეს გემოვნებაზე ნაღდად არაა დამოკიდებული . ფაქტი უნდა იყოს წესით
მოსკოვის მიზანი , 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ანგარიშსწორებით დაეშინებინა ხალხი , უშედეგო აღმოჩნდა . სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ სულ მალე თბილისში გამოჩნდა პროკლამაციები : " დგება ჩვენი ერის ყოფნა - არყოფნის საკითხი , დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად . " [ 20 , 183 ] . დამპყრობელი საბჭოთა იმპერია კიდევ უფრო აძლიერებდა ზეწოლას მოკავშირე რესპუბლიკებზე , ინტერნაციონალიზმის დროშით დაუნდობლად ებრძოდა ეროვნული ცნობიერების საფუძვლებს : საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას , ქართულ ენასა და ლიტერატურას . ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან განდევნილ იქნა საქართველოს ისტორიის სასწავლო საგანი .
აუჰ , ცუდია ფეხის ღრძობა : ( გამოჯანმრთელება და სცენარში წარმატებები შენკენ : ]
პერსონალია : ჟვანია ლაშა - ეკონომიკური განვითარების მინისტრი ; აბულაძე გურამ ; ლათაიძე მიხეილ ; გეგელია გიული ; ჯაფარიძე გელა ; ორბელაძე ვაჟა ; თულაშვილი ბესიკ ; ჭოხონელიძე გუგა ; ბიბილეიშვილი ლევან ; ლომსაძე ოთარ ; მიქუჩაძე ლერი - არქიტექტორები ; უგულავა გიგი - თბილისის მერი .
ენობრივი კონტაქტი თავისთავად სხვადასხვა ენობრივ დაჯგუფებებს შორის კონტაქტს გულისხმობს . აქედან გამომდინარე ეს , ზოგადად , ის სფეროა , რომელშიც ლინგვისტური , სოციოლოგიური , ფსიქოლოგიური , პოლიტიკური , პედაგოგიური ასპექტების შეჯერება ხდება . ამდენად , ამა თუ იმ ენის ლინგვისტური კვლევა არ შეიძლება შემოიფარგლოს ენის , როგორც დახურული სისტემის , კვლევით .
- ქუჩაში არ გახვიდეთ , ბიჭო ! ქუჩაში არასოდეს გახვიდეთ , ბიჭო1 ეს რა მოხდა , ბიჭო ! არასოდეს , ბიჭო ! გენაცვალეთ , ბიჭო ! აქ გეთამაშებით , აქაა ! - იმეორებდა დაუსრულებლად და მუხლიჩოქებით მიიწევდა ვენახის სიღრმისკენ . თან ბაშვებსაც მიაჩოჩებდა . იმდენი იარა , სანამ ვენახის შუაგულში აღმოჩნდებოდა , საიდანაც მუხლებზე დამდგარი კაცისთვის ცის მეტი არაფერი ჩანდა და ჭიკჭიკის მეტი არაფერი ისმოდა .
მიყვარს ზანგები - ჩემი წინაპრები . ჩვენი ყველასი პრეისტორიული წინაპრები
კლდეშინაკვეთი ეკლესიის შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი . ორივე მხარეს ქვის საჯდომებია მოწყობილი . საკურთხეველი ქვისაა . აფსიდისა და სამხრეთის მხარე მასიური კლდეა .
- მე რამოდენიმეჯერ მოგწერეთ ამის შესახებ და კიდევ მინდა შეგაწუხოთ . . . .
IMHO მთლად ნებაყოფლობითი არა ეგ " პლენი " , მარა ძაან ბევრი შეცდომის ტვირთის გადაგდება და გასწორებული დადგომა ой как нелегко .
პირველი დღიურის სიბრძნეები უკვე დავწერე , ახლა მეორე დღიურ მივხედავ . აღმოვაჩინე რვეული სადაც პირველ ნახევარში ჯიმ მორისონის ლექსები მიწერია ქართულად , და მეორეში ჩემი აზრები სუიციდზე . ერთი ჯიმის ლექსი ნამდვილად მინდა გაჩვენოთ . " დატირება ჩემს გარდაცვლილ ასოზე " ჰქვია , მაგრამ ასო არ მევასება და … Continue reading →
როგორც თავად აშლარბები აცხადებენ , საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით , ოჯახის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით , ჯუმბერ აშლარბას გამონაკლისის სახით უფასოდ გაუკეთეს ოპერაცია . თუმცა , წლების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა და დაახლოებით სამი კვირის წინათ ოჯახს სააღსრულებლო ბიუროდან ოპერაციის საფასურის - 1160 , 800 ლარის დაუყოვნებლივ გადახდის ბრძანება მოუტანეს . . .
5 . 9 . მონაწილეს უარი ეთქმება აუქციონში მონაწილეობაზე , თუ განცხა დების წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების შემძენად .
თბილისის ეროვნული პარკი შექმნა საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე , რომელიც შეიქმნა 1957 წელს . იგი თბილისიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული და ქალაქის გამწვანების ზოლში შედის . საგურამოს ნაკრძალის შექმნის . . .
სწორედ ამისათვის იქმნება პარტიული საბჭოებისა და ოგანიზაციების ასე დიდი რაოდენობა იმ იმედით , რომ ეს არ მისცემს საშუალებას რომელიმე პიროვნებას ან ორგანიზაციას ხელში ჩაიგდოს კონტროლი მთელს სტრუქტურაზე . დღევანდელმა სიტუაციამ ალბათ ამ სისტემის შემქმნელთა მოლოდინს გადააჭარბა - პარტიების უმრავლესობა შტატების დონეზე უიმედოდ ფრაგმენტირებულნი რჩებიან .
ქუთაისის მშრომელებმა ერთსულოვნად მოიწონეს პროფესიული კავშირების სრულიად საკავშირო ცენტრალური საბჭოს მიმართვა [ 8 საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შესახებ . მიტინგები საწარმოებში ] / / ინდუსტრიული ქუთაისი . - 1940 . - 27 ივნისი . - N146 [ MFN : 68590 ]
საერთოდ საფრანგეთისთვის ეგ არის იმპერიის ლოგიკური შედეგი , მაგალითად როგორც რუსეთში მცხოვრები ტაჯიკი ან ქართველი , იგივეა საფრანგეთში მცხოვრები ალჟირელი , მაროკოელი თუ სპილოს ძვლის სანაპიროელი : დ
2009 წლის ივნისში , ჩვენს პატარა ქალაქში , ახალგაზრდულმა ცენტრმა შექმნა , საინიციატივო ჯგუფი პროექტისა , სახელწოდებით , , ფანჯარა დასავლეთისაკენ " .
შემდეგი პოსტი მინდა მივუძღვნა ჩვენს საყვარელ კაცებს … შევთანხმდეთ , რომ მათ გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია , ისევე როგორც ისინი ვერ არსებობენ ჩვენ გარეშე … ბევრი არ დამეთანხმება და არც გამიკვირდება , ეს თემა ხომ ვერასდროს აღწევს კონსესუsს … მაგრამ ფაქტია , რომ ორივე მხარე ცხოვრების ერთ ფესვს წარმოვადგენთ … დავუბრუნდები მთავარ თემას … მაპატიეთ კაცებო , მაგრამ დღეს კრიტუკული ვიქნები თქვენს მიმართ … მინდა დავახასიათო 21 - ე საუკუნის , კაცის აქტუალური ტიპები … " არაკაცები " , " ვითომ კაცები " და " მამაკაცები " … მოდით ცოტა " გავიღრმავოთ ცოდნა " და განვიხილოთ თითოეული მათგანი … პირველ ადგილს გასაკვირი აღარ უნდა იყოს , რომ " არაკაცები " იკავებენ … გარეგნობა - სიმპათიური … ასაკი - მაქსიმუმ 30 წლამდე … სტილი - თანამედროვე … მიზანი - ერთდროულად რამდენიმე ქალი … ამ ტიპაჟს , ყველაზე ხშირად შეხვდებით ცხოვრებაში … ყოველ შემთხვევაში ქუჩაში მაინც შეამჩნევთ … და თუ მეტყვით , რომ არ შეხვედრილხართ , მაშინ არც დაბადებულხართ … არაკაცების ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრას ვერ შევძლებ , მაგრამ დაახლოებით გეტყვით , რომ საქმე გვაქვს 60 - 70 % - თან … მთავარი კითხვა - როგორები არიან არაკაცები ? ? ? … ნუ უხეშად რომ ვთქვათ , ცხოველებისგან დიდად არ განსხვავდებიან … ინსტიქტებთან შებრძოლების უნარი , " საწყლებს " დაქვეითებული აქვთ ( 0 ) … ისიც კი არ ძალუძთ , რომ " სასქესო ორგანოსთან " კონსესუსს მიაღწიონ … ამ რეჟიმით , არაკაცები დიდი ხანი ვერ ძლებენ … წლების შემდეგ ტემპი უვარდებათ და ხვდებიან , რომ " ენძრევათ " … მათ თამაშში უფრო " პატარა გოგოები " ირგენებ როლს … დაახლოებით " დონ ჟუანის " პრინციპებით ცდილობენ იმოქმედონ , რაც საკმარისია " პატარა ქალებისთვის " … მიუხედავად იმისა , რომ შეიძლება იცოდეთ მისი " მიზანი " , ის იმდენად საყვარელია , რომ გაგიჭირდებათ დაშორება და შეეგუებით " პირველ ადგილს " … ბოლოსდაბოლოს ასეთი ტიტულის მინიჭება მისგან , ხუმრობა არაა … მაგრამ იცოდეთ , რომ უნდა შეეგუოთ უყურადღებობას , უსაჩუქროდ ყოფნას , სუფთა ჰაერზე " პაემნებს " და ა . შ … ერთი სიტყვით , როლები უნდა გაცვალოთ … გადავიდეთ " ვითომ კაცებზე " … გარეგნობა - სიმპათიური , ან არც ისე სიმპათიური … ასაკი - განუსაზღვრელი … სტილი - თანამედროვე + კლასიკური … მიზანი - " ერთი " ქალი … მათი პროცენტული მაჩვენებელი " გაგიხარდებათ " და 20 - დან 30 - მდე მერყეობს … მართალია სასურველი არჩევანი არ არის , მაგრამ ეს ის მაჩვენებელია , რომლებთანაც ვქმნით მომავალს … ასეთ ტიპებთან ცოტაოდენ რთულად გვაქვს საქმე … ინსტიქტებს უფრო დახვეწილი ფორმით ავლენენ , ვიდრე " არაკაცები " … ანუ " სასქესო ორგანოსთან " მოლაპარაკება , ხშირად მათ სასარგებლოდ წყდება … ამ შემთხვევაში , საქმე გვაქვს მიზანდასახულობასთან ერთად , შრომისმოყვარე " კაცუნებთან " … " ჩვენთვის " საყვარელი რომანტიზმი , ამ პერსონაჟებSი უხვად არის … მათ ობიექტს , შედარებით " გაზრდილი " ქალები წარმოადგენენ … რაც შეეხება ზემოთ თქმულ " მიზანს " , მინდა ხაზი გავუსვა … " ერთში " მოისაზღვრება რამდენიმე ქალი ცხოვრების მანძილზე … უფრო კონკრეტულად , არ გღალატობენ , მაგრამ გარკვეული დროის მერე წყდება ურთიერთობა , რომ სუფთა სინდისით სხვა ქალთან ახალი " რომანი " დაიწყონ … რაც არ უნდა მოისმინოთ მათგან , იცოდეთ , რომ ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებულები არასდროს არიან … ასეთი ტიპები ყველანაირად ცდილობენ , მოიპოვონ და შეინარჩუნონ თქვენი კეთილგანწყობა , თუმცა თქვენგან მოითხოვენ უფრო მეტს ვიდრე შეგიძლიათ … მოთმინების უნარი კარგად აქვთ განვითარებული , თუმცა არ გაგიკვირდეთ , რომ ერთ მშვენიერ დღეს კარებზე მოგადგეთ , თქვენთვის " შეურაცხყოფადი " თხოვნით … რაც შეეხება " მამაკაცებს " … ჩემო ძვირფასებო , თუ ჯერ კიდევ დაეძებთ გეტყვით , რომ დროს უაზროდ კარგავთ … მაTი პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმუმ 1 - ს უკაკუნებს , მაგრამ ისინი თავისუფალ მდგომარეობაში აღარ იმყოფებიან … ჩვენი სქესის " გარკვეულმა წარმომადგენლობამ " , ისინი დაბადებისთანავე " დაჯავშნა " … " მამაკაცების " კრიტერიუმებზე პოსტის გაგრძელებას აზრი არ აქვს … თქვენც ძალიან კარგად ხვდებით , თუ რა " იდეალს " აკმაყოფილებენ ისინი … ვიცი გამიგრძელდა პოსტი და დაგღალეთ , მაგრამ იმედია არ ფიქრობთ , რომ უაზროდ დაკარგეთ დრო … " ლესბოსელობისკენ " არ მოგმართავთ , მაგრამ არ გაგიკვირდეთ , თუ მათ მომრავლებას შეამჩნევთ … შეეგუეთ , ან თუნდაც არ შეეგუოთ რეალობას და უბრალოდ მაქსიმალურად დატკბით ცხოვრებით , რომელსაც გთავაზობენ … " … რეალური ცხოვრება უბრალო ისტორიაა , რომელიც ვიღაცამ სამყაროს პატივსაცემად შექმნა და ქცევის წესები დააკანონა … " … … …
ასეა თუ ისე , მე შემიძლია რჩევა მოგცეთ : თუ მსოფლიო ლიდერები ვერ გადაწყვეტენ ამ პრობლემას მრავალი მოლაპარაკებების შემდეგაც კი , ჩვენ , უბრალო ადამიანებს გაგვაჩნია საკმარისი ძალისხმევა და შესაძლებლობა , რომ წვლილი შევიტანოთ გლობალური დათბობის მიერ სავალალო შედეგის თავიდან აცილებაში . ეს კი შემდეგში გამოიხატება : • მაღალვატიანი ნათურები შეცვალეთ დაბალით ; • ზედმეტი ელექტრონული მოწყობილობები გამორთეთ ; • სამგზავროდ გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი , როგორებიცაა : ავტობუსი , მატარებელი , მეტრო და ა . შ . ; • მანქანის მაგივრად გამოიყენეთ ველოსიპედი გადასაადგილებლად . ეს არის მცირე ჩამონათვალი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებისა , შესაძლოა კიდევ განვავრცოთ ეს სია , მაგრამ ვთვლი , რომ ზედმეტი იქნება .
78 . გლოვა არის მონანულ სულში ძირგადგმული ტკივილი , რომელიც დღითი - დღე ისე უმატებს ტკივილზე ტკივილს , როგორც მშობიარეს უმძაფრდება ტანჯვა .
ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ , რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით , ბაზარზე მოთხოვნას მხოლოდ ადგილობრივი ჯიშები ვერ დააკმაყოფილებს .
ალბათ უკვე იცით , რომ " რუსთავი 2 - ზე " დაბრუნდა გადაცემა " ვის უნდა 20 ათასი " . დაბრუნდა , თუმცა , წარუმატებლად . ეს ჩემი პირადი შეფასებაა და არანაირ სტატისტიკას არ ეყრდნობა . ჩემს გარშემო ამ გადაცემას თითქმის არავინ უყურებს . როგორც მითხრეს , წამყვანსაც დაუწუწუნებია სადღაც , ჩვენთან თამაშის სურვილი ხალხს არ აქვსო . მონაწილეები თამაშობენ საქველმოქმედო მიზნით - ნებისმიერი მოგებული თანხა წინასწარ შერჩეულ გაჭირვებულ ადამიანს ( ან ოჯახს ) გადაეცემა . არ [ . . . ]
ქალაქ ფოთს სამხრეთ აღმოსავლეთით ესაზღვრება პალიასტომის ტბა . პალიასტომის ტბის სარკის ფართობი 17 . 2 კმ ( 2 ) _ია ზოლი , წყალშემკრები წყლის ფართობი 547 კვადრატული კილომეტრი . პალიასტომის ტბაში დაახლოებით 5 ჭაობის მდინარე ჩაედინება , რომელთა შორის ყველაზე დიდია , , ფიჩორი ~ . პალიასტომის ტბა 1924 წელს მალთაყვის ზღვასთან იქნა დაკავშირბული , ეს ღონისძიება განხორციელდა ქალაქ ფოთის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით
REGGAEon - Balada თუ არსებობ ქვეყნად , უაზროდ რატომ დევხარ , ეგება ქვეყნის მაშველი , მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ … გული გამითბე , ჰოდა კარგად მისმინე … მინბდა გითხრა სიმართლე , . . . გააგრძელეთ კითხვა › › ›
მოტანილი ადგილი აშკარად ცხადყოფს , რომ ხსენებული " ცხოვრების " მიხედვით ღმერთი თავის ნებას ანგელოზთა მეშვეობით უცხადებს წმინდანებს . საზოგადოდ , წინამდებარე ძეგლი მრავალ ადგილას გვაუწყებს ანგელოზურ ძალთა შესახებ , რომლებიც ევლინებიან წმინდანებს , მეურვეობენ მათ , შუამდგომლობენ ღვთის წინაშე და ზეაყავთ წმინდანთა სულები მათი ხორციელი აღსასრულის შემდეგ . რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით , მხოლოდ საკუთრივ ანგელოზთა დასი ( ე . ი . ანგელოზურ იერარქიაში ზემოდან მეცხრე ხარისხი ) ასრულებს შუამავალ ფუნქციას ღმერთსა და წმინდა ადამიანებს შორის თუ - ანგელოზურ ძალთა უფრო აღმატებული მწკრივებიც , უნდა ითქვას , რომ წინამდებარე " ცხოვრებაში " შუამავლებად იხსენიებიან სწორედ " ანგელოზები " , რაც საფიქრებელია დასობრივი გაგებისა იყოს ( იხ . განსამარტავი სიტყვები ) . თუ ეს მართლა ასეა , მაშინ ამგვარ ანგელოლოგიას შეიძლება ახსნა მიეცეს წმ . დიონისე არეოპაგელის მოძღვრების კვალობაზე , რომლის თანახმადაც მხოლოდ " ანგელოზთა " დასია განწესებული ადამიანთა უშუალო მაუწყებლებად საღვთო ნების შესახებ . საკითხის ამგვარად დაყენება წამოჭრის რთულად გადასაწყვეტ პრობლემას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების შუამდგომლობითი მოღვაწეობის შესახებ . ვიდრე ამ საკითხს შევეხებოდეთ , უპირველესად ზოგადი სახით უნდა აღვნიშნოთ , რომ სწავლება ანგელოზთა სხვადასხვა დასის არსებობის შესახებ , საღვთო წერილზე დაყრდნობით , მრავალ ღვთისმეტყველთან გვხვდება . მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის მოწაფის , წმ . დიონისე არეოპაგელის შრომა : " ციური იერარქიის შესახებ " ( ძველი ქართული თარგმანით : " ზეცათა მღდელთმთავრობისათჳს " ) . ხსენებულმა მოძღვარმა , როგორც ცნობილია , ანგელოზთა ცხრა დასი განაჩინა ( სერაფიმნი , ქერუბიმნი , საყდარნი , უფლებანი , ძალნი , ხელმწიფებანი , მთავრობანი , მთავარანგელოზნი , ანგელოზნი ) . წმ . დიონისე არეოპაგელის ანგელოლოგია საღვთო სწავლებად შერაცხა ეკლესიამ . ამის თვალნათლივი ნიმუშია VIII ს - ის უდიდესი ძეგლი , წმ . იოანე დამასკელის " ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა " , სადაც ვკითხულობთ :
ნოვეელბი მიყვარს ინანიშვილის . . წიგნი მაქვს და ვკითხულობ ხოლმე ( უკვე მერამდენედ )
JFGI = Just Fuckin Google It ! - ტერმინი , რომელიც მახსენდება ხოლმე , როდესაც ვინმე რამის მოძებნას მთხოვს , ან მეკითხება ესა თუ ის ( მარტივი ) რაღაც როგორ გავაკეთო . ანუ ისეთ რამეს მთხოვს , რაც მის მაგივრად უნდა რომ გავაკეთო , იმის მაგივრად , რომ მარტივად თვითონ მოძებნოს Google - ის საძიებო სისტემაში . თუმცა ამ პოსტში ამ ხალხზე არ ვისაუბრებ . დღეს მინდა არც თუ ისე გამოცდილი მომხმარებლის თვალით დანახული და შეყვარებული Google - ის პროდუქტებზე დავწერო , რომელთაც მე აქტიურად ვიყენებ . ეს არ არის პროფესიონალური ტუტორიალი თუ აღწერილობა . ეს უბრალოდ ჩემი საყვარელი პროდუქტებია . საძიებო სისტემა Google . com - უნდა ამას ბევრი ლაპარაკი ? Gmail - არაჩვეულებრივი საფოსტო ყუთი . მომწონს დიდი მოცულობა რომ აქვს . მომწონს ჩათის საშუალებას რომ იძლევა . მომწონს რომ შევძელი ჩემი მეორე ფოსტის აქვე მიბმა და პირველ საფოსტო ყუთშივე ნახვა . მომწონს , რომ აქვს შეტყობინების საშუალება როგორც კი წერილი მოვა . რაღაც Buzz ! დაემატა , მართალია ჯერ ვერ დავამუღამე , მაგრამ მგონი რაღაც Twitterის პონტში უნდა იყოს , არა ? ასევე , წავიკითხე რომ Google აკეთებს რაღაც ტალღებს , რომელიც სამწუხაროდ ჯერ ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა . არადა სიამოვნებით მოვსინჯავდი . Google Chrome < 3 - არაჩვეულებრივი ბრაუზერი . სწრაფი , სანდო , მარტივი , კომფორტული . ჩემთვის ყოველ შემთხვევაში . სიმპათიური ვიდეო
თვალს ახელს და რას ხედავს . ზის ხის ტახტრევანზე გაკოჭილი . ზიან წრეში მღვდლები და ყველა შავანაფორიანი თეთრწვერიანები . ისინიც ტახტრევნებზე . თვითონაც ამ წრეში ზის . ყველას წინ მუხლის სიმაღლისოდენა მაგიდა უდგას . მაგიდაზე თითო დოქი . დოქის გვრედზე ცეცხლსასროლი იარაღი . თითოს თითო . თან ნაირნაირი . მხოლოდ პეტრეს მაგიდაზე დოქი დევს იარაღის გარეშე . და მხოლოდ მის წინ ერთი სკამია ცარიელი .
