kat-13
kat-13
View options
Tags:
Javascript seems to be turned off, or there was a communication error. Turn on Javascript for more display options.
მომღერალი რიანა დალასში კონცერტს მართავდა , როდესაც სცენაზე ცეცხლი გაჩნდა . შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა .
დავბრუნდეთ ! ისე რა საინტერესოა როგორ განსხვავედება ადამიანები და მათი აზროვნება ფორუმში მოკლედ ეს პროექტი არ დაიხურება და ყველა აირჩევს იმას ვინც არის მისი იდეალი 450 ქართველიდან . მე ილიას ვაძლევ ხმას !
რამდენი ხანია არ მიფრენია . სიზმარში , რა თქმა უნდა . დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა , მანქანა რომ ბორცვს გადაუვლის მაღალი სიჩქარით და მერე ერთბაშად დაეშვება . თითქოს გული გრავიტაციას არ ემორჩილება შენგან განსხვავებით და ჰაერში გრჩება . ( more … )
ანოტაცია : სამართლებრივი კონსულტაციები დევნილთათვის
დალშე საბოლოო ჯამში გავიდნენ გვერდით , ავიდნენ იმ მთაზე და უბრძოლველად დაიბრუნეს " პოზიციები " .
საქართველოს სსრ გორის რაიონის სოფელ სვენეთის კოლმეურნეობა " წითელი ვარსკვლავი " კოლმეურნის თავმჯდომარეს სტეფანე ივანეს - ძე ბაღდოშვილს : [ მისალმება წითელი არმიისათვის ზრუნვის გამო ] / იოსებ სტალინი / / კომუნისტი . - თბილისი , 1942 . - 25 დეკემბერი . - N304 [ MFN : 113921 ]
" რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე - თუ არა ავაზაკთა ბანდა " ?
მოსწავლეთა შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული საპრეზენტაციო რუბრიკის საშუალებით .
Nanuka , შეიძლება მაინცდამაინც რელიგიური დღესასწაული არ უგულისხმია , არარელიგიურიც ბევრი გვაქვს ეგეთი მე მგონია , რომ მთავარი , ამ შემთხვევაში , რაოდენობის მაგივრად , უფრო ხარისხია : " გულწრფელად აღვნიშნავთ , გააზრებული და გათვითცნობიერებული გვაქვს ამ დღის სიდღესასწაულე , თუ უბრალოდ ტენდენციას მივყვებით , რომ უაზრო აღფრთოვანებით მივულოცოთ ერთმანეთს "
საკვანძო სიტყვები : რჩეულთა ხვედრი ; სახელმწიფო კომპანიები ; საფონდო ბირჟა ; საფონდო ბაზარი .
საიდუმლო პატიმრობებმა საერთაშორისო განსჯა გამოიწვიეს . ამიტომაც პრეზიდენტმა ბუშმა ბრძანება გასცა , 14 დაკავებული პატიმარი გადაეყვანათ გუანტანამოს ბანაკში და სამხედრო წესების მიხედვით დაესაჯათ . მაგრამ ბუში არ აპირებდა CIA - ის საპატიმრო სისტემების დახურვას და გასული ორი წლის განმავლობაში ყველა დაკავებული ალქაიდას წევრი რამდენიმე თვეს ატარებდა ამ სააგენტოს ციხეებში , მანამ , სანამ გუანტანამოში გადაიყვანდნენ . ობამას ახალი ბრძანება კვლავ დართავს ნებას CIA - ს , რომ დააკავონ ტერორიზმში ეჭვმიტანილები საზღვარგარეთ და გადაიყვანონ ისინი სხვა სააგენტოებში , მაგრამ მათ არ ექნებათ უფლება , რომ განახორციელონ გრძელვადიანი დაკითხვები .
ბ ) განმცხადებლის სრულ სახელს ( სახელწოდებას ) და იურიდიულ მისამართს ;
ქართული ტელევიზია , რომ მსგავსი საკითხის ვითომ გამოკვლევას დაიწყებს უკვე სასაცილოა ( და იმედი ხო საერთოდ საოცარი ტელევიზიაა ) საერთოდ მაგ არხს როგორ უნდა უყურო ? ძირითადი დრო სულ სერიალებია და თან როგორი საოცარი და როდესაც არაა სერიალები მაშინ ხომ რას ამბობთ … თქვენ და თქვენს მსგავს გაუნათლებლებს და არაპროფესიონალებს , რომ უყურებს ეს ხალხი კიდევ კარგად აზროვნებენ . ვისი შედეგია გამოკითხულთა უმრავლესობამ , რომ იცის ვინაა ბიჭოლა და არა იცის ვინაა პეტრე მელიქიშვილი ? ვინ აპიარებს უტვინო ბიჭოლას ? რომელ ტელეარხზე ნახულობს ხალხი ყველაზე ხშირად ? რამდენია ტელე იმედზე საგანმანათლებლო პროგრამა ? განვითარებული ქვეყნების პოპულარული ტელევიზიებიდან რომელია მსგავსი დაბალი დონის ( დებილების ტელევიზია ) ? რომელ ქვეყანაშია ასეთი იდიოტური გადაცემები იდიოტი წამყვანებით ? ( გამონაკლისები თქვენთანაც არიან . რამდენი იდიოტიც იქ ყავთ იმდენი კარგი თქვენ გყავთ ) ბოლო 5 წლის მანძილზე რა შეეძლო თქვენი ტელევიზიით ხალხს ესწავლა კარგი ? და ცუდი ? ვინ გააცნო საზოგადოებას კესარია და სხვა მსგავსი არსებები ? რომელ იდიოტს მოუვიდა აზრათ რომ გამოეჭენებინათ ტელევიზიით ვიღაც პიდარასტები და მითუმეტეს ტრანსექსუალები ? ნუთუ აზრადაც არ მოსვლია მანდ არავის რომ საზოგადოებისათვის ( თქვენი თქმით დებილი საზოგადოების ) გაეცნო საქართველოს სასახელო ადამიანები ? იდიოტური გადაცემების ნაცვლად ერთი გადაცემა რომ მაინც იყოს საგანმანათლებლო არ შეიძლება ? მაგრამ ვინღა აჩვენებს ხალხს ვიღაც შორენს და კესარიას . . დღის განმავლობაში 10 სერიალი რომ იქნება საერთოდ იმ არხს როგორ უყურებს ხალხი ? მეტის ღირსები ხართ ყველა მაგათგან , ვინც უყურებთ მაგ იდიოტებს და გაუნათლებლებს , უსმენთ მაგათ საინფორმაციოებს , რომლის დიდი ნაწილიც სიცრუეა . . ვინაა პრემიერ მინისტრი ? არ იცის ხალხმა და ეგ გაუნათლებლობაა ? და ისაა განათლება რომ განათლების მინისტრს ერევა ერთმანერთში ქიმია და ფიზიკა ? და ვიღაც მომღერალს ჩააბარეს გარემოს დაცვის სამინისტრო ? ვინაა ეკონომიკის მინისტრი ? რა განათლბა აქ და რა სტაჟი აქვს პურის ბიზნესის გარდა რაიმე სხვაში ? დებილების ქვეყანა ვართ ზუსტადაც რომ ამდენ იდიოტს გიტანთ და ეგეთ უვიცი ხალხის წაყვანილ გადაცემებს ვუყურებთ … ასეთ მინისტრებს ვიტანთ და მსგავს ოპოზიციას რამეს ვუსმენთ … წიგნის კითხვის მაგივრად იმედის მსგავს ტელევიზიას ვუყურებთ და ჯანსაღი კრიტიკის ნაცვლად ძირს მიშას ვიძახით და შემდეგში ისევ ისეთივე გაუმაძღარ იდიოტს მოვიყვანთ . რაც იმედმა ერთხელ გააკეთა ეგ რომ შეგრჩათ მეტი უნდა გაუკეთოთ კიდევ ასეთ საზოგადოებას . . ( მომავლის ქრონიკაო თუ რაღაც მსგავსი ) ტელევიზიით რომ გაუნათლებელი და უტვინო ხალხის პიარი მიდის მუდმივად რაღატომ ექნებათ ბავშვებს სწავლის სურვილი ? ქობალიას მსგავს რომ ეკონომიკის მინისტრად იხილავენ ვისღა ექნება მოტივაცია სწავლის და ვისღა ექნება სურვილი ბრძოლისა წარმატებისათვის ? აღარც ის გამიკვირდება ყველა ლამაზმა ქალმა სტრიპტიზის ცეკვაც რომ ისწავლოს , ეკონომის სწავლას კი ჯობია როგორც ჩანს . ბენდენაზე გამოსახული პლანით იარონ უნივერსიტეტში იმიტომ რომ იქ სწავლა რა საჭიროა თურმე ვიღაც ხაჩიძე ხომ მინისტრია და რა აქვს ნასწავლი ?
საკვანძო სიტყვები : მეწარმეთა შესახებ კანონი ; მუხლის დამატება ; საკუთრების უფლება .
სხეულის ენა ბერკლის უნივერსიტეტში ჩატარდა ცდების მთელი სერია , რომელთა მეშვე - ობითაც ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს , რომ ჟესტებზე დაკვირვებით ზუსტად არის შესაძლებელი ადამიანის სოციალურ - ეკონომიკური სტატუსის განსა - ზღვრა . ექსპერიმენტის ავტორებმა უცნობ ახალგაზრდებს , რომლებიც ჩაცმუ - ლობით და აქსესუარებით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ , ურთიერთობის გაბმა შესთავაზეს და დააკვირდნენ , რამდენად თბილად და პატივისცემით ეპყრობოდნენ ისინი ერთმანეთს . კვლევის ის მონაწილეები , რომელთა მშობლებსაც მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ , ქცევით აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ მდაბიო წარმომავლობის ახალგაზრდებისგან . მეტიც - როდესაც დამკვირვებელთა ჯგუფს პირველი ჯგუფის წევრთა ურთიერთობის ამსახველი სამოცწამიანი ვიდეოჩა - ნაწერი აჩვენეს , მაყურებლებმა აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრეს ეკრანზე ნანახი ადამიანების სტა - ტუსი . კვლევის ავტორების თქმით , რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალური სტატუსი , მით უფრო ლაღი და თავდაჯერებულია იგი , რაც მის ქცევაზეც აისახება .
აზრი , რომელიც მინდა ამ პოსტში ჩავდო , ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს . ამაზე ვფიქრობდი ჯერ კიდევ მანამ , სანამ გავთხოვდებოდი ან საერთოდ გავიცნობდი გიოს . მაშინ ვცხოვრობდი მოსკოვში , ვსწავლობდი , ვმუშაობდი და ბევრს ვფიქრობდი საკუთარ კარიერაზე , მომავალ ცხოვრებაზე . მაშინდელ ჩემს გეგმებში რასაკვირველია არ შედიოდა არც სიყვარული , მითუმეტეს არც გათხოვება და არც შვილი . მე ვფიქრობდი , რომ გათხოვება არის თავშესაფარი სუსტი ქალების , რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში და რაღაც ეტაპზე ირჩევენ ამოეფარონ მეუღლის ძლიერ მხარს . რათქმაუნდა ეს სისულელეა და ამას მალევე მივხვდი . სიყვარული პირიქით - სტიმულია , რომლის გარეშეც ალბათ აზრი არ აქვს არანაირ წინსვლებს კარიერაში , ზოგადად ცხოვრებაშიც , რადგან ერთხელაც თავს იგრძნობ მარტოსულად და ყველაფერი აზრს დაკარგავს . სულ სხვა მხარეს წავედი . ამ ფიქრებისკენ მიბიძგა იმან , რაზეც ახლაც ხშირად ვფიქრობ . მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჩამოუყალიბებელი ცხოვრების , აუსრულებელი სურვილების , განუხორციელებელი იდეების . . . მეშინია რომ ცხოვრება უცებ გაიფრენს . . . ერთ დღესაც ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული გამოვფხიზლდები და აღმოვაჩენ , რომ უკვე ასაკში ვარ და ვერაფერს მივაღწიე , არ შევდექი როგორც სრულყოფილი ადამიანი , ვერაფერს მივაღწიე საკუთარი შრომით და გადავყევი სახლის ლაგებას ან სადილების კეთებას . ახლა მარტინ იდენს ვკითხულობ და ისე ნაცნობია ზოგიერთი განცდა , რომელსაც ის აღწერს . გრძნობს რომ რაღაც ძალა აქვს , რომ სხვებისგან განსხვავებულია , რომ ბევრად მეტი შეუძლია იყოს ვიდრე არის . ეს ჩემთვის ნაცნობია , რადგან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ . მე ვიცი , რომ მე ბევრი რამე შემიძლია , ბევრის მიღწევა შემიძლია და არა ფულისთვის ან კარიერისთვის , არამედ იმისთვის , რომ ჩემი იყოს კმაყოფილი და გამუდმებით არ ვგრძნობდე სულის ფორიაქს . მე ბევრჯერ მინახავს ქალი 40 - 50 - 60 წელს გადაშორებული , ჩემთვის პატივსაცემი , რადგან ცხოვრება გაატარა ისე , როგორც შეეფერება ნამდვილ დედას თუ ბებიას . ისინი საღამოობით , ყოველი საქმის შემდეგ უყურებენ გადაცემებს , ფილმებს , ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და გულის ტკივილით გრძნობენ რომ მათი სურვილები დარჩა წარსულში , მათ ცხოვრებაში აღარ მოხდება სასწაული და იგი დასრულდება ისე , როგორც მიმდინარეობდა ბევრი წლის განმავლობაში . მე ვუყურებ ამას და საშინლად არ მინდა ასეთი ვიყო 30 - 40 წლის შემდეგ . . . . მე მინდა ვიცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით , ვიმოგზაურო იქ , სადაც მინდა , თავს ვგრძობდე კიდევ ერთხელ ვიტყვი , გამოლეულად , მშვიდად და ძალიან არ მინდა არასოდეს გამიჩნდეს გრძნობა , რომ ვერაფერი მოვასწარი . . . . რომ ტყუილად ვიცხოვრე . . .
- დიახ , ნამდვილად ასე ხდება . . . დაზუსტებით ვერ გეტყვით , კონკრეტულად ვინ აკეთებს ფულს ამით , თუმცა ვიმეორებ , სამწუხაროდ , ეს სრული სიმართლეა !
ალექსანდრ ტორშინი დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად საქართველოს ასახელებს .
ო და , გამომდინარე დოქტრინაში გაჟღერებული " ტოტალური ომის " პრინციპიდან ჩვენ გვჭირდება მოქმედებების გეგმა არა მარტო ფრონტზე , ბრძოლაში - არამედ ღრმად ზურგშიც .
მეფეთა ერთგული ყვარყვარე , განძის დალაშქვრის დროს , დაუპირისპირდა მთავარსარდლობის სტრატეგიას და ლაშა გიორგის თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად .
ფოტინე მადლობ გამხნევებისათვის . . . ბევრ ფორუმზე წამოვიწყე ასეთი თემა და სამწუხაროდ ბოლომდე ვერსად მივიყვანე . . . . : ( სანამ კვლავ ბიოგრაფიებზე გადავიდოდე მოდი შემოგთავაზებთ თანამედროვეობის ( ჯერ კიდევ ცოცხალი ) უდიდესი ფიზიკოსის , სტივენ ჰოუკინგის ერთ საინტერესო ლექციას , სათაურიც და შეიძლება თვითონ სტატიის ფრაგმენტებიც ამ ფორუმის მომხარებლებს ( ჩემის ჩათვლით ) მკრეხელობად ეჩვენოს , თუმცა დამიჯერეთ ბევრი საინტერესო რამ წერია და ჩემი აზრით წაკითხვად და შემდგომში სადისკუსიოდ ნამდვილად ღირს , მაშ ასე დავიწყოთ : თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით ? უძველეს დროში , ეჩვენებოდათ , რომ ბუნება თვითნებურია . ნებისმიერი სახის უბედურება , კატასტროფა , მაგალითად , წარღვნა ან რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა ყოველგვარი " გაფრთხილების " , რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე . შესაბამისად , იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ღმერთებს და ზებუნებრივ ძალებს . არავინ იცოდა და ვერავინ გამოიცნობდა , თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი . ერთადერთი , რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად , ეს იყო სხვადასხვა შესაწირები , ძღვენები და რიტუალები ღმერთებისთვის … თანდათანობით , მიუხედავად ყველაფრისა , ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა , კანონზომიერებები ბუნების ქცევაში . ეს კანონზომიერებები ყველაზე უფრო ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში , ცაზე დაკვირვებისას . ასე , რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება , რომელიც განვითარდა . ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს , რომ განვსაზღვროთ ციური სხეულების მოძრაობა . ნელ - ნელა აღმოჩნდა , რომ ბუნების სხვა მოვლენებიც ასევე აღიწერებიან გარკვეული კანონებით . ამ ყველაფერმა მეცნიერები მიიყვანა ე . წ . " სამეცნიერო დეტერმინიზმის " იდეამდე , რომელიც პირველად სახალხოდ გააჟღერა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა . ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა : თუ , დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე , მაშინ ჩვენ შევძლებთ , რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში . არსებობს ასეთი გადმოცემა , რომ როდესაც ნიუტონმა ჰკითხა მას , თუ როგორ ჯდებოდა ამ სისტემაში ღმერთი , მან უპასუხა : " სერ , მე არ მჭირდება მსგავსი ჰიპოთეზები " . მე არ ვფიქრობ , რომ ლაპლასი ამტკიცებდა , რომ ღმერთი არ არსებობს , უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში ! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია . ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი , თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ … იდეა , რომ სამყაროს მდგომარეობა დროის მოცემულ მომენტში გვაძლევს საშუალებას , ვიწინასწარმეტყველოთ მისი მდგომარეობები ნებისმიერ სხვა დროს , გახდა მეცნიერების ცენტრალური პრინციპი ლაპლასის შემდეგ . ის გულისხმობს , რომ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება . პრაქტიკულად ეს არც ისე ადვილია ( რბილად რომ ვთქვათ ) შესაბამისი განტოლებების სირთულის და რაოდენობის გამო . მიუხედავად ამ სირთულეებისა , ეს იდეა დომინირებდა მეცნიერებაში მთელი XIX საუკუნის მანძილზე . თუმცა , XX საუკუნეში ფიზიკის განვითარებამ გამოკვეთა ორი საკითხი , რომლებმაც აჩვენეს , რომ ლაპლასის ხედვა , მომავლის სრულიად წინასწარმეტყველების შესახებ , ვერ იქნებოდა რეალიზებული . პირველი , ეს არის კვანტური მექანიკა , რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა . მან გამოთქვა იდეა , რომ ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება , ასხივებდეს მხოლოდ გარკვეული პორციებით , კვანტებით . მას არ ჩაუდია ამაში რაიმე ფიზიკური აზრი , მხოლოდ როგორც მათემატიკური ხერხი ისე გამოიყენა . შემდეგში სხვა მეცნიერები შეეცადნენ , რომ ეპოვნათ სხვა მოვლენები , რომლებიც იხსნებოდნენ კვანტური თეორიით . მაგალითად , აღმოჩნდა , რომ ელემენტარული ნაწილაკები იქცევიან , როგორც ბზრიალა სათამაშოები . ისინი ბრუნავენ რაღაც ღერძის გარშემო , მაგრამ სპინის რაოდენობა ვერ იქნება ნებისმიერი სიდიდის . მას აქვს გარკვეული დაკვანტული მნიშვნელობები რომლებიც რაღაც სიდიდის ჯერადია . ყველაფერი კარგად იყო 1926 წლამდე , ვიდრე ასევე გერმანელმა ფიზიკოსმა ჰაიზენბერგმა არ აღმოაჩინა , რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ზუსტად გავზომოთ ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე ( ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ) . ეს ყველაფერი ხდება იმიტომ , რომ მიკროსამყაროში გაზომვისას შეტანილი შეშფოთება პრინციპული ხასიათისაა . რაც უფრო ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის სიჩქარეს , მით უფრო ნაკლებად ზუსტად შევძლებთ მისი მდებარეობის განსაზღვრას და პირიქით . ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფორმულირდება შემდეგნაირად : კოორდინატის გაზომვის ცდომილება გამრავლებული სიჩქარის გაზომვის ცდომილებაზე , ყოველთვის მეტია ვიდრე ( h ) პლანკის მუდივა გაყოფილი მასაზე . ცხადია , რომ თუ ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის მდებარეობას , მაშინ არაფერი ვიცით მისი სიჩქარის შესახებ და პირიქით . შესაბამისად , ლაპლასის იდეას , რომელიც გულისხმობდა , რომ ჩვენ ერთდროულად , დროის ერთი და იგივე მომენტში უნდა გვცოდნოდა ნაწილაკების სიჩქარეები და მდებარეობა , ჰაიზენბერგის პრინციპი ძირს უთხრის , რადგან რეალურად შეუძლებელია ამ ორი სიდიდის ერთდროულად ზუსტად გაზომვა . ასე , რომ როგორი სწრაფი კომპიუტერებიც არ უნდა გვქონდეს ზემოთნახსენები განტოლებების დასათვლელად , აზრი აღარ აქვს , რადგან თუ არასწორი მონაცემები გადავეცით , შედეგადაც არასწორ გამოთვლებს მივიღებთ . ეინშტეინს ძალიან აწუხებდა შემთხვევითობის პრობლემა . მისი საყვარელი ფრაზა იყო : " მე არ მჯერა , რომ ღმერთი კამათელს აგორებს " . იგი თვლიდა , რომ განუზღვრელობის პრინციპი დროებითია , რომ ნაწილაკებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სიჩქარე და მდებარეობა და რომ ისინი აღიწერებიან დეტერმინიზირებული კანონებით ლაპლასის პრინციპის მიხედვით . იგი ამბობდა , რომ ეს ყველაფერი ღმერთისთვის ნათელია და ჩვენ სინათლის კვანტური ბუნების გამო ვერ ვხედავთ ამას . სხვა მეცნიერები უფრო მზად აღმოჩნდნენ XIX საუკუნის დეტერმინიზმის ხედვის მოდიფიცირებისთვის . კვანტური თეორია განავითარეს ჰაიზენბერგმა , ავსტიელმა მეცნიერმა შრედინგერმა და ინგლისელმა ფიზიკოსმა დირაკმა . კვანტური მექანიკა დაახლოებით 70 წელია რაც არსებობს და დღემდე ბოლომდე არ არის გაგებული და აღიარებული იმ ხალხისგანაც კი , ვინც იყენებს ამ მოდელს გამოთვლებში . კვანტური თეორია ეს მთლიანად სხვა სურათია ფიზიკური სამყაროსი და რეალობის . კვანტურ მექანიკაში ნაწილაკებს არ გააჩნიათ ცალსახად განსაზღვრული პოზიცია და სიჩქარე . ისინი წარმოდგენილი არიან ე . წ . ტალღური ფუნქციით ( რაც გულისხმობს სივრცის სხვადასხვა წერტილებში რაღაც მნიშვნელობების მოცემას ) . ტალღის სიგრძე გვაძლევს ალბათობას , რომ ნაწილაკი აღმოჩნდება სივრცის კონკრეტულ წერტილში . სიდიდე , რომლითაც იგი იცვლება წერტილიდან წერტილამდე გვაძლევს ნაწილაკის სიჩქარეს . ვთქვათ ტალღურ ფუნქციას აქვს მკვეთრი პიკი სივრცის რაიმე პატარა არეში . ეს ნიშნავს , რომ მდებარეობის განუზღვრელობა მცირეა . თუმცა ფუნქცია ძალიან სწრაფად შეიცვლება პიკის მახლობლად რაც ნიშნავს , რომ სიჩქარის განუზღვრელობა დიდი იქნება . შესაბამისად , შეიძლება გვქონდეს ტალღური ფუნქცია , რომელშიც მდებარეობის განუზღვრელობა იქნება დიდი , ხოლო სიჩქარის - მცირე . ტალღური ფუნქცია შეიცავს ყველაფერს , რაც შეიძლება ვიცოდეთ ნაწილაკის შესახებ - მათ სიჩქარეებსაც და მდეობარეობასაც . თუ ჩვენ ვიცით ტალღური ფუნქცია დროის ერთ მომენტში , მაშინ ჩვენ შეგვიძლია შრედინგერის განტოლებით ვიპოვოთ იგი დროის სხვა მომენტშიც . ეს წააგავს დეტერმინიზმს , მაგრამ არა ლაპლასის ხედვით . იმის მაგივრად , რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის სიჩქარე და მდებარეობა , ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტალღურ ფუნქციას , რომელიც გვაძლევს ალბათობებს ნაწილაკის სივრცის მოცემულ წერტილში აღმოჩენისას და მისი სიჩქარისას . რაც მხოლოდ ნახევარია იმისა რასაც ლაპლასი გულისხმობდა … ასევე პრობლემას ქმნის გრავიტაცია , რომელიც ისე ამრუდებს სივრცე - დროს , რომ არსებობს ისეთი არეები , რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკვირდებით . საინტერესოა , რომ 1799 წელს ლაპლასმა გამოაქვეყნა წერილი , სადაც იგი ამბობდა , რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები , რომლებსაც აქვთ იმდენად მძლავრი გრავიტაციული ველი , რომ თვით სინათლის სხივიც ვერ გამოდის მათგან . იგივე იდეა გამოთქვა 16 წლის წინ მიტჩელმა . ისინი , ორივე ფიქრობდნენ რომ სინათლის სხივი ეს არის ნაწილაკების ნაკადი და ხსნიდნენ გრავიტაციული ველის ასეთ ზემოქმედებას მასზე . 1887 წელს მაიკელსონმა და მორლიმ ჩაატარეს შესანიშნავი ექსპერიმენტი , რომელშიც აჩვენეს , რომ სინათლეს აქვს ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარე მიუხედავად იმისა , საიდან მოდის იგი . შეუძლებელი იყო , რომ სივრცეზე და დროზე მაშინდელი მოსაზრებებით აეხსნათ ეს მოვლენა . მაგრამ 1915 წელს გამოქვეყნებული აინშტაინის რევოლუციური ფარდობითობის ზოგადი თეორია მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სივრცეზე და დროზე . იგი განიხილავს ერთ ობიექტს სივრცე - დროს , რომელშიც ორივე ( სივრცეც და დროც ) არ არიან დამოუკიდებლები და განცალკევებულები , ისინი ერთი ობიექტია . მათ უბრალოდ აქვთ სხვადასხვა მიმართულება ერთ ობიექტში - " სივრცე - დრო " . აინშტაინი ამბობდა , რომ სივრცე - დრო არ არის ბრტყელი , მას ამრუდებენ მასში არსებული მატერია და ენერგია . წარმოვიდგინოთ გაჭიმული ნაჭერი და მასში მოთავსებული მასიური სხეული ( ნახსენები ვარსკვლავის ანალოგად ) . ცხადია , რომ ეს სხეული თავისი წონის გამო მის მახლობლად გაამრუდებს ნაჭერს . ახლა წარმოვიდგინოთ , რომ ამ ნაჭერზე ვიღაცამ გააგორა ბურთულა . გასაგებია , რომ ამ ბურთის მოძრაობის ტრაექტორია გამრუდდება მასიური სხეული მახლობლად , იმის მაგივრად , რომ იყოს სწორხაზოვანი . დაახლოებით ეს არის სივრცე - დროის გამრუდების ადვილად წარმოსადგენი მაგალითი . 1919 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ ჩაატარა ექსპერიმენტი დასავლეთ აფრიკაში საიდანაც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებიდან მოსულ სინათლის სხივებს , რომლებიც გაივლიდნენ მზის მახლობლად . მათ ნახეს , რომ ვარსკვლავების გამოსახულება იყო წანაცვლებული , რაც გამოწვეული იყო სინათლის სხივის ტრაექტორიის შეცვლით . ფარდობითობის ზოგადი თეორია იქნა მიღებული წარმოვიდგინოთ ახლა უფრო მეტად და მეტად ძმიმე და მკვრივი სხეული ჩვენს ნაჭერზე . იგი უფრო მეტად ჩაზნიქავს მას და რომელიღაც კრიტიკულ მომენტში გაჩნდება ხვრელი ჩვენს ნაჭერზე ( ბუნებრივია ნაჭერი გაიხევა ) . ამის შემდეგ ყველა ბურთულა ჩავარდება ამ ხვრელში და არაფერი ამოვა იქიდან . რა ხდება სივრცე - დროში ამის ანალოგად ? ვარსკვლავი ამრუდებს სივრცე - დროს მის მახლობლად და რაც უფრო მასიური და კონცენტრირებულია მით უფრო მეტად და მეტად . . მასიური ვარსკვლავები ჩაქრობის შემდეგ იწყებენ გაციებას და შეკუმშვას და საბოლოოდ ისინი ისე ამრუდებენ მათ მახლობლად სივრცე - დროს , რომ ქმნიან ზუსტად ისეთივე ხვრელს , როგორიც განვიხილეთ ნაჭრის მაგალითზე . სინათლესაც კი არ შეუძლია იქიდან გამოსვლა . ასეთ ობიექტებს ეწოდათ შავი ხვრელები . დღეს ჩვენ შეგვიძლია , რომ დავაკვირდეთ შავ ხვრელებს და ვიცით , რომ ისინი ნამდვილად არსებობენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში . რა მნიშვნელობა აქვთ მათ დეტერმინიზმის საკითხთან ? ? პასუხი წერია სტიკერზე , რომელიც მე მაქვს გაკრული კარებზე : შავი ხვრელები არიან ჩვენი მეთვალყურეობის მიღმა არამარტო ნაწილაკები , არამედ უბედური ასტორავტებიც , რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში ვეღარასოდეს ამოვლენ იქიდან ; და რაც ყველაზე მთავარია , ინფორმაცია რომელსაც ის ობიექტები ატარებენ , რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში სამუდამოდ დაკარგული იქნება ჩვენთვის . მინიმუმ , სამყაროს იმ არიდან , რომლიდანაც ჩვენ ვაკვირდებით ( ვუყურებთ ) შავ ხვრელებს . შავი ხვრელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო განსხვავებულია ვიდრე განუზღვრელობის და კვანტურობის პრობლემაში . რაც არ უნდა მოხვდეს შავ ხვრელში , შედეგად ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ , მხოლოდ საერთო მასა . ანუ , აღარ გვაქვს ერთი - ერთზე შესაბამისობა საწყის და საბოლოო მდგომარეობებს შორის , რასაც გულისხმობდა ლაპლასი დეტერმინიზმის იდეაში . შედეგი ერთია , რომ ნებისმიერი ინფორმაციას ჩვენ ვკარგავთ შავ ხვრელში ( სამყარის იმ არიდან მაინც საიდანაც ვაკვირდებით შავ ხვრელს ) . შესაბამისად არ შეგვიძლია , არსებული მდგომარეობიდან ვიწინასწარმეტყველოთ შემდეგი მდგომარეობა . კვანტურ თეორიაში ჩვენ შეგვეძლო რაღაც დოზით მაინც ამის კეთება ტალღური ფუნქციის დათვლით , მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას . ასე , რომ აინშტაინი ორმაგად ცდებოდა , როდესაც ის ამბობდა , რომ ღმერთი კამათლით არ თამაშობს , რომ მოვლენები წინასწარგანსაზღვრულია . ღმერთი აგორებს კამათელს და თან ხანდახან შავ ხვრელშიც აგდებს , რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ შევაჯამოთ , რისი თქმა მინდოდა ამ ლექციაში . მთავარი შეკითხვა : სამყარო რენდომულად , თვითნებურად ვითარდება თუ ის დეტერმინიზირებულია ? კლასიკური შეხედულებებით ნაწილაკების მოძრაობა მთლიანად განსაზღვრადი იყო თუ ჩვენ გვეცოდინებოდა მათი სიჩქარეები და მდებარეობები . მაგრამ კვანტურმა თეორიამ და ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპმა დაგვანახა , რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ნაწილაკის სიჩქარეს და მდებარეობას ერთრდოულად ორივეს ზუსტად , ხოლო შავი ხვრელების ეფექტმა გვიჩვენა , რომ ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას იმ ნაწილაკებზე , რომლებიც მოხვდებიან მასში . ასე , რომ სამყაროს მომავალი არ არის მთლიანად განსაზღვრადი ფიზიკის დღეისთვის ცნობილი კანონებით . ყოველ შემთხვევაში , ლაპლასის ხედვით მაინც . ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად : )
ანოტაცია : საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს ტენდერს 2006 წლისათვის კომპიუტერული ტექნიკის , აქსესუარების და სახარჯი მასალების სახელმწიფო შესყიდვაზე
ა ნ უ კ ა გინდა რა უნდა წამოხვიდე . მანამდე კარგად ჭამე დაიტენე ძალები .
1929 წელს - გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს , სადაც მან სამი წელი დაჰყო .
ზოტიყელის იაილაში დენი კურორტ ბახმაროდანაა გამოყვანილი . აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეაკეთა ხულო - ღორჯომი - ბოდიში - ზოტიყელის საავტომობილო გზა .
KR @ ZANA კი . . . მესამე ეტაპი იყო შარშან შტურმი . . . მაგისთვის რო მოგვეგო კიდე ერთი იქნებოდა ჯგუფამდე დინამო მესამეზე უეჭველი გავა . . . მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაახლოებით იმ დონის გუნდებიაც რაც პირველზე
რას ნიშნავს ეპოქალური გადასვლა და რაში ჭირდება ამის ცოდნა მარკეტოლოგს ?
დასაწყისშივე , შუამდეც არ მივედი . . . ნარცისი და გოლდმუნდი დამეგობრდნენ შეიძლება თარგმანის ბრალიათქო ეგეც ვიფიქრე
ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად , გულის მისცეს გულისათვის , სიყვარული გზად და ხიდად . რუსთაველი ვაფშე ვის ახსოვს ამ ქვეყანაში , ვეფხის ტყაოსანზე და სახარებაზე იზრდებოდა ქართველი კაცი , მამა გაბრიელი უსწრებს შოთა რუსთაველს და მე - 5 ადგილზეა
_ თავადაც აღიარებ , რომ საკრებულოსა და გაგეობას შორის დაპირისპირებაა . . . არ ჯობდა , სესია გამართულიყო და ყველაფერი ისე გაგერკვიათ ?
ვააა ეს ერთი და სხვა მრავალი . იმედია მართლაც რკინის ნაგავი არ იქნება და საქართველოს გამოადგება გაჭირვებაში
პერსონალია : მამუჩაშვილი გიორგი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მენეჯერი .
ჯგუფმა , რომელმაც იმთავითვე მიიქცია ყველას ყურადღება , განსაკუთრებით კი მამაკაცებისა , იყო სუპერსექსუალური ბენდის იმიჯზე პრეტენზიის მქონე " ტკბილი აბები " ( Sweet Pills ) . ყოველ ჯერზე როგორც კი ჩემს სამეგობრო წრეში ჩამოვარდებოდა საუბარი ევროვიზიაზე , სულ ამ გოგონებს ახსენებდნენ ვინ უფრო ლამაზი , გამხდარი ან მაღალი იყო - კონკურსის დროსაც კი ამის გარჩევა მიმდინარეობდა : დ
ამბობენ , თითქოს არსებობს " ქრისტიანული როკის " მიმდინარეობაც , მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება . როკი მუსიკის ველური სახეობაა , სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს , როგორ შეიძლება , ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი ? ! ეს იგივეა , რომ არსებობდეს " ქრისტიანული მეძაობა " ან " ქრისტიანული მაგია " .
Subjects : უმაღლესი განათლება საბჭოთა კავშირში ; სასწავლო დაწესებულების ორგანიზაციული საკითხები .
მწვანე , მწვანე ფოთლებიც , ყვავილებიც და ბაბუაწვერა … კი კი ერთი ცალი ბაბუაწვერა …
Apple - ის უფროსის - სტივ ჯობსის განსაცვიფრებელი სიტყვა 2005 წლის სტენფორდის გამოსაშვებზე
27 დეკემბერს ტოკიოში გაიმართა პრეს - კონფერენცია , რომლის დროსაც ტაკეკი მაცუმოტმ განააცხადა , რომ " ჩრდილოეთი ტერიტორიები არის ჩვენი მიწა . რფ - ს შემოთავაზება არ შეესაბამება იაპონიის პოზიციას .
რკონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში , შიდა ქართლში , კასპის რაიონში , კასპიდან სამხრეთ - დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით , მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე . XII - XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო - სტრატეგიული გზა , რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან , თრიალეთთან და შემდეგ , სომხეთის გავლით , ახლო აღმოსავლეთთან . ამან ხელი შეუწყო , რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას . XIII საუკუნის მეორე ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს . 1400 წელს , თემურლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი , და ირგლივ მდებარე ეკლესიები და მონასტრებიც . XVI - XVIII საუკუნეებში რკონი , საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო . ქართლის მეფე გიორგი XI აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I - ის ჯართან და როდესაც იგი დამარცხდა , ოჯახით გაიქცა დასავლეთ საქართველოში . 1905 წელს , რკონში არსებობდა სახელოსნო - ლაბორატორია , სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს
ვთქვათ , ჩვენს შორის აღმოჩნდა მწერალი კაცი , რომელმაც , როგორც მწერალმა , ჩვენზე ღრმად დაინახა და განიცადა ადამიანთა გაუპიროვნების ეს ფაქტი და ამ თემაზე დაწერა მოთხრობა . მოთხრობის წაკითხვისას , ჩვენდა გასაოცრად , აღმოვაჩინეთ , რომ თხრობისას ავტორი ხშირად უხეშად არღვევს ხოლმე გრამატიკის ნორმებს , იგი , მაგალითად , ხშირად წერს შემასმენელს ქვემდებარის გარეშე : " ამბობს " , " თქვა " , " წავიდა " და ა . შ . ვინ ამბობს , ვინა თქვა და ვინ წავიდა , ეს არა ჩანს ხოლმე . ანდა ზოგჯერ გაგრძელებულ წინადადებას წინადადებას წერს , სადაც ერთმანეთშია არეული და ვერ გაარჩევ , სად ქვემდებარეა და სად დამატება . სახელდობრ , ვინა თქვა , რაც თქვა , ვინაა მთქმელი და ვინ კიდევ ის , ვისაც უთხრეს და სხვა და სხვა . ყოველივე ამის წაკითხვისას მოსალოდნელია , რომ თავდაპირველად ჩვენ გავწყრებით და ავტორს ცრუ ორიგინალობას დავაბრალებთ . მაგრამ , თუკი კარგად დავაკვირდებით , შეიძლება აღმოჩნდეს , რომ ენის ასეთი " მტვრევა " , სხვა შესაბამის ხერხებთან ერთად , მოხერხებულად გამოსახავს იმ ცხოვრების ფარულ არსებას , რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილეობთ ; სახელდობრ , იგი ნათელყოფს იმ ვითარებას , რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოსმენილი საუბარი თანაბრაად ეხება და ეკუთვნის ყველას , ანუ გარკვევით არავის , მაშასადამე ერთნაირად გაურკვევლად ეგუება სხვადასხა " ქვემდებარეს " , და , ამიტომაც , გარკვეულ " ქვემდებარეს " მოკლებულია .
" მგონი , ძალიან კარგები არიან . ჩვენ არ გვეშინია და თანაც , არავის უთქვამს , რომ მათი უნდა გვეშინოდეს . ძალიან მეგობრულად შეგვხვედნენ . მე სუვენირი მაჩუქეს - საქართველოს პატარა დროშა , ძალიან გამეხარდა . სკოლაში კონფლიქტი ხშირად ხდება , დანით თითქმის ყველა ბიჭი დადის , შეიძლება გამოხედვა არ მოეწონოს და ამის გამო კონფლიქტი მოხდეს , ან ნათქვამი ფრაზის გამო გაბრაზდეს ვინმე . ტუალეტებშიც თუ იქნება ვიდეოთვალი დამონტაჟებული , არც ეგაა ურიგო , რადგან , მისი ფუნქცია ახლა ისაა , რომ სიგარეტის მოსაწევი ადგილია , იქავრობა ბიჭებით და სიგარეტის კვამლითაა სავსე . თუმცა , უკვე დერეფნებშიც ეწევიან - რა პრობლემაა ? ! " - ჩვენთან საუბრისას განაცხადა ერთ - ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ . როგორც მისი საუბრიდან გაირკვა , სკოლას თავის " მაკონტროლებელი " ყავს და კონფლიქტის დამწყებ - გამრჩევიც უმეტეს შემთხვევაში , ის და მასთან დაახლოებული " ძველი ბიჭები " არიან .
Code . ge Presents : Internet Explorer 6 Must Die ! ასე განაცხადა 2009 წლის 27 სექტემბერს ( უფრო ადრეც ველოდით ) ოფიციალურად სოსომ თავის ბლოგზე . http : / / www . code . ge / ie6mustdie სწორიც იყო და ალალიც . თუ რატომ და რისთვის შეგიძლიათ ზემოთ ხსენებულ ბმულს მიჰყვეთ . ხოლო რაც შეეხება ამ ჩემს პოსტს - მინდა იგივე კოდი შემოგთავაზოთ jQuery - ის პლაგინის სახით .
უბრალოდ ადამიანებს უყვართ ოცნება , ოცნება რაიმე კარგზე , სახლზე მდინარის პირას , ბევრ ფულზე და ლამაზ ნაშებზე . ხოდა მოდით ვიოცნებოთ ბევრად რეალურ რამეზე - ე . წ . ატომურ ზამთარზე . იმიტო რო უმეტესობისთვის ატომური ზამთარი ბევრად უფრო რეალური პერსპექტივაა ვიდრე ბევრი ფული და ლამაზი ნაშები .
მოკლედ ვიყავი იმ დღეს ელიავაზე . შევიდოდი რამე მაღაზიაში და ერთი საათი ვათვალიერებდი , გამყიდველები ცერად მიყურებდნენ და ალბათ ფიქრობდნენ ვინააო ესო , რა უნდაო , არაფერს არ ყიდულობსო ( ელიავაზე ავეჯის აქსესუარების მაღაზიებში ვინც შედის , ყველამ იცის რას ყიდულობს , იმიტომ რომ ძირითადად ავეჯის ხელოსნები არიან ხოლმე ) . ვეძებდი ავეჯის იმ ნაწილებს , რომლითაც მოხერხებულად და მოხდენილად გამოვიდოდა მაგიდის კედლების ( რომელიც ლამინატის იქნება ) და ეკრანის მასალის შერწყმა . რაღაცეები დავიმახსოვრე ( ძირითადად ალუმინის კუთხეები ) როგორი პროფილების არსებობს , რომ მერე თავში მომეფიქრებინა რომლით უფრო კარგად გამოვიდოდა . ჰო , ელიავაზე დიდი სარკეც მოვაჭრევინე , რომ გამესინჯა ჩემს პროექტორზე , თუ რამე გამოვიდოდა სარკით , მაგრამ ამაოდ : ფართოკუთხიან პროექტორზე , რომელსაც ეკრანზე დაცემის ძალიან დახრილი კუთხე აქვს , სარკით გამოსახულების " მოტეხვა " საკმაოდ რთულია ( ტრაპეციას იღებ , რომელსაც ვერ გაასწორებ ) და გადავწყვიტე სარკე საერთოდ არ გამოვიყენო და პროექტორი " პირდაპირი ხედვით " დავაყენო . ეს მაგიდას სიმაღლეს უმატებს და ეკრანის ერთ მხარეს ითხოვს დაახლ 20 სანტიმეტრის თავისუფალ ადგილს ( გამოსახულება პროექტორიდან ამდენივეთი იწევს ზემოთ , კედელზე რო ანათებ ) , მაგრამ არაუშავს . გუშინ საღამოს " გუგლ - სკეჩაუფ " - ში მოვჯღაბნე დაახლოებითი დიზაინი . ამ თავისუფალი ადგილის სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება , მაგალითად დინამიკებს ჩავსვავ და რამე რო იყოს , კლავიატურაც დაიდება ( ან ყავის ჭიქები და ნამცხვარი : ) ) . კომმენტს - ველქამ !
" გაგვიჭირდება მოგება ძალიან … ხორვატია მასპინძელია , ჩვენ გვაკლია ძირითადი მოთამაშეები და რავიცი … მოგება რატომღაც უტოპიურად მეჩვენება "
ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ხორცპროდუქტების წარმოება - რეალიზაციის ფაქტზე , ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მოქალაქე ვასილ აბულაშვილი
ქართველების რევანში უპასუხოდ არც ქვეყნის ხელისუფლებას დაუტოვებია . 21 მარტს , საქართველოს პრეზიდენტმა ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს ღირსების ორდენები გადასცა . მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა " რაგბის განვითარების ახალ საპრეზიდენტო პტოგრამას " - აც . გამარჯვებულ გუნდს დამატებით 150000 ლარი გადაერიცხა .
არავითარი ჟუჟუნა და შხაპუნა წვიმებით - ჭექა - ქუხილითა და თქეშით მოვარდა მაისი თბილისში . დღეს სამჯერ იწვიმა და სამჯერ გამოიდარა . ფანჯარა გავაღე . ოთახში აკაციის თეთრი ტოტი შემოვარდა , ერთ ხანს იქანავა და შემდეგ ლამაზი ქალის თეთრი ხელივით გაიტრუნა ჩემს სახესთან . მე მოკრძალებით ჩამოვართვი ხელის მტევანი აკაციას და ფრთხილად ვაკოცე . თეთრი აკაცია შემოვიდა ჩემს ოთახში , თან შემოიტანა უზომო სურნელი მიწის , ჰაერის , წვიმისა და მზის . პირველი , თეთრი აკაცია მოვიდა ჩემთან და მომილოცა დაბადების დღე - 14 მაისი . იგი ჩემთან ერთად გაიზარდა ამ ეზოში , იგი ჩემი ხნისაა და რა არის ამაში გასაკვირი , რომ უხარია ჩემი დაბადების დღე . დღეს ბევრი არავინ მოვა ჩემთან , მოვა გურამი , ერთ ბოთლ ღვინოს მოიტანს და თვითონვე დალევს , მოვა ლია , ლია პირველად მოვა ჩემს დაბადების დღეზე ; მოვა , დაჯდება კუთხეში . მიყურებს , მიყურებს და რას იზამს , არ ვიცი , წავა თუ არ წავა . იქნებ არ წავიდეს . მე ვთხოვ და არ წავა . აკაცია კი , აკაცია ვერსად წავა , ძალიანაც რომ უნდოდეს , ვერსად წავა . იქნებ სულაც არავინ მოვიდეს , უბრალოდ , არავის გაახსენდეს ჩემი დაბადების დღე . მაშინ მე ჩამოვივლი ყველას , თვითონ , ჩემი ფეხით და ყველას , ყველას დავპატიჟებ . - ლია , გამარჯობა , დღეს ჩემი დაბადების დღეა , ხომ მოხვალ ? - გურამ , არ დაგავიწყდეს , ჩემი დაბადების დღეა , ბიჭო , დღეს ! - უკაცრავად , მოქალაქე , მართალია , თქვენ არ მიცნობთ , მაგრამ მე გიცნობთ . თითქმის ყოველდღე მხვდებით ქუჩაში , თუ არ შეწუხდებით , მობრძანდით დღეს ჩემთან , დაბადების დღე მაქვს , 24 წლის გავხდი , ძალიან გთხოვთ , ნუ დამზარდებით , აქვე ვცხოვრობ , აი , ამ სახლში , მეოთხე სართულზე , ხელმარცხნივ , კარი ღია იქნება . . . - მაპატიეთ , ქალბატონო , უზრდელი არ გეგონოთ , უცნობ ქალს ქუჩაში რომ გაჩერებთ , მაგრამ ძალიან მინდა , ჩემს დაბადების დღეზე იყოთ დღეს . უხერხული თუ არ იქნება თქვენთვის , მობრძანდით , ძალიან გამიხარდება . თქვენ ისე გავხართ დედაჩემს . . . - ძია ართავაზ , ნუ გეშინია , მაგ გასტრონომს არავინ წაიღებს , მალე გაგიშვებ , თითო ჭიქა შევსვათ , ღამის სადღეგრძელო შევსვათ , ღამისა , რომელიც თენდება . . . - თავერ , შენც დაპატიჟება გინდა ? მოდი და ერთად გადავიხადოთ დაბადების დღე . სულაც ჩემთან დარჩი , აკრიფე შენი გუდა - ნაბადი და მოდი , გესმის ? არ მომატყუო , უეჭველად მოდი . ისეთი დაბადების დღე გადავიხადოთ , ჯერ რომ არავის გადაუხდია . . . მოდი , თუ ძმა ხარ . . . - თბილისო , ჩემო თბილისო , შეკრიბე მთელი შენი ქუჩები და მოდით დღეს ჩემთან , რა მოხდა , ერთი საათით მოდით , ბოლოს და ბოლოს , თქვენი შვილი არა ვარ ? . . თქვენს ქუჩებში და ჩიხებში არ ავიდგი ფეხი ? ჰოდა , მოდით და დამლოცეთ , თქვე დალოცვილებო . . . და ვიცი , რომ ყველა მოვა , ყველა და რაც არ უნდა პატარა იყოს ეს ოთახი , მაინც ყველა დაეტევა , ყველა თუ არ დაეტევა , რიგრიგობით შემოვლენ და მომილოცავენ . რა მოხდა მერე ? ჩემს დალოცვას და დღეგრძელობას რა უნდა ? არაფერი , სულ ორიოდე სიტყვა . - გაგიმარჯოს , თემურ , ბედნიერად და ჯანმრთელად იყავი . შენს მეგობრებს გაუმარჯოს , ძმაკაცის იმედი და ძმობა ნუ მოგიშალოს , შენს მარჯვენას გაუმარჯოს , შენი ცხოვრების გზას გაუმარჯოს , შენს ფიქრს გაუმარჯოს , შენს ოცნებას , მამული გიცოცხლოს ღმერთმა და ოჯახი . . . გაგიმარჯოს , თემურ . . . მეტი მე არაფერი არ მინდა . . .