ბინადრობს ტყეებში , ჭალებში , ადამიანის სამოსახლოს მიდამოში , ბაღებში , ველებზე განცალკევებულად მდგომ ხეებზე . ბუდეს იკეთებს მაღალ ხეებზე . ბუდის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მამალიც . მარტის დამლევს დედალი დებს 4 - 5 კვერცხს . კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 - 19 დღემდე . საკვებს შეადგენენ მწერები და მათი მატლები , ჭიები , ლოკოკინები , თაგვისებური მღრნელები , განსაკუთრებით კი მათი წრუწუნები , მცირე ზომის ფრინველის ბარტყები და კვერცხები , ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ ქათმის წიწილებს ; ჭამს ბაყაყებს , ხვლიკებს , მცენარეთა თესლებს , ნაყოფებს . რიგ ადგილებში ყვავს სარგებლობა მოაქვს მავნე მღრნელებისა და მწერების განადგურებით , მაგრამ მასვე ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის სარეწაო ფრინველების კვერცხებისა და მართვეთა განადგურებით .
ანოტაცია : შპიონაჟისა და შეიარაღებული ბანდფორმირებების შექმნის ბრალდებით დაკავებული გრიგორ მინასიანისა და სერგეი აკოფჯანიანის საქმის განხილვა
ბოლო 25 - 26 წლის განმავლობაში , როდესაც ჩვენ დმანისსა და ბოლნისში ჩავდიოდით , უპირველესი ოცნება იყო , რომ ამ უძველეს ქალაქებს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა , რომ აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა , რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამოჩენილი მოღვაწეობით , თავისი მეცნიერებითა და ძალიან მაღალი კულტურით . და აი , დადგა დრო , მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა და ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ .
4 . 3 . 3 . ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები , რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს .
" ენერგო - პრო ჯორჯიას " პროგნოზით , გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება .
ეს ის ხალხია , ვინც თბილისის აეროპორტში ფიანდაზები დაუფინა მოსკოვიდან რკინის ფასკუნჯით ჩამოფრენილ დემონთკრატ შევარდნაძეს !
დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო , რომელიც , ეროვნული ცენტრის ცნობით , სიმართლეს არ შეესაბამება . აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100 % - იანი გრანტი დაფიქსირდა . ცენტრის ინფორმაციით , სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის .
პერსონალია : სუბარი სოზარ - სახალხო დამცველი ; თევდორაძე ელენე - ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე .
პერსონალია : კაპანაძე პავლე - საცხენოსნო სპორტული კლუბის დირექტორი ; ვადაჭკორია ალექსანდრე - ცხენოსნობის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის თავმჯდომარე .
აქ წერტილს არ ვსვამ . . . სასაცილო იქნებოდა ასე დაწყება , თუნდაც სიბერის . . . და თუმცა თავსხმა ჩემს სურვილებს სველ თმებში ხლართავს , ამ სისველეს ისე ვიფერებ_ გახუნებულ თვალებით ვართავ ჭრელ მოგოგნებებს და არა , არ ვსვამ , არც ვეწევი , ისე . . . ვისვენებ . . . არა ვსვამ_მეთქი , თორემ , აბა , რა ბედენაა ( ვისკი ისედაც უხდება წვიმას ) . . . ფიქრი წყალივით ამედევნა და მგონი გამცდა , ბედისწერაა სიყვარული , თუ ვენდეტაა , გადმომაბრალა ფოთოლცვენა , ქარიც და წვიმაც , ჩამოაბერა სურვილები ფერად - ფერადი და პილიგრიმთა თუ მომლოცველთა ცისფერი მექა_აქაც და იქაც - ნამსხვრევად იქცა - დერვიშების თავშესაფარი . . . . ღვინოც წყლად მექცა , სიტყვა_სეტყვად , თან მიზანს ასცდა , არ შეიწოვეს მოდრეიფე წყალში ფესვებმა , ცა ცის კიდიდან ჩამოიქცა და გუბედ ჩაწვა მაზუთიანი ასფალტების ფოიერვერკებთან . . . აქ წერტილს არ ვსვამ . . . გაწვდილი ხელით კიდევ ერთი უღიმღამო დღე ვიმათხოვრე , დგას კართან როგორც გალუმპული , ერთგული ტაქსა წყნარი მზერით და უნებლიედ მაინც მაგონებს , რომ დღეს თუ არა , რომ ხვალ თუ არა , რომ ზეგ თუ არა , ახლოა უკვე_გაბრუნებას აღარ აპირებს გაუქმებული კლიტეების საკეტთა ასხმა_ ჩემი სიბერის პრელუდია და სიმარტოვე . . .
2050 - 2060 წლებია . ვხედავ მუხლობრივად : 1 ) მონღოლეთსა და ჩინეთს შორის დაიწყება ომები . აღმოსავლეთი იძაბება უკვე მუსლიმებისათვის ; 2 ) დედამიწაზე ბუნებაში არ იქნება ისეთი ცვლილებები , როგორსაც მეცნიერები ვარაუდობენ ( მხედველობაში მაქვს წარღვნები ) , ყველაფერი მსუბუქი ფორმით გადაივლის ; 3 ) ბალტიისპირეთი ( და კიდევ სხვაც ) არ მოისურვებს გერმანიის ტერიტორიასთან შეერთებას . ატყდება დიდი ამბები . რუსეთი მათ მიეხმარება და ისინიც ამ დახმარებას დიდი სიამოვნებით მიიღებენ ; 4 ) უკრაინის ფლოტი ძლიერია ; რუსეთი უკრაინას ვერ წაართმევს ყირიმს . რუსეთი შავ ზღვაზე არასოდეს და ვერასოდეს იმეფებს ; 5 ) თურქი მესხები უნდა განლაგდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში . საქართველოში ერთი პროცენტიც კი არ იქნება ; 6 ) მესხეთ - ჯავახეთიდან სომხები იწყებენ გასვლას ; 7 ) თურქეთი ძალიან ახლო კავშირში იქნება საქართველოსთან . სხვათა შორის , ქართული არმია ძალზედ ძლიერია და ითანამშრომლებენ ; 8 ) იმ დროისთვის უკრაინაში აფეთქებულ ატომურ სადგურზე იწყება სერიოზული მუშაობა ! ჩერნობილი _ ეს ხუმრობა არაა . მომწამლავი უხილავი რადიაცია უკვე კოსმოსშია და ეს საკითხი შეეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას . ამიტომ ერთიანი ძალით შეუტევენ ამ უხილავ შავ ძალებს _ რადიაციას . აი მაშინ კი სერიოზულად და ნამდვილად სუფთავდება , მართლა სუფთავდება მთელი დედამიწა ; 9 ) ამას ასევე მიყვება სასომხეთის ატომური სადგურის დაშლაც . ადამიანი იწყებს ატომის განადგურებას ; თითქოს ვინც მას შეეხება , წყეული იქნება ! მოძებნიან სხვა საშუალებას , რომელიც შეცვლის ატომურ ენერგიას .
დავბადებულვარ ქალაქ ორჯონიკიძეში . მზიანი ივლისის დღე იდგა , 1958 წელი . ყმაწვილქალობა აქვე გამილევია . ერთ დღეს , ჩვენს მეზობლად კბილცეცხლაანთას , ქალაქიდან სტუმრები ჩამოვიდნენ . მაშინ გამოუცდელი ყმაწვილქალი ვიყავი და გული სიამით შხიოდა . მეც დამიძახეს . სალათისთვის მწვანილი სჭირდებოდათ და იქვე ბაღჩაში გამგზავნეს მოსაკრეფად . თენგიზიც იქვე იჯდა და თუთუნს აფუილებდა , თან მალულად ათვალიერებდა ჩემს ჩადგმულ თეძოებს . გადავიხარე თუ არა , მწველი მზერა ვიგრძენი . აღშფოთებული წამოვხტი , ეს რომ ვინმეს გაეგო , ვინღა მომიყვანდა ცოლად ! ჰოდა , მაშინ პირველად გადავწყვიტე , რადაც არ უნდა დამჯდომოდა , თენგიზს ცოლად შევტენოდი . იმავე ღამეს განვახორციელე ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი . დილით თენგიზის მკლავზე წამოკოკროჭინებულს გამომეღვიძა . ასე ჩავაბარე სრულიად უცხო მამაკაცს ჩემი ნანინანატრი ქალიშვილობა .
- ერთ - ერთ შეკითხვაზე პასუხში ნახსენები გაქვთ საოვულაციო ტესტი , სად . . .
- მაქვს ლიმფომა III სტადია , მაინტერესებს სხივური თერაპიის უკუჩვენებები . ვარ 27 წლის . გადავწყვიტე ჯერ არ გავიკეთო ქიმიოთერაპია , რადგან საგრძნობლად აქვეითებს ორსულობის ალბათობას , დაგეგმილი მაქვს ბავშვის გაჩენა . ბოდიშით დაულაგებელი კითხვისთვის , სულ . . .
ნი2 : ბატონო ანდრო , გილოცავთ ! ანდრო ბარნოვი ( ა . ბ . ) : დიდი მადლობა . ნი2 : როგორი გრძნობაა ეს ? ა . ბ . : შესანიშნავი . ასე მგონია ხელმეორედ დავიბადე . მიუხედავად იმისა , რომ ყველაფერი ძალიან საშიშად ჩანს , ერთი შეხედვით , მე მაინც არ მგონია , რომ ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევ . ნი2 : იმედი გაქვთ , რომ რექტორობას მოახერხებთ ? ა . ბ . : რაღა თქმა უნდა . იქ , სადაც ნი2 ნიუსის უცვლელი ექსპერტობა მოვახერხე , რექტორობა მაგასთან შედარებით არაფერია .
" უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის ' ' პროფესიული განათლების შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად კოლეჯი ახორციელებს უმაღლეს პროფესიულ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს .
კომპანია NEXCO გზების მშნებლობასა და რემონტზეა სპეციალიზებული . მან გზის შეკეთება მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ , 17 მარტს დაიწყო და სულ რაღაც 6 დღეში , საქმეს მორჩა !
ერთ - ერთი ასეთი ბლოგი გახლავთ Fashiontoast ( w ) , რომლის ავტორი რუმი ნილია , გოგონა სან დიეგოდან . წერა მან 2007 წელს დაიწყო , ასევე აქვს პატარა ვინტაჟის მაღაზია e - bay - ზე . რუმის საკუთარი ჩაცმულობის დემონსტრირება უყვარს , ასევე მოგზაურობა და ფოტოების გადაღება , რომელსაც შემდეგ თავის ბლოგზე დებს . ამასთან , რუმი არა მხოლოდ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში ( მაგალითად , Forever21 - ისთვის ) , არამედ ცდილობს თავადაც მოსინჯოს ძალები დიზაინის სფეროში . RVCA - ისთვის მან უკვე შექმნა ორი სამოსი . როგორც თავად ამბობს , მისი სტილის მთავარი დამახასიათებელი ეკლექტიზმია - რუმის არ უყვარს ზედმეტად უნაკლო ჩაცმულობა და გამოსასვლელ კაბებს ძველ პიჯაკებს ან ნახმარ ფეხსაცმელს უხამებს .
დიაგნოსტირება და მკურნალობა დიაგნოსტირების მიზნით რენტგენოგრაფიულ და ექოსკოპიურ კვლევას მიმართავენ . დიაფრაგმის ქვეშა აბსცესის დროს ტარდება კონსერვატიული მკურნალობა : ანტიბიოტიკოთერაპია , დეზინტოქსიკაცია , ინფუზიური თერაპია . პუნქციის საშუალებით აბსცესის არეში შეჰყავთ ანტიბიოტიკები . სრული განკურნება მხოლოდ ქირურგიული მკურნალობით არის შესაძლებელი .
" ხრამჰესი 1 " და " ხრამჰესი 2 " რუსული კომპანიის მფლობელობაში გადავიდა
2008 წლის აგვისტოში გაიარა მთავარი აუდიტორის ტრეინინგი - ჩეხეთი , პრაღა
2 . დოგმატიკის თვალსაზრისით ეს ეპისტოლე ისმახურებს იმას , რომ ეწოდოს საეკლესიო იურისდიქციის მანიფესტი . პირველად სწორედ ამ ძეგლშია ცხადად და გასაგებად გამოთქმული მოძღვრება აპოსტოლური მოსაყდრეობის შესახებ . კლიმენტი ხაზს უსვამს , რომ მღვდლების გადაყენების ნებართვა საზოგადოების წევრებს არა აქვთ , რადგანაც ისინი ვერც უფლებამოსილებას მიანიჭებენ ვისმე .
წერილები / ს . ამაღლობელი / / კომუნისტი . - 1924 . - 4 აპრილი . - N76 . - გვ . 1 . - შინაარსი : ყოფა - ცხოვრების საკითხებიდან ; სოციალური რევოლუციის ამოცანები ; ბრძოლა საკუთარ თავთან ; სოციალური ძალების ურთიერთობა ; სამართალი და ზნეობა ; სიცრუე ; დაწესებულება და ქარხანა ; ძველი და ახალი ქორწინება ; ძველი ოჯახი ; ახალი ოჯახი ; პროსტიტუცია ; პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა ; ანტირელიგიური პროპაგანდა ; ქალაქი და სოფელი , პასუხისმგებლობა , ბრძოლა ; სოციალისტური კულტურა [ MFN : 5502 ]
44 . ( საშუალო ) 2005 წელს ინგლისის ქალაქ ნორსჰემპტონში ამ წყვილის საპატივსაცემოდ სკულპტურული კომპოზიცია დაიდგა . ყურადღება შეკითხვა : დაასახელეთ ეს წყვილი .
ოქროს ორდენი შოთა ნადირაშვილს სულ უკეთია . ის მიიჩნევს , რომ ათწლეულების მუშაობას დაუფასებლად არ ჩაუვლია , მარტო იმიტომ რომ პატრიარქის ყურადღება დაიმსახურა .
ეს ქალი კი , ჩადის " საგონკაო მინდორზე " , მანქანასთან მდგომ ხატიას მიენთო ყვირილით - შეენ გოგო , აქ რომ ჩამოდიხარ , ადაპტაცია უნდა გაიარო , გაიგე ? პირდაპირ აქ კი არ უნდა მოხვიდე , წესებია აქ , წესები - და ზურგით მდგარი შემოატრიალა .
" პოლიციამ მცირე ოდენობის ცრემლსადენი გაზი გამოიყენა , დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ " , - განაცხადა ბ - ნმა უტიაშვილმა . მისი თქმით ორი ადამიანი დაკავებულია და ხუთმა , მათ შორის სამმა პოლიციელმა , მცირედი დაზიანებები მიიღო .
კოდორი - მდინარე დასავლეთ საქართველოში , აფხაზეთის ტერიტორიაზე . კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფ . მარცხენა გეწვიშთან , ზღვის დონიდან 740 მ - ზე . ერთვის შავ ზღვას სოფ . აძუბჟის სამხრეთით . სიგრძე 84 კმ ( გვანდრის სათავიდან 110 კმ ) , აუზის ფართობი 2030 კმ2 . მიედინება ვიწრო ხეობაში , შესართავიდან 25 კმ - ზე გადის დაბლობზე , წყლის საშუალო ხარჯი - 123 კუბ . მ / წმ - ში . კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალტაზე . უმთავრესი შენაკადებია : ჩხალთა , მრამბა , ჯამპალი ამტყელით . კოდორის აუზში 100 - მდე მყინვარია ( მარუხი , პტიში , ყლიჩი , კლუხორი , საკენი და სხვა ) , რომელთა ფართობი 80 კმ2 აღწევს . კოდორი საზრდოობს წვიმის ( 31 % ) , მიწისქვეშა ( 28 , 6 % ) , თოვლის ( 22 , 6 % ) და მყინვარული ( 17 , 8 % ) წყლით . წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე . წლიური ჩამონადენის 72 % გაზაფხულ - ზაფხულზე მოდის . შემოდგომაზე იცის წყალმოვადრდნები , წყალმცირობა ზამთარშია . კოდორი წყალუხვი მდინარეა . წლიური ჩამონადენი - 4 , 1 კმ2 . შავ ზღვაში შესვლისას ქმნის დელტას .
ამბობენ , სამყარო ერთი თეორიის ქვეშაა გაერთიანებული , ის ფიზიკის ყველა კანონს მოიცავს , ყველაფრის ახსნა შეუძლია და თუ მას დავუჯერებთ სამყაროში ჩვეულებრივ სამი სივრცითი და ერთი დოითი განზომილების ნაცვლად 11 განზომილება არისო ! ! ! … … თუმცა , ჯერ ყველაფერი არაა დამტკიცებული და ის მეცნიერები , რომლებიც ერთგულდ უდგანან მხარში სიმების თეორიას , კვლავ რჩებიან დიდი მოლოდინის მდგომარეობაში . .
5 . ხომ არ უჩივით ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში მარცხნივ , განსაკუთრებით მაშინ , როცა ძნელად მოსანელებელ საკვებს იღებთ ? თუ პასუხი დადებითია , არსებობს დივერტიკულოზის ( ნაწლავის კედლის პარკისებური გამოდრეკა ) ან დივერტიკულიტის ( დივერტიკულის ანთება ) ალბათობა . რეკომენდებულია ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება . საჭიროა ექიმთან მისვლა . თუ პასუხი უარყოფითია , გადადით მომდევნო კითხვაზე .
მრავალი გაკვირვება მას ცოდნად ექცევა , მერე სიტყვებიც უფრო სწრაფად დალაგდებიან თავში და ნარნარით გაუყვებიან გზას …
საოცარი შედარებებია , ულამაზესი . . . პაოლო იაშვილი გალაკტიონი
აქვეა 14 რეპროდუქცია , რომელიც მხატვრის სხვადასხვა ჟანრის ნახატებს წარმოადგენს .
მითითებულ email - ზე . ამისათვის მიუთითეთ ის მუშა email - ი რომელზეც გსურთ პასუხი მიიღოთ )
დიზაინერ , გოგა ნიქაბაძის წარმატების საიდუმლო , მისი შემოქმედების მრა ვალ ფე როვ ნე ბასა და ინდივიდუალურობაში უნდა ვეძიოთ . " Georgian fashion week " - ზე მის მიერ წარმოდგენილმა კოლექციამ , მაღალი შეფასება დაიმსახურა . ეს იყო ახალი სიტყვა მოდის სამყაროში . სამოსი , რომელსაც გოგა ქმნის განსხვავებული და ძალიან გლამურულია . ჩანს მისი ხასიათი და ზუსტად იკვეთება ის თემა , რომლის მიხედვითაც აკეთებს კოლექციას . მის ნამუშევრებში არის ძალიან . . .
ვახო ახლა ვნახე ვიდეოები , საღოლ ! წარმომიდგენია როგორ ასწორებს მასე ნადირობა , თან თუ ბლომადაა ბატი
პერსონალია : ლავროვი სერგეი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ; ზალტერსი ვალდის - ლატვიის პრეზიდენტი ; სააკაშვილი მიხეილ - საქართველოს პრეზიდენტი ; ნოღაიდელი ზურაბ - " მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის " ; ძიძიგური ზვიად - " კონსერვატიული პარტიის " ლიდერი .