ანუ რეზიუმეს სახით : 1 . პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ომში ( მოყოლებული 1917 წლიდან , მინდა ხაზი გავუსვა ) - არის ჰაერის ფლობა . 2 . ჩვენთვის არარენტაბელურია ჰაერი - ჰაერი სისტემების ქონა ვინაიდან ზედმეტად ძვირია , ზედმეტად მომთხოვნი მუშაობის პროცესში და მიბმული ფიქსირებულ ლოკაციაზე . 3 . ჩვენ გვჭირდება ჰაერ საწინააღმდეგო საზენიტო დანადგარების ფართო სპექტრი ( და აქვე მინდა ხაზი გავუსვა რო არა საზენიტო ქვემეხები … ) - დაწყებული ახლო მანძილის მქონე უბრალო ხელით გადასატანი რაკეტებიდან , იგივე კვადროციკლებით - მშვენიერი იდეაა , აუარებელი კვადროციკლები თავის გრომებით , იგლებით , სტინგერებით ( რომელი ჯობია ცალკე შესასწავლია , იმის გათვალისწინებით რო უნდა იყოს რაც შეიძლება მობილური , რაც შეიძლება მეტი რადიუსის და სიზუსტის მქონე და რაც შეიძლება ეფექტური რუსული ტექნიკის წინააღმდეგ . ) - და დამთავრებული რადარით მართვადი ჰაერ საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით რომლების სროლის ჭერიც საშუალებას იძლევა ყველაფერი ჩამოაგდო რაც მტერს მოაფიქრდება ( გარდა თანამგზავრებისა იასნია ) 4 . ყველა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უნდა იყოს მობილური , მეტიც - უნდა მუდმივად , მთელი მისი ფუნქციონირების პერიოდში ( მშვიდობიანი და ომიანი ფუნქციონირების ) მუდმივად მოძრაობდეს , არანაირი ბაზა ან დისლოკაციის მუდმივი ადგილი , უნდა გამოეყოს მოქმედების ზონა , იგივე ოპერატორების საცხოვრებელი დაგილის მიხედვით - და იქ იცვლიდეს პოზიციებს ისე რომ არ დაირღვეს საერთო საჰაერო თავდაცვის შეუღწევადობა - ბრძოლებისას - გამოყენებულ იქნენ შტაბის მითითებების მიხედვით .
მგამა : არა მგამა არ მენაღვლება ; რა მგამა რა მენაღვლება .
ეხლა კულინარიული საღამო მექნება და ამჯერად , აღარ მოვყვები განცდილ მარცხებზე და გურმანულ შეცდომებზე . პირიქით დავწინაურდი ამ ასპარეზზე და ამ საღამოს შევუდექი კატლეტების მზადებას . არის ასეთი თევზი , პანგასიუსი ჰქვია , უფროსწორად თევზის ფილე , თევზსაც ჰგავს გარეგნობით , მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ამას , მთავარია , რომ როცა გაკეთებას გადაწყვეტთ , ორი საათი წყალში უნდა გააჩეროთ და შემდეგ გაატაროთ ხორცის მანქანაში , ასევე შავი პურის [ . . . ]
ანოტაცია : შპს " ფოთის საზღვაო ნავსადგური " აცხადებს კონკურსს მის ბალანსზე რიცხული ქ . თბილისში , ნავთლუღის ქუჩა N6 - ში მდებარე 3 ოთახიანი ბინის რეალიზაციის შესახებ
წითელი მინონები , ასევე როგორც ლურჯები და მწვანეები , თამაშის დასაწყიშში არ გვყავს . ჩვენ ჯერ უნდა ვიპოვოთ მათი ბუდე , რომელსაც წავიღებთ ჩვენს კოშკში . ( მხოლოდ სხვადასხვა ბუდის ქონის შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამისი ფერის მინიონების გამოყვანა უშუალოდ ბრძოლის დასაწყისში ) . წითლებს აქვთ აბსოლიტური resistance ი ცეცხლის წინააღმდეგ , ასე რომ შეუძლიათ ცეცხლით ბლოკირებული გასასვლელების გავლა ( რაც სხვებისთვის შეუძლებელია ) , ასევე არიან ერთადერთი მსროლელი მინიონები და საკმაოდ კარგი ტაქტიკაა მათი ბრძოლის ველიდან ოდნავ მოშორებით დაყენება , როდესაც ყავისფერ მინიონებთან ერთად ვიბრძვით . ისინი თავისი fireball ებით სწრაფად წვავენ და წყობილებიდან გამოყავთ თითქმის ყველა სახის მტერი . ყავისფრებისგან განსხვავებით წითლები საკმაოდ სუსტები არიან ფიზიკური დარტყმების წინააღმდეგ . ასე რომ ყოველთვის დისტანციაზე უნდა გვყავდეს .
ორგანიზაცია : საზოგადოებრივი მოძრაობა " საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის " .
ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთი " ფეხის გადაბრუნებისთვის " დაგკარგონ და არ იფიქრონ შენზე . მათ ეს არ აინტერესებთ .
დიდი " ბეკასერი " არ ვარ მაგრამ ყოველთვის გული მიმიწევ ბეკასზე სანადიროდ .
კირიონ II - ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო გამოკვლევა გამოაქვეყნა ბატონმა ვახტანგ გურგენიძემ ხელნაწერთა ინსტიტუტისა და საისტორიო არქივში დაცული მასალების საფუძველზე აღადგინა კათალიკოზ - პატრიარქის კირიონ II - ის მშფოთვარე ბიოგრაფიული ცხოვრება , აჩვენა ევროპელი და რუსეთის სამეცნიერო წრეების კირიონ II - სადმი - დიდი პატივისცემა და სიყვარული [ 4 ] , მაგრამ ამ დიდი პიროვნების ღვაწლის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა .
ამავე დროს წარმოვადგენ SWISSCAPITAL FINANCING - ეს არის კომპანია რომელიც შეჩერებულ მშენებლობებს აფინანსებს , ამ მიმართულების გაყიდვები და მარკეტინგი ჩემი საქმეა , თან ძალიან საინტერესო .
ელექტრონული მთავრობა საინფორმაციო საზოგადოების მმართველობითი პრინციპის განხორციელებაა : საინფორმაციო საზოგადოებაში დემოკრატია იმდენად არის განვითარებული , რომ ხელისუფლების და საჯარო ორგანოების მიზანი ხდება არა მხოლოდ ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა , არამედ თითოეული მოქალაქის ხმის გაგონება და გათვალისწინება , რათა ყველასათვის იქნას მიღწეული საკუთარ შესაძლებლობათა მაქსიმალური რეალიზაცია .
ჟანრი : სათავგადასავლო , კომედია , ანიმაციური , საოჯახო გამოშვება : 01 მარტი 2006 რეჟისორი : კარლოს სალდანა სტუდია : თვენტის სენტერი ფოქს ფილმ ქორფორეიშენი , ბლუ სქაი სტუდიოუზი , 20 საუკუნე ფოქს ტელევიჟენი როლებში : ქრის ვეჯი , ქონორ ანდერსონი , ქეითლინ როუზ ანდერსონი , პიტერ ეკერმანი , რეი რომანო ხანგრძლივობა : 1 : 31 ბიუჯეტი : $ 80М
ყველაფერი სამხედრო განათლების შესახებ , მანუალები , დისკურსია და ა . შ .
ძვლის თანმხლები ელემენტები ძვლის ცხოველმყოფელობა , მისი ზრდა - განვითარება და ზოგიერთი ფუნქციის შესრულება ხშირად არაძვლოვანი ბუნების თანმხლებ ელემენტებს უკავშირდება . ასეთებია ძვლისაზრდელა , ძვლის ტვინი , ძვლის სისხლძარღვები და ნერვები . ძვლისაზრდელა ძვალზე მჭიდროდ გადაკრული თხელი შემაერთებელქსოვილოვანი გარსია , რომელიც ბოჭკოვანი კონებით მტკიცედ არის შეზრდილი ძვლის ზედაპირზე . მისი სისქე დამოკიდებულია ასაკზე , სქესსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე . იგი ორი შრისგან შედგება . შიგნითა შრე სწრაფად მზარდი ნაზბოჭკოვანი ქსოვილია , რომელიც მუდმივად მრავლდება და ძვლის ზრდას უწყობს ხელს . გარეთა შრეც ბოჭკოვანი აგებულებისაა . მისი დანიშნულებაა , მექანიკური დაზიანებისგან დაიცვას შიგნითა შრის მზარდი ძვლოვანი ქსოვილი , ძვალი დაუკავშიროს რბილ ქსოვილებს , კუნთებს , იოგებსა და აპკებს და შექმნას საყრდენი ძვლის მკვებავი სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის . ძვლის ტვინი ძირითადი სისხლწარმომქმნელი ორგანოა . 20 - 28 კვირის ნაყოფის ძვლები მას უკვე შეიცავს ძვლის წითელი ტვინის სახით , დაბადების შემდეგ კი ძვლებში თანდათან ძვლის ყვითელი ტვინიც წარმოიქმნება . 15 წლის ასაკში ლულოვანი ძვლების დიაფიზური ღრუები უკვე მთლიანად ყვითელი ტვინით არის ამოვსებული . მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ყვითელი და წითელი ტვინი თითქმის თანაბარი რაოდენობით არის . მამაკაცებში ძვლის ტვინი სხეულის საერთო წონის 3 , 5 - 6 , 5 % - ს შეადგენს , ხოლო ქალებში - 4 , 5 - 4 , 7 % - ს . ხრტილი ძვლის მუდმივი თანმხლები ელემენტია , რადგან იგი ძვლის განვითარების საწყისი , ძვლის სიგრძეში ზრდის საფუძველი და ძვლის სასახსრე ზედაპირის მფარავი ქსოვილია . აქედან გამომდინარე , ხრტილებს სხვადასხვანაირი აგებულება აქვთ . განასხვავებენ ჰიალინურ , ელასტიკურ და ბოჭკოვან ხრტილებს .
გასარკვევი დამრჩა მხოლოდ ერთი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი : აქვს თუ არა პლიუსს გამართული pm სისტემა ? ამ ფუნქციას ვერსად წავაწყდი : ზოგიერთის პროფილში ჩანს პატარა ფანჯარა , საიდანაც შეგიძლია წერილის გაგზავნა , რომელიც მისდით იმეილზე , ზოგიერთის პროფილში ეს ღილაკი არ ჩანს . თუ ვინმე ფლობს ამაზე ინფორმაციას , გამიზიაროს , ნუ დაეზარება
" ბუუუ " გააპროტესტა კლასმა . მერკურის ვერავინ იტანდა . " სიჩუმე " დაიძახა მსწავლებელმა და იმ წამსვე სიწყნარე გამეფდა " მისტერ მერკური დაიკავეთ თქვენი ადგილი " დარცხვენილი იოზეფი ნაზი მიმოხვრით გაუყვა კედელს და ფანჯარასთან დაჯდა . ჩვენ ხშირად ვცემდით იოზეფ რაფაელ მერკურის . გამეტებით ვურტყამდით ხოლმე მუცელსა და წვივებში , ხშირად ვაფურთხებდით , ერთხელ თავიც კი გადავპარსეთ . მის მერხზე ხშირად ნახავდით ფლომასტრით წაწერილ " პედერასტი " ან " მწოველი " ეპითეტებს . იოზეფი ფიზკულტურაზე არასოდეს ჩამოდიოდა , ყოველთვის ერჩივნა სახლში ისე გაპარულიყო , რომ არავის შეემჩნია . ყველას სიამოვნებდა მისი ცემა და დერეფანშიც არ ინანებდნენ მუჯლუგუნებსა და პანჩურებს . მეექვსე კლასის ბოლოს , ყოველ დილით , მერკურის , ეზოში მდგარ ნაგვის ყუთში ვტენიდით , შემდეკ ვაიძულებდით მთელი დღის განმავლობაში ზურგზე მიკრული ფურცლით ევლო რომელსაც " ჩამცხე ნუ გენანება " ეწერა . მერკური მეც ნაცემი მყავდა , მახსოვს ერთხელ დიდი დასვენების დროს მერკურის ტვალეტში გადავეყარეთ . " ამ ნაბიჭვარს შეხედეთ , მგონი მისამართი აერია " იღრიალა ქუინზიმ და ძირს დაანარცხა . " გოგების ტვალეტი იქითაა ქალბატონო , ნუთუ ნიშანს ვერ ცნობთ ? ! " ააყენა ბლექიმ , შემდეგ კი ისევ ხელი ჰკრა . " აქ ჩაკუზულები არ ფსავენ შე მწოველო . ხედავ გრეი ? ამ გოგონას მგონი შენ მოეწონე , ამ სკოლის ყველა გოგოს შენ მოსწონხარ " თქვა ბიგ ბიმ და მერკური მე მომაგდო , მე კი ინსტინქტურად ვკარი ხელი იოზეფს და ბიგ ბის მივაძხე მოკეტე - მეთქი . " რა იყო გრეი , შენც მოგეწონა ? შეყვარებული იშევო ბიჭო ? " ხორხოცებდნენ ბიჭები . " მიდი დაარტყი ამ ნაბოზარს . მიდი ხო , გვიჩვენე , რომ შენც გძულს . ცემე , მიდი ცემე " მე მერკური კუთხეში მივამწყვდიე და მკლავი კისერზე მივაბჯინე . ვგრძნობდი ბიჭს სუნთქვა უჭირდა , თუმცა ხელს არ ვადუნებდი . " გაიგე ნაბიჭვარო ? ბიჭების ტვალეტში აღარ დაგინახო " ვღრიალებდი ხმამაღლა , ჩემი ძმა ბიჭები კი სიცილით იატაკზე ხოხავდნენ . მერკურის მკლავი უფრო მაგრად მივაჭირე , თუმცა სახტად დავრჩი . პედერასტი არასოდეს ვყოფილვარ , მაგრამ ამ ბიჭის მშვენიერება მეხივით დამეცა . ნუთუ ჩემზე ლამაზი სახე ჰქონდა ? თოვლივით თეთრი და ნაზი კანი , დახვეწილი ნაკვთბი , მოქერაო თმა და ღრმა , ღია ცისფერი თვალები - ცრემლებით სავსე . მოჯადოვებულივით გავსხლტი უკან , მერკურიმ წონასწორობა ვერ შეიკავა და დაბლა დაეცა . ბიჭებმა სიცილი შეწყვიტეს , მე კი ტვალეტიდან გამოვედი . ამ დღის მერე ვერიდებოდი მერკურის . მე კაი ტიპი ვიყავი , ნამდვილი კაცი თუმცა ერთი სისუტე მაქვს - სილამაზისთვის ზიანის მიყენება არ შემიძლია . გეფიცები შემიძლია ახლად გაჩენილი საყვაელი ლეკვები ერთი ხელის მოსმით ამოვჟლიტო , მაგრამ მინდორში ამოსულ ლამაზ ყვავილს , რომ მოვკვდე ფეხს ვერ დავადგავ . მაშინ ჩემი თავი მძულდა ამის გამო , ცხოვრება ომი მეგონა , სადაც დაუნდობელი იმარჯვებდა . მერკურიზე ბევრი არ მსმენია . მამა არ ჰყავდა , დედამისი კი დამლაგებლად მუშაობდა ერთ განაპირა მოტელში . ქალი მთელ დღეს არაფერს აკეთბდა გარადა იმისა , რომ იაფფასიან ნომრებში სპერმით გამოთხვრილ ქვეშაგებს ცვლიდა . იმ მოტელში არავინ ჩერდებოდა , მხოლოდ ბოზები აჰყავდათ და ნომრებიც რამდენიმე საათში თავისუფლდებოდა . მერკური ამ მოტელში ცხოვრობდა დედამისთან ერთად . მისის მერკური მაღალი იყო , მაგრამ რატომღაც ნაადრევად დაბერებული . მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა , ბიგ ბიც კი ვერ ბედავდა მისთვის ბოზობის დაწაამებას .
არა . ვიცით ჩვენი გზა და ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ იქნება .
" ალ ქაიდა " ფინანსებს ავღანეთში სხვადასხვა წყაროებიდან იღებდა , მათ შორის პაკისტანიდან . ტერორისტულმა ორგანიზაციამ ავღანეთში ათეულობით საწვრთნელი ბაზა გახსნა , სადაც ჯიჰადისტები იზრდებოდნენ და იწვრთნებოდნენ .
ასეთი ფრთები პაიკს პიკის მონაწილე მანქანებისთვის ჩვეულებრივი ელემენტია , მაგრამ როგორც ირკვევა , " დასტერის " ფრთა დიდი კი არა , უზარმაზარია .
მაიას კალენდრით სარგებლობდნენ სხვა ცენტრალური ამერიკის ხალხიც და აქვე უნდა ავღნიშნოთ , რომ არსებობდა კალენდრის როგორც სამოქალაქო , ისე რიტუალური ფორმა , ანუ უბრალოდ მოქალაქეები ვერ სწვდებოდნენ კალენდრის მთელ სიღრმეს .
და თვითონ ის ადამიანი არ გეცოდებათ ვისაც სავარაუდოდ ტიშავ ? ? ? კი ვიცი ძაან დიდი ცოდვაა მაგრამ როცა იტანჯება ? ? როცა ტკივა ? ? როცა აზროვნებ , ტვინი მოქმედებს და ტკივილს გრძნობს ? რა აზრი აქ მაგის სიცოცხეს . . . . მითუმეტეს როდესაც აპარატის უთიშავენ ავადმკოპს ესეიგი აღარანაირი გადარჩენის ნიშნები აგარ აქვს და ვსოოო ეს ადამიანი კვდება . . . . მაგრამ უაზროდ იწელება და ამ ყველაფერს გრძნობს ადამიანი და ტკივა . . . ტანჯვით სიკვდილის მომხრე ხართ აბა მაშინ ? და საკუთარ თავზე კიდე ექიმი არ იგებს ამ შემთხვევაში როგრც მე ვიცი ოჯახის ნებართვის შემდეგ ხდება ეგ ყველაფერიი . . . აუ რაგაც კარგად ვერ ავაწკვე რაც უნდა მეტქვა . . ნუ ჩემი აზრი ასეთია რო კი მესმის უდიდესი ცოდვაა მაგრამ ავადმკოფის ადგილასას ხო უნდა წარმოვიდგინოთ თავი რამხელა შვებაა მაგისთვის . . . არა არა ვერ გავთიშავ ცოდვაა . . ცოდვა თვითონ ის ადამიანიიია და ამ დროს საკუთარ თავზე არ უნდა იფიქრო . . .
2 . კარიერისტი დედები - ეს არის კატეგორია , რომლებმაც ძიძა ჯერ კიდევ მშობიარობამდე იშოვა , რძე ეგრევე გაიშრო და ალბათ სამშობიაროდან გამოსვლის 1 კვირის თავზე უკვე სამსახურში იჯდნენ . არ აკლდება არც ერთ თათბირს , შეკრებას , მუშაობს ოვერთაიმებით და ბავშვი ყავს დატოვებული აბსოლუტურად ძიძის ანაბარა . მართალია ამ კატეგორიას შემოსავლებიც გაცილებით მეტი აქვს , მაგრამ შესაბამისად პირადი მოთხოვნებიც მეტი აქვს და განაწილება თანხების დედასა და შვილს შორის ძირითადად 70 % - 30 % თან ხდება რა თქმა უნდა დედების სასარგებლოდ . იდეა არის ასეთი " ბავშვს ძალიან არ უნდა გადაყვე ისედაც გაიზრდება და რა მნიშვნელობა აქვს მე ვჯდები სახლში თავზეწაკრული თუ ძიძა . ამ კატეგორიის დედები დღეში ერთხელაც კი იშვიათად რეკავენ სახლში ბავშვის ამბების გასაგებად და ხშირად არც კი რეკავენ . მაგრამ - ვაი იმ ძიძას ასეთ დედასთან მომუსავეს რამე ინციდენტი რომ მოუვიდეს , ეგრევე შეტევაზე გადადიან , ეგრევე ახსენდებათ რომ დედები არიან და რომ ბავშვზე აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა და იწყება მთელი რიგი სკანდალები , რომლებიც ხშირ შემთხვევაში ახალი ძიძის მოძებნით სრულდება .
4 . უფლის სიტყვისამებრ , თუ ყველა წინასწარმეტყველი შეურაცხყოფილია თავის ქალაქსა და მამულში , ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ , რომ უცხოობამ დიდებისმოყვარეობა არ მოგვიტანოს . [ 2 ]
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვაჟთა სუპერგიგანტში დიმიტრი გედევანიშვილი და ჯაბა გელაშვილი ასპარეზობენ
" ეს გამოსავალი უნდა ვეძებოთ , რადგან მტრებად ვერ დავრჩებით - ეს არაბუნებრივია საქართველოსა და რუსეთისთვის . როგორი ახლობლებიც ვიყავით ერთმანეთისთვის , ისეთივე უნდა დავრჩეთ . ძალიან მტკივა . ადამიანები არაერთგზის გამოხატავენ საკუთარ ტკივილს იმასთან დაკავშირებით , რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ქართველი ხალხის სიკეთის დანახვა ვერ შეძლო , ვერ შეძლო იმ პატივისცემისა და სიყვარულის დანახვა , რომელსაც ქართველი ხალხი რუსეთისადმი , მისი კულტურისა და ისტორიისადმი იჩენდა . თუმცა ვფიქრობ , ბოლოს და ბოლოს , ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და პატივს ვცემთ " , - განაცხადა ილია მეორემ .
სერია A . XXXII ტური : ვალტერ მაძარის შეგირდებმა " ბოლონიასთან " მორიგი გამარჯვება გამოჭედეს და " მილანს " კვლავ კუდში უდგანან
- მონობა , პირველ რიგში , ადამიანის სულიერი მდგომარეობაა . მე თავი მონად არასდროს მიგრძვნია . დღეს გაიგებთ - რუსეთის მონა ვიყავითო . ბევრი რამ მეც არ მომწონდა , მაგრამ ჩემს თვითმყოფადობას , სარწმუნოებას არავინ ეხებოდა და თავს ქართველად ვთვლიდი . მონობა სწორედ ისაა , რასაც ესენი დღეს ნერგავენ . როცა რუსეთში ჩავდიოდი , პატივს მცემდნენ როგორც ქართველს . არც ამდენი პედერასტობისა და გარყვნილების პროპაგანდა იყო და არც ამდენი ტყლარჭვა - გრეხა , დღეს რომ იგრიხებიან და იკლაკნებიან . კაცი კაცს ჰგავდა და ქალი - ქალს . ახლა რას ჰგავს , შეხედეთ . ეს არის საქართველო ? ამათ ყველაფერი წაშალეს და ტალახში აურიეს .
სამი ერის წლევანდელი გათამაშება ახალი ზელანდიის ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა . " ოლ ბლექსი " ამ შეჯიბრების ისტორიაში პირველი გუნდია , რომელმაც . . .
ისეთ ქვეყანაში , როგორიც ხორვატიაა , მაგალითად , ქვეყანაში , სადაც ტურიზმის პოტენციალი არ არის უფრო მეტი , ვიდრე საქართველოში , ტურიზმის წილი [ მთლიან შიდა პროდუქტში ] არის 26 პროცენტი . . .
რძის კონსერვები და ფხვნილი აუცილებლად ჰერმეტულ ჭურჭელში - ლითონის ქილებში უნდა ინახებოდეს . შესაძლებელია რძის ფხვნილის მინის ჭურჭელსა და ფოლგის პაკეტებში შენახვაც . ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 10 გრადუსს , ხოლო ფარდობითი ტენიანობა - 75 % - ს . ამგვარი პროდუქტების 00ჩ - ზე შენახვა არ შეიძლება . მშრალი რძის პროდუქტებისა და კონსერვების შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 - 8 თვეს .
პერსონალია : ბრაიზა მეთიუ - აშშ - ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ; ლომაია ალექსანდრე - უშიშროების საბჭოს მდივანი .
ეს წუთია მოვრჩი ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმის ყურებას . რა თქმა უნდა , ყველა ის ემოცია , რასაც აგვისტოს ომის დღეებში ვგრძნობდი , ხელმეორედ განვიცადე . ძალიან მძიმე ადამიანური ისტორიები , კადრები - ყველაფერი რთული საყურებელია . ამ ფილმში არის შედარებით ნაკლებად ემოციური მომენტი : რუსები გადიან გორიდან , იქ კი ძალიან ბევრი ჟურნალისტია . რუსი გენერალი ჟურნალისტებს ეუბნება :
elizaveta ბავშვს თუ უმზადებს სადილებს ? თუ მაგასაც შენები აკეთებენ . .
ერთ - ერთ სამსახურში , სადაც 1 წელი ვიმუშავე , დირექტორი მყავდა , რომელსაც ძალაუფლება ევასებოდა . აი ის განცდა , რომელსაც ძალაუფლების გამოჩენისას განიცდიდა მისთვის ორგაზმის ტოლფასი იყო . ამიტომ ხშირად უაზროდ გვიხურებდა . მისთვის საუკეთესო პასუხი იყო , როდესაც თავდახრილი იდექი მის წინაშე და უსმენდი , როგორ გაგინებდა . ჩემი და ხშირად ასეც იქაცეოდა ( ეგეთი ტიპია რა ზედმეტად ხმის გაცემა არა ოჯახის წევრებისთვის არ უყვარს ) მარა მე ვპასუხობდი ზა ტო . არ იყო მრთალი და რა მექნა , თავი დამეხარა ? თუ 2 წუთით დავაგვიანებდი , შეეძლო მიწასთან გავესწორებინე , როდესაც თვითონ ყოველ დღე 2 ან 3 საათის დაგვიანებით მოდიოდა . და ვერ მიტანდა მარტო იმიტომ , რომ ვპასუხობდი ( წიპა მარშუტკა გაფუჭდა შუა გზაზე და დამაგვიანდა ან საჭირო მასალა არ მოგიცია , რომ დავალება დამემთავრებინა ) .
- რუსეთში ოფიციალურად შევიტყვე , რომ რამდენიმე რუსი ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს გასამრჯელოს სააკაშვილის მაამებელი სტატიების დასაბეჭდად . მაგალითად , იულია ლატინინა წერს , რომ ობამამ თვალით ანიშნა მედვედევს , არ გაბედოთ საქართველოსთან დაკავშირებით რამეო . ეს არის სრული სიცრუე . ასეთივე ჟურნალისტები არიან ფელენგაუერი , ოლეგ პანფილოვი , ანდრეი ზასიკოვსკი . ესენი პრაქტიკულად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან . ისიც დავაზუსტე , რომ ილარიონოვი ვიწრო წრეებში თათბირებსაც კი ატარებს , პიარი როგორ აწარმოონ . ამ ჟურნალისტებიდან ერთ - ერთმა დაწერა , თითქოს ობამა მკაცრად ესაუბრა პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით . მინდა ხაზგასმით აღვნიშნო , რაც ევროპელმა და უკრაინელმა ექსპერტებმა მითხრეს : თუ გინდათ საქმის კურსში იყოთ , ამ დროს მოსკოვში ყოფნაა საჭიროო . ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა რუს მეცნიერებთან და მე სწორედ ამ ეპიცენტრში აღმოვჩნდი და ამ ექსპერტებთან ერთად მქონდა საშუალება შემეტყო რა საუბრები იყო კულუარებში . მოსკოვში იყო შეხვედრები , რომელზეც საქართველოს ხსენება საერთოდ არ ყოფილა . მე ეს მიხარია კიდეც , იმიტომ , რომ არ შეი - ძლება სხვა ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ბედი . კულუარებში სააკაშვილზე საერთოდ აღარაფერს საუბრობენ , მის მიმართ საერთოდ დაკარგულია ინტერესი . სამაგიეროდ , კულუარებში ყველა საუბრობდა ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე , რომელმაც საქართველოს მისცა საერთაშორისო ჟღერადობა და დღეს დასავლეთი თუ არ დათმობს ძალიან ბევრ რამეს , არ დათმობს იმიტომ , რომ ეს ნავთობსადენი უკვე გაყვანილია .
ალბათ კვლავ მზეს მისდევს და ვერ დაეწია შეყვარებული მთვარე და ეხლა დედამიწაზე უნდა რომ იყაროს ჯავრი , რადგან მზე მხოლოდ ჩვენ გვინაწილებს თავის სითბოს
2 . პატენტის გაცემის შესახებ ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში საქპატენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს , გამოგონების რეფერატს და გამოფენს საგანაცხადო მასალებს გასაცნობად .
მკითხველთა საყურადღებოდ ! ავტორის / ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის " ღია საზოგადოება - საქართველოს " პოზიციას . შესაბამისად , ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე . OSGF
ინტერვიუ მოჩვენებასთან კრიმინალური , საშინელება , მისტიკა , თრილერი ენტონი ფანჰაუზერი 2010 აშშ რუსული HDRip ჯიმ ლუისი , მეთიუ ტემპლი , მაიკლ გალიო , ბრეტ ა . ნიუტონი , დიანა ტერანოვა
სადმეე გჯერატტ როო ტვიტონნ ამრავლებენნ რომელიმეე ნადირს ? ? ? ? ?
მიკლინტონება : დ ეს თუ გავრცელდა საქართველოში , შენი " ბრალი " იქნება : დ
სტამბულში კონსტანტინოპოლს სრულიად წარმოუდგენელ ადგილებში წააწყდებით . მარსიანეს სვეტი , ხორას ფრესკები , თეოდოსის ფორუმის ნანგრევები , პამაკარისტოსის , პანტოკრატორის , წმ . თეოდორეს თუ სხვა მრავალი ეკლესია ერთი შეხედვით ამოვარდნილია თურქული გარემოდან , თუმცა ერთიანობაში იგი განუყოფელია სტამბულის კოლორიტისთვის . კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ფენერის უბანში მდებარეობს , რადგან თავის დროზე 1453 წლის შემდეგ აქ დაიდეს ბინა ქალაქში დარჩენილმა ბერძნებმა . მათ ფანარიოტები ეწოდათ და მოგვიანებით მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ოსმალური იმპერიის ბედი . ორ ერს შორის ანტაგონიზს შედეგად ის მოჰყვა , რომ 1960 - იანებში ბერძნების უმეტესობა განიდევნა მშობლიური უბნიდან . თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შენობა მაღალი კედლებით შემოზღუდული კომპლექსია , რომლის მთავარი შემოსასვლელი ჩაქოლილია და არასდროს იღება პატრიარქ გრიგორი მეხუთის მოსაგონრად . აქ იგი ღალატის ბრალდებით 1821 წელს ჩამოხრჩვეს , რადგან თანამემამულეებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა .
რუსთავი - თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 10 იანვრიდან 1 ლარიდან 1 , 5 ლარამდე იზრდება . შესაბამისი განცხადება რუსთავიდან სპორტის სასახლემდე მოძრავ სამარშრუტო ტაქსებში უკვე გამოკრულია . როგორც განცხადებაშია აღნიშნული , მგზავრობის ღირებულების გაზრდა საწვავის გაძვირებას უკავშირდება . თუმცა აქვე უნდა ითქვას , რომ ბოლო პერიოდში საცალო ქსელში საწვავის ფასები არ გაზრდილა . თბილისში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც გადაწყვეტილებას საწვავის გაძვირებით ხსნიან . თუმცა მძღოლები პირად საუბრებში იმასაც აღნიშნავენ , რომ ისინი " მოსწრებაზე არიან და თითოეული თეთრი მათთვის ძვირფასია " , ვინაიდან ამორტიზებული მანქანების გამო თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სამარშრუტო ხაზების სატენდერო პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ და უმუშევარი დარჩებიან . შეგახსენებთ , რომ რუსთავსა და თბილისს შორის მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობა ამ დრომდე 1 ლარი ღირდა .
1946 წელს საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილებით ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტთან შეიქმნა ქართული ჭიდაობის სექცია , რომლის შემადგენლობაში შევიდნენ . . .
როგორ შეიძლება განკარგოს ავტორმა თავისი უფლებები ? ავტორს ან სხვა უფლებამფლობელს შეუძლია ქონებრივი უფლებების გაყიდვა ან სხვა ფორმით გასხვისება მთლიანად ან ნაწილობრივ . მასვე შეუძლია აგრეთვე დაუთმოს ნებისმიერ პირს ნაწარმოების გამოყენების უფლება , ანუ გასცეს განსაკუთრებული და ჩვეულებრივი ლიცენზია . ჩვეულებრივი ლიცენზიის დროს ავტორი ანიჭებს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ვადით . ამავე დროს , ავტორი ინარჩუნებს უფლებას გასცეს ასეთივე ლიცენზიები სხვა პირებზეც . განსაკუთრებული ლიცენზის შემთხვევაში მხოლოდ ლიცენზიატი იღებს განსაკუთრებულ უფლებას , გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ვადით . ხოლო ავტორს აღარ შეუძლია გასცეს ახალი ლიცენზია სხვა პირებზე . ამასთან , ლიცენზიატი უფლებამოსილი ხდება , ნება დართოს ან აუკრძალოს ნებისმიერ პირს ( მათ შორის თავად ავტორსაც ) ნაწარმოების გამოყენება .
tikoroma კარგი იდეაა საინტერესო ელ . სტატიას რა ჯობია !
2011 წლის 30 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ - მინისტრი ნიკა გილაური შვეიცარიის პრეზიდენტს მიშილინ კალმინ რეის შეხვდა .
იმ წლების განმავლობაში , რაც მე " რა ? სად ? როდის ? " ვთამაშობ 100 000 - მდე შეკითხვა მოვისმინე . ყოველ კარგ შეკითხვაში აუცილებლად მხვდებოდა საინტერესო ფაქტი , სასაცილო და ზოგჯერ უცნაური პარადოქსი . ამ შეკითხვების საშუალებით თითქმის ყველაფრის შესახებ შეიძლება მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია და მეც შევეცადე ეს გამეკეთებინა … განვაგრძოთ კითხვა →
საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰეიგი დაკავებული ფოტორეპორტიორის , ზურაბ ქურციკიძის საქმის გამჭვირვალედ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვს . ამის შესახებ " პალიტრა ტვ " - ს საელჩოს პრესცენტრში . . .
მინუსებზე აქცენტი კი იმიტომ გავაკეთე , რომ კამათი ამ თემაზე დაიწყო , თორემ პლიუსები მემგონი ყველანი ვაღიარებთ .
პოლ თომას ანდერსონმა 1999 წელს შექმნა ფსიქოლოგიური დრამა - ' მაგნოლია ' , რომლითაც მოზაიკური სტილით გადმოსცა რამდენიმე გმირის ურთიერთდაკავშირებული ცხოვრება და მათი გადაკვეთის გზაჯვარედინები .
საკმაოდ ხმამაღალი სათაურია არა ? თუ ამას კითხულობთ , ესე იგი წამოეგეთ და ესაა … საკმაოდ ხშირად ვეცნობი ქართულ ვებ სივრცეს , სტატიებს , ბლოგებს , ონლაინ ჟურნალებს ( " სარკეს " და " თბილისელებს " არ ვგულისხმობ , არა იმიტომ , რომ გოიმობაა , არამედ მე არ მომწონს უბრალოდ ) . ძალიან ბევრი იწერება ქართული ეკლესიის შესახებ , როგორც კრიტიკა , ისე - ქება , თუმცა კრიტიკა ჭარბობს იმ ლიტერატურაში , რომელსაც მე ვეცნობი . ეს თემა მოდაშიც კი შემოვიდა . არ მინდა ჩემი შეხედულებები და თეორიები მოგახვიოთ თავზე , ვერიდები ხოლმე რელიგიისა და პოლიტიკის თემებზე საჯაროდ წერას ( რაც ყველაზე საინტერესოა , იმას ) . უბრალოდ შემოგთავაზებთ ერთ ამბავს , რომელიც დღეს გადამხდა . ფაქტი განსჯისათვის , არანაირი პირადული , მხოლოდ ბიზნესი : ) მანამდე , ორი სიტყვით ჩემზე გეტყვით . მე ვარ ერთ - ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში , ამჟამად ვმუშაობ შვილობილობის , იგივე მინდობითი აღზრდის ინსტიტუტის გაძლიერებაზე საქართველოში , კერძოდ , კი მევალება მიმღები ოჯახების მოძიება , შეფასება და დარეგისტრირებაში დახმარება . აქვე მოკლედ მოგახსენებთ მინდობითი აღზრდის რაობას : " მინდობით აღზრდა , ანუ ბავშვის შვილობილად აყვანა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ შვილობილის მოვლას და აღზრდას გულისხმობს . მინდობით აღზრდა მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა , რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას , მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში " . ეს მოკლედ , დაწვრილებით იხილეთ ლინკი : http : / / bit . ly / goenFQ დღეს გახლდით ვიზიტზე ერთ - ერთ პოტენციურ მიმღებ მშობელთან ( ბუნებრივია , არ დავასახელებ სახელებს , გვარებს და ადგილებს ) . მაქსიმალურად შევეცადე , რომ მომეწონებინა ამ ოჯახისათვის მინდობითი აღზრდის რაობა . ვცდილობდი , რაც შეიძლება მიმზიდველად წარმომეჩინა ეს საქმე . ნუ , ოჯახიც მონდომებული იყო , რომ შვილობილად აეყვანათ ბავშვი , აკმაყოფილებს ზოგად სტანდარტებს და სავარაუდოდ , ამ ოჯახის დარეგისტრირება არ გაჭირდება ( ამ ეტაპზე ასე ჩანს , ყოველ შემთხვევაში ) , თუმცა ეს არ არის მთავარი ამ საკითხში . საუბრის დასასრულს დიასახლისმა შემდეგი რამ მითხრა : " ერთი მეზობელი მყავს , ძალიან უნდა , რომ გახდეს მიმღები მშობელი , ეკონომიურადაც არა უშავს , არც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს რაიმე განსაკუთრებული , არც ნასამართლევია მასთან ვიმე . ოჯახს სურს გახდეს მიმღები ოჯახი , უბრალოდ , მოძღვარმა ურჩია , რომ მინდობით აღზრდაში არ აიყვანოს ბავშვი , რადგან ბავშვი ხომ უნდა დაბრუნდეს შემდეგ ბიოლოგიურ ოჯახთან , მერე შეიძლება ესენი შეიყვაროს და მშობლები შეიძულოს და ეს დიდი ცოდვააო . მე რა ვქნა ? ცოდვას ჩავდივარ ხომ მეც ? რაიმე ხომ არ დამემართება ? " ნუ , რა უნდა მეპასუხა , ძალიან მინდოდა გულით გამეცინა , მაგრამ ენაზე ვიკბინე მწარედ , ისე რომ სისხლი წამომივიდა და სიმწრის შეგრძნებით ჩავიკალი ჩემი " გულქვა " იუმორი . ეს იყო ჩემი პირველადი რეაქცია . ბუნებრივია , არ დამიწყია იმ მოძღვრის განკიცხვა , ვუთხარი , რომ უბრალოდ ის მღვდელი სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვა , ან არ იცის ზუსტად მინდობითი აღზრდის რაობა და თუ გინდა შემახვედრეთ და მე ავუხსნი ამ ოჯახს ყველაფერს - თქო . ეს ვუთხარი და ნასიამოვნები დავრჩი ჩემი კორექტულობით , სამსახურეობრივი მიუკერძოებლობით და რა ვიცი , რითი აღარ . ბუნებრივია , არ ვაკრიტიკებ მართლმადიდებლურ მიმდინარეობას . ვფიქრობ , უბრალოდ " ცუდი რელიგია " არ არსებობს , მე ვაკრიტიკებ იმ არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის აპოთეოზს , რომელსაც , სამწუხაროდ , მყარად აქვს გადგმული ფესვები და ასე მომრავლდა ამ ბოლო დროს ქართული , მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებში და არა მხოლოდ ( უფრო სწორად , ინფორმაციის გაცვლის საშუალებების გავრცელების ფონზე უფრო ჩანს ეს ყოველივე ) . აქვე დავძენ , რომ რაიმე დიდი ტრაგედია არ არის , თუ რომელიმე მართლმადიდებელი მღვდელი თავის საქმეში დილეტანტია , პროფესიონალი და უცოდინარი ყველგანაა და ეკლესიამ რა დააშავა , კაცო , აქაც იქნება , ეს უბრალო ლოგიკაა . მთავარი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა სამღვდელოების პირების მიმართ , რომ სასულიერო პირმა ყველაფერი იცის , ყველაფერზე აზრი მოეკითხება და არ შეიძლება რომ ცდებოდეს , რადგან ღმერთთან აქვს მას კავშირი . ტრაგედიაა ზუსტადაც ის , რომ ამ ერთი გაუნათლებელი მღვდლის სიტყვას , ძალიან ბევრისთვის მეტი წონა აქვს , ვიდრე ამ სფეროში რომელიმე კვალიფიციური და პროფესიონალი ექსპერტის აზრს . ნუ განიკითხავო და როგორ არ განვიკითხო ? …
ქვეყნის მაშტაბით გამოირჩეოდა ფოთში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შექმნილი საწყალოსნო - სათხილამურო ბაზა მალთაყვის ტყე - პარკში , რომელმაც 1991 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა . ქალაქს გააჩნდა ასევე საიალქნო კლუბი ნავსადგურის აკვატორიაში . იქვე ფუნქციონირებდა 50 - მეტრიანი საცურაო 300 - ადგილიანი ტრიბუნით .
ჰოდა , გავიხედოთ და უშანგის ტრაკშარა ცოლმა ჭყიტა თვალები , გვერდით რომ წამოვუკოსდი შარმელშეიხის პლაჟზე კოპლებიან ზედა - ქვედა კუპალნიკში გამოპოწოლიკებული ! ჩავარჭე ჩემი გამჭვირვალე ქოლგა პლაჟზე და გადავშალე ჟურნალი " თბილისელები " . თავშენახული ქალი ვარ და ორი ნომერი ვიყიდე ერთი ძველი ერთი ახალი და ერთიც ჟურნალი " კარუსელი " , კროსვორდებს შევავსებ მეთქი ვიფიქრე .
მე არ ვარ ის ვინც წერს საკუთარ ცხოვრებაზე , მე ის ვარ ვინც ცდილობს დაწეროს საკუთარი ცხოვრება . .
აბები როგორ გამოიყურება , ყველამ იცის . ისინი ფხვნილის ან გრანულების დაწნეხვით მიიღება . როგორ მივიღოთ - დანიშნულებისამებრ , უნდა დავლიოთ ან ენის ქვეშ დავიდოთ , ნებისმიერი აბი უნდა გადავყლაპოთ მჯდომარემ , შესაძლებელია მისი დანაწევრებაც , რა თქმა უნდა , თუ აბი შუშხუნა არ არის ან ვაგინალური გამოყენებისთვის არ არის გათვალისწინებული .
ყველაზე გადამდები დაავადება ასეთი გახლავთ დენგე , ვირუსული დაავადება , რომელიც მოსკიტს გადააქვს . მისი გაცილებით მძიმე ვარიანტია დენგეს ჰემორაგიული ცხელება , რომელიც შესაძლოა ყველაზე გავრცელებული მორეციდივე დაავადებაც იყოს . 1998 წელს აღირიცხა დენგეს დაავადების 1 , 2 მილიონი შემთხვევა . 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა .
სანდრო შოთაშვილი ზრდასრულთა დღის ცენტრის ერთ - ერთი წევრია . მას ძალიან უხარია " სამსახურში " სიარული .