- რამდენიმე თვის წინათ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის , ვიცე - სპიკერების - მიხეილ მაჭავარიანისა და რუსუდან კერვალიშვილის , ასევე , " ქრისტიან - დემოკრატების " ლიდერ გიორგი თარგამაძის სახელზე განცხადებები დავწერე . ვთხოვდი მათ , ან კომპენსაცია მოეცა ჩემთვის სახელმწიფოს , ან ფართით დავეკმაყოფილებინე .
დავამატენდი კიდევ , რომ ეს პროგრამა მაშინ " ძვრება სკაიპში , თუ რაიმე რეკლამირებულ ლინკზე შეხვალთ , ან სკაიპზე ფერადი სტატუსების დაყენებას მოინდომებთ , ასევე , თუ ე . წ . " სკაიპის გამტეხს " გადმოწერთ და ვინმეს სკაიპში მოისურვებთ " შეძვრომას " , ასეთ შემთხვევაში , შეიძლება თქვენვე დარჩეთ თქვენი სკაიპის გარეშე ეს ეხება მათაც , ვინც საკუთარი საიტის რეკლამირებისათვის იყენებს პროგრამა Skype All - ს , ხშირ შემთხვევაში , ესენიც ყალბი , სკაპის გამტეხი პროგრამებია … ამიტომ იყავით ფრთხილად და იქნებით დაცულნი
თუ გახსოვთ ახალგაზრდა მწერალი ქალი ანა მხეიძე ? - მისი მოთხრობა : " ამბრნი , უმბრნი და არაბნი " ? არ ვიცი , რატომ მომეწონა ეს პატარა მოთხრობა , იქნებ იმიტომ , რომ დიდ სიყვარულზე და რომანტიზმზე , რომაა ? !
ჰოდა , ვისაც მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობა სურს და საკუთარ ტრაკში დარწმუნებულია , დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია ქ - ნ ანე რააბს მიმართოს :
სხეულით ხატვა რომ არ გადაეყვანათ საინტერესოც არაფერი იქნებოდა , იმიტომ რომ ამ გოგომ უნდა გაგვაოცოს ! მე თვითონ ხელოვანი ვარ და ძალიან მაინტერესებს !
მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა , რომლის ქრონოლოგია მოიცავს ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდს ( სამუშაო და საბრძოლო იარაღები , სარიტუალო ქვები , სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები , ძვ . წ . VII - VI სს . - ის ბრინჯაოს ფიგურა " მქადაგებელი " , ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებებით და სხვა ) . მუზეუმის ფონდში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა : ძვ . წ IV - II სს - ის ოქროს მონეტები , კოლხური თეთრი , X - XVIII სს - ის ვერცხლის მონეტების კოლექცია , XVIII - XIX სს - ის ხელნაწერები და სიგელ - გუჯრები და სხვ . აგრეთვე : XIX - XX სს - ის გამოცემებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა ( 5000 ეგზემპლარი ) , თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები : ლადო გუდიაშვილის " სამაია " , ელენე ახვლედიანის " ჩვენი სოფელი " , აგრეთვე მოსე თოიძის , რობერტ სტურუას , ს . მაისაშვილის , რ . ადამიას , ნამუშევრები , ირაკლი ოჩიაურის , ჯემალ ბჟალავას ქანდაკებები . მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე . დაფუძნების თარიღი : 1957 წელი ორგანიზაციის ფართობი : 1791 კვ / მ , საექსპოზიციო - 256 კვ / მ , საფონდო - 250 კვ / მ საფონდო ერთეულთა რაოდენობა : 55 064 ექსპონატი საბიუჯეტო სტატუსი : სახელმწიფო ორგანიზაციის კლასიფიკაცია : ისტორიული ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის : უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია : მარტვილის რაიონის გამგეობა
ვიდეო 10 საათის წინ ნანახია - ჯერ ავტორი lazuare
არადა მე სხვანაირი კითხვები მომწონს . მთელი გუნდით რომ ფცქვნი , ფცქვნი და ბოლოს პასუხამდე მიდიხარ … ნაუმენკოს კითხვებთან მიმართებაში " ფცქვნა " შეუსაბამო პროცესია : )
საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს . მთავრობამ ჩაატარა რამდენიმე საჭირო რეფორმა , მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორსაა პროცესის დასასრულისგან . არსებობს პრობლემათა ჩამონათვალი . ინფლაცია ახლა დაახლოებით 14 % - ია , ხოლო ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე - 30 % . მთავრობამ რეალურად უყურადღებოდ დატოვა სოფლის მეურნეობა . შედეგად კი დღეს საქართველოში , რომელიც ოდესღაც მდიდარი სასოფლო - სამეურნეო ქვეყანა იყო , საკვები პროდუქტის 80 % იმპორტირებულია . გარდა ამისა , უმუშევრობა ძალიან მაღალია - დაახლოებით 30 % თბილისში . საქმე ისაა , რომ მიუხედავად გარკვეული ეკონომიკური ბუმისა საქართველოში , ეს ეკონომიკის იმ სექტორებს შეეხო , რომლებიც ბევრ სამუშაო ადგილს ვერ ქმნიან .
ერთი გამონათქვამი ვიცი გლეხი მიდიოდა დახალხს კითხა ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანსო მათ კი უპასუხეს ვერო , მან უპასუხა აბა რათ გინდათ ეს გზა თუ ტაძრამდე ვერ მიგვიყვანსო , გფარავდეს უფალი
ეროვნული ბანკის 7 - დღიან # 27 - ე , რეფინანსირების სესხების აუქციონზე 210 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა .
ხოდა ერთხელ კინაღამ შემიწირა მაგისმა ბოთეობამ : ) ეგ ჭამდა ქათამს და მე ლულკაში ( თუ რა ქვია ? ! ) ვტიროდი , თვეების ვიყავი , რატო ტირისო დედაჩემისთვის უკითხია და შიაო დედამ და გავიდა სამზარეულოში საჭმლის შემოსატანად და შემოვიდა და რას ხედავს , გალურჯებული ვხრიალებ და პირში ქათმის ბარკალი მაქვს გაჩრილი , დამაპურა რა ძამიკომ : ) ერთხელ მახსოვს ძააან გავამწარე და მომდევს საცემრად , ხოდა მომიმწყვდია კუთხეში და ვსიო დარხეული მაქვს და მოვუტრიალდი და აი ზუუსტად ასეთი სახით ვეკითხები
წიგნს აქვს ილუსტრირებული ალბომის სახე , იგი შეიცავს 273 ფერად ილუსტრაციას , რომელთა უმეტესობა 1973 წელს დაარსებულ სერგო ქობულაძის სახელობის ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიას ეკუთვნის .
2 . გათხოვება ანუ აუცილებლობა და სტატუსის მოპოვება გადავივეთ მეორე ტიპის ქორწინებაზე . ამ კატეგორიაში გადიან ქალები , რომლებსაც არასდროს უოცნებიათ გათხოვებაზე . ისინი წყნარად მიჰყვებოდნენ საკუთარი ცხოვრების მდარე და უინტერესო დინებას . ინერციით მოქმედებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე : დაამთავრეს სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი ( ბაკალავრიატი + მაგისტრატურა ) , დაიწყეს მუშაობა . თვალსა და ხელს შუა გადააბიჯეს 23 წლის ზღვარს და აქ დაიწყო მთელი " უბედურება " : ოჯახი , ნათესავები და მეზობლებიც კი ლაპარაკს იწყებენ - " ეს გოგო არ აპირებს გათხოვებას ? კი მაგრამ , რამე პრობლემა ხომ არ აქვს ? " და ასე უსასრულოდ . გოგონა , რომელიც არ გამოირჩევა შინაგანი სიძლიერით , ვერ იტანს ასეთი ჭორების გავრცელებას . ოჯახი , მეგობარი ან სხვა რაიმე საშუალებები ეხმარება მას იპოვოს " ცხოვრების მამაკაცი " , რომელიც მას იმ აუცილებელ და საციცოცხლოდ მნიშვნელოვან - გათხოვილი ქალის სტატუსს მიანიჭებს . ამის შემდეგ მისი ცხოვრება კალაპოტში ჯდება . უჩნდება შვილები , გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის სამსახურიდან და სიცოცხლის დარჩენილ წლებს 2 საყვარლიან ქმართან ერთად ატარებს . ქალი არ არის ბედნიერი , სამაგიეროდ მას აქვს " კარგი ქალის " სტატუსი და ეს უმთავრესია , სასიცოცხლოდ უმთავრესიც კი .
მოვაბი თავი , როგორც იქნა , ბაკურიანის სასტუმროების სურათების ინტერნეტში ატვირთვას და გამოქვეყნებას . სულ მინდოდა საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა ბაკურიანი - გუდაურის სასტუმროებზე . შარშან ინფო - ტურის ფარგლებში წაგვიყვანეს ტურისტულებიდან , დაგვათვალიერებინეს და გვაცხოვრეს ბაკურიანისა და გუდაურის საუკეთესო სასტუმროებში . საუკეთესო რეალურად რამოდენიმე აღმოჩნდა მხოლოდ . მე მათ განხილვას არ დავიწყებ , უბრალოდ გთავაზობთ რეალურ სურათებს . იმედია გამოგადგებათ ბაკურიანი - გუდაურში სასტუმროს შერჩევისას . ამ პოსტში განვათავსებ ბაკურიანის სასტუმროთა ბმულებს . სურათები ყველა ჩემი გადაღებულია და გთხოვთ , გამოყენებამდე მკითხეთ მაინც .
პროთაგორამ თავის მოსწავლესთან , ევათლოსთან დადო ამგვარი ხელშეკრულება : ასწავლიდა მას სოფიზმს და თუკი ევათლოსი , სწავლის დასრულების შემდეგ , მოიგებდა თვის პირველ სასამართლო პროცესს , იგი გადაუხდიდა პროთაგორას სწავლების საფასურს , 10 ათას დრაჰმას , ხოლო თუკი წააგებდა არც არაფერს . მაგრამ სწავლების დასრულების შემდეგ ევათლოსმა სულ სხვა საქმეს მოკიდა ხელი და საერთოდ უარი თქვა სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე . რა მოიმოქმედა პროთაგორამ , რომ გასჩენოდა სწავლების საფასურის მიღების საკმაოდ დიდი შანსი ?
საკვანძო სიტყვები : ტექნიკის გატანა ; ახალქალაქის ბაზა ; რუსეთთან ურთიერთობა ; ბუნებრივი აირი ; ელექტროენერგია ; კონფლიქტები .
1921 წელს ლენინის მიერ მცირე ხნით " ახალი ეკონომიკური პოლიტიკის " ( რუსულად : НЭП ) შემოღების შემდეგ , რომლის დროსაც გარკვეულ წილად დაიშვა კერძო კაპიტალური საკუთრება , ძალიან მალე ლენინმავე ყველა სახის ინდუსტრიული საკუთრება და მიწა - ფორმალურად სახალხო საკუთრებად , სინამდვილეში კი - სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა . ამით საბჭოთა ხელისუფლება კომუნისტური წესწყობილების შემოღებით თავად ერთადერთი და უკონკურენტო კაპიტალისტი გახდა .
შე საძ ლოა , ვინ მეს გა და ჭარ ბე ბულ ნათ ქ ვა მად მო ეჩ ვე ნოს , მაგ რამ გუ შინ დე ლი " დი ნა მო " , თუ არ ჰგავ და , აშ კა რად ცდი ლობ და მა ინც " ბარ სე ლო ნას " სტილ ში თა მაშს . მე ტო ქის თ ვის ბურ თის და მალ ვა , სწრა ფი პა სე ბი , ბურ თის და კარ გ ვის თა ნა ვე მკაც რი პრე სინ გი , ერ თი შე ხე ბით თა მა ში , ფლან გე ბის მო ნაც ვ ლე ო ბა , მე ტო ქის სა ჯა რი მო ში მო უ ლოდ ნე ლი და გამ ჭო ლი გა და ცე მე ბი - ეს ყვე ლა ფე რი გუ შინ მარ თ ლა იხი ლა ეროვ ნუ ლი სტა დი ო ნის ტრი ბუ ნებ ზე მი სულ მა 10 ათა სამ დე ქო მაგ მა და ვფიქ რობ , ნა სი ა მოვ ნე ბიც დარ ჩა . აქ საქ მე მარ ტო 2 ლა მაზ გოლ სა და " მშრა ლი " ან გა რი შით გა მარ ჯ ვე ბა ში არ არის . რა თქმა უნ და , " ბარ სე ლო ნამ დე " ძა ლი ან შორ საა , მაგ რამ უკ ვე მი სა სალ მე ბე ლია თუნ დაც ის გა რე მო ე ბა , რომ " დი ნა მო " სწო რი და თა ნა მედ რო ვე ფეხ ბურ თის თა მაშს ცდი ლობს . თუმ ცა კი , რო გორც მატ ჩის შემ დეგ ალექს გარ სი ამ აღ ნიშ ნა , წინ კი დევ უდი დე სი სა მუ შაოა ჩა სა ტა რე ბე ლი და ეს მხო ლოდ გრძე ლი , მომ ქან ც ვე ლი გზის და საწყი სია . თა ნაც , წარ მა ტე ბუ ლი და საწყი სი .
მაჰმადიანებისაგან ქეთევან დედოფლის ხორციელ წამებასა და მოკვდინებას არანაკლები განსაცდელი უსწრებდა წინ - კათოლიკე მისიონერთა მცდელობა - ტკბილი სიტყვით განედრიკათ იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან . თუმცა ისინი დედოფალს ადამიანურად თანაუგრძნობდნენ , დიდად პატივს სცემდენ , მისი წმინდა ნაწილების გადარჩენისათვისაც დიდი ამაგი გასწიეს და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის , მაგრამ როგორ შეარყევდა ქართველი კაცის სარწმუნოებას , ქეთევან დედოფალი რომ მართლაც კათოლიკედ აღსრულებულიყო , რადგან ქართველი ერის ამ საშინელი განსაცდელის ჟამს , მართლმადიდებლობის შენარჩუნებისას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მაგალითის ძალას . მაღალი ფენები : მეფე - დედოფლები , მთავრები , თავად - აზნაურობა და მათი ოჯახის წევრები სამაგალითონი იყვნენ მოსახლეობის დაბალი , მრავალრიცხოვანი ფენებისთვის . თუ მაღალი ფენები ქრისტიანობას იცავდნენ , დაბალი ფენებიც ასევე იქცეოდნენ , მაღალი ფენების გამაჰმადიანე - ბას დაბალი ფენებიც გამაჰმადიანებით პასუხობდნენ . ასე მოხდა თურქთა მიერ დაპყრობილ სამცხე - საათაბაგოში , რომლის მმართველსაც უკვე ათაბაგი კი არა , ფაშა ეწოდებოდა : " მოკვდა უსუპ - ფაშა , მის ადგილზე დაჯდა მისი ძე როსტომ - ფაშა , ნაშობი მხევალისაგან . გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და მის მეუღლეს მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა . ქალი შეძრწუნდა და თავის მოკვლის მიზნით კლდეზე გადაჩეხვა დააპირა , მაგრამ არ დაანებეს . ამის შემდეგ საშინელი გადაწყვეტილება მიიღო და თურქებს უთხრა : " თუ მთელ საათაბაგოში ყველა ქალსა და კაცს გაათათრებთ , მეც თანახმა ვიქნებიო , ხოლო უკეთუ არა , თავს მოვიკლავო " . და როდესაც ყველა გაათათრეს ( გაამაჰმადიანეს ) , მანაც შეიცვალა რჯული . მაშინ ღმრთის რისხვა დაატყდა სამცხე - საათაბაგოს : შებილწეს წმინდა ეკლესიები და მონასტრები და ბოსლებად აქციეს . სამღვდელო კრებულმა , ეპისკოპოსებმა და მოწესე კაცებმა დატოვეს თავისი სამყოფელი , წმინდა ჯვარ - ხატნი და ნაწილნი წამოიღეს და საცხოვრებლად ზოგი ქართლ - კახეთში , ზოგიც გურია - იმერეთში გადავიდნენ " .
დამახასიათებელი მოხერხებულობის წყალობით როგორც ვხვდებით იმ გამოწვევებზე , მოვა , ჩვენ ვცდილობთ , მოვძებნოთ ყველაზე ეფექტური საშუალება სრულფასოვნად ჩვენი მიზნების მისაღწევად . ჩვენ გამოვიყენებთ დამახასიათებელი მოხერხებულობის წყალობით , resourcefulness , შემოქმედებითობა და ხმის მართვის პრინციპები იბრძვიან მსოფლიო კლასის შედეგი . ჩვენ მივუდგეთ ყველა პრობლემას ბალანსი ენთუზიაზმით და სიბრძნეს ჩვენი ძალისხმევა , რათა შევასრულოთ ჩვენი ხედვა .
იტალიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს , რომ ჰომოსექსუალობის განმსაზღვრელი გენი ზრდის ქალის ნაყოფიერების უნარს . სწორედ ამის გამოა , რომ დედამიწაზე კაცობრიობა დღემდე არ გადაშენებულა . მიუხედავად იმისა , რომ ჰომოსექსუალიზმის პრობლემის კვლევა რამდენიმე ათეული წელია ინტენსიურად მიმდინარეობს , არატრადიციულ ორიენტაციასთან დაკავშირე - ბული გენის გამოყოფა დღემდე ვერ მოხერხდა . გაურკვეველი იყო , რატომ არ ქრებოდა ის მომდევნო თაობებში - ჰომოსექსუა - ლური მიდრეკილების მქონე პირები ხომ შთამომავლობას ჰეტეროსექსუალებზე გაცილებით იშვიათად ტოვებენ .
" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში " არ ადასტურებენ იმ ინფორმაციას , რომ აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყდათ და აცხადებენ , რომ ამის მიზეზი აბონენტების ცენტრალურ მაგისტრალზე გადართვის პროცესია , რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება .
გაიარე რეგისტრაცია და გახდი საიტის სრულყოფილი წევრი და თქვენ შეძლებთ სიახლეების დამატებას რეგისტრაცია
რომელია ყველაზე ოპტიმალური და რეალური , რომელია იდეალური და აბსურდული ? . .
ვიმედოვნებ , ვებ - გვერდი დაგეხმარებათ ჩვენი ქვეყნისა და ნატო - ში საქართველოს მისიის მუშაობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში . სიამოვნებით ვუპასუხებთ შეკითხვებს და გავიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს .
კი მოხდა და ალბათ კაცობრიობის განვიტარებისტვის საჭიროც იყო მაგრამ ძაან დიდი მსხვერპი იყო სულ გაწვეული იყო 110 მილიონი და 62 მილიონი დაიღუპა აქედან 27 მილიონი საბჭოტა კავსირიდან და აღსანიშნავია რო გერმანიამ მხოლოდ 5 მილიონი კაცი დაკარგა თან ძაან სასატიკი ომი იყო საკონცენტრაციო ბანაკები ტყვე ჯარისკაცების წამება ბავშვები ქალები ნუ ეს კი ყველა ომში ხდება მაგრამ მეორე მსოფლიო ომი განსაკუთრებულად სასტიკი იყო
საკვანძო სიტყვები : ექსპრესიონიზმი ; მოდერნი ; კონცეპტუალური ხელოვნება ; ქორეოგრაფია .
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით , დაკავებულია რამდენიმე ადამიანი , მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე ქალბატონი ნანა . ბ და ე . ზ . დაკავებულები არიან ასევე უკრაინის მოქალაქეები ს . ტ . ნ . ბ . და ნ . ა .
ანოტაცია : შსს - მ ყალბი ჩვენების მიცემის ფაქტზე უწყების ყოფილი აგენტი ქეთევან თხილავა დააკავა
ირაკლი გედენიძის დაკავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა კომენტარი გააკეთა
ჰაი ჰაი ქართველებო არ გადაშენდებით სანამ aleqsandre - ეს ნაირი კაცები დადიან შენს მიწაზე ! იხარე იხარე შენს ოჯახში ქრისტეს რწმენით ძმაო ალექსანდრე აი ასეთი კარგი პასუხისათვის პადრე გუჯასადმი !
პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება . მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს . ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს . ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი . ეგვიპტელების რწმენით , ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი . მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა . პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა - გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ , თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს , ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით , ქვის სამტეხლოებში , ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა . პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში . იგი ხეოფსის მმართველობის 31 - ე წელს დასრულდა . დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი , თითოეული 2 , 5 ტონამდე სიმძიმის , სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს . პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს . გათლილი ქვის ფილები ისეა ერთმანეთთან მიდგმული , შიგ ნემსის გატარებაც ჭირს . პირამიდას შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს . ვიწრო დერეფანი შედის სამარხში , სადაც ფარაონის კუბო იდგა . იგი ჩვენამდე არ შემონახულა . გვერდითი დერეფანი დედოფლის აკლდამაში გადიოდა . ხეოფსის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი გაკვეთეს , ტვინი და შიგნეულობა ამოაცალეს , სხეული 70 დღე მარილიან წყალში შეინახეს , სურნელოვანი ფისი წაუსვეს და გამზადებული მუმია სუდარაში გაახვიეს
lelukaa ხო ვნახე ეგ . გამიცრუვდა იმედები ძალიან ( მე რაც მქონდა ჩაყრილი კალათაში 50 ცენტი მოაკლდათ მარტო . არადა და შავი პარასკევის ინფოში ეწერა 60 % - იანი ფასდაკლებააო . იმედია ხვალ იქნება ეგ აქცი და მარტო ეს ფასდაკლება არა .
შესავალი : ვისაც სუსტი გული გაქვთ , ნერვებთან , უძილობასთან , სიბნელესთან ან რაიმე ფობიასთან პრობლემა , გთხოვთ , დატკბეთ . . თემა რა შუაშია და , მე ვეხები Bear Grylls - ს . კაცს , რომლის შესახებაც ბევრი არა გამეგებოდა რა , სანამ საქართველოში ჩამობრძანდებოდა და ჩემ გარშემო ყველა მისი ნახვის შანსის ხელიდან გაშვების გამო დაიწყებდა გლოვასა და ვაებას , ლოყვების ხოკვასა და ღაწვთა გლეჯას . საქართველოს მცხოვრებთა ინფორმაცია ამ კაცზე შემოიფარგლება დაახლოებით ამის მსგავსი რაღაცით : " მაგარი იდიოტია ეს ბეარ გრილზი იმიტომ რომ საკუთარ შარდს სვამს იმისთვის რომ შოუ მოაწყოს და მაგარი მაყუთი აიღოს " . .
4 . საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხთა განხილვაში , რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები .
ამგვარ რთულ პოლიტიკურ გარემოში ლევანი ოდიშს უდიდესი ოსტატობით უძღვებოდა . 1620 - 30 - იან წლებში თურქების იმპერია გარე კონფლიქტებით იყო დაკავებული და ისიც აკმაყოფილებდა , რომ ოდიში ოსმალეთის სულთანს ყოველწლიურ ხარკს უხდიდა და სანაცვლოდ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა . უფრო მეტიც , სტამბოლიდან ელჩების ვიზიტის დროს ლევანი ცდილობდა მათთვის ქვეყნის მდიდარი რაიონები არ ეჩვენებინა ; ის და მისი კარისკაცები შელახულ ტანისამოსს იცვამდნენ ; ამით იგი ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა , თითქოს ოდიში ღატაკი და საცოდავი მხარე იყო და მისი დაპყრობა არც კი ღირდა .
კვერცხობაა ლაი - ლაი . ხანდახან ძმაკაცის ნომერზე რო ვრეკავ მეუბნება ნომერი რეგისტრირებული არ არისო , მერე 5 წუთში რეგისტრირდება თურმე
_ ნათქვამია კავშირის განცხადებაში . და კიდევ , 20 მარტს მუამარ კადაფიმ მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა , რომელშიც განაცხადა , რომ , , ოკუპანტების დამარცხება გარდაუვალია ' ' .
მე ვიტყოდი როგორი შესანიშნავი ნაწარმოებიცაა , , კრაზანა " , ისეთივე შესანიშნავია ეს ლექსიც : )
პირველი ნომრად მინდა წარმოგიდგინოთ მაიკლ ჯექსონი . . ! ! ! ! განუმეორებელი , არაჩვეულებრივი ადამიანი , პოპის მეფედ აღიარებული მომღერალი . . რომლის პლასტიკის და სცენაზე შესრულების მანერის ნახვა ღირს ერთ რამედ . . ! მისი ბიოგრაფია ისედაც ყველამ იცის ამიტომ არ დავწერ . მინდა შემოგთავაზოთ მისი ( და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ) სიმღერები , კლიპები და ლაივ შესრულებები ! < 3
ქათმებსაც კი ელაპარაკებოდა დ ისინიც პასუხს სცემდნენ , ნუ იცინით , მართლა . ის კი არა სახელებს არქმევდა და ისე ეძახდა ხოლმე . ერთხელ მამალი დაკოდა , უნდა გენახათ , რამხელა გაიზარდა და როგორ დაბაჯბაჯებდა ეს მამალი ეზოში …
H & M მაღაზიათა ქსელი რომელიც ხშირად ხდება ახალი ამბების ეპიცენტრში . ეს არის მაღაზიები რომლების წინ მომხმარებელი საათობით მდგარა რიგში ახალი კოლექსიის მოლოდინში საოცარი მასალა დევს თუნდაც იუთუბზე ამ რიგების შესახებ 2004 წლიდან Hennes & Mauritz - მა თანამშრომლობა დაიწყეს რამდენიმე მსოფლიო დონის … Continue reading
ამის შესახებ " თავისუფალი დემოკრატების " ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა , რომ კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტები და ის პიროვნებები უნდა იყვნენ მიწვეული , რომელთა რეპუტაცია საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს . " მომხდარ ფაქტს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს . ჭეშმარიტების დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას ენიჭება . უნდა შევქმნათ ერთიანი სამოქალაქო ფრონტი , რომელიც სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის მებრძოლ ყველა პროფესიისა და ეროვნების ადამიანს გაგვაერთიანებს " , - განაცხადა ალასანიამ .
ხომ ვამბობდი დროებითია თქო . . . პრინციპში კარგად ვარ . ნუუუ , ჯერ ბოლომდე კარგად არა , მაგრამ უკეთ ვარ . აღარ ვიღრინები . . . გუშინწინ ბუჩას ლამის ნეკა თითი მოვაჭერი , მეთქი შენი ზოლინგერის დანით ნეკას მოგაჭრი თქო , ხოდა კაიო და დადო ხელი მაგიდაზე , მე კდიევ ავიღე და დავიწყე გაჭრა , არ მაქვს ტორუმზები აშკარად . ჩემმა მეჯვარემ თქვა , ჯერ არ იცის ეტყობა რომ შენთან მასეთი ხუმრობა არ შეიძლებაო . ხო პლუს , ვიღაცამ მითხრა , ორსულობაში ჩადენილი დანაშაული ისე ითვლება , თიტქოს შეურაცხადი იყო ადამიანი და ისე ჩაიდინაო . ხოდა ოპააა . . . ეხლა ვფიქრობ ვინ არ მევასება რომ რამე ვუჩალიჩო თქო , ჯერ ვერ გავიხსენე ვერავინ . ოპოზიციის მიტინგის მოლოდინშია მთელი ქალაქი , ძალიან ვიხალისე . ნანუკასთან კლასში 10 ბავშვი იყო მარტო 22 - დან . სხვა სკოლებშიც მგონი არაა უკეთესი მდგომარეობა , ვერ ვიტან პანიკას აყოლილ ხალხს . გუშინ ჩემ დასთან ვიყავი და დამლაგებელი იძახდა , უი როგორ მეშინია ხვალინდელი დღისო . მთავრობის კი არა , რუსებმა რომ არ დაგვარტყასო , ჯარი დგას თბილისთან ახლოსო . შარშანაც სამსახურში ვიყავი გაზი რომ გაუშვეს და დაარბიეს მიტინგი , აივანზე ვერ გავდიოდით . 50 მეტრშია ჩემგან მთავრობის სასახლე . მიტინგს ონლან რეჟიმში ვუსმენდი ფაქტიურად . მაგარი აბდაუბდა სიზმარი დამესიზმრა . ვითომ სამაჩაბლოში ვიყავი ბილიკზე დავრბოდი , და გზაზე გვამი გავჩითე , ცოტა გახრწნილი , 4 აგვისტოს გარდაიცვალა როგორც მერე გავარკვიე , ფურცელი ქონდა სადაც ეწერა რომ ამერიკელი ტურისტი იყო . მეთქი ნახეთ ესე იგი მანამდეც ისროდნენ რუსები თქო , ხოდა ვითომ ეხლაც იყო სროლები ( ეს სულ იმ დამლაგებლის ბრალია , ჩემ დასთან რომ ვნახე . მერე დამესიზმრა ვითომ ვიმშობიარე უკვე და გავაჩინე " ღოღო " ( როგორც ბუჩა ეძახის ) , 60 სმ . და 3 კილო და 60 . ( ეს 60 რატომ ვერ ვხვდები ) . ხოდა ვიძახდი , კიდევ კარგი ეხლა გავაჩინე , თორემ 9 თვიანი რომ გამეჩინა , რამხელა იქნებოდა თქო . ხოდა მაგარი საყვარელი და წყნარი ბაწუკა იყო . გავედი მოკლედ . დღეს უფროსი არ არის და მალე წავალ . ჯერ ეკლესიაში , მერე ნანუკას გავუვლი და მერე სახლში ავალ . გუშინ ბუჩამ სამზარეულოში წყალი დამიმონტაჟა და ჭკუაზე არ ვარ : ) ქისსიზ ენდ ჰაგზ : )
27 . როგორც რკინა თავისდაუნებურად ემორჩილება მაგნიტს , ისევე უნებურად სძლევს ვნებები ვნებას დაჩვეულ ადამიანებს .
აბრეშუმის პარკის უხვი მოსავლისათვის : მოწინავე მეაბრეშუმეთა [ წულუკიძე ] რაიონული თათბირი : [ 1949 წელს მეაბრეშუმეობა - მეთუთეობაში საწარმოო დავალების გეგმის შესრულებისა და 1950 წლის ამიცანების შესახებ და 1949 წელს სოციალისტურ შეჯიბრებაში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ] / / დამკვრელი . - წულუკიძე , 1950 . - 13 მაისი . - N37 [ MFN : 150636 ]
ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ , ძმებო , ცოცხალ , წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს , და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება . ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას , არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით , რათა შეიცნოთ , რა არის ნება ღვთისა , კეთილი , სათნო და სრული . ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას : ნურავინ იფიქრებს თავის თავზე [ . . . ]
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია " ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის " თავმჯდომარემ , ლია მუხაშავრიამ განაცხადა , პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო და საზოგადოებაში ამ საკითხზე ღია მსჯელობა არ ყოფილა .
" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის " წევრის თამარ კორძაიას თქმით , საიამ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს მოითხოვა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გარკვეული ტიპის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალდებულებინათ :
პერსონალია : სარკოზი ნიკოლა - საფრანგეთის პრეზიდენტი ; გერინი ლიონელ - საფრანგეთის კომერციული ავიაციის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი ; ლედი გაგა - მომღერალი .
38 . კომისარი მიესალმება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბებას . ტრენინგების პროგრამები უნდა მოიცავდეს სათანადო ინფორმაციას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ . მეტი ძალისხმევაა საჭირო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების კონტექსტში , განსაკუთრებით არასათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების პრობლემის მოგვარების კუთხით ( იხ მუხლი 10 ) .
ანოტაცია : ევროკვშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხები ერა - ს ბიუროს სხდომაზე
საკვანძო სიტყვები : კვების პროდუქტების გამოფენა ; უცხოური კომპანიების ჩამოსვლა საქართველოში ; ქართული ბაზარი ; შოკოლადის წარმოება .
ნადირობა , გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება . ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ - ერთი უძველესი დარგი . თავდაპირველად ( პალეოლითის ეპოქაში ) . . .
თუმცაღა , ბიბლიაში მოხსენიებული " ჩვეულებრივი " გველები ( ძველებრაულ ტექსტში - ნახაში და სარაფი ) ასევე არ წარმოადგენენ ყველანი ჩვეულებრივებს . მაგალითად , რომელ არსებას შეიძლება აღნიშნავდეს მფრინავი გველი ( ეს . 30 , 6 ) , რომელსაც აქვს დაბუდების , კვერცხების დადების , ნაშიერების გამოჩეკვისა და მათზე ზრუნვის უნარი ( ეს . 34 , 15 ) ? ესაიას 14 , 29 - ს რუსულ ვარიანტშიც კი ეს გამონათქვამი გადათარგმნილია როგორც მფრინავი დრაკონი . ზოგიერთი მკვლევარი მათში ხედავს მფრინავ რეპტილიებს . ამას გარდა , მეორე რჯულის მე - 14 თავის მე - 19 მუხლი ტრადიციულ თარგმანებში განმარტებულია ( მათ რიცხვში - რუსულ სინოდურში ) , როგორც აკრძალვა ყველა მფრინავი ქვეწარმავლის საკვებად გამოყენებისა . სამწუხაროდ , წმინდა წერილის ავტორები ამის მიზეზის განმარტებას არ გვაძლევენ , თვლიან რა , რომ მათი თანამედროვე მკითხველი , ვისთვისაც პირველ რიგში იყო განკუთვნილი ეს კანონები და წინასწარმეტყველება , ისეც კარგად მიხვდებოდა , რომელ არსებებზეა საუბარი .
აუ ხალხნო რა ზღაპრებს წერთ აქ . . . . ვერანაირად ვერ დაიკლებს ადამიანი დღეში კილოს . . . . ისეთს ნურაერს დაწერთ აქ რისიც თავად არ გჯერათ ! . . . . ( ნუ ატყუებთ ამ ხალხს . . . . ყველაზე ეFექტური დიეტაა : ვარჯიში , უფუროთ საჭმლის ჭამა , და გვიან მორიდება საკვებთან . . . დაიცავიტ ეს ტიეტა . . . მანამდე სანამ არ მოიკლებთ . . . მე მთელი 9 თვე ვიცავდი და 24 კილო დავიკელი . . . ( ეს არის არაჩვეულებრივი შედეგი ! . . .
ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა , ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას , არამედ მერმეცა მრვალ - ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი , ცრემლითა სინანულისათა , რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
- რომელი ყავა უფრო სასარგებლოა ხსნადი თუ ნალექიანი ?
ხალხო ჩვენ რას გავაკეთებთ საქართველოსთვის ესაა მთავარი , მაგ ხალხმა შემოგვინახა დღევანდელი საქართველო . ეგ დიდი ადამიანები სააქრთველოს შეეწირნენ და უბრალოდ სირვხვილია ჩვენ შევაფასოთ და განვსაჯოთ ვინ უფრო დიდი საქმე გააკეთა * . ნუთუ არ არის დრო რომ საკუთარი თავი შევაფოასოთ . . . საქართველოს ისტორის რომ გადავხედოთდღეს ეკლესია , სარწმუნოება ასრულებდა ყველაზე დიდ როლს ქართველი ერის ცნბიერებაში . დღესაც ასე არ არის ? რომ არა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი ერი არ ვიცი იარსებებდა თუ არა . .
" რომამ " ესპანელი ლუის ენრიკეს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა
საკვანძო სიტყვები : ზმნა ; სუბიექტური და ობიექტური პირები ; პირის ნიშნები ; სუფიქსები ; პრეფიქსები ; გამონაკლისები .
რადგან არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და ნაციონალური მაუწყებლები პირდაპირ ეთერში არ გადასცემენ აქციის მსვლელობას , ტელეკომპანია , , თრიალეთი " საგანგებო რეჟიმში ახორციელებს ტელეკომპანია , , მაესტროს " რეტრანსლირებას შიდა ქართლის რეგიონში . , , ის რაც ხდება თბილისსა და ბათუმში , ამის შესახებ საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას . ჩვენ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და დაუტოვოთ არჩევანის საშუალება . მედიის უპირველესი მოვალეობა არის საზოგადოების ინფორმირებულობა . რადგან ტელეკომპანია , , თრიალეთი " ამ ეტაპზე ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე
რა თქმა უნდა , ყველა გამომსვლელი ქართული ენის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას . დარბაზში ისხდნენ ისეთებიც , ვინც გასულ საუკუნეში უშუალოდ მონაწილეობდა მაშინდელ გამოსვლებში დედაენის დასაცავად .
მხოლოდ ამის შემდეგ მარცხდება ცოდვის ვეშაპი და მის , ანუ ქაჯეთის ციხის , მიერ " გადაყლაპული " მთვარე - ნესტანი უბრუნდება სატრფოს ( " ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა " ) .
2000 კმ მაქ გავლილი რაც ზეთი შევცვალე და ისევ თავის პერზეა ვერ გავიგე რატო უნდა გაშავდეს თუ საცვავი კარგია და ძრავს თუ პრობლემა არ აქ ? რას არ გაიგებ აქ ზოგი იძახის გრამს არ იკლებსო აბა 6 ატასამდე რო აგყავთ აბაროტი ზეთი არ უნდა ჩამოს ? ცოტა მაინც ? მითუმეტეს ბმვ
1994 წლის აგვისტოში მღვდელ - მონაზონ სერაფიმეს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა . 1995 წლის 5 აპრილს , უწმიდესისა და უნეტარესის , სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II - ის ლოცვა - კურთხევით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დაარსდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია . ახლადდაარსებული ეპარქიის ეპისკოპოსად სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა გამოარჩიეს იღუმენი სერაფიმე .
` არამიანცის კლინიკის ` სახელით ცნობილი პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალური ნაგებობი პრივატიზაციას დაექვემდებარება .
ანოტაცია : ბათუმის აკვატორიაში ქართულ - თურქული საზღვაო სამხედრო წვრთნის დაწყების შესახებ
რა თქმა უნდა ! უდავოდ ! ადამიანი იუმორის შეგრძნების გარეშე არაფერია და ეს , რა თქმა უნდა , მის მუსიკაზეც აისახება . ადამიანებს , ვისაც სხვისი გაცინება შეუძლიათ , როგორც წესი , სამყაროს ღრმად შეცნობის უნარიც აქვთ . კომიკოსები ჩემთვის ყველაზე ღრმა ადამიანები არიან . მათ კარგად ესმით ცხოვრება . ყველა დიდ მუსიკოსს , ვისთანაც ვთანამშრომლობდი , გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდათ . ეს აუცილებელია ! ასე იყო დინა უოშინგთონთან , ასე იყო ქენონბოლთან , რომელიც უფროს ძმად მიმაჩნდა , ასე იყო მაილზთან და ასე იყო ჯეიქო პასთორიუსთან , რომელიც უმცროსი ძმასავით მიყვარდა . . . ჩემი დღევანდელი ბენდი კი ამ მხრივ ალბათ ერთ - ერთი საუკეთესოა . უკვე თითქმის ერთი თვეა , რაც ტურნეში ვართ და ყოველი დღე ერთად ყოფნის სიხარული და სიცილ - ხარხარია . მე უკვე ხანში შევედი და იმდენს არ ვერთობი , რამდენსაც ჩემი ახალგაზრდა მუსიკოსები , რომლებიც გამთანგველი კონცერტის შემდეგ , დილის ექვს საათამდე სხვადასხვა კლუბებში დროს ატარებენ ხოლმე . ჩემს ახალგაზრდობაშიც ზუსტად ასევე იყო .
ქართული ფოლკლორი > ძველი ჩანაწერები > ჯოკია მეშველიანის გუნდი > მგზავრული
კიდევ ერთი გზა უფრო ინტენსიური ინტერვენციებია . უფრო მეტი ჯარი ავღანეთში , მეტი ნოტაცია საქართველოსა და უკრაინას , მეტი ზეწოლა ისრაელზე , მეტი მუქარა ჰონდურასს , მეტი სანქცია ირანს , მეტი სიჯიუტე ჩრდილო - კორეასთან , მეტი მუდარა რუსეთს , მეტი რჩევა ერაყს . საუბედუროდ , აქედან უმეტესობა არ მუშაობს და მათი ერთობლივი საფასური ბევრად უფრო მაღალი იქნება , ვიდრე ერთი ან ორი ცალკეული წარმატებით მიღებული მოგება .
კამპანიას უძღვება მინესოტაში მდებარე წმინდა თომასის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონ აბრაჰამი . მან აღნიშნა , რომ კამპანია პარტიულ დაპირისპირებას უნდა ჩამოშორდეს .
მიუხედავად იმისა , რომ თითქმის 3 თვე გავიდა ბათუმის ჯაზ ფესტივალის შემდეგ , პირადად მე შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ არ გამნელებია და ამიტომ შევეცდები მიახლოებით მაინც გადმოვცე და გაგრძნობინოთ ის , რაც არ გინახავთ ან კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის , რაც ნახეთ .
ტვინში მოწოლილ თბილ სისხლს ვეღარ ვუძალიანდებოდი . ვალკირიას ნორჩი , შეურყვნელი ძუძუები მხედველობას მიბინდავდა , აზრებს მირევდა , ხელის კანკალით მოვსვი ღვინო ფიალიდან და მოსაფიქრებლად ერთ დღიანი ვადა მოვითხოვე .
ლითლი , ძაღლები და ბაყაყები , ანუ მორიგი update Bad Luck
პერსონალია : გიორგობიანი ბიძინა - საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ; ნაჭყებია ნუგზარ - კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ; ტყეშელაშვილი ხათუნა - ექსპერტი .
სინამდვილეში : ალკოჰოლი იმუნიტეტს აქვეითებს , ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყო - ფობენ . გაციებას ორგანიზმი თვითონვე მოერევა , მთავარია , ხელი არ შევუშალოთ . სასარგებლოა არა ჭიქა არაყი , არამედ წოლითი რეჟიმი , მოსვენება , იმუნიტეტის გაძლიერება ( მაგალითად , ასკორბინის მჟავა ) და სიმპტომური მკურნალობა ( ცხვირის წვეთები , სავლები და სხვა ) .
გარდა ამისა , პარლამენტი განიხილავს თვითმმართელობის შესახებ კანონპროექტთა პაკეტს , რაც ნიშნავს , რომ შემდეგ წელს თვითმმართველობის არჩევნებისთვის , ჩვენ გვექნება რეალური თვითმმართველობა .
ჰმ . მე სხვანაირად მახსოვდა . ანუ 1 წლის შემდეგ უქმდებოდა ლაილაის ნომერი .
სააგენტო BBDO Moscow - ის ოფისში სამუშაოს დასაწყებად , ერთ - ერთმა სამსახურის მაძიებელმა , კომპანიის ოფისის წინ ასფალტზე მწყრის კვერცხებით და კეტჩუპით დაწერა მოთხოვნა მისი სამსახურში მიღების შესახებ , ხოლო დამსაქმებელი კომპანიის სახელი შემწვარი კვერცხებით ააწყო . ამის შემდეგ ამ აქციის ფოტოსურათი ფაილთან და რეზიუმესთან ერთად გაუგზავნა დამსაქმებელს . სამსახურში მოწყობის მცდელობა ივნისის დასაწყისში განხორციელდა და რამდენად წარმატებული იყო ჯერ - ჯერობით არ არის ცნობილი .
ანოტაცია : ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში ჩააბარა , რასაც დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა
აგვისტოს ომმა გეგმებიც აწეწა - მოსკოვში დაგეგმილი გამოფენის გადადებაც უკეთესი დროისთვის მომიხდა , ეს დრო კი არა და არ დადგა ! დღესაც მეპატიჟებიან რუსეთში - ქართული ხელოვნება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კვლავაც აინტერესებს . ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და კონცეპტუალისტები - ლიონა ბაჟანოვი , ანდრეი ეროფეევი , ვიქტორ მეზიანოვი , ლენა რომანოვა - ერთობლივ პროექტებს მთავაზობენ . და ეს ჩვენი პირველი გამოცდილება როდი იქნება . ერთად გვიმუშავია ჩერნოგორიაში , მონტენეგროში იუგოსლავიის ომის დროს . სამხედრო თვითმფრინავით ვმგზავრობდით . შემდეგ კი რუსები და ქართველები მხარდამხარ მთელი თვე საერთო საქმეს ვემსახურებოდით . ასეთი რამ არ დაგავიწყდება . აი რას ნიშნავს ახლო ურთიერთობები . მათი დარღვევა შეუძლებელია , მიუხედავად პოლიტიკანთა ძალისხმევისა . ახლა რუსეთში ჩასვლა მხოლოდ ახლო ნათესავის ვიზით ან ოფიციალური მიწვევით შემიძლია . თუმცა , როგორც აღმოჩნდა , დეიდაშვილი და ნათლული ახლო ნათესავებად აღარ მიიჩნევიან ! მაგრამ მჯერა , რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება . მეგობრობა და ერთობლივი სამუშაო ხომ დარჩა , რაც გვაერთიანებს . დარწმუნებული ვარ , ბევრის გულის გასახეთქად , ჩვენი ბედი კვლავაც გადაიკვეთება .
თაკო ჩხეიძე - თაკოს დიდი ხანია ვიცნობ . ჯერ კიდევ " ნატალიდან " - ამ დროის მანძილზე თაკომ უამრავი ეტაპი გამოიარა დღემდე . . . მახსოვს გიგა . . .
ანოტაცია : " განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის N16 ბრძანების საფუძველზე შპს " ეთისთვის " საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2009 წ . 8 იანვარი
რუსეთი და პოლონეთი ტუ - 154 - ის კატასტროფის მსხვერპლთა სამახსოვრო ძეგლზე სამუშაოდ საერთაშორისო ჯგუფს შექმნიან
ამის დასამტიცებლად , ყოფილმა ომბუდსმენმა ექსპერიმენტი ჩაატარა და სახლში უკვე 6 თვეა მრიცხველი დაამონტაჟა . აღმოჩნდა , რომ 6 თვეში მრიცხველმა 150 კუბური მეტრი დაწერა , რაც 10 თეთრზე გაანგარიშებით სულ 15 ლარია . მაშინ , როცა ებრალიძის 4 სულიანი ოჯახი , თვეში 9 ლარს და 60 თეთრის გაანგარიშებით ექვს თვეზე - 57 ლარსა და 60 თეთრს იხდის .
საკვანძო სიტყვები : სატელევიზიო ეთერი ; რუსეთის ეკონომიკური პრობლემები ; ქვეყნის სოციალური მდგომარეობა ; ჩეჩნეთის პრობლემა .
კაცმა რომ თქვას , ტელევიზორი ოთხკუთხა ფიგურათა ერთ - ერთი უბრალო ნაირსახეობაა , არ აქვს მნიშვნელობა ჩართულია თუ გამორთული , რადგან ოთხკუთხედი ყოველთვის ოთხკუთხედია , მაშინაც კი , როდესაც სულაც არა აქვს ოთხი კუთხე .
- მე ვიცი , რომ ბაადურს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია , თუ სათანადო ფორმაშია და მატჩსაც კარგი განწყობით ხვდება . თამაშის წინ ვთხოვე , მშვიდად ემოქმედა , ბოლოს და ბოლოს , კარლსენს ხვდებოდა . თანაც , წინა ტურში დამარცხდა . მაგრამ ჯობავას შეცვლა შეუძლებელია . აბსოლუტურად საყაიმო ვითარებაშიც კი ეძებს გზას მოგებისკენ . კარლსენთანაც , პრინციპში , თანაბარ ვითარებაში , ბაადურმა რამდენიმე ძლიერი სვლა იპოვა , რამაც მეტოქე რთულ ვითარებაში ჩააგდო . ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების ლიდერმა მაგნუსს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა .
კომპლექსის მცირეფართობიანი ტერიტორია აღმოსავლეთ და ნაწილობრივ ჩრდილოეთ მხრიდან საყდენი კედლითაა გამაგრებული . სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან ეზოს მრუდხაზოვანი მოხაზულობის დაბალი გალავანი ფარგლავს . ეკლესია ეზოს ჩრდილო - აღმოსავლეთ კიდეში დგას და აღმოსავლეთის ფასადით ღელეს გადაჰყურებს . დანარჩენი ნაგებობები ეზოს დასავლეთ ნაწილში მიჯრითაა განლაგებული .
საკვანძო სიტყვები : იმუნიტეტის მოხსნა ; პრეზიდენტის მუქარა ; პარლამენტარის დაკავება .
წინა პოსტში რო გითხარით , საყვარელ მსახიობებს გაგაცნობთთქო შემდეგზეთქო . . . . მოგატყუეთ . . . . დიახაც ! რაა მერე ? ჩემი ბლოგია , მინდა მოგატყუებთ მინდა არა , მინდა დავპოსტავ , მინდა არა , მინდა ამ პოსტს დავადრაფტებ და მერე წავშლი , ან ეგრევე წავშლი , ან სულაც გამოვაქვეყნებ . . . რასაც მინდა იმას ვიზავ . . .
- ბატონო თემურ , თქვენ ბრძანებთ , რომ მეცნიერებათა აკადემია პრეზიდენტის კოლექტიური მრჩეველი უნდა იყოს და მაინტერესებს , რას ურჩევს სააკაშვილსო … " ხომ არ გქონიათ თამაზ გამყრელიძესთან საუბარი ?
" მე ჩამოგითვლით 21 ფაქტს , რომელიც ადასტურებს , რომ XXI საუკუნეში საქართველო იმყოფება სრულ კატასტროფაში ! "
55 . და მახლობელ იყო ზატიკი იგი ჰურიათაჲ , და მრავალნი აღვიდეს წინაჲსწარ ზატიკისა მის იერუსალჱმდ , რაჲთა განიწმიდონ თავი თჳსი .
კანცლერმა მერკელმა კი დააზუსტა : " კავკასიის კრიზისთან მიმართებაში ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს . რუსეთის რეაქციას ვაფასებთ , როგორც არაპროპორციულს " ! პრინციპში , ორივე მხარეს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია . მედვედევმა ფორუმის გერმანელი თანათავმჯდომარის ლოტერ დე მეზიერის სახუმარო ფრაზაც კი მოიშველია , " როგორი ცხარეც არ უნდა იყოს კამათი , მთავარია მხარეებმა შემდგომ ერთად ივახშმონო " . " ვახშამამდე ჯერ ძალიან ადრეა , მაგრამ ჩვენ აუცილებლად ერთად ვისადილებთ " - განუცხადა მედვედევმა მერკელს .
" ვფიქრობ , რომ ამას გამიზნულად აკეთებენ . მრავალწლიანი აღვირახსნილი პროპაგანდის მიუხედავად , მათ ვერ შეძლეს ჩვენი ხალხების მეხსიერებიდან ამოეშანთათ მამა - პაპათა ხსოვნა , ვერ შეძლეს ხალხების ურთიერთდაპირისპირება . - აღნიშნა ალექსანდრე ჭაჭიამ , - პოსტსაბჭოთა სივრცე დასახლებულია ძირითადად პატრიარქალური , ტრადიციული ხალხებით . ჩვენი დარწმუნება წინაპრების არარაობაში , მამა - პაპათა მიმართ სიძულვილის ჩვენში გაღვივება წარმოუდგენელია . აქედან გამომდინარეობს ახალი რეინტეგრაციული პროცესების შესაძლებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში , შესაძლებლობა ერების ახალი თანამეგობრობის ფორმირების , რომელიც თავისი სიძლიერითა და პოტენციური მუხტით შეძლებს , საფუძვლიანად შეცვალოს ძალთა განლაგება მსოფლიოში " .
მომსახურება " ქმარი ერთი საათით " არსი მდგომარეობს იმაში რომ თქვენთან მოდის ფართო პროფილის უნივერსალური თანამედროვე ხელოსანი რომელიც ასრულებს სხვადასხვა სახის წვრილმან სამუშაოებს კერძოდ : წყლის კრანი აპარებს წყალს , კანალიზაცია გაჭედილია , დენის ჩამრთველი არ მუშაობს , კარები ჭრიალებს , ავეჯი შესაკეთებელია , გაზქურას ეპარება .
- მართალი ბძანებაა . მამაა , უცხო რად იქნება ? - დაუმატა ეშმაკობით დათომა .
1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ - თამაზის ბრძანებით . ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი , ოქროსა და ფოლადის კარები , კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა . სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ , რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია , განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ . ამის შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ : საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის დეპუტატ ვ . ი . ეგნატაშვილის მოხსენება : საქ . სსრ უმაღლესი საბჭოს მეოთხე სესია / ვ . ი . ეგნატაშვილი / / კომუნისტი . - თბილისი , 1949 . - 23 აპრილი . - N . 80 [ MFN : 136793 ]
- სახეზე მაქვს დემოდეკოზი . 2 თვეზე მეტია , რაც ვმკურნალობ . დერმატოლოგმა დამინიშნა როზამეტი და კოსმეტიკური პასტა 1 : 1 - ზე . ყოველ საღამოს ვისვამ ამ კრემს და დილით ვიწმენდ სახეს ზეითუნის ზეთით . უკეთესობა მაქვს , მაგრამ . . .
დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე - პირველ წლებში მაინც - არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ . ჯერ ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი , საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში , თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის , რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას . ასე , რომ ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია : მან სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა , რომ 1914 - ში აშშ - ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს . სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების - და არა მარტო მამაკაცების - ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე , შტურმი , რომელიც , " დედის დღესთან " ერთად , დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას , მათ შორის ბრიტანეთს , სკანდინავიის სახელმწიფოებს , გერმანიას მოედო … საქართველოში კი ეს დღე მარტში აღინიშნება . ეს მოკლე ექსკურსი , ახლა კი ჩვენ დღევანდელ დღეზე .
თავდაპირეველად ღმერთმა შექმნა მიწა და ზეცა , იყო უკუნი , არემარეს ბნელეთი ეცვა , მიწას უსახურს , არსით შუქი არ ანათებდა , და წყალსა ზედა სულიწმინდა დაფარფატებდა . ბრძანა უფალმა : ყოფილიყო ქვეყნად ნათელი , იშვა ნათელი , თითქოს ცაში აანთესო დიდი სანთელი . თავადაც ძლიერ მოეწონა ნამოქმედარი , ერთურთს გაჰყარა , სიბნელე და შუქი ნეტარი . სურდა დაერქვა სახელი და ეწოდა რამე , ნათელს დაარქვა დღე სახელად , უკუნს კი ღამე , იყო საღამო , იყო დილა , გასაკვირველი , ასე დასრულდა საღამო და დღე პირველი . და თქვა უფალმა : გამოჩნდესო წყალთ შუა მყარი ასე გაჰყარა ერთურთისგან მიწა და წყალი , მყარს წყალსა ზედა გადაწყვიტა ეწოდა ზეცა , იყო საღამო და დასრულდა მეორე დღეცა . მამა ღმერთს სურდა , რომ შეექმნა წყალთა ნაერთი , და გააჩინა ცის ქვეშეთში მყარი ხმელეთი . წყალს ზღვა ეწოდა , მყარს კი არქვა მიწა - ტალახი , ბრძანა უფალმა : აღმოცენდეს ხე და ბალახი . წარმოშვა მიწამ მცენარენი , ბალახი , ხენი , თესლის მომცემი და ხეები ნაყოფის მსხმელი , სიმწვანე ფერთა გადაიკრა ბუნებამ მკერდსა , იყო საღამო და დასრულდა მესამე დღეცა . კვლავ უფლის ნებით , ცაზე გაჩნდა მანათობლები , დღისა და ღამის გამყრელები და გამგებლები , და მყარსა ქვედა გაჩნდა სხივი შუქის მომცველი , წელიწადების და დღეების ჟამთამრიცხველი . ცის მთავარ მნათობს წილად ერგო მიწის ნათება , ღამის გამგებელ მცირე მნათობს , ცის განათება , ვარსკვლავებითაც გადაჭედა უფალმა ზეცა , მოეწონა და დაასრულა მეოთხე დღეცა . ბრზანა უფალმა : აფუთფუთდეს სულდგული წყალში , და მიწის ზემოთ ფრინველებმა იფრინონ ცაში . შეიქმნას ქვეყნად თევზები და წყლის ბინადარი ყველა სხვადასხვა ჯიშისა და სხვადასხვაგვარი . გულით უსურვა გამრავლება , თანაც აკურთხა , ფრინველებს ზეცა და თევზებს ზღვა დაუსაკუთრა , ასე შეამკო მამა ღმერთმა ზღვები და ზეცა , მოეწონა და დაასრულა მეხუთე დღეცა . კვლავ უფლის ნებით წარმოიშვა სულდმული მისწის , ყველა სხვადასხვა გვარისა და სხვადასხვა ჯიშის , მიწის ქვემძრომი , ნადირ - მხეცი , პირუტყვ_ნახირი , სხვადასხვა ხმაზე გაისმოდა გამოძახილი . და ამ ყველაფერს ჭირდებოდა მომვლელ - პატრონი , ყველა აკურთხა ერთი ასად , ერთი ათასად , და გააჩინა მამაკაცი ყოვლის ბატონი , მან თავისივე ხატებად და თავისევე მსგავსად . რადგან მამაკაცს მარტოობა აღარ შესწევდა მას დედაკაცი მოუვლინა თანაშემწედა , აკურთხა აღმერთმა , გამრვალება დასდო მისიად , რადგან თქვენახართ , თვით სიცოცხლის დასაწყისია . და რაც კი შექმნა , ყოველივე მათ დაულოცა , ის რაც დაცურავს , რაც დაფრინავს , და რაც დაცოცოავს , და რაც მცენარეა არსებობდა , მათვე აზღო და ყველა ბალახი და ნაყოფი , მისცა საზრდოდა . რასაც სიცოცხლის სული ედგა დედამიწაზე , გადახედა და მოეწონა თვალითნანახი , ყველა ფრინველს თუ , ყველა ქვემძრომს მიწის ბინადარს , საჭმელად მისცა ნაყოფი და მწვანე ბალახი . ღმერთმა ექვს დღეში დაასრულა სამყაროს მორთვა , მეშვიდე დღეს კი დაისვენა , უკვდავჰყო ისიც , აკურთხა იგი დასაბამი მისცა სამყაროს , ასეთი იყო დაბადება ზეცის და მიწის .
26 მაისს საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა პატიმრობის 30 - დღიანი ვადა დღეს , 00 . 30 საათზე , იწურება . მათ , ვისაც ხელისუფლებისგან მართულმა სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 30 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სახით , გაათავისუფლებენ 25 ივნისს , დაახლოებით , 00 . 30 საათზე .
საზოგადოების ვალია , გაათავისუფლოს უდანაშაულო , უკანონო პატიმრები ; მოითხოვოს ყველა პატიმრისათვის ადამიანური საცხოვრებელი პირობები , ადამიანური მოპყრობა და წამების შეწყვეტა . საქართველოს განთავისუფლება ჩვენ უნდა დავიწყოთ უკანონო პატიმრების განთავისუფლებით ! "
დღეს უკვე მეორეჯერ შემახსენა თავი ფაქტმა , რომ ხშირად ბეჭდვა , ხუმრობის გარეშე , ხელით წერას გავიწყებს . ტვინი თითქოს სხვანაირად მუშაობს და განეწყობა წერისთვის როცა ბეჭდავ , ხელით წერის დროს კი სულ სხვანაირად . ტვინს აშკარად ერთიდან მეორეზე გადასართველად რაღაც დრო მიაქვს . მოგსვლიათ ეგრე ? ისე კი რომელს ამჯობინებთ , წერას თუ ბეჭდვას , და რატომ ?
პერსონალია : ახალკაცი ნოდარ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ; დარსაძე გაიოზ - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი .
ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . II - I სს - ის მიჯნაზე . ლეონტი მროველის მიხედვით არსოკ / აზორკი არის ქართლში ორმეფობის ( იხ . ორმეფობა ) მესამე წყვილის წარმომადგენელი . მისი თანამეფე იყო არმაზელი . პ . ინგოროყვას მიაჩნია , რომ აზორკი / არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა : [ ფ ] არ [ ნ ] უკ . რაც შეეხება არმაზელს , პ . ინგოროყვას აზრით , მარტო ეს სახელი კმარა იმის დასამტკიცებლად , რომ თანამეფები არმაზის პიტიახშები იყვნენ . სწორედ ამ სახელიდან იყო ნაწარმოები , მისი აზრით , [ ფ ] არ [ ნ ] უკის თანამეფის სახელი არმაზელი . ლიტ . : იხ . სტატიასთან საურმაგი ; გ . მამულია , გადმოცემები სუმბატ ბივრიტიანის შესახებ , როგორც ლეონტი მროველის წყარო , კრ : ძველი ისტორიის საკითხები ( კავკასიურ - ახლოაღმოსავლური კრებული , 3 ) . თბ . 1970 . ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . I ს - ის I ნახ - ში . ლეონტი მროველის მიხედვით ამაზასპი არის ქართლში ორმეფობის ( იხ . ორმეფობა ) მეოთხე წყვილის წარმომადგენელი . მისი თანამეფე იყო დეროკი . ლიტ . : იხ . სტატიასთან საურმაგი ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . I ს - ის 70 - იან წწ - ში . ორმეფობის მეექვსე წყვილის წარმომადგენელი ( იხ . ორმეფობა ) . მისი თანამეფე " მოქცევაი ქართლისაი " - ს მიხედვით ( ლეონტი მროველთან ეს წყვილი საერთოდ არ არსებობს ) იყო როკ . ლიტ . : იხ . სტატია საურმაგი . ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . I ს - ის 60 - იან წწ - ში . მასზე ცნობებს გვაწვდიან ბერძენი ისტორიკოსები რომაელი მხედართმთავარ პომპეუსის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით ( ძვ . წ . 65 ) . არტაგი მარცხდება პომპეუსთან ბრძოლაში და თავს რომაელი ხალხის " მეგობრად და მოკავშირედ " აღიარებს . პ . ინგოროყვას გამოთქმული აქვს მოსაზრება , რომ ქართველი მემატიანეების არიკ / არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ / არტაგი . გ . მელიქიშვილი თვლის , რომ ქართლში არსებობდა ორი არტაგი : ერთი - " მეფეთა ცხოვრებაში " და " მოქცევაი ქართლისაი - ში " დამოწმებული და მეორე - ბერძენ ავტორებთან . ლიტ : იხ . სტატიასთან საურმაგი ; ივ . ჯავახიშვილი , ქართველი ერის ისტორია , წ . I , თხზ . ტ . I , თბ . 1979 . ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . I ს - ის 30 - იან წწ - ში . ძვ . წ . 36 წ . მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა . კრასუსმა , დიონ კასიოსის ცნობით , დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი , მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში . აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი . არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ . ს . გორგაძე და პ . ინგოროყვა ფიქრობენ , რომ დიონ კასიოსის ფარნავაზ მეფე ლეონტი მროველის თხზულებაში შესულია ბრატმან / ბრაცმანის სახელით ( იხ . ბრატმან ) . პ . ინგოროყვა წერს , რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბარაცმან - ავაზ , იგივე ფარსმან - ავაზ . მისი აზრით , ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია , რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან - ავაზ , ( ბრაცმან - ავაზ ) , ისე ფარნავაზ . გ . მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ . ლიტ . : იხ . სტატიასთან საურმაგი ; პ . ინგოროყვა , ძველ - ქართული მატიანე " მოქცევაი ქართლისაი " და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია , საქ . სახ . მუზეუმის მოამბე , 1941 , ტ . XI - BB . ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . I ს - ის 30 - იან წწ - ში . მის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ახ . წ . 35 წ . სომხეთის სამეფო ტახტისათვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით . სომხეთის მეფის არტაშესის ( 18 - 34 წწ . ) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ . მითრიდატე I რომის იმპერატორის ტიბერიუსის ნებართვითა და ხელშეწყობით შეიჭრა სომხეთში , დაიკავა იგი და თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა . მითრიდატე I - ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება : 1 ) . დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი ( გ . მელიქიშვილი ) . 2 ) . პ . ინგოროყვა წარმართი მეფეების სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს . 3 ) . მითრიდატე არის ლეონტი მროველის მეფე ქართამი ( ს . გორგაძე ) . 4 ) . ადერკი , ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა , ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებაა , რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ . წ . II ს - ის I ნახ - ში , მეორე - ძვ . წ . II ს - ის 60 - იან წლებში , მესამე კი - ახ . წ . I ს - ის 30 - იან წწ . ( გ . მელიქიშვილი ) . ლიტ . : იხ . სტატიასთან საურმაგი ქართლის ( იბერიის ) მეფე ძვ . წ . I ს - ის 40 - 50 - იან წწ - ში . მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან რომაელი ისტორიკოსები დიონ კასიოსი და ტაციტუსი . ფარსმანმა , ჯერ კიდევ უფლისწულმა , შეასრულა რომის იმპერატორ ტიბერიუსისა და თავისი მამის , ქართლის მეფე მითრიდატე I - ის დავალება და სომხეთის ტახტზე გაამეფა საკუთარი ძმა მითრიდატე . გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს , იმპ . კლავდიუსმა კი 47 წ . ისევ დაუბრუნა . ცოტა ხნის შემდეგ უკვე ქართლის მეფე ფარსმან I - ს კონფლიქტი მოუვიდა თავის ძმასთან და სომხეთში საკუთარი შვილი რადამისტი გაგზავნა . რადამისტმა ინტრიგების საშუალებით მოახერხა ბიძის ტახტიდან ჩამოგდება და მოკვლა . სომხეთში კი თვითონ გამეფდა . მაგრამ მისი წარმატება დროებითი აღმოჩნდა . რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი . საბოლოოდ , ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით , ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი , რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა . ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც " მოქცევაი ქართლისაი " - ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის . ლიტ . : იხ . სტატიასთან საურმაგი როცა საქართველოს ისტორიის განყოფილებაში შემოდიხარ , ეცადე , თავხედობა გვერდზე გადადო .
იცით , ჯანსაღი კრიტიკა კიდე სხვა რამეა და შურიანი კრიტიკა კიდე სხვა ! მგონი ყველაფერი ვთქვი !
FITCH RATINGD - ის შეფასებით , საქართველოს ეკონომიკა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღდგენის ნიშნებს ავლენს , უცხოეთიდან მიღებული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების ფონზე .
- ჩვენი დაქსაქსულობითა და ურთიერთდაპირისპირებით ქვეყნისათვის მომაკვდინებელი პროცესის გაძლიერების აშკარა მაგალითია ისიც , რომ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი იძულებული გახდა , გაეკეთებინა განცხადება რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურის შეჩერების მოთხოვნის შესახებ … პატრიარქი მძიმე განცხადებას აკეთებს , ჩვენ კი ვდუმვართ , რადგან ეკლესიისადმი მხარდაჭერას ცუდად შეაფასებენ ჩვენი უცხოელი მეგობრები … ეს ხომ , მართლაც , კატასტროფაა .
- ჩვენი პროგრამა იყო ძალიან მარტივი : თუ 21 - ში დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდოდა , ვაყენებდით ულტიმატუმს , 25 - ში ღამის 12 საათამდე პრეზიდენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე . ჩვენ ვთქვით , მოდით , დავდგეთ ორ სახელმწიფო ტელევიზიასთან - თბილისსა და ბათუმში და მთელს მსოფლიოს გავახსენოთ ობამას გამოსვლა , მან თქვა : რომ პასუხისმგებლობას მედიის თავისუფლებაზე მსოფლიოში იღებს თავის თავზე . დღეს თუ თავისუფლება გვინდა , მედია უნდა იყოს თავისუფალი , თვისუფალი უნდა იყოს ჟურნალისტი ქვეყნისა და საკუთარი სინდისის წინაშე . ჩვენ შეთანხმებული ვიყავით , რომ რასაც ბათუმში ვიტყოდით , იგივე თბილისში უნდა გვეთქვა .
აი ასე , 40 - გრადუსიან სიცხეში სრული აღჭურვილობით , 30 კგ - ს რომ იწონიდა , ფეხით იგოეთამდე მივაღწიეთ . ფეხით სიარული გაცილებით უსაფრთხო იყო , ვიდრე ავტობუსებით გადაადგილება . მარტო სრულ კრეტინს მოუვიდოდა აზრად , ჯარები ომში ყვითელი ავტობუსებით გადაეყვანა . ხომ ნათელია , რამდენად მოსახერხებელ სამიზნეს წარმოადგენენ ისინი ავიაციისათვის . ავიაიერიშები , უნდა ითქვას , ქარელამდე თან გვდევდა . და მაინც რომ გადავრჩით , მხოლოდ ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ .
ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი აგრეთვე მიეკუთვნება ჩემი პატივსაცემი მწერლების რიცხვს , მაგრამ თქვენ ყოველთვის სხვა სიმაღლეზე იყავით ჩემთვის , თუმცა , ცოტა ხნის წინ რომ ეკითხათ , რატომო , ვერ ავხსნიდი . სულ ცოტა ხნის წინ კი ერთმა ადამიანმა თავისდაუნებურად მიკარნახა პასუხი , როდესაც მითხრა , რომ დოსტოევსკიმ მიშკინის სახით უმანკო კრავის სახე დაგვიხატა , ხოლო მისი შემოქმედების მთავარი ხაზი ქრისტიანული სათნოების აპოლოგიაა ,
პასუხი : კვიპროსი კომენტარი : ვიკიპედიის მტკიცებით " კვიპროსი " მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან " კუპროს " , რაც სპილენძს ნიშნავს , თუმცა უფრო ხშირად კვიპროსს კვიპაროსთან აკავშირებენ . წყარო : 1 . ბმული
გამყრელიძე იმითაც დაემსგავსა ხელისუფლებას , რომ დღევანდელ საკანონმდებლო ჩიხში რვა წლის წინ გადამდგარ შევარდნაძესა და მის გარემოცვას ადანაშაულებს . არავის ახსოვს , მას დეპუტატთა რაოდენობის შემცირების გამო პროტესტი გამოეთქვას 2005 წელს , როცა საკანონმდებლო ორგანომ ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას 150 - წევრიანი პარლამენტის შესახებ . მეო , ამბობს გამყრელიძე , 2003 წლის რეფერენდუმზე ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გავეციო . ვინ შეუმოწმებს ?
ალასანია ამბობს , რომ , ათასნაირი პასუხგაუცემელი შეკითხვის გამო , მისი ალიანსი პრაიმერის საკითხს არ განიხილავს . საპასუხოდ , ამ ეტაპზე არც პრაიმერის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალები აპირებენ ალასანიას მიერ ერთობის ახალი ფორმულის შემუშავებაში ჩართვას . მაგალითად , კონსერვატიული პარტია , რომელმაც მერის პოსტზე ზვიად ძიძიგურის კანდიდატურა დაასახელა , ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ერთადერთ საშუალებად პრაიმერის მექანიზმს თვლის . აქვე გავიხსენოთ , რომ პრაიმერის ორგანიზატორი პარტიების წრეში მერობის კიდევ ერთი კანდიდატია დასახელებული , " ხალხის პარტიის " ლიდერის - კობა დავითაშვილის სახით . ერთი სიტყვით , ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა შეინიშნება და უპასუხოდ რჩება შეკითხვა : რამდენად შეძლებს ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ .
არადა , მგონი , გეწყინა , რომ წელს ცუდი ოსკარი იყო ; ) არაუშავს . ოდესმე გემოვნება და ფული ერთმანეთს შეურიგდებიან : *
- რას უჩივის პლევრიტით დაავადებული ? - მშრალი პლევრიტი , წესისამებრ , მწვავედ იწყება . ავადმყოფები უჩივიან გულმკერდის ტკივილს , რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის , ხველების , ცემინებისა და მოძრაობის დროს . ამ დროს ტკივილი უმთავრესად ფიბრინული ნადების ზონაში ლოკალიზდება . ზოგჯერ აღინიშნება მშრალი ხველა , სუბფებრილური ( 38 0ჩ - მდე ) ტემპერატურა . თუ ავადმყოფს კარგად დავაკვირდებით გულმკერდზე , შევამჩნევთ , რომ დაავადებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება . ამ სიმპტომებს შესაძლოა ერთვოდეს ძირითადი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები . ფონენდოსკოპში ამ დროს ისმის პლევრის ხახუნი , რაც მშრალი პლევრიტისთვის არის დამახასიათებელი , სისხლში ანთებისთვის ნიშნეული ცვლილებები შეიმჩნევა ( მომატებულია ედსი და ლეიკოციტოზი ) . რენტგენოგრამაზე მშრალი პლევრიტის შემთხვევაში საგულისხმო ცვლილებები არ არის გამოხატული .
ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად 3 - 7 გ გამხმარი თესლი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში , დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და 5 - 7 წუთი ნელ ცეცხლზე ვადუღოთ . გავაგრილოთ და გავწუროთ . მივიღოთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3 - ჯერ , ჭამამდე 1 საათით ადრე .
- პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებულების მიხედვით თუ პატიმარი დადებითად ხასიათდება და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს , მისი ვადამდე გათავისუფლებაც შესაძლებელია . მაგრამ , რატომღაც ასე არ მოხდა გვანცას შემთხვევაში . არადა , გვანცას სანიმუშო დახასიათება და ყველა პირობა აქვს ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად . მას ყველა ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კარგი ქცევისა და სანიმუშო სწავლისთვის დამატებითი ოთხი პაემნის უფლებაც კი მიანიჭეს . არ ვიცი , ოჯახური პირობების შეფასებაში მინუსქულა რატომ დაუწერეს . მყავს მეუღლე , ერთადერთი შვილი გვანცა და პირველი ჯგუფის ინვალიდი , უსინათლო , 85 წლის დედა და ეს თუ არის ნაკლი , არ ვიცი . ადმინისტრაციის მიმართ ზრდილობიანი მოქცევაც თურმე მინუსად ფასდება . რად გან ნაკლი ვერ უპოვეს , ჩაწერეს , თითქოს მშობლებთან ხშირი კონტაქტი არ აქვს და რისკის ფაქტორიდან გამომდინარე , ვუწერთ მინუს ერთ ქულასო . არ მესმის , ეს რას ნიშნავს . მონაცემები სპეციალურად გააყალბეს . კანონით , გვანცა უკვე თავისუფალი უნდა იყოს , ვინაიდან , მან საპატიმრო სასჯელის ორი მესამედი უკვე მოიხადა , მაგრამ , მაინც არ გაათავისუფლეს . ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ გასაგებია ასეთი საქციელი , მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაოცა , რომ ოქმს ხელს ერთ - ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ზვიად დევდარიანიც აწერდა , რომელმაც ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე გვანცას სახელიც კი ვერ გაიხსენა . ის ამბობს , არ შევკრებილვართ და არ განგვიხილავს ეს საკითხი , არ ვიცნობ ამ საქმესო . სწორედ აქ აღმოვაჩინე სერიოზული დარღვევა , მინისტრის ბრძანებულება ეწინააღმდეგება პატიმრობის კოდექსის 42 - ე მუხლს . პატიმრობის კოდექსის 42 - ე მუხლის თანახმად , პატიმრის გათავისუფლება ევალება ადგილობრივ საბჭოს , ამ კომისიის წევრებს უნდა ემოქმედათ ადმინისტრაციული წესით , ზეპირი მოსმენით . მინისტრის დებულება კი , კანონის გვერდის ავლით , კომისიას დამატებით ფუნქციას ანიჭებს და საბჭოს საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშეც შეუძლია . ეს სერიოზული დარღვევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია , რადგან გამოდის , ისინი ყალბ დოკუმენტზე აწერენ ხელს . მინისტრი კანონზე მაღლა აყენებს თავს . უახლოეს დღეებში , მე მივმართავ სასამართლოს დებულების ამ ნაწილის გასასაჩივრებლად . - როგორ ფიქრობთ , ვინაა დაინტერესებული გვანცას პატიმრობით ? - უნდოდათ , გვანცას ეღიარებინა ის , რაც არ მომხდარა . 14 წლის არასრულწოვანი 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში და მაინც ვერ გატეხეს . ტყუილი არ თქვა და პედაგოგების ბრძანება , ნუ ამბობ სიმართლეს , სკოლის პრესტიჟი შეილახებაო , არ გაითვალისწინა . მაინც სიმართლე თქვა , ფანჯრიდან კი არ გადმოვარდა თორნიკე ტყემალაძე , როგორც თქვენ ამბობთ , არამედ დაჭრესო . ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარი შეცდომის აღიარება . თუ ვინმე გაუმართლებიათ , ციხის კედლებში მოხვედრამდე , რადგან ციხიდან გათავისუფლების შემთხვევაში , უკანონო პატიმრობის გამო , პატიმარს უკვე კომპენსაცია ეკუთვნის , რაც ხელისუფლებას , რა თქმა უნდა , არ აწყობს . - საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად , საქმეში ფიგურირებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კო მიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის გვარი . . . - ამის შესახებ მეც მსმენია , თუმცა მე არ მაქვს კონკრეტულად კუბლაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტე ბი . როდესაც პავლე კუბლაშვილი გამოვიდა და განაცხადა , მე ეს საქმე შევისწავლე და დაზარალებულ ტყემალაძეს 7 ჭრილობა აქვს მიყენებულიო , საზოგადოებაში ეჭვი სწორედ აქედან გაჩნდა , რადგან დაზარალებულს რეალურად 33 ჭრილობა აქვს . ახალგაზრდული მოძრაობა " არას " წევრები იკვლევდნენ ამ საქმეს და აღმოაჩინეს , რომ ჩხუბში ერთ - ერთი მონაწილის ახლო ნათესავია " სოდის " ყოფილი თანამშრომელი , ამჟამად კი უშიშროების თანამშრომელი ვინმე ბეჟიტაშვილი , რომლის მეუღლე ნანა ბეჟიტაშვი ლიც მოსამართლეა და ისინი მეგობრობენ ძმებ კუბლაშვილებთან . " არას " წევრი ოთო ბექაური , სამინისტროს წინ აქციაზე დაიჭირეს , რადგან კუბლაშვილები პირველად სწორედ მან დაადანაშაულა . მოძრაობა " არას " წევრები აცხადებენ , რომ აქვთ დამნაშავეების ფოტოები და , თუ გამოძიებას დააინტერესებს , მზად ვართ , ინფორ მაცია მივაწოდოთო . მაგრამ ეს ფაქტი არც ხელისუფლებისთვის და არც გამოძიებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა . - როგორ მოხვდა დანაშაულის ადგილზე გვანცა ? - გვანცა შემთხვევით შეესწრო თორნიკე ტყემალაძის დაჭრის ფაქტს , რომელშიც 4 პირი მონაწილობდა . მე ამ დამნაშავეებთან საქმე არ მაქვს , ამ ადამიანებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს . მათ ჩემი შვილისთვის არაფერი დაუშავებიათ . თავიდან გვანცას სახელი საერთოდ არ ფიგურირებდა ამ საქმეში . არსებული ვერსიის თანახმად , ტყემალაძის დაჭრა ამავე სკოლელის , ხატია ბედოიძის სახელს უკავშირდებოდა . სწორედ ამ გოგონას დეიდაშვილი იყო ჩხუბის ერთ - ერთი მონაწილე . ვინაიდან ტყემალაძემ ამ გოგონას ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში , იგი შურისძიების მიზნით დაჭრეს , მაგრამ ის გოგო საქმიდან მალე საერთოდ გააქრეს . ეს ყველაფერი კარგად იცოდა ორმა პედაგოგმა , რომლებმაც სისხლის კვალიც წაშალეს . - რატომ წაშალეს კვალი , რა დაინტერესება ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას ? - წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა , კანონში პირდაპირ წერია , რომ სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირების ყოფნის გამო , პასუხისგებლობა სკოლის დირექციას ეკისრება . მნიშვნელოვანი იყო ასევე სკოლის პრესტიჟის საკითხიც . 1 საათზე მოხდა დანაშაული და პოლიცია დანაშაულის ადგილზე საღამოს 8 - 9 საათზე მივიდა . - თუ გვანცამ დაჭრა თანატოლი ბიჭი , ბუნებრივია , წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მსუბუქი დაზიანება მასაც უნდა მიეღო . ამასთან , ისიც საინტერესოა , აღმოჩნდა თუ არა სისხლის კვალი გვანცას ტანისამოსზე ? - წარმოიდგინეთ , 33 ჭრილობას რომ მიაყენებ ადამიანს , ერთი წვეთი სისხლი მაინც მოგეცხება . გვანცა პირველივე დაკითხვაზე თავად მივიყვანე , მაშინ მოწმის სახით დაიკითხა . მეორე თუ მესამე დღეს კიდევ მიმაყვანინეს და გვანცას ტანისამოსზე , " შპრიცით " სისხლის კვალის დატოვებას ცდილობდნენ . - დაზარალებულმა თორნიკე ტყემალაძემ რამდენიმეჯერ შეცვალა ჩვენება , რატომ დაადანაშაულა გვანცა , რა შეიძლებოდა მას გვანცას საწინააღმდეგო ჰქონოდა ? - პოლიციაში თორნიკე ტყემალაძეს დაემუქრნენ და შეაშინეს . მას უნდა დაესახელებინა , ვინ დაჭრა და გვანცა დამნაშავეების ამოსაცნობად უნდა მისულიყო , მაგრამ რატომღაც ეს პროცესი ჩაიშალა . არანაირი პროცესუალური ნორმები არ ჩატარებულა . მხოლოდ მიდიოდნენ და სთხოვდნენ , გვანცა , იქნება დანაშაული აღიაროო . - რა დასახელდა დანაშაულის ჩადენის მოტივად ? - საქმეც ეგაა , რომ დანაშაულის ჩადენის მოტივიც არ არსებობს . ამას გარდა , დანაშაულის თვითმხილველიც არ არსებობს . - მართლა გითხრათ მოსამართლემ , თქვენს ადგილზე მოვკლავდი თორნიკე ტყემალაძესო ? - მოსამართლე დალი მეტრეველმა გვითხრა , ერთადერთი შვილის პატრონები ხართ და როგორ იტანთ ასეთ რამეს , თუ გაბრალებთ და მართლები ხართ , მოკალითო , მე თქვენ ადგილზე მოვკლავდიო . პროცესი დახურული იყო და ჩვენ გარდა , არავინ ესწრებოდა . გვანცა შეეპასუხა , მე ხომ აქ ვზივარ და ჩემი მშობლებიც , გინდათ , აქ ჩასვათო ? ჩვენი პროვოცირება სურდათ . 4 წელია , სამართლებრივი გზით ვიბრძვი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ . უფლისთვის მიმინდვია დამნაშავეებისთვის სამაგიეროს გადახდა . სამართლებრივად კი ბოლომდე ვიბრძოლებ და არაფერს დავთმობ . - გვანცამ სიცრუის დეტექტორზე გამოცდა მოითხოვა , რა პასუხი მიიღო ? - გვანცა ითხოვდა , მეც და თორნიკეც სიცრუის დეტექტორზე გამოგვცადონო , მაგრამ სიცრუის დეტექტორი არ გვაქვსო , ასე უპასუ ხეს . - სარჩელი გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში , როდის განიხილავს ევროსასამართლო გვანცა ყუფარა ძის საქმეს ? - გვანცას საქმე ევროსასამართლოშია გაგზავნილი და , როდესაც სიმართლე გაირკვევა , 25 კაცი , რომელთა შორის ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა , საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება .
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინიციატივით , 16 - 05 - 2008 წელს საზოგადოებრივი საბჭო დაარსდა . საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო 20 - მდე წევრისაგან შედგება . საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას არქიტექტორები , ექიმები , პედაგოგები , თეატრალები , მწერლები , ჟურნალისტები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები მიიღებენ და მას რეკომენდატორის ფუნქცია ექნება . საბჭოს წევრები თვეში რამდენჯერმე შეიკრიბებიან და დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს თბილისის საკრებულოსა და მერიას გააცნობენ .
ანონიმო , მე თქვენი მესმის , რისი თქმაც გსურთ . რა თქმა უნდა ჩვენი განათლების სისტემა დახვეწას საჭიროებს . მაგრამ ეს პოსტი და ეს თემა განათლების სისტემას არ ეძღვნება , ეს სულ სხვა თემაა და კინემატოგრაფს და ამ სფეროს მოღვაწეებს საკუთარი პასუხისმგებლობა გააჩნიათ . მიუხედავად იმისა , რომ ეს ადამიანები , კინოს სფეროს წარმომადგენლები შემოქმედებითი ხალხია და მოქმედების მეტი თავისუფლება აქვთ , ვიდრე განათლების ან პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებს , მათაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა , რადგან ცნობილი ადამიანები არიან და თავიანთ ქმედებებში მეტი თავისუფლების გამო უფრო უკეთ შეუძლიათ გამოხატონ , დაიცვან და წინ გაუძღვნნენ ქვეყნის ინტერესებს . ერთ პატარა მომენტს შეგახსენებთ საბჭოთა წარსულიდან - როცა პუგაჩოვას არ მოსწონდა კომუნისტური ხელისუფლების ქმედებები , თავის ახალგაზრდობაში კომუნისტების რჩევებს და მითითებებს არად დაგიდევდათ და თავის სფეროში ისე ახურებდა , როგორც მოეხალისებოდა . ახლა კი , როდესაც თითქოს კომუნისტური წყობა აღარ არის , რატომღაც ამჯობინა პუტინისგან ორდენების მიღება , ვიდრე მისი გაკრიტიკება თუნდაც მისთვის ასე საყვარელი საქართველოს დაბომბვისთვის . ადამიანები დღევანდელ დროში ისე იქცევიან , როგორც მათ საკუთარ ჯიბეს აწყობს , ფულმა ბევრი ადამიანი გააფუჭა და დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინ იხდის , მთავარია გადაიხადონ ფული , და მადლობაც მათი იქნება . ეს არის პრობლემა , თორემ განათლებასაც მოევლება და ყველაფერსაც . კომუნისტების მიერ მახინჯად გაზრდილმა თაობამ 1 - 2 წელიწადში აბა როგორ უნდა გამოასწოროს მთელი განათლების სისტემა ?
გუშინ ძაან თბილი და საყვარელი კომენტარი მივიღე ერთ ჩანაწერზე ხოდა ხოდა ნუ სარკეში ნორმ მაგრამ ფოტოზე აღმოვაჩინე რომ ძაან ცუდად გამოვიყურები > < რამდენი დღე არ გავსულვარ ე . ი . შაბათს იყო 8 . . 9 10 11 11 . და თან დღე და ღამე არეული მაქ და დღეს მინდოდა რომ საღამომდე არ დამეძინა მაგრამ მერე გადამაფიქრებინეს და ავდექი 8ზე საღამოს ძაან მტკიოდა თავი ახლაც მტკივა ხო ის სურათი სააბაზანო ოთახში : P იმიტომ რომ აქ შუქი არ მაქ დილით ვუყურებდი ჰარი პოტერს . პირველ სერიას ვუყურე და მეორეს შუამდე ეხა გავაგრძელებ ხვალ გავალ
სერია A . XXXV ტურის შეჯამება ; ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად , სულ უფრო და უფრო ინტენსიურად საუბრობენ სატრანსფერო საკითხებზე
მოგეხსენებათ განვითარებად ( განუვითარებელ ) ქვეყნებში ძალიან ჭირს სამსახურის შოვნა , კარგი ხელფასი … ვინც მუშაობს კი ხშირად ჩასახუტებელი დრო აღარ რჩება . ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე , ვიდრე შრომა , ანაზღაურება და თავისუფალი დრო ადეკვატური იქნება ერთმანეთთან . სტატისტიკური მონაცემებიც ამას გვაფიქრებინებს . შეიძლება სამსახურიც გქონდეს , კარგი ხელფასიც , მაგრამ თავისუფალი დრო არა .
28 მარტს , ოპოზიციური რვიანის ლიდერები ქართული აკადემიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ .
გადარეული , საყვარელი , სულში ჩასაძვრენი მეგობრების , რომლებსაც შეუძლიათ აკეთონ სასაცილო რამე - რუმეები იმისთვის , რომ გითხრან , რო უყვარხარ : )
- მყავს 6 თვის პატარა , მარტო ძუძუზეა , ვაშლს და სტაფილოს წვენს ვაძლევ მარტო . 2 დღის წინ ენაზე შევამჩნიე თეთრ ფენაზე თითქოს მოიჩხაპნაო . ვიფიქრე ფრჩხილით გააკეთა . გავუწმინდე ნადები მარლით . დღეს თეთრი . . .
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 67 - ე ჩემპიონატს ცხრა ტურის შემდეგ სალომე მელია 7 . 5 ქულით ლიდერობს . მას ნახევარი ქულით ნინო ხურციძე ჩამორჩება . მესამე - მეოთხე ადგილებს კი მაია ლომინეიშვილი და ნინო ბაციაშვილი ინაწილებენ . მე - 10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ნინო ხურციძესა და სალომე მელიას შორის ქუთაისში მიმდინარეობს . ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულის მფლობელი 22 იანვარს გაირკვევა . საუკეთესო სამეულს კი ევროპის ჩემპიონატზე სპორტის დეპარტამენტი დააფინანსებს .
- ეგზემა არის კანის ზედაპირული შრეების ნერვულ - ალერგიული ბუნების ანთება , რომელიც ვითარდება ორგანიზმზე გარეშე ან შიგა გამღიზიანებლების ზემოქმედების საპასუხოდ . ეგზემას ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი , ქავილი და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობა .
ძვირფასო მკითხველო ! როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია , საინფორმაციო - ანალიტიკურმა სააგენტო " საქინფორმმა " თავისი საიტის www . saqinform . ge მთავარ გვერდზე 2011 წლის 9 მაისს გახსნა რუბრიკა " შენი სახელი ცნობილია , გმირობა - უკვდავი ! " , სადაც განათავსა შემდეგი განცხადება :
" კ ) კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს დეკრეტს , ბრძანებულებას , განკარგულებას და ბრძანებას . "
. . . ფშაველას ქუჩა № 12 - ში . შპს " Byartour " - ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესოდ დაგეგმილი ტურები ს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში . იგი სთავაზობს მომსახურებას , როგორც ცალკეულ პირებს , ასევე . . .
XEL - 777 ოღონდ 1 შესწორებას შევითან ! ყველაფერს რო ჩააბარებ პრავა ხელში გაქვთ თუ ზედმეტი 50 ლარიც ხელში გაქვს ანუ თუ მაშინვე გინდათ პრავა 50 ლარი უნდა გადაიხადოთ დამატებით როგორც B კატეგორიაზე და წამოიღებთ მაგ შემთხვევაში ! ახალბედებო წარმატებებს გისურვებთ მართვის მოწმობის აღებაში = = = = = = = = = = = = = = = = = ამასთანავე აქვე გილოცავ ხელ პრავის ჩაბარებას ! მშვიდობით გევლოს და შენი მფარველი ანგელოზისთვის არასდროს გაგესწროს
ისრაელის მხრიდან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ არსებობს , საქართველოში ისრაელის ელჩის კომენტარის გარდა , რომლის განაცხადით , ოფიციალური იერუსალიმი არ ითანამშორმლებს სოხუმთან .
სოფი , მადლობა ყურადღებისთვის , მაგრამ ზუსტად 3 თვეში მჭირდება . ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული . თან ისეთი სამსახური მაქ , კომპთან ვზივარ მთელიდღე და ღამე გვიან მოვდივარ სახლში . გთხოვთ , რა , ვინმემ რამე თუ იცით , მიპასუხეთ . დიდ მადლოს გააკეთებთ ამით . : ( (
@ უნაამარგა , დღეს აქ თავსხმა წვიმა წამოვიდა და ჩემი ნაყინი კიდევ გადაიდო ალბათ , გაციების თავი და დრო არ მაქვს ახლა . @ კლოუნ , აააა , მეც , ვერ ვჩერდები ! @ ნატალია , უკვე ვიშოვე ; ) ხვალ დავწერ ალბათ უკვე ; ) @ თი , ჩემო პატარა თახვუნია - ფისკო , აქაური " ზარა " არ მევასება , გოგო : D გუჩი მინდა გუჩი ! მარშუტკა . . . სულ " პროწივზე " უნდა ვიარო , ხო იცი შენ = ) )
სამართლიანობისთვის უნდა დავძინოთ რომ მსგავსი რამ ნებისმიერ სოციუმში ხდება და აქედან ასეთი დაკვირვება ყველგან შეგვიძლია ვაწარმოოთ , თუმცა საუბარია სიხშირეზე და ხარისხზე , ანუ უფრო რაოდენობაზე , გინდაც პროპორციაზე , რომელშიც ამა თუ იმ სოციუმში არსებობენ ფორმის იმიტატორნი , მომხმარებელნი და შემოქმედნი . ამ ფაქტორზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია შევაფასოდ რამდენად ჯანმრთელია ესა თუ ის სოციუმი , რამდენად შერჩენილი აქვს მას კვლავწარმოების , გენერირების და სიცოცხლის უნარი , რამდენად შერჩენილი აქვს მას ნაწილი , რომელიც ქმნის , რომელიც საკუთარ თავში ტრიალდება , და ბუნების სიმდიდრის აღქმას შიდა ზრდით და რეფლექსიით ახდენს , ინდივიდები რომელსაც ყველაზე ' საშინელ ' პირობებში შეუძლიათ დაწერონ დონ კიხოტე , ადამიანები ვისაც ბუღალტრის ჩოთქით და ჰალსტუღით შეიარაღებულთ შეუძლიათ შექმნან რუტინისგან თავის უფალი პოეზია ( ჩემი ღრმა პატისცემა ნიკო სამადაშვილს ) . . . ინდივიდნი რომელნიც ცხოვრებას არა როგორც ტვირთს და სიმძიმეს , არამედ გამოწვევას , თვით გამოხატვის მოთხოვნილებას აღიქვავს , რომელიც შინაგანში ტრიალდებიან და შიგნიდან ქმნიან . . . ავთენტურს ქმნილებას ინდივიდუმისა , იქნება ეს ტექნოლოგიური ინოვაცია , ფილოსოფიური ნაშრომი , თუ კარგი ლექსი . . .
თბილისის პრესაში პუშკინის სახელი პირველად 1829 გამოჩნდა . ჯერ კიდევ პოეტის სიცოცხლეში პუშკინის პოეზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში . მისი ლექსები თარგმნეს ა . ჭავჭავაძემ , გ . ორბელიანმა , ს . რაზმეძემ ; შემდგომში - ი . ჭავჭავაძემ , ა . წერეთელმა , რ . ერისთავმა , აგრეთვე ტ . ტაბიძემ , პ . იაშვილმა , ვ . გაფრინდაშვილმა და საბჭოთა ეპოქის სხვა პოეტებმა . 1899 - იდან ცალკე წიგნებად გამოიცა პუშკინის ნათარგმნი თხზულებანი . პოეტის 100 წლისთავს უძღვნა ი . ჭავჭავაძემ გაზეთ " ივერიის " სპეციალური ნომერი . საინტერესოა აღინიშნოს , რომ პუშკინის შთამომავალთა ერთი შტო ( გვარად სვანიძე ) ცხოვრობს საქართველოში .
პერსონალია : ალასანია ირაკლი - " ალიანსი საქართველოსთვის " მერობის კანდიდატი ; კაციტაძე მამუკა - " ალიანსი საქართველოსთვის " წარმომადგენელი ; ჭანტურია გიორგი - " ქრისტიან დემოკრატების " მერობის კანდიდატი ; ვეფხვაძე ლევან - " ქრისტიან დემოკრატების " წარმომადგენელი ; ძიძიგური ზვიად - " ეროვნული საბჭოს " მერობის კანდიდატი ; თორთლაძე გია - " დემოკრატიული პარტიის " ლიდერი ; იაკობიძე დავით - " დემოკრატიული პარტიის " მერობის კანდიდატი ; ივანიშვილი ნიკა - " სახალხო დემოკრატების " პარტიის ლიდერი ; გრიგოლია ინგა - " ქრისტიან - დემოკრატების " კანდიდატი .
- სახის " მალაჩკოთი " ან ტონიკით გაწმენდის შემდეგ საჭიროა თუ არა . . .
აღნიშნულ ეპისტოლეს , როგორც უკვე ვთქვით , მოსდევს ოცი ჰომილია . სახელწოდება " ჰომილია " ანუ " ქადაგება " , ცხადია , პირობითია . უფრო შესაფერისი იქნებოდა მათთვის " თხრობა " გვეწოდებინა .
თუმცა სადაც არასოდეს დამვიწყნია ჩემი ოცნებები - მანქანა და იტალია ! ! !
რა ვქნათ ! მე მორწმუნე ფარისეველი ვარ , მაგრამ კიდევ ბევრია ჩემნაირი - ფარისეველი ჰუმანისტი , ფარისეველი მეამბოხე , ფარისეველი პროგრესორი - შარავანდედით მოსილი და შიგნიდან მაინც ბნელი .
გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ! : ) არაჩვეულებრივი მიზეზია მოინახულო ნათლია , ადამიანი , რომელიც ცხოვრების გზაზე მშობლების მსგავსად გვერდით მოგვყვება , გვარიგებს და სულიერ აღზრდას ეწევა . ან ნათლულს ესტუმრო და აღმზრდელობით სამუშაოებთან ერთად , საჩუქრებითაც გაანებივრო . უფრო კონკრეტულად კი , დღეს ნათლული მიდის ნათლიასთან და პატივს სცემს მას . ეს დღე ორი , ერთმანეთისათვის საყვარელი ადამიანის შეხვედრის მიზეზია . შეიძლება წლის განმავლობაში ვერ მოვახერეხოით ნათლულის / ნათლიის მონახულება , მაგრამ დღევანდელი დღეს ამის ნათელ საბაბს გვაძლევს . მაგრამ რას ვაკეთებთ ამის მაგივრად ? ვტოვებთ პატარა ნათლულებს სახლში და მივდივართ ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ . ან ვიკიდებთ იმას , რომ პატარა ბავშვი ნათლიის სანახავად და წესით და რიგით მისი გულის გასახარად მოგვყავს გაბუღულ და ხმაურიან რესტორანში ( იმის მაგივრად , რომ სახლში მივაკითხოთ ) და ვაწვებით დროსტარებისა და ჩახეთქვის გეგმას . ძალიან გაღიზიანებული ვარ . ვერ ვიტანდი ვერასოდეს პატარა ბავშვებით რომ იჩითებოდნენ რესტორანში , მაგრამ დღეს სანის ერთ - ერთი ნათლიის ხათრით დავიკიდე ეს მომენტი . და რა მივიღე საპასუხოდ ? მისმა ( აქ თავს ვიკავებ ეპითეტებისაგან ) პატივცემულმა მეუღლემ მოინდომა ტაშ - ფანდურიანი დარბაზი , როდესაც ვთხოვე გაეთვალისწინებინათ სანის ასაკი და კუპეში განვმნარტოებულიყავით . პარალელურად ჩვენს ნათლიასაც ყავს სხვა მირონით ნათესავები , და ერთბაშად ვალის მოხდის მიზნით ყველა ერთად შეგვკრიბა . ჩემდა გასაოცრად , ბავშვი მხოლოდ სანი იყო ამ ჯგროში . მივხვდი , რომ ნათლისღება ზოგიერთისთვის მხოლოდ დალევის მიზეზი იყო ( თითქოს ახალი წლების სუფრობანა არ ყოფნიდეთ ) და გამოვეცალეთ მე და სანი იქიდან . ო , და რა თქმა უნდა , ძალიან ბევრი სადღეგრძელო დაილევა დღეს მსგავს სუფრებზე , " სიცოცხლის " , ჩვენი მომავლის " , " ბავშვების " , " ნათლულების / ნათლიების " . ძალიან ლამაზი სიტყვები დაირფრქვევა სუფრაზე , განსხვავებულ სასმისებთან დუეტში . მთავარი ხომ ესაა .
There are no translations available . გასულ კვირას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართა , რომელზეც დღის წესრიგით . . .
25 . მეორეც , ასე იმიტომ მოვიქეცი , რომ აქ არიან ისეთები , აუღიარებელი ცოდვები რომ აქვთ და მათ მაგალითი ვუჩვენე აღსარებაზე მოსასვლელად , ვინაიდან აღსარების გარეშე ვერავინ მიიღებს ცოდვათა შენდობას " .
მომხმარებელმა ikamikava დაიმატა მეგობრებში მომხმარებელი anika25 და კიდევ 16 მეგობარი .
წინა ვერსიაც არ არის უფასო , პროსტა გატეხილია ასე რომ . . . .
დაუფიქრებლად ეს ზომები აიღე , თორემ ბოლოს მოგიწევს ჩესავით მოკლე ჯოხების სხვებისთვის დარიგება და ამ თემის აქ თავიდან წამოწევა ,
ასურეთის დაწინაურება შუამდინარეთში . ქ . აშური , სარგონის სასახლე , დურ შარუკინში . ასურული რელიეფის დახასიათება აშურნასირპალისა და აშურბანიპალის სასახლეებიდან .
პერსონალია : ბესელია ეკა - ადვოკატი ; ოქრუაშვილი ირაკლი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ; ვოლფი მათიას - გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ; ქიტოშვილი დიმიტრი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი .
შესაფერისი გარემო და მორთულობა , ხალხი , ადგილი და ტანსაცმელი ) )
_ აქციის მონაწილეებს უთხრეს , წადით და სხვაგან ჩაატარეთ აქციაო . თუ ეს აქცია ანტისახელმწიფოებრივი იყო და სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს შეიცავდა , მაშინ აქციის სხვაგან ჩატარების უფლება რატომ მისცეს ?
შვილთან ერთად განიხილეთ მისი მომავალი იმიჯი , იქნებ რაიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღოთ - იმისთვის , რომ ანგარიშგასაწევი პიროვნება გახდე , სრულიადაც არ არის საჭირო ყურის გახვრეტა . გაუზიარეთ თქვენი ახალგაზრდობისდროინდელი შთაბეჭდილებები , უთხარით , როგორი ბიჭები უფრო მოსწონთ გოგონებს , რა არის მათთვის მამაკაცურობის კრიტერიუმი და ა . შ . იქნებ თქვენმა შვილმა სხვაგვარად შეხედოს ყურის გახვრეტას . ისიც გაითვალისწინეთ , რომ მოზარდებს უყვართ საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება . მათი აზრით , ყურის გახვრეტა - საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის სრულიად უწყინარი მცდელობაა . ბავშვები , რომლებიც 13 - 14 წლის ასაკში სხვადასხვა იმიჯის მორგებას იწყებენ , 3 - 4 წლის შემდეგ პოულობენ საკუთარ სტილს . მკაცრი აკრძალვები და შეზღუდვები კი , სამწუხაროდ , მხოლოდ აფერხებს და აჭიანურებს თვითიდენტიფიკაციის პროცესს .