ზეინაბ სარია გალაკტიონის ლირიკაში არის ერთი წყება ლექსებისა , რომელთა საერთო მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს კომიზმი და ირონიული ტონალობა . დამკვიდრდა საბჭოთა დროება . გაბატონდა პროლეტარული იდეოლოგია . ლიტერატურა გახდა სახელმწიფოებრივი პროპაგანდის იარაღი . ერთმანეთს დაუპირისპირდა ტირანია და მორჩილი მასა , რომლის თითოეული წევრისათვის , ხელოვანი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი , პიროვნული დამოუკიდებლობის გამოვლენის ყოველგვარ ცდას ავტომატურად მოჰქონდა სიკვდილი . პოეტს ერთი სურდა ეთქვა და ხელისუფლების დიქტატის შედეგად მეორეს ამბობდა . შემდეგ თვითონ არ მოსწონდა და უბის წიგნაკში ასეთ ჩანაწერს აკეთებდა : ვითომ ესეც ლექსებია რაღა ! ხა - ხა - ხა - ხა , ხა - ხა - ხა - ხა , ხა - ხა ! თვითირონიის საკმაოდ შთამბეჭდავი და მკვეთრი მაგალითია . გალაკტიონის შემოქმედების მესამე პერიოდს ( 1928 - 59 ) მოეძალა კომიზმი . აქვე უნდა ითქვას , ფაქიზი იუმორის გრძნობა ადრეც საცნაურია . 1925 წელს დაწერილ ლექსში , რომელსაც ჰქვია " მატარებელში " , ფიქსირდება დახვეწილი იუმორი : მთები აჭრელდა , როგორც ჟირაფი , მატარებელი მიჰქრის ბინდებათ , ეხლა იწყება წიფის გვირაბი , თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ ! ? ეს მამაკაცური გახუმრება / უკეთ რომ ვთქვათ - ფიქრში გახუმრება / არანაირად არღვევს დელიკატურობის საზღვრებს , მაგრამ იუმორში დევს ფიქრი , რომელიც აკრძალულ ხილს ეპოტინება / გაქანებული მატარებელი , იგულისხმება თანამგზავრი - მაცდუნებლად ლამაზი ქალი ; კუპე სავსეა მამაკაცური ფორიაქით , მატარებელი კი გვირაბს უახლოვდება ; წამიც და … ჩამობნელდება / გვიანდელი გალაკტიონის ლექსში ჩნდება კომიზმი ამას ადასტურებს ლექსები : " სვინტრი " , " შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა " , " თევზმა თევზს უთხრა " , " მგელი და ცხვარი " , " მისტერია წვიმაში " და აშ . პოეტმა ლექსი " სვინტრი " ექსპრომტად დაწერა სახელმწიფო გამომცემლობის ერთ - ერთ განყოფილებაში , სადაც უამბეს , რომ ერთ - ერთმა მწერალმა განმარტა , თურმე , სვინტრი იმერეთში ბალახის სახეობა არისო : არც დვალეთში , არც ქიზიყში , არც ჰერეთში , არც დღეის დღეს , არც ხვალეთში , არც მერეში , არც ბოხოხში , არც ცილინდრში , არც ბერეტში , სვინტრი იგი ხარობს თურმე იმერეთში . უნდა შუბლით ფიქრთა ნისლი გამერეკა , მსურდა სწრაფად მსოფლიოსთვის დამერეკა , რომ აღმოჩნდა , რომ აღმოჩნდა ამერიკა და რომ სვინტრი ბალახია იმერეთში . გალაკტიონმა სრულიად არაფერზე მშვენიერი სალაღობო ლექსი გამოაცხო . დიდი პოეტის ხელში არაფერზეც იწერება მომხიბლავი ნაწარმოები . ესეც თავისებური გამოცდაა , საწერი არაფერია , შესძლებს თუ არა მხატვრული სიტყვის ოსტატი არაფერზე რაიმეს დაწერას ? ! დიახაც , მაგრამ არაფერზე მხოლოდ ლამაზი არაფერი იწერება . ყურადღებას იპყრობს ლექსი " შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა . " სათაური იმავე დროს რეფრენიც არის . დავაკვირდეთ , რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები ? ასოციაციით გაგვახსენდება გალაკტიონისავე ტაეპები : თუმცა ისრები ბევრმა დაშვილდა , მსგავსნი ვერ გახდნენ ბარათაშვილთა . ისრის დაშვილდვა - ეს ლექსის თქმის ოსტატობაა გალაკტიონთან , ისარი - ლექსია - შეიძლება კიდევ ერთი ასოციაცია ამოიზიდოს : " ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა … " ახლა კი გასაგები ხდება , რომ შოვში მყოფ გალაკტიონს შემოქმედებითი განახლება უგრძვნია და მოუშვილდავს თავისი ისრები . გალაკტიონისებური ლაღი ღიმილი გასდევს ამ ლექსს , თითქოს ავტორის ეშმაკურად მოწკურულ თვალებსაც ვხედავთ . ერთ ბედს ქვეშ მყოფი ადამიანების ამაო ფაფხურზეა დაწერილი : თევზმა თევზს უთხრა : რა გითხრა , იცი ? ! დაიძარ ცოტა , იქით მიიწი , მან უპასუხა : სად წავალ , აბა , ვიხრაკებითო ორივ ერთ ტაფას . მკითხველის და ვითომ მკითხველის პრობლემა იმდენად სერიოზულია , რამდენადაც ხელოვანისა და ფსევდოხელოვანისა . კითხვის ოსტატობა თავის სირთულეს მოიცავს . ერთგული და კომპეტენტური მკითხველი ისე მცირეა , მოანატრებს ავტორს თავს . ბუნებრივია . დღესაც , ამდენი გამოკვლევისა და წერილის შემდეგ , ამდენი ლეგენდისა და მითქმა - მოთქმის მერე , გალაკტიონოლოგიის მეცნიერებად ჩამოყალიბების შემდეგ , ძნელია გალაკტიონის პოეზიის ნამდვილი წამკითხველის პოვნა , თორემ მაშინ , მისივე სიცოცხლეში , ხომ ორმაგად შეუძლებელი იქნებოდა ? . . ამიტომაც გასაგებია ეს გულისტკივილით სავსე ღიმილი : არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი … ის ფურცლავს , ნიშნავს , ადარებს , ჩიჩქნის , მაგრამ ვინაა აქ გამკითხველი … ბევრი უფურცლავთ და უჩიჩქნიათ გალაკტიონის ლექსები , მე - 20 საუკუნის დასაწყისის პოპულარულ ოპერებთან სიუჟეტური მსგავსება თუ შინაარსობრივი შეხვედრის წერტილებიც დაუფიქსირებიათ , მაგრამ განა ესაა მთავარი ? . . გრძნობამ რა გრძნობა გამოიხმო ავტორის არსებაში , ემოციამ რა განწყობილება წარმოშვა , გადამკითხველს ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება . გადავინაცვლოთ ლექსზე " ფიქრი შეითან ბაზარზე " შეითან - ბაზარი ძველი სავაჭრო ადგილია თბილისში , მეტეხის ხიდის მარჯვნივ , მოედანზე . პოეტი მაღლით დაჰყურებს პაწაწინა საქმეებით გართულ თანამედროვეებს და ტუჩის კუთხეში მისდაუნებურად ესახება უბოროტო ღიმილი : ამ ღრიალს , ამ ჭუჭყს სუსტი ვით აიტანს ? რაც ბაზრებს შეფერის , შეითან - მაითანს - იმით აქ ვერავინ ვერაფერს გაიტანს . წავა ეს ყვირილიც , მოსულა საიდანც , გაჩნდება კულტურა , ბაზრებს ქვეშ დაიტანს . აი , რა წრეშეუწერელი სილაღით მოძრაობს გალაკტიონის კალამი ქაღალდზე და სერიოზულ დასკვნას კი გვთავაზობს : ეს ცხოვრება ბაზრის ხმაურისაგან ისევე შედგება , როგორც ტაეპის ნატიფი ვიბრაციისაგან . მეორე ვისაც ესმის , ცოდვაა ბაზრის ხმაურში , ყოფით პრობლემებში , წვრილმან საყველჭადო ინტრიგებში . შემოქმედი არ არის ბაზრის კაცი . საბაზრო ხმაურით არაფერი ამაღლებული არ იქმნება . მაღალი სულიერება ათასი ბაზრის ხმაურს დაამარცხებს , - ეს აზრი კალმის მსუბუქი მონასმებით , ირონიით არის აქ გამოხატული . დიდების ამაოების თემაზეა დაწერილი შემდეგი ლექსი . ვისაც უნდა , იმას ჰქონდეს მსმენელებით გადაჭედილი პარტერი და დამაყრუებელი აპლოდისმენტები მილიარდი თაყვანისმცემლისა . პოეტს ადამიანური ცხოვრება , სულ უბრალო და სადა , ენატრება და სჭირდება ჰაერივით . იგი სიამოვნებით გაცვლის თეატრების მთელ ამ ხმაურს უდასასრულო გზაზე , ცოტაოდენ სიყვარულსა და ღერ პაპიროსზე : თქვენ გენატრებათ ლოჟა , პარტერი , თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი , მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს , ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს . ანგარებით სავსე ვექილი , რომელსაც სიტყვის სალტო - მორტალე შეეძლო და ფულისთვის რას არ იკადრებდა , სიკვდილმა ბალდახინზე გაჭიმა / " იყო ვექილი ფრიად მართალი " / ფულიანმა ვექილმა ვერ მოისყიდა სიკვდილი . ასევე კალმის ლაღი მოსმით არის დაწერილი ლექსი " ფედია ჩუდეცკის " : იყო ღრმა ფილოსოფოსი , სახელად ერქვა სპინოზა . ის ქადაგებდა : რათა სომთ ამდენს არაყს და ღვინოსა . ეს რომ სიკვდილმა გაიგო , სთქვა : ცოტა მამითმინოსა ! გამაუქროლა სპინოზას - და მტვრად აქცია სპინოზა . სპინოზა არ ლოთობდა , მაგრამ სიკვდილს ლუკმად არ ეყო . ბარემ სვას ცოცხალმაო , ეს გვითხრა ხუმრობით პოეტმა . გალაკტიონის ფონდში ყურადღებას იპყრობს შინდისფერი პატარა ბლოკნოტი / სლმ : 021375 - 75 / , რომლის 38 - ე გვერდზე არის ასეთი ლექსი : დილით ადრე მივდიოდი , უცნაური რამე ვნახე : ვირი პორთმელს მიათრევდა , ჩემივ თვალით დავინახე . თხა ორფეხზე შემდგარიყო , მოხსენებას აკეთებდა , ინდოური ოქმსა სწერდა , იხვის ჭუკი ამოწმებდა . ჩანაწერი დათარიღებულია 1934 წლის 15 დეკემბრით . ფურცელს აქვს ასეთი მინაწერი : " დილით ადრე ვინმე გლეხი შეხვდა გალკის " . ესე იგი , გვანიშნებენ , რომ ლექსი ხალხურია . ეჭვი იბადება , რამდენად ბუნებრივია , გლეხს ასეთი რაკურსით ენახა ინტელექტუალური სფერო ? ! . საფიქრებელია , რომ ეს ლექსი გალაკტიონის ერთ - ერთი ექსპრომტი იყოს / ასეა თუ ისე , ერთი რამ ფაქტია : ის შემთხვევით არ აღმოჩენილა პოეტის უბის ბლოკნოტში . ლექსი მშვენივრად გამოხატავს იმ შეუსაბამობას , რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა . ყველა ეპოქისთვის ტიპური მოვლენაა . რომელ დროში ვერ იხილავთ თავად უსწავლელებს , სხვებს რომ ასწავლიან , ინდაურებსა და იხვის ჭუკებს , ხალხმრავალ კრებებს რომ მდივნობენ და თავმჯდომარეობენ ? . . რაღაცა მანქანებით სკამებზე დაკოსებული ხალხი , თავისი თანამდებობისათვის შეუფერებელი ადამიანი გალაკტიონის გარემოცვაშიც მრავლად იყო . სხვაგვარად / მისია თუ ხალხური / ეს ლექსი პოეტის ბლოკნოტში არ დაფიქსირდებოდა . განა სწორედ ისინი არ ასწავლიდნენ , რა ეწერა და როგორ ; საყვედურობდნენ არასაკმაო საბჭოური განწყობილებების გამო და ასე შემდეგ . იქვე არის ასეთი სალაღობო ტაეპები : ეს პაოლო რით გავიდა ? - მე რა ვიცი , რით გავიდა ! - რომელ კანონით გავიდა ? - კანონით თუ უკანონოდ გავიდა , ჩემო ბატონო . ახტა , დახტა და გადახტა , სიმწარის ექსპრომტს გადახტა , შევარდა მთელი თავითა და , როგორც იქნა , გავიდა ! " ჰოჰო … " / გვ . 28 . / რა ყოფით მომენტთან დაკავშირებით შეიქმნა ეს სტროფები , უცნობია / საფიქრებელია , რომ ეს სიტყვები 1934 წელს , მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობის წინ დასცდა პოეტის ბაგეს , რაკი ვერ დაიოკა ძალზე გასაგები ადამიანური წყენა , რომ ყრილობის 30 დელეგატს შორის თვითონ არ იყო . და განა გაუკვირდება ვინმეს გალაკტიონის სავსებით სამართლიანი ადამიანური ბოღმა ? , / მაგრამ ფაქტია , გალაკტიონს არ ეხერხებოდა წინ წასაწევად ყელყელაობა და გაძრომ - გამოძრომა . იოლი შესაძლებელია , მან ასე კომიკურად აღიქვა რომელიღაც ცხოვრებისეული ფაქტი , როცა მასზე წინ სხვა დადგა , თვითონ ელოდა რაღაცას და სხვას ერგო ის / ადგილი , სიტყვა , ჯილდო თუ სხვა რამ / განა ცოტა იყო ამგვარი ფაქტი მის ბიოგრაფიაში ? . . ხოლო 27 - ე გვერდზე წერია : აბაშელი სად წავიდა ? - სულ უკან - უკან წავიდა , - რისთვის სულ უკან წავიდა ? - სულ უკან მისთვის წავიდა , რომ ვერ აზროვნებს თავითა . ცხადია , ეპოქის უპირველეს პოეტს თავისი დამოკიდებულება ჰქონდა თანამოკალმეებისა და მათი შემოქმედების მიმართ . ეს ჩანაწერები შინაურული უშუალობით არის შესრულებული , გარეშე თვალს არ გულისხმობდა . მას ჰქონდა უფლება , უბოროტო , მაგრამ ირონიაგარეული ღიმილი გამოსახვოდა ზოგიერთ თანამედროვეთა მისამართით . როცა საჭირო იყო , განა საკუთარ თავს კი ინდობდა ? 25 - ე გვერდზე ვკითხულობთ : - გრიშაშვილი სად წავიდა ? - ის ხარის ფუხში წავიდა . - რომელ ხარის ფუხს წავიდა ? - ის ხარის ფუხში წავიდა წარსულის სანახავითა - არხივით და ნაგავითა , რაც მოვა , ჩემო დავითა , სულ ყველა თავის თავითა . სხვაგან გრიშაშვილს , იმ გრიშაშვილს , რომლის გავლენასაც პოეტური გზის დასაწყისში თავად განიცდიდა , " პოვეტიც " უწოდა / როდესაც მან გამოსცა " მომენტის შესაფერი " - გალაკტიონის სიტყვებია - წიგნი " წითელი დროშა " . / იმავე ბლოკნოტში მეცამეტე გვერდზე წერია : გადაქცეულნო მხოლოდ სიმარდეთ , ლექსს მოგცემთ მუზა ? აბა , მიმართეთ ! მუზას კი მეოცე საუკუნის პოეტთაგან სწორედ ამ სიტყვების ავტორი ჰყავდა გამორჩეული . გალაკტიონი მარდ ხალხში ცხოვრობდა , არა მასზე ნიჭიერ , არამედ მოძრავ , საქმოსან ხალხში , რომელნიც საქმეთა ჩასაწყობად გარბი - გამორბოდნენ . უშთაგონებო ლექსებსა და უნიჭო კალმოსნებს გაჰკრა კბილი პოეტმა ამ სტროფით . საბჭოთა ხელისუფლება აიძულებდა მწერლობას , გვერდში ამოსდგომოდა , დაეცვა სოციალისტური ქვეყნის სახელმწიფოებრივი პრინციპები , ხელი შეეწყო საბჭოთა წყობილების განმტკიცებისათვის . იმართებოდა გააფთრებული ბრძოლა ამ პოლიტიკური ხაზის დასაცავად . განზე დგომაში თუ ვინმეს დაადანაშაულებდნენ , მას კარგი არაფერი ელოდა . მწერალთა კავშირში მუშაობდა აგენტურა , რომელიც დასმენების ავანგარდში იყო : სამგლეს და საძაღლეს - მწერალთა სასახლეს ვერასდროს დაღლილი ვერ მიეყუდები , არის მოდებული გაბოროტებული ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები . სარკაზმს ბოღმა ერევა გალაკტიონის ტაეპებში : ბერია ხვრელს შეძვრა , მაგრამ მის კუდების ქნევითა ჩვენ მწერლებს სწამებენ ობობას - ლომობას , ორბობას ეს კატის კნუტები … იძვრიან კუდებიც , სულაქოთებული ქანაობს კრებული - ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები . ეს უკვე პოლიტიკური სარკაზმია , რის გამოც მადლობას არავინ ეტყოდა , ამიტომაც დარჩა უბის ბლოკნოტშივე ზემოთმოხმობილი ტაეპები ავტორის სიცოცხლეში . 1958 წელს დაიწერა ლექსი " ერთხელ მერიით " . პოეტს არ ახსოვს , სად - მერიაში / სოფელი ოზურგეთის რაიონში / თუ ხიდისთავში / სოფელი ჩოხატაურის რაიონში / ლიტერატურული შეხვედრის თუ საღამოს შემდეგ თაყვანისმცემელმა ლამაზმა ქალმა ხალათი შეუკრა ქინძისთავით : ერთხელ მერიით თუ ხიდისთავით , მახსოვს უბრალო ერთხელ ხალათი შენ შემიკარი , რა ყინვა იყო , რა ცივი ქარი და რანაირად ვიყავი ავად . სილაღისა და სიმსუბუქის , დაუძაბავი უდარდელობის განცდას ბადებს ტავტოლოგიური " ერთხელ " . უბრალო ფაქტია , მაგრამ პოეტისთვის ის ადამიანური სითბო ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა , სასიცოცხლო ენერგიით აუვსო მთელი არსება . ვამბობდი , არის მზიურთთვალება ქალი , პოეტი რომ ებრალება . ზოგჯერ ნამცეცი ყურადღება ადამიანში შინაგანი ძალების წარმოუდგენელ განახლებას იწვევს და საკუთარი თავის რწმენას შთაბერავს მას : სხვისთვის არარას , ჩემთვის კი მზის დარს - ქებათა ქებას ვუძღვნი ქინძისთავს . დე , სხვისთვის იყოს ის ნამი ქინძის , ჩემთვის ის რაა ქვეყნად , ვინ იცის ? ვერას დამაკლებს დღე და სოფელი , მადლობელი ვარ , ო , მადლობელი . ცხოვრების გაუსაძლისობას ირონიის მუშკეტით ებრძვის გალაკტიონი , სულით რაინდი და არისტოკრატი , საკუთარი რაფირინებული და აფორიაქებული სამყაროს მკვიდრი . ტლანქი სინამდვილე მას თავისთვის დამახასიათებელ თამაშის წესებს სთავაზობს , მაგრამ პოეტს როგორ შეეძლება მისი მიღება ? ! ამიტომაც ამბობს : ქვეყანა გაცვდა , ვით ძველი გროში , უდაბურებად იქცა სოფელი . ნუ გაოცდები , რომ ასეთ დროში მცირე ბედისაც ვარ მადლობელი . შეიძლებოდა მქონოდა სული კეთილი , ნაზი , როგორც დობილი , მაგრამ ცხოვრება არაა სრული , მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი . ვით შეიძლება იქნე ლამაზი , როცა სიტლანქე მოდის მგმობელი , დროა , დავტოვო ფიქრი ამაზე , მცირე ბედისაც ვარ მადლობელი . საშინელება , სიბნელე , გესლი , დემონიური ცეცხლის პროფილი , ბოროტო , სუნთქვა ნუ გამიძნელე , მადლობელი ვარ , ვარ კმაყოფილი ! პოეზიაში უპირველესსა და უმდიდრესს ადამიანურ ცხოვრებაში " მცირე ბედი " ხვდა წილად , გესლი და სიბნელე . აი , რისთვის უხდის ავტორი მადლობას ფორტუნას . მწარე ირონიაა … იმგვარი შეუსაბამობაა პოეტის შიგნითა რეალობასა და ცხოვრებისეულ სინამდვილეს შორის , რომ შეიძლება ჩაითვალოს , არც გაიხედება გარეთ . ამაღლებულ სულიერ სამყაროსა და კნინ სინამდვილეს შორის კოლიზია წარმოშობს კომიკურ ეფექტს : სინამდვილეს არ ვემდური , არ ყოფილა თითქმის , არყოფილზე საყვედური არასოდეს ითქმის ! საბჭოთა სინამდვილეში ირონიულ - კომიკურია პოეტის დამოკიდებულება მუზასთან . ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში მუზაც კი ძალადობის ობიექტია : თან ძუნწი რითმებს მოიხვევს ძაგრად , ერთის დათმობას კი არ ისურვებს , მაგრამ როდესაც მიარტყამ მაგრად , ორმოცდაათსაც არ დაიშურებს . " ეს ძველი მუზა ცბიერ გველივით " ამ ლექსის ერთ - ერთ ვარიანტში იყო ასეთი საინტერესო სტროფი : შენ აქ წითელი ხალტურა გშვენის , თუ წითელ - წითელ ღვინის შერევა ? მუზა : ამ ორი მეგობრის ძველის პირად საქმეში ნურვინ ერევა ! როგორც იტყვიან , კომენტარი ზედმეტია . მატყუარა სათაურით იპყრობს ყურადღებას ლექსი " სიკვდილი უმუშევრისა " . სინამდვილეში ლირიკული გმირი თავად ავტორია . აქ კომიკურ ეფექტს ქმნის ის , რომ ნაწარმოები იწყება გასაცოდავებელი ყოფით და მთავრდება უადგილო პათეტიკითა და მჭახე მაჭრით : შენი ცხოვრება - / რა სიმაღლე , / რომელიც კვდება ცივი , ბებერი , მისთვის არ არის ამქვეყნად სახლი , არც კარებია შესაღებელი . … … … … … … … … … . . ამის მნახველი ვით არ ვიქნებით უკმაყოფილო შექმნილი წესით ? . . წავალთ დროშებით , წავალთ წიგნებით , წავალთ მქუხარე ჩვენი კონგრესით ! კალმის ლაღი გაქროლებით მიმართავს გალაკტიონი ექიმს : მე მიშველის , თუ მიშველის , თქვენი მასაჟი , რომ ისევე მტკიცე ფეხით ვიდგე მასაში . აქ სულ სხვა ღიმილი ეფინება ავტორს სახეზე , კეთილი , საყოფაცხოვრებო სიტუაციით გამოწვეული , სიყვარულით სავსე . მკვეთრად სხვაა ის კომიზმი , რომელიც შემდეგ ლექსში ცნაურდება . კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი მხატვრული ილეთი შემოქმედმა / ლირიკული გმირისაკენ მისამართის არევა სათაურის დახმარებით . / მან " ევროპის დიპლომატი " დაარქვა ლექსს , სინამდვილეში კი ნაწარმოები მისი უგულწრფელესი აღსარებაა . სათქმელის ამგვარი გადამისამართება პოეტს გულახდილობის შანსს აძლევს : რა მშვენიერი ძაფებით ქარგავს ! ჩქეფს . მიდი - მოდის . ხავსს არ იკიდებს . ღამით საბანში ეშმაკ თავს ჩარგავს და ჩუმად , ჩუმად , ჩუმად ხითხითებს : ხა , ხა , ხა ! - წრფელი ვგონივარ ყველას … არ მეცინება და ვიცინი კი , გამოცდილს , ბებერს ვერ გრძნობენ მელას , არ იციან , რომ მე ვარ ცინიკი . ეს ნაწარმოები მთელი " წითელი ნაკადის " ლექსების პირუთვნელ კომენტარად და იდუმალ გასაღებად გამოგვადგება . ირონია სარკაზმში გადადის , როდესაც გალაკტიონისგანაც კომიკური სინამდვილის ხოტბას ითხოვენ ხელისუფალნი და მათი მარიონეტი მწერლუკები , რომლებიც უპირველესად აღიარებულ პოეტსაც ასწავლიან , რაზე და როგორ წეროს . ცნობილია , ღიმილი უარყოფითი ემოციებისაგან განმუხტავს ადამიანს . ღიმილი - ეს ძალაა , როცა იღიმება ადამიანი - ეს იმას ნიშნავს , რომ არის თვითდამცავი შინაგანი ძალა , არის დრამატულ ფაქტზე ამაღლების შესაძლებლობა , არის გამაწონასწორებელი შინაგანი სტიქიონი . გალაკტიონი ამ ძალას ფლობდა .
40 . და შევიდა სახლსა მას ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბეთი .
ხატიას როცა გაგიცანი , მაშინ შემიყვარდი . ალბათ ფიქრობ , რომ გეფლირტავები , მაგრამ მინდა გაჩუქო ვარდი და გაგიზიარო ჩემი გრძნ . . . შემდეგ . . . »
სოფი , ექიმი ისევ მაია ცინცაძეა , ძალიან კარგი პიროვნება . შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა აბსოლუტურად უფასოა , რამდენ ხანაც არ უნდა დაგჭირდეს . თან , შიდსის ტექნიკურადაც უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი . მოკლედ , მტავარია არ დაგემართოს , თორემ …
ავტორები ; თინათინ ჭკუასელი , რუსლან დავითაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დღეს ჟურნალ " ფიროსმანის " მეცხრე ნომრის პრეზენტაცია და მის რედაქტორ ფარნა - ბექა ჩილაშვილთან შეხვედრა გაიმართა . ქართულ და თურქულენოვანი ჟურნალი " ფიროსმანი " თურქეთში დაარსდა .
მზერა " თვალები სულების შეხვედრის წერტილია , " - თქვა ერთმა ბრძენმა . სულის თვალი სულში აღწევს : იგი სანთელს ჰგავს , რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით , რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი .
მათი ფასი 1000 $ - ის ზემოთაა . ინტერნეტით მოძიებული ეტლების სურათებსაც და ფასებსაც აქ გთავაზობთ :
პერსონალია : ქავთარაძე გია - იუსტიციის მინისტრი ; მიქანაძე გივი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე ; ახალაია ბაჩო - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე .
- 8 წლის ბავშვის აღზდა - განვითარებასთან დაკავშირებით რამე წიგნები თუ არსებობს ? საზღვარგარეთ ვიყავი და იქ ფსიქოლოგიური რჩევების წიგნებია სხვადასხვა ასაკთან დაკავშირებით . და თუ არსებობს , რომელია ? . . .
სწორედ ღვთისმოშიშ მდიდარზე შეაჩერა თავისი არჩევანი ბრძენმა მდიდარყოფილმა და ორმოცი ლიტრა ვერცხლი გამოითხოვა მისგან . ორმოცი ლიტრა ვერცხლი ღვთისმოშიში მდიდრისათვის მცირედია იმასთან შედარებით , რაც , ამ მდიდრისავე თქმით , ღმერთს უბოძებია მისთვის . ღვთისმოშიში თავის სიმდიდრეს ღვთის წყალობად მიიჩნევს და მუდამ ემადლიერება უფალს . იგი სიმდიდრის გაცემას ეშურება , რათა , ჯერ ერთი , დარჩენილი თავად შეირგოს , მეორეც , ღვთის წყრომა არ დაიტეხოს თავს . ღვთისმოშიში მდიდარი ასე ფიქრობს :
ორგანიზაცია : საქართველოს მეან - გინეკოლოგთა ასოციაცია .
რომელი ერთი მოგახსენოთ ამ ბ - ნ ეზოვის მეცნიერული ოინებისა , სად როგორ იკეთებს თავისს განგებ შეთხზულს საქმესა , რაცა ვთქვით , ისიც საკმაოა დავინახოთ - რა ერთის ზომის , ერთის თვისების ლარი გააქვთ , როგორ გვეპყრობიან , როგორის დაჟინებით , სისტემატიურად გვთხრიან ქართველებს ქვეყნის თვალში იგი ერთგვარი გუნდი სომხებისა და მათ მიერ მოვლინებულნი სომეხთა მეცნიერნი , ფილოსოფოსნი , დელინგერები , გიაცინტები და პროფესორები . რაებს არა სჩადიან , რა უკადრისს და სათაკილო ფარხმალსა ჰკიდებენ ხელს , რომ თავიანთის თავის საქებ - სადიდებლად საყვირი აყვირონ , ჩვენი ხსენება და სახელი ლაფში ამოსვარონ და თითონ სომხებს ჩვენი თავი შეაძულონ , შეაზიზღონ . თვითონვე კი იძახიან , სირცხვილია მეცხრამეტე საუკუნეში , ამ განათლებულ დროს , ერმა ერის მოსაძულებელი , გადასამტერებელი რამა სთქვასო და ამ მიზეზით ერთი ერი მეორეს მიუსიოსო , და სხვა ამისთანა სიტყვები , რომელიც ვარაყიან ნაჭუჭსა ჰგავს , გული - კი ჭიანი აქვს .
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი ( LVCIVS IVNIVS BRVTVS ) ( * ? ― † ძვ . წ . 508 ) , რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული . რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი . რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ . ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს .
მეგონა ლინკზე რამე სხვა , ან მაგის დამამტკიცებელი სტატია ეწერებოდა .
პერსონალია : შარაშიძე მზია - " რედიქსის " საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი .
ცხადზე ცხადია , მარკოვი ისტორიის ფალსიფიკაციას რომ გვსაყვედურობს , თავად მოგვიწოდებს ისტორიის გაყალბებისაკენ . ამიტომ არის , რომ ბრალს გვდებს ე . წ . საზოგადოებრივი ( ე . ი . ხალხისათვის განკუთვნილი ) ისტორიისადმი « ნაციონალურ მიდგომაში » . ანუ ჩვენთან , თურმე , ისტორიის გამოყენებით ხალხთა შორის სიძულვილის გაღვივებას ეწყობა ხელი , რამაც თითქოს « ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოებრიობა ჩაითრია რამდენიმე ომში აფხაზებთან და ოსებთან და რუსეთთან კონფლიქტშიც კი » . არადა მტკიცებას არ საჭიროებს , რომ სწორედ კრემლის პირდაპირი მითითებებითა და შეკვეთით , სწორედ ისტორიის დამახინჯების აქტიური გამოყენებით ხდებოდა და ხდება აფხაზებსა და ოსებში ანტიქართული და სეპარატისტული განწყობილებების ხელოვნურად გაღვივება ; ამ ქმედებების მიზანს ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და მისი რუსული ორბიტიდან თავდაღწევის დაუშვებლობა წარმოადგენს . კრემლის ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება და სავალალო შედეგებიც ( მათ შორის თავად აფხაზებისა და ოსებისთვის ) თვალწინ გვიდევს . ხალხთა შორის სიძულვილსაც მთელი მონდომებით აჩაღებენ , რათა შემდეგ მათ შორის მომრიგებლად მოგვევლინონ და მსოფლიოს აჩვენონ , რომ « რუსის ხიშტების » გარეშე , რეგიონში მშვიდობის დამყარება შეუძლებელიაო .
აღსანიშნავია ის გარემოებაც , რომ ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაზე ეკონომიკურად , პოლიტიკურად და სოციალურად მიბმას , ანუ სოციალური ფონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ნიშნავს . ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მზარდი ეკონომიკა , რაც აგრერიგად აფრთხობს რუსეთს . რატომ ? იმიტომ , რომ თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება ევროკავშირში , მაშინ ჩრდილოელი მეზობელი იძულებული გახდება საბოლოოდ შეეგუოს საქართველოს რუსული ორბიტიდან გასვლის რეალობას . სხვათა შორის , ამ საკითხზე რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერ - მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ სამი წლის წინათ განაცხადა : , , მე იმდენად არ მაშფოთებს ყოფილი მოძმე რესპუბლიკების ნატოში გაწევრიანება , რამდენადაც მაშფოთებს მათი ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა ' ' . ცხადია , რუსეთის პრემიერი აქ უპირველესად საქართველოსა და უკრაინას გულისხმობდა .
თუ " D - day " - ს გულისხმობ მანდ ვერ დაგეთანხმები ეგ თავდაცვითი ხაზი მთლიანად გაარღვიეს და მარტო ქართველებს არ უნა " შეტენო " ეგ ყველაფერი პლიუს კიდევ მანდ გემრანელებმაც ვერ იბრძოლეს კარგი რა მე მეძახი გულუბრყვილო ადამიანს და შენ როგორ გჯერავს ამ სისულელის : ? ჯერ მარტო საიდან ჩაუარდათ ხელში ჰიტლერის DNM ? მეორე ჰიტლერის გვამი დამწვარი იპოვესო და ასე შემდეგ ( თუ ჰიტლერის გვამი იყო ეგ არავინ არ იცის ) მესამე ეს რაც ამ საიტზეწერია ყველაფერი დიიიიიიიიიიიიიიიიდდდდიიიიი სუსულელეა ვილაპარაკოთ ქართული ვერმახტის ლეგიონზე ამ თემაში და თუ ჰიტლერზე გსურთ ლაპარაკი ჰიტლერის თემაცაა და იქ ვილაპარაკოთ : )
ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ , მოვაშოროთ ლაყუჩები და გავრეცხოთ ცივ წყალში . შემდეგ დავჭრათ სამ - ოთხ ნაწილად , მომცრო თევზები დავტოვოთ მთელ - მთელი , მოვათავსოთ მარილითა და › › ›
კლიმატი - ტროპიკული და ნესტიანია . წლიური ტემპერატურა მერყეობს 21 - 32 გრადუსებს შორის . ძირითადად გამოიყოფა ორი ტიპის სეზონი : მშრალი მაისი - ოქტომბერი , წვიმიანი პერიოდი გრძელდება ნოემბრიდან მარტამდე . სამუშაო და დასვენების დღეები - ძირითად შტატებში ბანკები მუშაობს კვირის გარდა ყოველდღე 09 : 30 - 16 : 00 .
21 მაისს , სახალხო კრების აქციებზე არ ჩანს ინტელიგენციის ის ნაწილი , რომელიც 2009 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლებზე საკმაოდ აქტიურობდა . ამას კრების ლიდერთა ერთგვარი უკმაყოფილებაც მოჰყვა და მათი მოწოდებებიც კონკრეტული პიროვნებების მიმართ , თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია . , , ვერსია ' ' ყველასათვის საყვარელ მსახიობს , ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს დაუკავშირდა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება სთხოვა .
კი რატომაც არა , არ შეიძლება ჰაკერები გვყავდეს და თან მორწმუნეები , მე შენ გეტყვი და ფეისბუქის გატეხვა ძაან რთულია .
გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის მთავარი სენსაცია ბონის " ტელეკომის " " გისენში " დამარცხება იყო ( 75 : 70 ) , ასე წერია ამ შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე . . .
ესეც რუსეთის ბრალი ხომ არ არის , არც google - ის , მაგათ ხომ მონაცემებს საქართველოს შესაბამისი სამსახურები აწვდიან ? ! ასე რომ არ გაგიკვირდეთ მაიკოვსკსაც თუ იპოვით
გუშინ დავრეგიგსტრირდი და მივწერე პირადად ვიზაჟისტს და ფოტოგრაფს - მართლა საშინელი მაკიაჟი აქვთ , რაღAცა უგემოვნებო უბედურებაა / ფერები . . . კოშმარ . . . / არ მიკვირს რომ სომეხ მეზობელს გაგონებს - სად იყურება ვიზაჟისტი - ისიც კი მივწერე , რომ თუ იმიჯ ცენტრი ასეთი საიტით ' გაქაჩვას ' აპირებს , არანაირად არ ექნება მაღალი დონის იმიჯ - ცენტრის სტატუსი - და შEმოხედვა . უჟასი . . . ვულგარული კი არა და ბოდიში ძალიან შეწუხებულები არიან ' ნა პერვი ვზგლიად ' - შეიძლება მე ვცდები , მაგრამ მართლა ძალიან შეწუხებული ვიდი აქვთ - ფოტოგრაფს მივწერე , ჯერ შოკოლადი დაარიგეთ და მერე გადაუღეთ - თქო - სურათები - ბევრაად უკეთესი გამოვა . . . : smile : ) ყველა ქალი თAვისებურად ლამაზია , მაგრამ აქაური სურათEბიდან ნამდვილი სილამაზე - რასაც ვეძახით სილამაზეს , მე ვერ დავინახე - არც ერთს ცხოვრებაში რომ ნახავთ , სახეზე ვერ დაიმახსოვრებთ , შეიძლება მაკიაჟის ბრალია , არა ვიცი , ძალიან დაბალ დონეზეა შEსრულებული , საშინელ ფერებში და ასეთი მეიქ - აფით თუ კიდევ მსოფლიოზე წარადგენენ ჩვენს გოგონას / ვინც გავა / დამიჯერეთ , სირცხილი იქნება . . . მაგას ჯიობდა , კოსმოპოლიტანი რომ აკეთებს , ე . წ . ფრანგული მეიქ - აფით დაედოთ გოგოების სურათები , სახეებს მაინც ' დავინახავდით ' . . . ჩემი პატივისცემა ყველას .
გამოძიების მიხედვით , ვასილ აბულაშვილი მეუღლის - ინდმეწარმე ` ნაზი ყაზარაშვილის ` სახელით დარეგისტრირებულ საწარმოში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დარღვევით ამზადებდა ხორცპროდუქტებს - ე . წ . სუჯუკის და ბასტურმას . აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციას კი თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო წერტილებში ახდენდა .
არა , საზოგადოება . გახდები ანტიმართლმადიდებელი , იეღოველი და ხალხის მტერი . არ თქვა ახლა არაო
" იყო აფრიკის კავშირთან შეხვედრა , ყველა აფრიკის ქვეყანასთან . შედგა კარიბის აუზის ქვეყნებთანაც შეხვედრა . ლათინური ამერიკის ქვეყნებთან შეხვედრა , წყნარი ოკეანის ქვეყნებთან შეხვედრა . ყველა შეხვედრაზე დეტალურად მოვყევით ჩვენი მიდგომები დევნილების უფლებებთან დაკავშირებით . იმ ფონზე , როდესაც რუსები და მათი საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკვე ქონებრივ გადანაწილებაზე საუბრობენ , ასეთი რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს , რომ ამ ტიპის ქმედებები არანაირ ლეგალურ ჩარჩოებში არ ჯდება და ეს არის უკანონო " - აცხადებს თემურ იაკობაშვილი .
ეგ ორი მეც მეც მომწონს უბრალოდ , შენ ძალიან წუნია ადამიანი ხარ .
5 . და ბოლოს , აი , შენ , ასე ძალიან რომ გიყვარს კომპიუტერთან ჯდომა , ის თუ იცი , ვინ შექმნა იგი , როგორც არა მეცნიერული და ჩვეულებრი ადამიანისთვის გამოსაყენებელი ნივთი ? მე ეს სამოქალაქო განათლებაში ვისწავლე . პირველი " კომპიუტერი " ხომ უზარმაზარი იყო და მასთან მუშაობას მხოლოდ მეცნიერები ( ! ) ახერხებდნენ , ჰოდა , ამერიკელმა ახალგაზრდა სტივენ ჯობსმა , სულ რაღაც 1300 დოლარად , რაც ნაწილობრივ ძველი " ფოლკსვაგენის " გაყიდვით აიღო , გააკეთა პირველი კომპიუტერი . ალბათ არც ის იცი , ამ პირველ კომპის რა ერქვა . ეს იყო Apple - 1
კრიმინალისტიკა საბანკო საქმე ეკონომიკა სტატისტიკა ისტორია ფინანსები და კრედიტი პროგრამირება ზოოლოგია ბუღალტერია და აუდიტი ტექნოლოგია კულტუროლოგია რელიგია ინვესტიციები მეტალურგია მათემატიკა ელექტრონიკა საბირჟო საქმე გეოდეზია ჟურნალისტიკა და PR ავიაცია ფიზიკა კულტურა და ხელონება ასტრონომია არქიტექტურა უცხო ენები მიფოლოგია მართვა კულინარია უცხოური ლიტერატურა მუსიკა პედაგოგიკა საბაჟო სისტემა ფიზკულტურა და სპორტი ეკოლოგია ფილოსოფია ლოგისტიკა ფსიქოლოგია მრეწველობა , წარმოება გეოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა სექსოლოგია მარკეტინგი და რეკლამა გეოგრაფია ვეტერინარია მეწარმეობა პოლიტოლოგია ტრანსპრტი მეცნიერება და ტექნიკა დაზღვევა გეოპოლიტიკა სოციოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები ქიმია სამართალი ინფორმატიკა ტურიზმი მშობლიური ენა და ლიტერატურა მენეჯმენტი ბიოლოგია მასმედია გადასახადები საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მედიცინა , ჯანმთელობა ლოგიკა სოფლის მეურნეობა ჟურნალისტიკა სხვა
" თეთრებს " ეს ხანგრძლივი პროცესი უკვე წინასწარ აქვთ გაწერილი , რაც რამდენიმე თვეში უნდა განხორციელდეს . დღეს უკვე ამ გეგმის ერთი ნაწილის - " ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას " პრეზენტაცია შედგება სასტუმრო " რედისონში " . თუკი მართალია ხელისუფლება , დაამტკიცოს თავისი სიმართლე , - ამბობს თემურ შაშიაშვილი .
გურმანების პიცერია " ბელლა ლუნა " გთავაზობთ ყოველდღე საღამოს 7 - 9 საათამდე 25 % ფასდაკლებას ყველა სახის . . .
გ ) ანტონ II კათოლიკოსის სასახლე - ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა . აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს . ზედა სართულზე ხუთი ოთახია . გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე .
რეიმონდ კურზვეილი ამტკიცებს , რომ 20 წელიწადში ადამიანის სისხლში " იბინადრებენ " ათასობით ნანორობოტები , რომლებიც ორგანიზმის მკურნალობით დაკავდებიან , გააუმჯობესებენ მის მახასიათებლებს და ტვინის შემადგენლობის რეზერვულ კოპირებასაც კი შეძლებენ . მისი თქმით , შესაძლებელი იქნება ყოველი აზრის , ყოველი გამოცდილების შენახვა , ერთი სიტყვით ყველაფერი ის რაც ადამიანს ქმნის ინდივიდუალურს .
ბათუმში , აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობაზე , ათეულობით მიკროავტობუსია გაჩერებული , რომელთაც საპატრულო პოლიციის ლენტა აქვთ შემოხვეული . მძღოლები ამბობენ , რომ მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა , რომლებმაც მიკროავტობუსები ჩამოართვეს , არაოფიციალურად განუმარტეს , რომ აქციების შემდეგ მათ მიკროავტობუსებს დაუბრუნებენ .
" დღეს საქართველოს ღირსებას ენდი გარსია დაიცავს " ( სერიოზული ხმით ) . ეს უკვე იმედი TV .
სახლი მესამე სართულამდე მდნარი წყლით იყო დაფარული , ფანჯრებზე მწვანე კაქტუსები ატუზულიყვნენ , თვალები პიტნის უაზრო სურნელს დაუსივებია მათთვის და იძულებულები იყვნენ გრძნობები ჯიბიდან ამოღებულ წვიმის წვეთებთან გაეთამაშებინათ …
აღწერა : « Red Faction : Armageddon » - ის სიუჟეტი ვითარტება მარსზე 50 წლის შემდეგ « Red Faction : Guerrilla » - ს მოვლენების დამთავრებიდან . ესაა სერიის მესამე თამაში . ტერაფორმერი , რომელიც პლანეტის კლიმატს არეგულირებდა და ატმოსფეროს ქმნიდა , განადგურებულია , რამაც კლიმატის დესტაბილიზაცია იმდენად გამოიწვია , რომ ხალხის პლანეტის ზედაპირზე ყოფნა შეუძლებელი გახდა . კოლონისტებმა შექმნეს მიწისქვეშა ნაგებობების ფართე ქსელი , სადაც გადასახლდნენ კიდეც .
ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I - მა უჯარმელმა ( VI ს . დამდეგი ) დაამთავრა ქალაქის ზღუდე - გალავნის აგება , რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად , სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა . თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში ( ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია ) , სამხრეთ - აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით , ჩრდილოეთ - აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა , სამხრეთ - დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები , ჩრდილოეთ - დასავლეთით კი - წავკისისწყალი . IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ , შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ , მტკვრის დინების აღმა . ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა . აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ . თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა . მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო - სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი . VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის .
პერსონალია : ხორავა ვასილ - " ვისოლის " გენერალური დირექტორი ; კაპანაძე ლიკა - " ბაგრატიონი 1882 " - ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ; ნადირაშვილი თემურ - " ელიზის ჯგუფის " მარკეტინგის მენეჯერი .
იმათ მსგავსად , რომლებსაც მართებთ , დღიურად უხადონ ბეგარა ბატონს , მაგრამ ვერ ახერხებენ რა ამას , დღითი - დღე იგროვებენ ვალს , შემდეგ კი , თუკი რამ სიმდიდრეს მოიპოვებენ , ერთბაშად და სრულად გაისტუმრებენ ყველაფერს , რაც აქამდე ნაწილ - ნაწილ უნდა გადაეხადათ , - ამგვარადვე ვიქცევი მეც შენი ღირსპატიოსნების წინაშე . ვალდებული ვარ , რომ უწყვეტად გწერდე , რადგან დაპირება ვალია ქრისტიანისთვის . ამიტომ , რაც განვლილ დროში უნებურად დაგაკელი და ვერ მოგწერე , აწ აღვასრულებ , იმდაგვარად განვავრცობ რა ეპისტოლის მოცულობას , რომ იგი , ჩვეულებრივი წერილის ზომაზე დაყოფილი , მრავალი წერილის ტოლფასად ჩაითვალოს ; თუმცა ფუჭად რომ არ ვიყბედო იმაზე , თუ რა სიგრძისაა ნაწერი , ვფიქრობ , კარგი იქნება , ამ ეპისტოლის ხმით გარდასულს მივბაძო , ოდეს პირისპირ ვესიტყვებოდით ურთიერთს . უთუოდ გახსოვს , რომ ყოველი ჩვენი მსჯელობის საგანი იყო სათნოებითი მოღვაწეობა და ღვთისმოსაობაში თავის გაწვრთნა , როდესაც შენ , მოძღვრული წესით , მუდამ გჩვეოდა ნათქვამზე შეპასუხება , რადგან გამოძიების გარეშე არაფერს შეიწყნარებდი , მე კი , როგორც ასაკით უხუცესი , ცალკეულად განგიმარტავდი ყველაფერ იმას , რასაც მწყობრი მსჯელობის გზით გამოვიკვლევდით . ნეტამც შესაძლებელი იყოს , მაშინდელივით ხდებოდეს ახლაც , რომ კვლავ შენი გონიერება იწყებდეს მსჯელობას ! რა იქნებოდა ამაზე კარგი ? ! ორმაგ სარგებელს მივიღებდით შენცა და მეც : ერთი მხრივ - ურთიერთმჭვრეტით ( ამაზე ტკბილი კი ამ ცხოვრებაში რა არის ჩემთვის ? ) , ხოლო მეორე მხრივ - იმის მადლით , რომ შენი სიბრძნე ხემის მსგავსად ააჟღერებდა ჩემს მხცოვან საკრავს ! მაგრამ რადგან ცხოვრება გვაიძულებს შორიშორს ვიყოთ ხორციელად ( თუმცა კი სულიერად ერთად ვართ ) , შენი პირითაც მე ვიტყვი სათქმელს და თუ სადმე საჭიროდ ჩავთვლით , ჩემს მსჯელობას თვით მე შევესიტყვები . ვფიქრობ , გონივრული იქნება , პირველ რიგში სულისმარგებელი რამ საკითხი განვაწესოთ განხილვის საგნად , შემდეგ კი მის შესახებ მსჯელობას მივყვეთ . ამრიგად , ძიების წესით გამოვიკვლიოთ : რა არის აღთქმა ქრისტიანისა ? ალბათ უსარგებლო არ იქნება ამ საკითხის განხილვა , რადგან თუ ზედმიწევნით ჩავწვდებით ზემორე სახელის შინაარსს , ცხადია , დიდ შემწეობასაც მივიღებთ სათნოებითი ცხოვრების გზაზე . ჭეშმარიტად , უთუოდ იმას უნდა ვესწრაფოდეთ უმაღლესი მოღვაწეობის მიერ , რომ რაც გვეწოდება , ვიყოთ კიდეც იმგვარი . მართლაც , თუ ვინმეს სურს , იწოდებოდეს ექიმად ან რიტორად ანდა გეომეტრად , ცხადია , არ დაუშვებს იგი , რომ უსწავლელობის მიზეზით გასაკიცხი გახადოს თავისი წოდება ანდა შემოწმების ჟამს შეუფერებელი აღმოჩნდეს იმ სახელისა , რასაც ატარებს . პირიქით , ვინც მოსურნეა ჭეშმარიტად ჰქონდეს წოდება , უთუოდ საქმით გახდის თავის წოდებას სარწმუნოს , რომ ცრუწოდების სიყალბეში არ ამხილონ იგი . იგივე ითქმის ამჯერადაც : ვეძიებთ რა ქრისტიანის აღთქმის ჭეშმარიტ აზრს , არავის გვინდა დავცილდეთ იმას , რისი აღთქმაცაა ჩვენს სახელში , არ კი მოხდეს ისე , რომ ჩვენზე გამართლდეს მაიმუნის ერთი ამბავი , წარმართთა შორის გავრცელებული : ამბობენ , რომ ვიღაც სასწაულთმოქმედმა ქალაქ ალექსანდრიაში გაწვრთნა მაიმუნი , რომელსაც მარჯვე ტრიალით მოცეკვავედ უნდა წარმოესახა თავი ; შემოაცვა მას მოცეკვავის ნიღაბი , აგრეთვე , საქმის შესაფერისი სამოსელი და განუწესა ქოროც , რომ ბრწყინვალება მისცემოდა მელოდიის რიტმზე მროკავ მაიმუნს , რომელიც ყველაფრით , რასაც კი აკეთებდა და აჩვენებდა , თავის ბუნებას ფარავდა . შემდეგ , როდესაც თეატრი შეპყრობილი იყო სანახაობის უჩვეულობით , ერთმა ვინმემ , სხვებზე უფრო მოხერხებულმა , სცადა ეჩვენებინა ამ სანახაობით გაშეშებული ხალხისთვის , რომ მაიმუნი იყო მაიმუნი . იმ დროს , როცა გაჰყვიროდა ყველა და ტაშს უკრავდა მაიმუნის როკვას , რომელიც რიტმულად ირხეოდა სიმღერისა და მელოდიის ხმაზე , ამ კაცმა სცენაზე დაყარა ნუგბარი საჭმელი , ყველაფერი , რაც ამგვარ ცხოველებს მსუნაგობას აღუძრავდა . მაიმუნმაც , რაწამს დაინახა ქოროს წინ დაფანტული ნუში , აღარ დაახანა და , დაივიწყა რა ცეკვაცა და ტაშიც , აგრეთვე , თავისი სამოსლის მოხდენილობა , მიიჭრა ხილთან და რაც იპოვა , ხელის გულებში შემოიგროვა , თან , ნიღაბს რომ ჭამაში ხელი არ შეეშალა , ბრჭყალებით სულსწრაფად შემოიგლიჯა და შემოიძრო მოგონილი გამოსახულება , რითაც ერთბაშად სიცილი გამოიწვია მაყურებელში და ასე , ნაცვლად იმისა , რომ ქებისა და გაკვირვების საგანი ყოფილიყო , ტლანქად და სასაცილოდ გამოჩნდა ნიღბის ნაგლეჯებში . ამრიგად , როგორც ამ მაიმუნისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მოგონილი გამოსახულება , რომ ადამიანად ჩაეთვალათ იგი , რადგან ჭამაში მსუნაგობამ ამხილა მისი ბუნება , მსგავსადვე ვისაც სარწმუნოების მიერ ჭეშმარიტად არ ჩამოუნაკვთავს