საქართველოს ჩრდილოეთში მდებარე სხვა მთიან რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა . ეს განსაკუთრებით ხევსურეთს და თუშეთს ეხება . ზამთარში ამ ორ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება . თუკი არსებული ტენდენცია არ შეიცვლება , ამ რეგიონების სრული დაცლა მოსახლეობისგან უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი .
რაღაც მიზეზების გამო წერის სურვილი დაკარგული მქონდა , მეზარებოდა , მცხელოდა და ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა , რომ …
ამრიგად , ანტონ I - მა საქართველოში ხორცი შეასხა იმას , რასაც ნიკონმა რუსეთში , ამ ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მის თანამედროვე , ბერძნული , ერეტიკული ეკლესიის მიხედვით გადაკეთებით . სწორედ ამ გადაკეთებული , რუსული ნიკონიანური ეკლესიის თარგზე აჭრეს ქართული ეკლესია და მიუერთეს კიდეც მას .
ROLIKA_24 რომელი ხარ ერთი რომ ვერ გიცანი adrenaline_hunter ამინოც უნდა მიიღო ძმაო , პროტეინიც კრეატინიც და ა . შ თუ ეხლა დაიწყე ვარჯიში არ გინდა არაფერი ივარჯიშე ერთი 6 - თვე პრეპარატების გარეშე . პრეპარატი პოკუზებს არ ახდენს . უნდა ძალიან დიდი შრომა , დიდი შრომა იდება ამაში , მარტო პრეპარატები ვერაფერს ვერ გაგხდის , უ პრეპარატებოთაც ვერაფერს ვერ გახდები . აკაჩავე შტანგა - განტელები რასაც ქვია აკაჩავე , ნებისმიერი გაკეთება რასაც აკეთებ გაახურე ის რასაც აკეთებ . . . კუნთი გაბერე სისხლით , 12 - 15 აწიე 6 - 8 დაივიწყე , იმენა იკაჩავე , თუ გაზრდა გინდა . შემდეგ მიიღე დამატებითი კვება პროტეინის სახით , თუ ეხლა დაიწყე ვარჯიში ჯერ არ გინდა არაფერი .
პიკოლინას საიტი გაუკეთებია , კარგი საიტი . კითხვები ჰქვია . რომელსაც ახლა ვერ ვპოულობ ( და ჩავსვამ აქ , თუ პიკოლინა მიკარნახებს ) . შეგიძლია კითხო და ის პასუხებს არ დაგზარდება . ფსიქოლოგი ყოფილა და მისი პასუხები ყველას გამოგვადგება საქართველოში მცხოვრებთ . სრული სერიოზულობით ვამბობ , არ გეგონოთ რომ ირონიას ვურევ ( ძალიან პათეტიური გამოვიდა პიკოლინას საიტის ჩემეული რეკლამა და ამიტომ ვხსნი , რომ ირონია არ გეგონოთ ) . კარგი პასუხები აქვს . მის საიტზე კი მისივე ბლოგიდან მოვხვდი , სადაც ეს წერილი " არ მჭირდება გმირი მამა " წავიკითხე . აქ ჩემი შეკითხვებია , ოღონდ შეკითხვები , რომელიც მის მიმართ მისი პირადი ბლოგის წერილმა აღმიძრა . ეს შეკითხვები მას ეკუთვნის და პასუხს არ ითხოვს , იმიტომ რომ რიტორიკულია . თუმცა , თუ არ დაიზარებს და მიპასუხებს , ჩემთვის მისი პასუხი მნიშვნელოვანი იქნება . მაშ ასე , პიკოლინა ! ჩათვალე , რომ პირველ პირში მოგმართავ , უბრალოდ ამხელა პოსტს კომენტად ვერ დაგიტოვებდი , ამიტომ ვწერ ჩემთან და ამიტომ , ტექსტი მესამე პირშია . კითხვები ( რიტორიკული კითხვები ) : რა არის სინდისი , საიდან ჩნდება ? რა არის სინანული , საიდან ჩნდება ? რა არის თანაგრძნობა , საიდან ჩნდება ? რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე , რითი ყალიბდება ? რა არის ერის სიძლიერე , საიდან ჩნდება ? პიკოლინას მამა გაგრაში დაღუპულა , იქიდან გამოქცევისას ვნახე ბოლოსო , არ მინდა გმირი მამის შვილობა , ცოცხალი მამის შვილობა მირჩევნიაო . მე მამამისზე იღბლიანი აღმოვჩნდი , გაგრაში არ მიბრძოლია , მაგრამ სოხუმის თავზე , შრომა ახალშენის მიდამოებში , ჩემს ახლომახლო მებრძოლი ბევრი კარგი ადამიანის ( რაზმიდან 6 - ის ბატალიონიდან 32 - ის ) ხვედრი ამცდა , მართალია სულ ცოტათი , მაგრამ ამცდა . გულახდილად გეტყვი , რომ მოვმკვდარიყავი მაშინ , მეც გმირს დამარქმევდნენ პოსტფაქტუმ , და ჩემს შვილსაც ( ოღონდ სამს კი არა , ერთს , უფროსს , მომდევნოები მერე გაჩნდნენ 1995 და 2005 - ში ) გმირის შვილი ერქმეოდა , დღეს ექნებოდა უფრო რთული სქოლიოზი , ნაკლები ცოდნა და ალბათ არ ექნებოდა მოვლილი გერმანია , ესპანეთ - პორტუგალია . და რაც მთავარია , არ ეყოლებოდა ორი ვარსკვლავივით ძმა , ეყოლებოდა დღევანდელზე უფრო მოხრილი სევდიანი დედა . შარშან მას განმუხურის ბანაკში მიიწვევდნენ და არ წავიდოდა , ანდა რატომაც არ წავიდოდა , მანამდე ხომ მხოლოდ სამჯერ იქნებოდა ზღვაზე ნამყოფი . უნდა ჰყოლოდა თუ არა ჩემს შვილს გმირი მამა და არ უნდა დაბადებულიყვნენ თუ არა ნიკა და სანდრო ? პასუხი თქვენც იცით ხო , ჩემი პასუხი თქვენც იცით ხო ? მართალია - მათი მამა უნდა გადარჩენილიყო . და უნდა გადარჩენილიყო პიკოლინას მამაც , მაგრამ , ომი ეს პროცესი არ არის მარტო , ეს ადგილია , ეს ადგილია , სადაც საკუთარი ფეხით მიდიხარ . ომი ადგილია , სადაც უნდა დადგე , სულ ერთია ვინ ხარ , რემბო თუ ჰარი პოტერი , გიორგი სააკაძე თუ ერთერთი ხერხეულიძე , სინოპტიკოსი თუ ბიბლიოთეკარი . უნდა მიხვიდე და დადგე არა მოსაკლავად , ხანჯლის ჩასაცემად , გულის გასაგმირად , სულის ასართმელად , დასაცხრილად , მისაშვებად , ასაფეთქებლად , დასაბრედად , მისაწვენად , გასასაღებლად , გასატრუპად არამედ შენიანებისა და შენი მიწის გადასარჩენად . მამაშენს ორივე მიზანი ჰქონდა , თავისიანების გადარჩენა და თავისი მიწის დაცვა . ის დადგა იქ , ტერიტორიულად მივიდა იქ , სადაც მტერს უნდა გამოევლო . ის წავიდა მტრის დასახვედრად . მერე რა რომ სამხედრო არ იყო და ალბათ ავტომატიც სიმბოლურად ჰქონდა ( ისევე როგორც მე , ამაზე ცალკე ) , მთავარი იმ მომენტში იყო ის , რომ მდგარიყო იქ სადაც უნდა მდგარიყო . ადვილი იყო ოჯახთან დაბრუნება , ძნელი დარჩენა , მაგრამ მან დარჩენა აირჩია . მე მაგალითად გამოვიქეცი , მაყვლის ბუჩქებს აღმართში თავს ვევლებოდი , ბუშლატს მივაფენდი , ზედ გადავაფოფხდებოდი და მერე ვიბრუნებდი ბუშლატას . რომ ახლა სხვა ბუჩქზე გადამეფინა , მაგრამ მანამდე ის ერთადერთი მჭიდი კალაშნიკოვის ავტომატისა მიხარჯული მქონდა , დიახ ასე გამწირა ჩემმა სახელმწიფომ - ნამდვილი ფრონტის ხაზზე ერთი მჭიდით აღმოვჩნდი ( არადა ეს ფრაზა პათეტიურ - ირონიულია , მეორე მჭიდი რომ მქონოდა მე ალბათ ვერ წამოვიდოდი და ალბათ მოვკვდებოდი ) . ალბათ მამაშენს ზედმეტი მჭიდი აღმოაჩნდა , ან ჩემ მტრებზე უკეთესი მსროლელი მტრები შეხვდა , მე კი გამიმართლა . სანამ გაქცევას გადავწყვეტდი , უფრო სწორედ სანამ გაქცევის ბრძანებას მივიღებდი , მთავარ საქმედ , რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა იყო , რომ მკვდარი ზურგში მოხვედრილი ტყვიით არ ვყოფილიყავი , ჩვენი ბრძოლა წაგებული იყო , სამნი დავრჩით ათიდან , მე ტყვია აღარ მქონდა , მტერი ბევრი იყო , მრავალფეროვანი იარაღებით გვესროდნენ , გვხედავდნენ და გვესროდნენ . ჩვენ კი ზურგსუკან ეკლიანბუჩქებიანი გრძელი აღმართი გვქონდა , რომელსაც მტერი კარგად ხედავდა , აკონტროლებდა ომის ენით . მაშინდელი ჩემი აზრები ახლაც ცოცხლად მახსოვს - არ მოვკვდე ზურგში ტყვიით და ბოლო გრზნობა , ჩემი ცხოვრების ბოლო გრძნობა არ უნდა ოყოს შიში და სასოწარკვეთა , და შედეგად , ალბათ გიჟის თვალებით , მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით ვიღიმებოდი . მე ბევრი იღბლიანი დამთხვევის ხარჯზე გადავრჩი . მათ შორის იმითაც , რომ ჩემგან 4 - 5 მეტრში მიწაში ჩარჭობილი ჭურვი ტანკსაწინააღმდეგო აღმოჩნდა და კლდის ქანებში შეიფრქვა და არა ზემოთ . და ამითაც , რომ ჩემმა მეთაურმა ზურა სარქისოვმა მე და დათო ლოლაძეს , რომელსაც ბრძოლის ერთი წუთის ტყვიებიღა ჰქონდა დარჩენილი , უკანდახევა , გაქცევა გვიბრძანა . თვითონ მთელი კორპუსით დადგა და ერთი მჭიდი დააცალა შეტევაზე ფეხით მომავალ მტერს . გავიქეცით , ოღონდ შინაარსით , რეალურად კი მთაზე ჯაგებში მივფორთხავდით აღმართზე , ისინი გვხედავდნენ და გვესროდნენ . ეგ ეფექტი ჰოლივუდმა ერთი ორი წილია რაც აითვისა , როგორია ტყვიის მოხვედრა შენგან ძალიან ახლოს , რა გესმის , როცა ტყვია " ჩაგიწუილებს " ( თურმე სულაც არ წუის , უფრო ზმუის რრრრრრ - ს თანხლებით ) რას ხედავ შენსკენ ტრასირი რომ მოფრინავს და ბოლოს თითქოს უხვევს . მამაშენიც რომ ჩემსავით გადარჩენილოყო , ჩემს გვერდზე ბევრი კარგი ადამიანიც რომ გადარჩენილიყვნენ ვიფიქრებდი , რომ ომს თავისი სამართლიანი კანონი აქვს , მაგრამ . . . . სინამდვილეში არ აქვს , ომი მსხვერპლს კანონზომიერებით არ ირჩევს , მხოლიდ ადგილით . ზოგს იღბლიანი ადგილი გვხვდება ზოგს უიღბლო . ყველანი კი ომში საკუთარი ფეხით მივდივართ . აქ კი გავიმეორებ თავში დასმულ შეკითხვებს რა არის სინდისი , საიდან ჩნდება ? რა არის სინანული , საიდან ჩნდება ? რა არის თანაგრძნობა , საიდან ჩნდება ? რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე , რითი ყალიბდება ? რა არის ერის სიძლიერე , საიდან ჩნდება ? და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ მამაშენის გადაწყვეტილების შედეგად დარჩი ობოლი , მშიერი და შეცივნული იმ დაწყევლილ 90 - იანებში , აღარ გაგიჩნდა უმცროსი და - ძმა , ყველაფერსს არ მოვთვლი , ვერც . მოვთვლი , მაგრამ . . იცი თუ არა რის შედეგად გაჩნდი ? გიფიქრია თუ არა , რამდენმა შენმა უცნობმა წინაპარმა შეაკლა თავი მტერს შენ რომ დაბადებულიყავი , იმათთვის , ჰიპოთეტური შთამომავალი ? ამას პათეტიკით არ ვწერ , ფაქტი მომყავს . ომი იყო და იქნება . არსებობს დაუწერელი და ზოგჯერ უთქმელი კანონი , რომლებიც ერს ომის და ომისუნარიანობის მიხედვით მიუჩენს ადგილს მზისქვეშეთში . ომისუნარიანობა კი პირველ რიგში არის იმ ადამიანების ერთობა , რომლებიც მზად არიან მოკვდნენ სამშობლოსთვის . ერი , რომლისთვისაც არავინ არის მზად მოკვდეს , კვდება . იმ ადამიანებმა ვინც საქართველოსთვის მოკვდა ჩემს ერს ღირსება შეუნარჩუნა . არც ისინი წავიდნენ ომში გმირობის ჩასადენად , უბრალოდ დადგნენ იქ , სადაც უნდა შეენარჩუნებინათ ქვეყნის ღირსება და შთამომავალთა არსებობის უფლება . ეს მთელი ტირადა იმისთვის დავწერე , რომ მამაშენზე არ იყო გაბრაზებული . მას შენ არ გაუწირიხარ ობლობისთვის , ის " უბრალოდ " მივიდა და დადგა . გთხოვ არ ჩათვალო ეს მისი გადაწყვეტილობა შეცდომად . მე მქონდა მომენტი ომში , როცა ვფიქრობდი , რომ ეს ჩემი ბოლო წუთია და მაშინ ბევრი პათეტიური აზრი ეჯახებოდა ერთმანეთს ჩემს თავში , მათ შორის ერთი , განსაკუთრებით ჰიპერბოლური ის იყო , რომ თითქოს ქართველობა რომ გაიგებდა მე ( მეც ) მომკლეს , გაბრაზდებოდა , ერთად დადგებოდა და ომს მოიგებდა , აი ახლა უშვებთ საბედისწერო შეცდომას აფხაზებო მეთქი ვფიქრობდი ( არ გაგიკვირდეს დენთის და აფეთქებული მიწის სუნში და 3დ მოციმციმე ტრასირების შუაგულში , ფრონტის ხმაურში ტვინი სამ პლასტზე ერთად იწყებს მუშაობას , კიდევ ბევრ ჩემ იმდროინდელ ნაფიქრს არ ვყვები ) , მე იმ დროს არ ვიყავი უბედური , მე მაშინ მნიშვნელოვანი ვიყავი და მაშინ ამ ჩემს სამ პლასტად მიმდინარე ფიქრებში ერთიც რომ ყოფილიყო , რომ მე ჩემი შვილი ( მაშინ 2 წლის მარიამი ) მომავალში იქ დგომას შეცდომად ჩამითვლიდა , კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უბედური ვიქნებოდი , მაგრამ არ მწვევია ეს აზრი . იმედი მაქვს მამაშენსაც . გაგრასთან ქართველები რომ მოკვდნენ იმიტომ წავედი და დავდექი გუმისთასთან , გუმისთასთან რომ ვკვდებოდი იმიტომ უნდა დამდგარიყვნენ ჩემს შემდეგ ვიღაც უცნობი კაცები სოხუმის დასაცავად . ასე რომ მე და მამაშენი ერთ ჯაჭვში ვიყავით . ჩვენი ბრალი არ არის ეს ჯაჭვი რომ გაწყდა და სოხუმი ვერ შეინარჩუნა . გთხოვ იმავეს , რასაც ვთხოვდი ჩემს შვილს იმქვეყნიდან , მაშინ რომ მოვმკვდარიყავი . არ ჩამითვალო ომში წასვლა შეცდომად და იყავი იმაზე მაგარი ვიდრე რეალურად ხარ , შენი ობლობა შენი მონაწილეობაა იმ ომში , მერე რა რომ წაგებულ ომში . ფსიქოლოგი ყოფილხარ , მიპასუხე რა განარჩევს ერთმანეთისგან 90 კგ - იან ადამიანს , ამავე წონის ზაქის , ზვიგენის ან დათვისაგან ? რა არის ღირსება და შეიძლება თუ არა მისი არქონა ? რა არის პიროვნული ღირსება და რა არის ეროვნული ღირსება ? რითი შენდება ეთნოფსიქოლოგია ? უფრო სწორედ , ნუ მიპასუხებ , ესეც რიტორიკული კითხვებია . მათზე პასუხი მხოლოდ ომში თავის ადგილზე მიმსვლელმა ადამიანებმა იციან , ოღონდ იმათაც ქვეშეცნეულად , პათეტიური ლოზუნგების გარეშე . პატივისცემით cartveli . აფხაზეთი
საქართველოში ჩამოსული ფრანგი ანთროპოლოგები ადასტურებენ , რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია .
- გთხოვთ მიპასუხოთ , რამდენად საშიშია ხშირი სექსი ორსულობის პირველ თვეებში . . . .
5 , 5 - 6 თვე განვავითაროთ არჩევითი დამოკიდებულება საგნების სხვადასხვა თვისების ( ფერის , ფორმის , ზომის ) მიმართ . გამოგადგებათ სხვადასხვა ფორმის , ზომის , ფერისა და ფაქტურის სათამაშოები - ბრტყელი , მოცულობითი , რგოლები , პირამიდები და სხვა . ბავშვს წინ დაუდეთ სათამაშოებით სავსე ყუთი . იქიდან სათითაოდ ამოიღეთ საგნები , ბავშვს ხელში დააჭერინეთ , უთხარით მისი სახელი . პატარას გაუჭირდება ყურადღების შეჩერება ერთდროულად ორ საგანზე და როცა მას ახალ სათამაშოს მიაწოდებთ , " ძველს " გადააგდებს . ასე ითამაშეთ დღეში 1 - 2 - ჯერ . დროდადრო სათამაშოები ცვალეთ . აუცილებლად უთხარით ბავშვს სათამაშოს სახელი .
საქართველოში დიასპორის დღე აღინიშნება . 27 მაისს , სასტუმრო , , თბილისი მერიოტში ' ' დიასპორის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა , რომელშიც საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრები 100 - მდე ჩვენი თანამემამულე იღებდა მონაწილეობას . ქართული სათვისტომოებისა და დიასპორის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოყვანა წელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისtრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა .
ხატი უბრალოდ და მარტივად : xatia . ge : ) მაგრამ მე წამართმევ ჩემს მომავალ დომეინს : D მემგონი ეგ ყველაზე კარგია , ან xatia . net
- ადამიანმა , რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს , მკურნალობის პარალელურად აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა . დიეტის საშუალებით შაქრის დონეს ნორმასთან მიახლოებულ მაჩვენებელზე ვინარჩუნებთ და ვარეგულირებთ ქოლესტერინს , რომლის მომატებაც გართულებათა რისკს ზრდის . გარდა ამისა , დიეტის მეშვეობით უფრო ადვილად შეინარჩუნებთ ოპტიმალურ წონას - სიმსუქნე ხშირად სდევს თან შაქრიან დიაბეტს და საგრძნობლად ამძიმებს მის მიმდინარეობას .
ერთი აუცილებელი პირობა , მძღოლზე უნდა დატოვოთ დადებითი შთაბეჭდილება , უნდა მოატყუოთ , რომ მიდიხართ ეკლესიის მოსალოცად , და რომ გიყვართ საქართველო , რათა მძღოლს ჩამოუყალიბდეს სტერეოტიპი კეთილშობილი ავტოსტოპერისა და სხვებსაც თამამად გაუჩეროს , შეიძლება თუმანსაც გამოჰკრათ ხელი და თუ გაგიმართლათ რესტორანშიც ამოყოთ თავი .
ვაღიარებ , რომ მეც მქონდა და ხანდახან მაქვს პრობლემები მშობლებთან . ხოდა , ნწ , არა … მე სხვანაირი მშობელი ვიქნები ადამიანი მაინც საკუთარ შეცდომებზე უფრო სწავლობს , ვიდრე სხვის შეცდომებზე
Download XML • Download text