თავისი ბუნება , ეშმაკეული საცთური ადვილად ამხელს მას , რომ სხვა არის იგი და არა იმ აღთქმისა , რაც აქვს . ეშმაკის უკეთური სავაჭრო უძღებ ადამიანებს ლეღვისა და ნუშის ნაცვლად ცუდმედიდობას , პატივმოყვარეობას , ანგარებიანობას , გემოთმოყვარეობას და სხვა ამგვარს სთავაზობს , რითაც ადვილად ააშკარავებს მაიმუნის მსგავს სულებს , რომლებიც გარეგნული მიბაძვის გზით ქრისტიანობას ფარისევლობენ , ვნებათა ჟამს კი განიშორებენ გონიერების სიმშვიდისა თუ სხვა რამ სათნოების ნიღაბს . ამიტომ , საჭიროა შევიცნოთ ქრისტიანობის აღთქმა , რომ იქნებ გავხდეთ კიდეც იმგვარი , რასაც ეს წოდება გულისხმობს , არ კი მოხდეს ისე , რომ ლიტონი აღსარების ანდა მარტოდენ სახელის სამკაულით შემოსახულნი გარედან სხვად ვჩანდეთ , ხოლო მას , დაფარუთა მჭვრეტს , სხვად გამოვუჩნდეთ . ამრიგად პირველად ის განვჭვრიტოთ , როგორ შეიცნობა ქრისტიანობა თვით სახელიდან გამომდინარე . რა თქმა უნდა , უფრო მეტად ბრძენნი უთუოდ აღმოაჩენენ მასში უფრო უმჯობეს და უდიდებულეს რამ აზრს , - სახელწოდების სიმაღლის სწორად თანაამაღლებულს , ხოლო რასაც საკუთრივ ჩვენ ამ სახელის შესახებ დავიტევთ , შემდეგია : ქრისტეს სახელი , თუკი მას უფრო ცხადი და გასაგები ენით განვმარტავთ , აღნიშნავს მეფეს . საღვთო წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას და მის მიერ სამეფო ღირსებას წარმოგვიჩენს . რადგან ღმერთი , წერილის თანახმად , გამოუთქმელია და მიუწვდომელი ( აღემატება რა იგი ყოველგვარ წვდომით შემმეცნებლობას ) , ამის გამო სულიწმინდით ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველები და მოციქულები მრავალი სახელისა და ცნების საშუალებით შეგვეწევიან ჩვენ უხრწნელი ბუნების შეცნობაში , როდესაც ესა თუ ის მათგანი ამა თუ იმ ღვთისმშვენი აზრისკენ წარგვიმართავს გზას . ასე მაგალითად , ყოვლიერებაზე ღვთის ხელმწიფობა მეფობის სახელით ცხადდება , ხოლო ყოველგვარ ვნებასთან , ყველანაირ უკეთურებასთან მისი უზიარებლობა და მათგან თავისუფლება სათნოების სახელებით აღინიშნება , რომელთაგან თითოეული გაიაზრება , როგორც უმჯობესისადმი თქმული . ამიტომ , ყველა ის აღმატებული აზრი , რაც ამგვარ სახელთა მიერ ცხადდება , კერძოდ : სამართლიანობა , სიბრძნე , ძალა , ჭეშმარიტება , სიკეთე , ცხოვრება , ხსნა , უხრწნელობა , უცვლელობა , გარდაუქმნელობა და სხვა , - ყოველივე ეს არის თვით ქრისტე და იგი ითქმის კიდეც ამ სახელებით . ამიტომ , თუ ქრისტეს სახელი გაიგება , როგორც გარემომცველი ყველა სხვა აღმატებული სახელისა , რადგან უფრო აღმატებული აზრი დანარჩენებსაც მოიცავს ( და ამის გამო ყოველი სახელი უკვე განიჭვრიტება მეფობის ცნებაში ) , ამდენად , ალბათ , მიზანშეწონილი უნდა იყოს , რომ ქრისტიანობის განმარტება და წვდომა თანამიმდევრული რამ წესით წარმოვადგინოთ . მართლაც , თუკი იმ სახელთაგან , რომლებიც უხრწნელ ბუნებას განგვიმარტავენ , სწორედ ყველაზე აღმატებული გვეწოდება ჩვენ ( რომლებიც მისდამი რწმენით მასთანვე ვართ შეერთებულნი ) , სავსებით აუცილებელია , რომ , წესით და რიგით , თანამოსახელენი ვიყოთ , აგრეთვე , ყველა სხვა წოდებისა , რაც აღნიშნულ სახელთან ერთად იმ უხრწნელი ბუნების შესახებ მოიაზრება . რამდენადაც ქრისტესთან ზიარებით ქრისტიანის სახელს ვფლობთ , ამდენად , უთუოდ გვმართებს , რომ ყველა სხვა აღმატებულ სახელთანაც გვქონდეს ზიარება . ისევე , როგორც ჯაჭვის ზედა რგოლის მოწევა ყველა სხვა მომდევნო რგოლსაც მოზიდავს , ამგვარადვე ერთი სახელის , ქრისტეს , ხელთპრობა თანამომზიდველია , აგრეთვე , ყველა სხვა სახელისა , რომლებიც კი იმ გამოუთქმელ და მრავალსახოვან ნეტარებას განგვიმარტავს და რომლებთანაც აღნიშნული სახელი არის თანაშერწყმული . ამიტომ , თუ ვინმეს ქრისტეს სახელი აქვს შემოსილი , მაგრამ თავისი ცხოვრებით არ ავლენს იგი სხვა დანარჩენთ , რაც კი ქრისტეს სახელთან ერთად მოიაზრება , ამგვარი ვინმე აყალბებს აღნიშნულ სახელს და , ზემორე მაგალითის მსგავსად , ადამიანის სახის გამომხატველ უსულო ნიღაბს აცმევს იგი მაიმუნს , რადგან , ისევე როგორც არ შეიძლება , რომ ქრისტე არ იყოს სამართლიანობა , სიწმინდე , ჭეშმარიტება და ყოველგვარი უკეთრებისგან გაუცხოება , ასევე არ შეიძლება , რომ ქრისტიანი ( რა თქმა უნდა , ჭეშმარიტად ქრისტიანი ) არ ავლენდეს თავის თავში ამ სახელებთან ზიარებას . ამრიგად , ქრისტიანობის არსის განმარტებისას , როგორც დებულებას , ისე ვიტყვით : " ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა " . ნურავინ განაქიქებს ამ დებულებას იმის გამო , რომ თითქოს ბევრად აღემატებოდეს და ბევრად ჭარბობდეს იგი ჩვენი ბუნების სიგლახაკეს . არ ამეტებს ბუნებას ეს დებულება . თუ ადამიანის დასაბამიერ მდგომარეობას განბჭობს ვინმე , საღვთო წერილის მოძღვრების საფუძველზე აღმოაჩენს , რომ არ გადასულა ჩვენი ბუნების საზომს ზემორე დებულება , რადგან ადამიანის თავდაპირველი შემზადება ღვთის მსგავსების მიბაძვით იყო , როგორც ამას სიბრძისმეტყველებს მოსე , ამბობს რა : " შექმნა ღმერთმა ადამიანი , ღვთის ხატისებრ შექმნა იგი " ( შესაქ . 1 , 27 ) , ქრისტიანობის აღთქმა კი - ესაა ადამიანის უკუმიბრუნება დასაბამიერი კეთილხვედრისკენ . ამრიგად , თუ ადამიანი დასაბამში მსგავსება იყო ღვთისა , არცთუ უჯერო დებულება მოგვიცია , როდესაც განვაჩინეთ , რომ " ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისა " . დიახ , აგრერიგად დიადია ხსენებული წოდებიდან გამომდინარე აღთქმა . ვფიქრობთ , დროა განვჭვრიტოთ , არის თუ არა უსაფრთხო ამ სახელის მატარებლისათვის , სხვაგვარად ცხოვრობდეს იგი . ჯობს , მაგალითებით გავაცხადოთ საძიებელი : ვთქვათ , ისეთ ვინმეს , ვინც იჩემებს მხატვრის ხელობას , ებრძანა მეფის სურათის დახატვა მათთვის , რომლებიც შორს ცხოვრობენ . თუ მხატვარი უშვერ და უგვან სახეს გამოსახავს დაფაზე და შემდეგ ამ უსახურ ნახატს მეფის სურათს დაარქმევს , განა მართებული არ იქნება ხელმწიფის რისხვა იმის გამო , რომ ცუდი ნახატის მიზეზით სინამდვილის არმცოდნე ხალხში შეიბღალა პირველსახის მშვენიერება ( რადგან როგორც ჩანს ნახატზე სახე , უთოდ ისეთად წარმოიდგინება პირველსახის შესახედაობაც ) ? ! მსგავსადვე , თუ განვაჩინებთ , რომ ქრისტიანობა ბაძვაა ღვთისა , ისინი , რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ამ საიდუმლოს ( ქრისტიანობის ) მოძღვრება , როგორსაც ჰპოვებენ ჩვენს ცხოვრებას , იმგვარს წარმოიდგენენ ჩვენს ღმერთსაც , რადგან სჯერათ , რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის მბაძველობის გზით წარემართება . ამრიგად , თუ ყოველგვარი სიკეთის ნიმუშს ჰპოვებენ ჩვენში , ჩვენგან თაყვანცემულ ღმერთსაც ირწმუნებენ როგორც კეთილს , მაგრამ თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე ვნებებით სავსე და მხეცის მსგავსი , ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხეცური ვნების მიხედვით გარდასახავს თავის ჩვევით გამოვლინებებს ( რადგან ჭეშმარიტად " მხეცად " წარმოჩნდება ყველაფერი ის , რაც კი ჩვენი ბუნების სიმახინჯეებში შთაისახება ) , და თუკი შემდეგ ასეთი ვინმე ქრისტიანადაც უწოდებს თავს , საკუთარი ცხოვრებით ურწმუნოთა შორის გასაკიცხს გახდის იგი ჩვენგან რწმენილ ღმერთს , რადგან ყველასათვის ნათელია , რომ ქრისტიანის სახელი ღვთისადმი ბაძვის აღთქმაა და დაპირება . ამიტომ , ამგვართა მიმართ თავზარდამცემ რამ მუქარასაც აღმოთქვამს წერილი , როდესაც ამბობს : " ვაი მათ , რომელთა გამოც შეიგინება ჩემი სახელი წარმართთა შორის " ( ესაია 52 , 5 ) . ვფიქრობ , სწორედ ზემორე აზრისკენ წარგვმართავს , აგრეთვე , უფალი , როდესაც ასე ეუბნება მათ , რომლებსაც მოსმენა ძალუძთ : " გახდით სრულნი , როგორც სრულია თქვენი ზეციური მამაც " ( მათე 5 , 48 ) . უფალი , რომელიც მორწმუნეთა მამად სახელდებს ჭეშმარიტ მამას , მოსურნეა , რომ მამაში ხილული სიკეთეთა სრულყოფილების მიმართ მსგავსება ჰქონდეთ მამისგან შობილთ . უთუოდ მკითხავ : როგორ უნდა მოხდეს , რომ ადამიანურმა უბადრუკებამ შეძლოს წვდომა ( ἐπεκτείνεσθαι ) ღმერთში ხილული ნეტარებისა ? ასეთ ბრძანებასთან ერთად ხომ მყისვე თავს ავლენს უძლურებაც ! როგორ ემსგავსოს ციურს მიწიერი , როდესაც თვით ბუნებაში არსებული განსხვავება აშკარას ხდის მიბაძვის მიუღწევლობას " ? ისევე როგორც შეუძლებელია მზერა გავუსწოროთ ცის სიდიდეს და ბრწყინვალებას , ამგვარადვე შეუძლებელი ჩანს , რომ მიწიერი კაცი ზეციერ ღმერთს მიემსგავსოს . უთუოდ ნათელია , რასაც მივუგებთ : არათუ იმას ბრძანებს სახარება , რომ ადამიანის ბუნება მიედაროს საღვთო ბუნებას , არამედ იმას , რომ ძალისამებრ კეთილ საქმეებს ჰბაძოს მან თავისი ცხოვრებით . რა საქმეებით მივემსგავსებით საღვთო საქმეებს ? მივემსგავსებით ყოველგვარი ბოროტებისგან ძალისამებრ გაშორებით , რაჟამს განვიწმინდებით უკეთურ სიბილწეთაგან საქმით , სიტყვით და გონებით . ჭეშმარიტად , ეს არის ბაძვა იმ საღვთო სისრულისა , რაც ზეციურ ღმერთს ეთვისება . არ მგონია , რომ სახარება , როდესაც იგი ზეციური მამისებრ სრულყოფას ბრძანებს , ღვთის განცალკევებულ რამ სამყოფლად გვიწესებდეს ცის სტიქიონს , რადგან ღმერთი თანაბრად არის დამკვიდრებული ყოველივეში და , ამავე დროს , თანაბრადვე ემიჯნება იგი ყველა ქმნილებას . ამრიგად , თუ რამ იქნებოდა არსისაგან განშორებული , არსებობაშიც ვერ დარჩებოდა იგი . ყველა არსებულს სწორი პატივით უკავშირდება საღვთო ბუნება , ოდეს გარემომცველი ძლიერებით თავის თავში შემოზღუდავს იგი ყოვლიერებას . ამასვე გვასწავლის წინასწარმეტველის სიტყვაც : " თუნდაც ცაში ავიდე გონებით , თუნდ მიწისქვეშეთს ჩავწვდე და ჩავეძიო აზრით , თუნდ არსებულთა სამანებამდე გავავრცო სულისმიერი შემეცნება , [ 1 ] ყველაფერს შენი მარჯვენით პყრობილად ვხედავ " . თვით ტექსტი ასეთი სახისაა : " ცად თუ ავალ , შენ იქ ხარ ; ჯოჯოხეთში თუ ჩავალ , იქვე ხარ ; ფრთებს თუ შევისხამ განთიადისას და დავიკარვებ ზღვის კიდეებში , იქაც კი შენი ხელი მიწინამძღვრებს მე და შენი მარჯვენა ხელთმიპყრობს მე " ( ფს . 138 , 8 - 10 ) . ამრიგად , ზემოთქმულიდან უნდა ვისწავლოთ , რომ არ განეწესება ღმერთს გამორჩეულად ზეციური სამყოფელი , არამედ ეს ითქმის მხოლოდ იმიტომ , რომ ზენა ადგილი უკეთრებისგან განწმენდილად უწყის წერილმა ( რაზეც მრავალგზის მიგვანიშნებს იგი იგავის სახით ) , ხოლო აქ ქვევით ( უფრო ნივთიერ ცხოვრებაში ) უკეთური ვნებები მოქმედებს . აქვე , მიწიერ ყოფაში დახოხავს და იგორგლება ბოროტების მომგონი გველი , როგორც გვაუწყებს მის შესახებ იგავურად წერილის სიტყვა ( რომ თავის მკერდზე და მუცელზე დაცოცავს იგი და მიწას ჭამს მიწყივ , შესაქმე 3 , 14 ) . მოძრაობის ეს სახე და საჭმლის ეს გვარი ცხადს ხდის , რომ აქ იგულისხმება ამქვეყნიური მიწიერი ცხოვრება , რადგან სწორედ ეს ცხოვრებაა , თავის თავში რომ აბუდრებს მრავალსახოვანი უკეთურების ქვეწარმავლობას და საჭმლად რომ უხდება მასზე მხოხავ მხეცს . ამრიგად , ის ვინც ზეციერი მამისადმი ბაძვას ბრძანებს , ამით მიწიერი ვნებებისგან განწმენდას განაჩინებს , ხოლო ვნებებისგან განდგომა ხდება არა ადგილ - ადგილ გადანაცვლებით , არამედ მარტოდენ ნებაყოფლობითი არჩევანის [ 2 ] გზით . ამრიგად , თუ მხოლოდ გონებისეული მცდელობით არის მისაღწევი ჩვენთვის უკეთურებისგან გაუცხოება , არა ყოფილა რა სამძიმო მახარებლის მიერ ნაბრძანებ სიტყვაში , რადგან გონებისეული მცდელობა არ უკავშირდება შრომა - ჯაფას , არამედ ყველას ძალგვიძს აზრისმიერი ( გარჯის გარეშე ) , სადაც ვინებებთ , იქ მივიდეთ . ასე რომ , ვინც ინებებს , ადვილი იქნება მისთვის , ჰქონდეს ზეციური ცხოვრება აქვე , მიწაზე . სახარებაც გვამცნობს , რომ საჭიროა ზეციურთათვის იყოს ჩვენი ფიქრი და რომ იქაურ საგანძურებში ვიუნჯებდეთ სათნოების სიმდიდრეებს , რადგან ასე ამბობს : " ნუ დაიუნჯებთ საუნჯეებს ამქვეყანაზე , არამედ დაიუნჯეთ საუნჯეები ცათა შორის , სადაც ვერც ჩრჩილი , ვერც მჭამელი ვერ მოსპობს მას , ვერც ქურდები გამოთხრიან და მოიპარავენ " ( მათე 6 , 19 ) . ამ სიტყვებიდან ჩანს , რომ ზეციურ ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი იმგვარი ძალა , რაც გახრწნიდა ზენა ნეტარებას . ის , ვინც ამქვეყნიური არსებობის წარსაწყმედად ადამიანთა ცხოვრების წინააღმდეგ მრავალსახოვნად ავლენს თავის ნაირფერ უკეთურებას , ჩრჩილის მსგავსად იბადება გონებაში და უვარგისს ხდის იმ ნაწილს , რასაც შთაენერგება . მეტიც , უმალვე თუ არ მოვაცილებთ მას ამ ნაწილს , თავისი მჭამელობითი და შთანმთქმელობითი ძალით მომდევნოზე გადახოხდება იგი და რა ნაწილსაც მიაღწევს ამ მოძრაობით , გახრწნილების კვალს შთაბეჭდავს მასში ; თუ აღმოჩნდება , რომ ადამიანის შინაგანი ნაწილები საიმედოდ არის დაცული , მაშინ ეს ძალა გარედან უმზაკვრებს მას განსაცდელთა მიერ და ან ამქვეყნიურ სიამეთა გზით გამოსტყუებს გულის საუნჯეს , ან სხვა რამ ვნების ძალით სათნოებისგან დაუცარიელებს სულის ჭურჭელს , ან კიდევ მრისხანების , მწუხარების თუ სხვა რამ ამგვარი ვნების შედეგად აზროვნებას ( λογισμόν ) განუძარცვავს მას . ამრიგად , თუ უფალი ამბობს , რომ ზენა საგანძურებში არც ჩრჩილია არც მჭამელი , არც ქურდობის სიავე ( რასაც მოაქვს ყველაფერი ის , ზემოთ რომ ვახსენეთ ) , დაე , ჩვენც იქ გადავიტანოთ ჩვენი სავაჭრო , სადაც არა მხოლოდ მარად განუძარცველად და დაულევლად შეგვინარჩუნდება საუნჯე , არამედ თესლთა მსგავსად მრავალჯერად შენამატსაც შეიძენს იგი , რადგან წინდის მიმღების ბუნებითი ღირსების შესაფერისად გადიდდება საზღაურიც . ისევე როგორ ჩვენ , ვმოქმედებთ რა საკუთარი ბუნების შესაბამისად , ღარიბული შესაწირავი მიგვაქვს , რადგან ამგვარნი ვართ ბუნებით , მსგავსადვე , ის , ვინც ყოვლითურთ მდიდარია , რაც ბუნებით აქვს , ჭეშმარიტად უკუმიჰმადლებს მათ , რომლებმაც წინდი გაიღეს . ამრიგად , ვინც იმდენს დააუნჯებს საღვთო საგანძურებში , რამდენიც მას ძალუძს , ნუღარ იშფოთებს იმის შიშით , თითქოს საზღაურსაც გაცემულის სწორად მიიღებს , არამედ სასოებდეს უფალს , ვინც აღუთქვა მცირეთა ნაცვლად დიდთა უკუმიგება , მიწიერთა წილ - ზეციურთა , წუთიერთა წილ კი - მარადიულთა , რომელთა ბუნება იმგვარია , რომ არც გონებით აღიქმება , არც სიტყვაში განიმარტება . ღმრთივსულიერი წერილი ასე გვასწავლის მათ შესახებ : " არც თვალს უხილავს , არც ყურს სმენია , არც ადამიანის გულამდე არ მისულა ის , რაც ღმერთმა გაუმზადა მის მოყვარულებს " ( I კორ . 3 , 9 ) . ამ ნაწერით , ძვირფასო გვამო , არა მხოლოდ ის შევავსეთ , რაც აქამდე დაგაკელით , არამედ სამომავლო გულნაკლულობაც წინასწარ გამოვისყიდეთ . განიხარე უფლის მიერ და მუდამჟამს იმას ესწრაფოდე , რაც ღვთისთვის საამურია და ჩვენთვისაც საწადელია .
Annotation : საუბარი ექიმ გ . ელიავასთან საფრანგეთის სამეცნიერო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ
ჩვენ ვქმნით პარტიას , რომლისთვისაც უცხო ქვეყნებთან ნებისმიერი მოლაპარაკებისა და ქვეყნის შიგნით მოქმედების დროს ხელშეუხებელი პრიორიტეტები იქნება : • საქართველოს დამოუკიდებლობა ; • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ; • ქართული ეროვნული ცნობიერება ; სხვა ყველაფერი კი - მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი .
გაზეთმა The Washington Post მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვის ( 18 - დან 64 წლის ასაკის 60 000 ადამიანი ) შედეგები გამოაქვეყნა : ყველაზე დეპრესიული მომვლელისა და ძიძის პროფესია აღმოჩნდა ; მეორე ადგილზე საზკვების სისტემის , ხოლო მესამეზე - სოციალური და ჯანდაცვის სხვა სფეროთა წარმომადგენლების საქმიანობა გავიდა . 2009 წლის მიწურულს ჟურნალმა Forbes გლობალური ტრენდების ანალიზი გაგვაცნო და მომავალი 10 წლის ყველაზე საჭირო პროფესიებად ჭკვიანი ჯარისკაცობა და მესასთუმლეობა დაასახელა . ალბათ , ეს უკანასკნელი ომსა და ტერაქტებში საზრიანი თუ არც ისე საზრიანი , ფიზიკურად თუ ფსიქიკურად დაჭრილი მებრძოლების მოვლასაც მოიცავს , თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია . ფინანსურ გამოცემას ამაზე არაფერი უწერია . [ pagebreak }
აღნიშნული მონაცემები ოფიციალურია და ` სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ~ მიერაა მოწოდებული .
მე ავღფრთოვანდი , შენ ამაყად შეგიძლია თქვა , რომ იცხოვრე და არა იცოცხლე .
ტბეთის პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი გახდა . აქ შეიქმნა მისი ჰაგიოგრაფიული თხზულება " წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი " .
არ შეიძლება დამშეულ და ღატაკ ადამიანს იგივე მოსთხოვო , რასაც დამნაშავე ხელისუფლებას სთხოვ .
მეორე ცნობილი რუსი პუბლიცისტი ნიკოლაი ორეშკინი ფიქრობს რომ საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ტერორიზმის თემას და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემას , თუმცა ამისთვის ეფექტური გადაწყვეტილებებია მისაღები :
ფორუმ . გე 2001 წლიდან არსებობს და მას ყოველდღიურად დაახლოებით 22 ათასი უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს . ნეტგაზეთი რამდენიმე მათგანს ელაპარაკა . მათგან უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს იმ თარიღად მოიხსენიებს , როცა თბილისის ფორუმის ( ფორუმ . გე ) პოლიტიკა შეიცვალა . ომის დროს ფორუმი რამდენიმე დღით დაიხურა . მომხმარებლების ნაწილი ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფორუმზე კონტროლის დაწესებას უკავშირებს . ნაწილი ასე არ ფიქრობს , მაგრამ მიიჩნევს , რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ სოციალურ ქსელში პერიოდულად , პოლიტიკური მოსაზრებით თემების დახურვა დაიწყო .
ანოტაცია : სენაკისა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი აღმოსავლეთ - დასავლეთის მილსადენის მშენებლობა
სხვათაშორის ფორუმ . გე - ზე ადრე შემხვდა კაცების წუწუნა პოსტები : ქალები რატომ არ გვეცნობიან პირველები , ქალები რატომ არ გვპატიჟებენ პირველები , ქალები რატომ არ იხდიან მომსახურების თანხას კაფეში , ქალები რატომ არ გვიტყდებიან სიყვარულში პირველები , ქალები რატომ არ … მოკლედ რა : დ რას გაუგებ : დ : დ
" საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ " ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა . ეს ანგარიში 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახვილებს . ესენია : ხისტი , ფინანსური , მატერიალურ - ტექნიკური და ადამიანური რესურსები .
ამ კლუბის გახსნამდე კონცერტებზე სტაბილურად დაკვრის საშუალება არ გვქონდა . ჩვენთან პრობლემაა მუსიკოსის შემოქმედებითად გაზრდა . შეიძლება ჯაზის დაკვრა შინ ისწავლო , ჩანაწერებიდანაც რაღაც გადაიღო , მაგრამ გარკვეულ დონემდე . მაშინ იზრდები , როცა დღე და ღამე ცოცხალ მუსიკას უკრავ სცენაზე , პარტნიორებთან . . .
დედამიწაზე მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობს . ღმერთმა ამრავლოთ , მე რას მიშლიან . მეც არ ვუშლი მათ არსებობას . ზოგზოგიერთს ვშველი კიდევაც უფრო ცოტას კი ბუნებრივი , ფიზიოლოგიური გზით დასაკარგი სიცოცხლის შენარჩუნებაშიც ვეხმარები . პროფესია მაქვს ასეთი - რეანიმატოლოგი . სხვათა შორის ეროვნების , სქესის , ასაკისა და მრწამსის მიუხედავად . დღესაც დარწმუნებული ვარ , რომ მომიწიოს პუტინის , არძინბას , კოკოითის თუ ბეღაფშის გადარჩენაში მონაწილეობა , ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება . იმიტომ რომ ჯერ ადამიანი ვარ და მერე ექიმი . თუ მკითხავთ , იქნებ ადამიანობასა და ექიმობას შორის ქართველობას აქვს ადგილიო , დაგეთანხმებით . მაგრამ ამ შემთხვევაშიც მე ქართველი ექიმი ვალდებული ვარ , ვიყო ჯერ ადამიანი და მერე ჯარისკაცი . ეს პაციფიზმი არ არის . ვყოფილვარ ჯარისკაცი , და მიოცნებია გამარჯვებაზე , ანუ მტრის დამარცხებაზე . მაგრამ ახლა , სანამ ექიმი ვარ , მოხარული ვიქნები თუკი თუნდაც მტერს სიკვდილს ავაცილებ . 08 . 08 . 08 მორიგე ვიყავი ღუდუშაურში . პირველი დაჭრილი , რომელიც საავადმყოფოში შემოგვივიდა ოსი იყო - ქოქოშვილი , კოკოითის მოგვარე . გულმკერდში იყო დაჭრილი , პლევრა გორის საავადმყოფოში ჰქონდა დრენირებული და მართვით ანუ აპარატულ სუნთქვაზე იყო . აპარატულ სუნთქვაზე ავადმყოფს უნდა ეძინოს , თუკი ექიმი შეატყობს რომ პაციენტი იღვიძებს და შეიძლება აპარატს შეებრძოლოს აგზნებული , უნდა შეუყვანოს დამაძინებელი წამალი . საავადმყოფოში შემოსვლისას ქოქოევი მძინარეს გავდა , მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ , რომ ეღვიძა , მაგრამ მონდომებული ცდილობდა თავი მომაკვდავად მოეჩვენებინა . იცოდა ალბათ , რა პასუხისმგებლობა აიკიდეს კიდევ ერთხელ მისმა ნათესავებმა , როცა ქართველებს კიდევ ერთი ომი დაატეხეს . გადარჩა კარგად არის სადაც არის , იმედია . მანამდე 2002 წელს ცხინვალში ჩემი პროექტით 1000ც . " დედის კალენდარი - სახელმძღვანელო მშობელთათვის " ჩავიტანე და ოს ქალებს სამშობიეროებში დავურიგე . ძალიან გამეხარდება თუკი დღესაც ოსურ ოჯახში ჩემი სახელმძღვანელოთი ზრდიან ბავშვებს . bavshvi . ge აქ არის ქართული ოსური და რუსული ვერსიები . აფხაზურიც მაქვს , მაგრამ ვერ ჩამისვეს პროგრამისტებმა რატომღაც . არადა სულ სხვა პოსტის დაწერასდ ვაპირებდი , ,
სისულელეა ეს ტესტები , მაგრამ რატომღაც შევყევი . არადა ტყუილად დრო დამაკარგვინა .
NeoZ რავიცი , RAV4 და CR - V თუ არ ვარგა , აბა ამ კლასში რომელია კარგი მანქანა ?
მემკვიდრეობითი ფაქტორი უკვე მრავალი წელია მსჯელობენ მეცნიერები დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობის შესახებ . როგორც ვარაუდობენ , გენეტიკური მუტაცია შესაძლოა ზოგიერთი ნივთიერებისა და ტოქსინის მავნე ზემოქმედებით იყოს განპირობებული .
სულიერ გზაზე სულ წარმატებით მავალი ადამიანი უფრო მეტად აცნობიერებს ორ , ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფაქტს , მარადიული შორეულია და ამავდროულად - ახლობელიც . უპირველეს ყოვლისა , ის უფრო ხვდება , რომ ღმერთი საიდუმლოა . რომ ის არის " სრულიად სხვა " , უხილავი , მიუწვდომელი , უკიდურესად ტრანსცენდენტული , ყოველგვარი სიტყვებისა და გაგების მიღმა მყოფი . " ახალდაბადებულმა ჩვილმა ნამდვილად იმდენივე იცის სამყაროს შესახებ , რამდენიც ჩვენს შორის ყველაზე ბრძენმა შეიძლება იცოდეს ღვთის შესახებ , ვისი მეუფებაც წვდება ზეცასა და დედამიწას , ჟამთასვლასა და მარადიულობას " . მართლმადიდებლური ტრადიციით მცხოვრები ქრისტიანი სრულიად დაეთანხმება ამ აზრს . ბერძენი მამები ამბობდნენ : " ღმერთი , რომლის წვდომა შესაძლებელია , ღმერთი არ არის " . " ღმერთი , რომლის ამომწურავ გაგებაზე გვაქვს პრეტენზია , აღმოჩნდება , რომ მხოლოდ და მხოლოდ კერპია , რომელსაც ჩვენივე სახე აქვს . ასეთი ღმერთი , რასაკვირველია , არ არის ბიბლიური , ეკლესიის ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი . ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და ამის საპირისპირო დებულება არ არის ჭეშმარიტი .
" როდესაც ჩემი მამინაცვალი გარდაიცვალა , დედაჩემს 2 წლის განმავლობაში მისი საცვალი ( ნიფხავი ) ეცვა , " - ეს ჩემი საყვარელი ისტორიაა , რომელიც დიდი ხნის წინ გადაცემა " პროფილში " მოვისმინე . ისტორიები პირველ და უკანასკნელ სიყვარულზე , განშორებაზე , ტკივილზე და სიხარულზე ამ გადაცემას არასოდეს ელევა .
ნესტორ გაბილაია გარდაიცვალა თბილისში , 90 წლის ასაკში . დაკრძალულია მუხათგვერდის სასაფლაოზე .
მოგეხსენებათ პარტიზანები ტრადიციულ მედია არხებს ( ტელევიზია , რადიო , ბეჭვდერი მედია … ) ნაკლებად იყენებენ . თუმცა პარტიზანობა საერთოდაც არ გამორიცხავს მათ გამოყენებას . ამ მოსაზრების განსამტკიცებლად საუკეთესო მაგალითია ავტომწარმოებლი კონცერნის RENAULT პარტიზანულ - პროვოკაციული კამპანია ბეჭვდით მედიაში . ვრცლად »
საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 სექტემბრისათვის 3 მილიარდ 753 მილიონ 918 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა , რაც 31 აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 179 მილიონ 612 ათასი აშშ დოლარით მეტია . ვალის საერთო მოცულობიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 2 მილიარდ 692 მილიონ 294 ათასი აშშ დოლარია , ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 558 მილიონ 061 ათასი აშშ დოლარი .
პერსონალია : გიორგაძე ლაშა - ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი ; სუბარი სოზარ - სახალხო დამცველი .
ყველამ დაინახა , რომ თავდამსხმელი გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი იყო , გამჭოლი მზერით . თუმცა თავდასხმის მოტივი ბუნდოვანი იყო და თითქმის სამი ათწლეულის გასვლის შემდეგაც ბუნდოვნად რჩება . იტალიაში გამართულ სასამართლო პროცესზე აგჯამ განაცხადა , რომ ის რომში ბულგარეთის სამხედრო წარმომადგენლის , ზილო ვასილევის , ზედამხედველობით მოქმედებდა . შესაბამისად , კომუნისტურ სამყაროს პირდაპირ დაბრალდა წარმოშობით პოლონელი პაპის მკვლელობის მცდელობა - პაპის , რომელიც , მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით თავისუფლებისა და საბჭოთა კომუნიზმთან ბრძოლის სიმბოლო იყო . თუმცა ბულგარეთის უშიშროებასთან - მით უფრო , საბჭოთა " კაგებესთან " - აგჯას კავშირი სასამართლოზე ვერ დადასტურდა . გაჩნდა სხვა თეორიებიც , რომ , მაგალითად , მკვლელობის ბრძანება დასავლეთიდან გაიცა იმისათვის , რომ ამაში მოსკოვი დაედანაშაულებინათ . თუმცა ეს თეორიები კიდევ უფრო მეტად იყო მოკლებული საფუძველს . მალე აგჯამ უცნაური განცხადებებით დაიწყო გამოსვლა - საკუთარ თავს მესიას უწოდებდა - და სწრაფად განიცადა დისკრედიტაცია . ციხეში ყოფნის წლებში მისი საქმე დახურული იყო . ახლა კი აგჯა უკვე თავისუფალია და პირობას დებს , რომ ჟურნალისტებს მომავალ კვირაში უფრო მეტს ეტყვის თავდასხმის შესახებ . მისმა ადვოკატმა , გოკაი გიულტეკინმა , ანკარაში სააგენტო " როიტერს " უთხრა , რომ მისი გათავისუფლება არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს : " მან სასჯელი მოიხადა . სასამართლო სისტემასთან პრობლემები არ არსებობს . პაპის მკვლელობის მცდელობისთვის ის იტალიის ციხეში 19 წლის და 11 თვის განმავლობაში იჯდა , 10 წელი კი თურქეთის ციხეში გაატარა აქ მომხდარი მოვლენების გამო . ახლა იგი თავისუფალი იქნება . მისი თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება ალოგიკური იქნებოდა " , - აცხადებს ადვოკატი . აგჯამ საპატიმრო ორშაბათს ოთხი მუქფანჯრებიანი მანქანისგან შემდგარი კონვოით დატოვა . მანქანაში ჩაჯდომამდე ის ჟურნალისტებს ხელის დაქნევით მიესალმა . მისი ერთ - ერთი ადვოკატის თანახმად , აგჯა სამხედრო უწყებაში წაიყვანეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად . შემოწმებამ უნდა დაადგინოს , გაგზავნიან თუ არა მას სავალდებულო სამხედრო სამსახურში , სადაც მას აქამდე არ უმსახურია . ადვოკატ გიულტეკინის თქმით , თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო განყოფილება სამხედრო ჰოსპიტლიდან მიღებულ ახალ ანგარიშს , სავარაუდოდ , დააკმაყოფილებს და იგი ჯარს არ შეუერთდება . თუმცა ადვოკატი დასძენს , რომ , შესაძლოა , საპირისპიროც მოხდეს : თუ დაასკვნიან , რომ იგი ჯანმრთელია , მაშინ შეუერთდება ჯარს . როგორც ვთქვით , ციხიდან გამოსული აგჯა აპირებს ისაუბროს თავის მიერ 30 წლის წინათ ჩადენილ უცნაურ თავდასხმაზე . თუმცა , სავარაუდოდ , მისი მონაყოლი პასუხებზე უფრო მეტად ახალ შეკითხვებს გააჩენს .
ასე რომ , პროტოქართული ( იაფეტური ) მოდგმა და მისი ენა " დამდაბლებული " და " დაწუნებული " ხდება სწორედ ძვ . წ . მესამე ათასწლეულიდან , ანუ , თეოსოფიური ტერმინოლოგიით , კალი - იუგას დასაწყისიდან , როდესაც ევრაზიაში იწყება ინდოევროპელთა ექსპანსია და გაბატონება , რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლიზებულია იაპეტის ძის ტიტან პრომეთეს ( " წინასწარმეტყველური აზრის " ) მიჯაჭვით კავკასიონზე და დედამიწაზე ზევსისა და მისი პანთეონის დომინირებით ( პრომეთე - იაფეტური კაცობრიობა , ზევსი - ინდოევროპული კაცობრიობა ) . აკად . ს . ყაუხჩიშვილის აზრით , აქ საქმე გვაქვს ორი სხვადასხვა კულტურის ბრძოლასთან და უკთიერთდაპირისპირებასთან . სახელდობრ , პრომეთე არ არის ბერძნული ღვთაება , იგი იმ ხალხის ღმერთია , რომელიც ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა და მაღალი კულტურის მატარებელი იყო . ხოლო ოლიმპიული ზევსი წმინდა ბერძნული ღვთაებაა , ზევსი იმ ბერძნების ღმერთია , რომელნისც კულტურის საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ , როდესაც მოვიდნენ და დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე , ეგეოსის არქიპელაგზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროებზე . ახალმოსული ბერძნული მოსახლეობა ( დაბალი კულტურის მატარებელი ) ებრძოდა დიდი კულტურის მქონე ძველ მოსახლეობას , პროტოქართულს ( იხ . ს . ყაუხჩიშვილი , რას გვიამბობდნენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ , თბილისი , 1964 , გვ . 34 ) . ასე რომ , კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე , ანუ მაღალი ცივილიზაციისა , კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიობა არის პროტო - ქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული , კავკასიაზე მიჯაჭვული . უფრო ადრინდელ ხანაში ეს მოდგმა აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას , არამედ ინდოეთს , ხმელთაშუაზღვის აუზს , ჩრდილო და სამხრეთ ევროპას , პირინეებს , ეგეოსის არქიპელაგს და მცირე აზიას . ამ მოდგმას ზოგი ევროპელი მეცნიერი უწოდებს ლიგურ - იბერიულ , ანუ ეუსკარო - ალაროდიულ მოდგმას , ხოლო ჩვენი მეცნიერება იაფეტურს , ან იბერიულ - კავკასიურს . მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია , რომ ძვ . წ . IV ათასწლეულში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან ურალსა და არალის ზღვამდე , ხოლო III ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისაკენ , კერძოდ , ხეთურ - ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში , ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალღა ინდოევროპელებისა არიელების სახით , რასაც მოჰყვა საბოლოო დაშლა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსური კულტურებისა და ეთნიკური კოლექტივებისა ( პროტოქართველებისა ) , რომლებიც მანამდე ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვის აუზსა და მცირე აზიაში და ხელს უშლიდნენ ინდოევროპულ ექსპანსიას . გარდა ამისა , ისინი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ , ვიდრე ინდოევროპელნი და თავად ახდენდნენ მათზე გავლენას ( იხ . რ . გორდეზიანი , " ილიადა " და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზისის საკითხები , თბილისი , 1970 , გვ . 194 ) . ნ . მარრის გამოკვლევების მიხედვით თვით დღევანდელი არარატი , " ურარტუდან " ნაწარმოები , გვიანდელი სახელწოდებაა ამ მთისა , უფრო ადრინდელ ხანაში კი ეს იყო მთა კარდუ ( სუმერული ნასირი ) იაფეტიდ პროტო - ქართველთა ( ნ . მარრის დასკვნით , ქართული წმინდა იაფეტური ენაა , ხოლო სომხური ჰიბრიდული იაფეტურ - ინდოევროპული ენა ) .
რა თქმა უნდა , ამას უბრალო მეთევზეები არც სიმდიდრის და არც სიბრძნის წყალობით არ აკეთებდნენ , მათში აღდგომის ღვთიური ძალა მოქმედებდა , რადგან ყოვლად გამორიცხულია ადამიანური შესაძლებლობებით მიეღწიათ ასეთი წარმატებისათვის .
ჰანნა არა არის ისეთი , როგორიც გამოიყურება პირეველივე შეხედვით . ის ისეთივე ბედნიერია , კანონ მორჩილი და მეგობრებთან ხალისიანი , როგორც სხვა დანარჩენი გოგონა . მაგრამ ამავედროს ის ლონდონში არის ბელლის სახელით , ერთერთი მაღალანაზღაურებიანი ელიტური " გოგონა გამოძახებით " . ჰანნას და ბელის მიზანი ერთია , მათ უყვართ სექსი და ფული .
ამ * ლე ხალხისთვის ასეთი ხელისუფლება დიდი ფუფუნებაა ერი ( სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ბრბო ) დაღლევებულია მაგრად ! მაქსიმალურს აკეთებს მიშა ამ ღლე სიტუაციაში რაც შეიზლება გააკეთოს კაცმა . .
როგორც აღვნიშნეთ , შემავალი ინფორმაციის სახით ინდიკატორები იღებენ ფასს , ხოლო ინდიკატორის გამოსასვლელი მონაცემები დამოკიდებულია გათვლის პრინციპზე , რომელიც ჩადებულია ინდიკატორის პროგრამირების პროცესში . ასევ , აღვნიშნეთ , რომ ზგიერთ ინდიკატორს აქვს შესაძლებლობა , ფასების ნაცვლად შემავალი ინფორმაციის სახით მიიღოს მეორე , მანამდე განთავსებული , ინდიკატორის გამომავალი მონაცემები . თუ მეორე ინდიკატორი შედგება ერთზე მეტი ხაზისგან , ინფორმაციად გამოყენებული იქნება ნულოვანი , ანუ მთავარი ხაზის მონაცემები .
საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა . გალის ორ სკოლაში , სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს , მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ , მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ .
მე აქციაზე Regent street - ზე სტუდენტებთან ერთად . მოგესალმებით , გერთვებით ცხელ - ცხელი საინტერესო ამბით კემბრიჯიდან . მოგეხსენებათ კემბრიჯში არსებობს უამრავი სოციუმი , მათ შორის მთავარი გახლავთ Cambridge Union society , რომლის წევრი ვარ და რამდენიმე კვირის წინ იყო პერმანენტული აქციები , დაგეგმარება აქციების და საპროტესტო გამოსვლები . ერთი …
12 საათიანი გაუჩერებლივი მოძრაობა და გაურკვევლობა სად ხარ სად მიდიხარ ვინ ხარ რა გინდა რა გიხარია რას მოდიოდი საერთოდ ისევე ანგრევს ადამიანის ფსიქიკას , როგორც უცაბედად თბილ ღუმლიანოთახში თავის შეყოფისთანავე დავიწყებული დაღლა ქრება ჰხოლმე ჰხაერში და ყველაფერი ცუდი უცბაშად ისეთ ლამაზ ფერებში გამოჩნდება რომ მზად ხარ მაშინვე არა და მეორე დილითვე თავიდან გაიმეორო ყველაფერი : )
Subjects : დანაშაული სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ; ფინანსური დანაშაული ; სისხლის სამართალი ; სახელმწიფო დაზღვევა ; დადგენილებები .
6 . პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
ჩემი თაობის ანატომია . ოპერაცია რამდენიმე აქტში . ნაწილი II
ბავშვობიდანვე საკუთარი თავის აქტიურ ძიებაში იყო . იური მეჩითოვის სახელოსნოში დადიოდა და საინტერესო კადრების გადაღებას სწავლობდა . გონების სავარჯიშოდ კომაროვის სკოლა დაამთავრა . სკოლის დამთავრების მერე მსახიობობა უნდოდა , მაგრამ ბოლოს მათემატიკოსობასა და მსახიობობას შორის რაღაც შუალედურს მიაგნო და ფსიქოლოგიურზე ჩააბარა . ხშირად დადიოდა მთაში და უკვირდა , როგორ ცხოვრობდნენ მშვიდად პლეხანოვზე მისი მშობლები ისე , რომ მთაში ერთხელაც არ იყვნენ ნამყოფი . სრიალებდა თხილამურებზე . კითხულობდა ბევრ წიგნს და უსმენდა მხოლოდ იმ ლექციებს , რომელიც აინტერესებდა . უფრო სწორად , ლექციებს საერთოდ არ უსმენდა და ლექციის დროს მერხში დამალულ წიგნებს თავჩარგული კითხულობდა . ლექტორები პატიობდნენ , რადგან ის წიგნები , რომლებსაც ნინო კითხულობდა , მათაც მოსწონდათ . ჯგუფ " ადიოშიც " ( " ადიო " მოგვიანებით " შინად " გადაკეთდა ) მღეროდა და მუსიკალურ გემოვნებას ჯაზურ კომპოზიციებზე ხვეწდა . მოკლედ , ნინო ინდივიდუალისტი იყო და თავის გზასაც მეტწილად თვითონ იკვალავდა . ამიტომ , შესაძლებელი იყო , ზურას გვერდითაც მისთვის დამახასიათებელი " ინდივიდუალური ექსტრემიზმით " ეხელმძღვანელა და თავისი უნარებისთვის დამოუკიდებელი დინება მიეცა .
პერსონალია : ბაღბაია ლეილა - აფხაზეთის ბავშვთა ჰარმონიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ; მირცხულავა როზა - აფხაზეთის ბავშვთა ჰარმონიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ; თავზარაშვილი სალომე ; უგრეხელიძე თაკო ; ქარდავა ზაურ - მოსწავლეები .
რა სიკეთე , რის სიკეთე ! 12 წლის აბას მუჰამედის ოჯახისთვის რამდენიმე პლასტიკური ბოთლი და კონსერვის ცარიელი ქილა , რასაც ქალაქის ნაგავსაყრელზე იპოიან და ბაზარში მეძველმანეს გროშებად მიჰყიდიან , მთელი დღის შემოსავალია . თუ ბედმა გაუღიმა , საკვების ნარჩენებსაც ამოქექავენ . მათთვის მეტის მიცემა არ შეუძლია ერაყის ხელისუფლებას , რომელიც ამერიკის პოსტკოლონიური სისტემითაა ნაკვები და გამოზრდილი . ბაღდადი , რომელიც ერთ დროს მოქალაქეთა ცხოვრების დონით სანიმუშო იყო , ამჟამად მათხოვართა ქალაქად იქცა , სადაც ყოვლისმომცველი კორუფცია ბატონობს და უდაბნოს ქვიშაც ვერ ფარავს ნაგავის გროვებს , რომლებიც ქალაქს გალავნად არტყია .
ვაპირებ ზღვაზე წასვლას დასასვენებლად მეგობრებთან ერთად . დედა მეუბნება , რომ ამისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადო და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინო , რათა ჯანმრთელობა არ დავიზიანო . ამას კი , როგორც დედა შიშობს , დამოუკიდებლად ვერ შევძლებ . გთხოვთ მიპასუხოთ , რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება . მაკო რაზმაძე , 17 წლის
ნემ ცო ვი აპი რებ და , ევ რო პე ლი პარ ლა მენ ტა რე ბის თ ვის იმის შე სა ხებ მო ეთხ რო , რომ რუ სეთ ში თა ვი სუ ფა ლი არ ჩევ ნე ბი არ არ სე ბობს . მან ამის შე სა ხებ დე ბა ტე ბამ დე გა ნაცხა და . ევ რო პარ ლა მენ ტის დღის წეს რი გის თა ნახ მად , დე ბა ტებ ში სიტყ ვით გა მო ვი და ევ რო კავ ში რის უმაღ ლე სი წარ მო მად გე ნე ლი სა გა რეო საქ მე ე ბი სა და უსაფ რ თხო ე ბის სა კითხებ ში კეტ რინ ეშ ტო ნი .
შიშისუფლება 2007წლის 8 ნოემბერი გუშინ მთავრობამ რუსთაველი გაწმინდა . გუშინდელი დღის ამბები ერთი თვის საინფორმაციო საშუალებებს ეყოფოდა . დასკვნის გამოტანა და შეჯამება ძნელია , მაგრამ შევეცდები გუშინდელი დღის შედეგი თითო - თითო წინადადებებით ჩამოვწერო ( ჩემთვის გავითვალო ) . . სახელმწიფომ აჩვენა ხალხს ვინ არის თამაშის წესების დამწესებელი ქვეყანაში . სახელმწიფომ აჩვენა ქართველებისათვის ჯერ ნაკლებად დამახასიათებელი დისციპლინა , ოირგანიზებულობა , კოორდინირებულობა და შეძლო კონკრეტული მიზნის სუფთად შესრულება ( მსხვერპლის გარეშე ) . ოთხივე შეტაკებამ ( ოპერაციამ ) ძირითადად გადაცდენების გარეშე ჩაიარა თუმც ზედმეტ უხეშობასაც ხშირად ვხედავდით . შანტაჟმა არ გაჭრა დღევანდელ საქართველოსთან . საქართველოს ჰყავს მეთაური , რომელიც რთულ შემთხვევაში რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს . მე ასე მგონია ( იმედი მაქვს ) რომ , ადამიანთა ჯგუფები , რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ და პრეტენზია აქვთ რომ ჩემი ცხოვრება უნდა მართონ , თანაც ჩემ დაუკითხავად , მომავალში , თუ თავისი ტვინი არ მოასვენებთ ახალი სისულელეების წამოწყებისაგან , ხალხს მაინც არ გარევენ კანონსაწინააღმდეგო ავანტიურებში . ვინც სახმო იოგებს იხევს ყვირილით , ყოველთვის სამართლიანი არ არის .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსეთის ფედერაციაში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული , დამოუკიდებელი და ობიექტური რადიოს " ეხო მასკვის " მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს შეხვდა .
- რადგან ერთ - ერთი მეამბოხე პოლიტიკური მოვლენების კრიზისის გადაწყვეტას ითხოვდა , ხომ არ არის ისეთი ვითარება შექმნილი , რომ ჯარი ითხოვს , - ჩვენ თავი დაგვანებეთ , პოლიტიკურ მოვლენებში ნუ ჩაგვრთავთო ? ! . ხომ არ არის ძალდატანება , რომ აქციის დარბევაში ჯარი იყოს გამოყენებული ? ! არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა , რასაც ხელისუფლებამ უმოკლეს დროში უნდა უპასუხოს .
Download XML • Download text